საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

2015 წელი, 25 მაისი

 წმიდა სინოდის კრების
ოქმი

25 მაისი 2015 წელი

 ა.წ. 25 მაისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმინდა სინოდის მორიგი სხდომა.
სხდომა გახსნა და მას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწ-მიდესი და უნეტარესი ილია II.
კრების მდივანად აირჩიეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)
კრებას არ ესწრებოდნენ: დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ესაია (ჭანტურია), ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე).
განიხილეს შემდეგი საკითხები:
 I. მოისმინეს ცნობილი მეცნიერის, ბატონ ანზორ თოთაძის მოხსენება საქართველოში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ.
წმინდა სინოდმა დაადგინა:

1. საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ხელი შეეწყოს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამის მომზადებას.
2. შეიქმნას ფონდი რომელიც, დემოგრაფიული განვითარების პროგრამის შესაბამისად, განახორ-ციელებს სათანადო ღონისძიებებს.
3. გააქტიურდეს აბორტის საწინააღმდეგო პროპაგანდა, რომ ქალბატონებმა გაცნობიერებულად, თავისი ნებით, უარი თქვან შვილის მკვლელობის საშინელ ცოდვაზე. 
II. იმსჯელეს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის სასკოლო განათლე-ბის სისტემაში ახალი საგნების დამატების პროექტზე: „მე და საზოგადოება“ (III-IV კლ.) და „ჩვენი საქართველო“ (V-VI კლ.), ასევე აღზრდის საკითხებზე.
დაადგინეს:

1. განათლებასთან ერთად საჯარო სკოლებში განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს მოსწავლე-თა აღზრდის თემას.
2. უნდა განისაზღვროს, რას გულისხმობს ზოგადი განათლების კანონში დეკლარირებული „ეროვნული ღირებულებები“.
3. ეთხოვოს განათლების სამინისტროს, სასკოლო სწავლების პროგრამაში ახალი საგნების („მე და საზოგადოება“, „ჩვენი საქართველო“) შეტანამდე მოხდეს პროექტის განხილვა რელიგიური ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოების მონაწილეობით. III. მოისმინეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შამბეზიში წარგზავნილი სა-მუშაო ჯგუფის ანგარიში წმიდა დიდი კრების წინამოსამზადებელ შეხვედრებთან დაკავშირებით.
დაადგინეს:

შამბეზის შეკრებებზე განხილულ და ახლად რედაქტირებულ დოკუმენტებს (ძველად 1982-1986 წლებშია მიღებული) უნდა გაეცნონ მღვდელმთავრები, რათა საკითხი გატანილ იქნას წმ. სინოდის სხდომაზე განსახილველად და მომზადდეს საბოლოო დასკვნა.
 IV. იმსჯელეს არქიმანდრიტ ვახტანგ ლიპარტელიანის შესახებ, რომლის კანდიდატურაც, დაქვრივებული ნიკორწმინდის ეპარქიის კათედრის დასაკავებლად, წარმოადგინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II.
დაადგინეს:

1. არქიმანდრიტი ვახტანგი (ლიპარტელიანი) არჩეულ იქნას ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად.
2. არქიმანდრიტ ვახტანგის (ლიპარტელიანი) ეპისკოპოსად კურთხევა შედგეს წმიდა ქალაქ მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ა.წ. 1 ივნისს (2015წ.), სულიწმიდის და წმ. ნინოს ხსენების დღეს. V. განხილულ იქნა არქიმანდრიტ დემეტრეს (თეთრუაშვილი) წერილი.
დაადგინეს: 1. არქიმანდრიტ დემეტრეს (თეთრუაშვილი) საკითხის შესწავლა დაევალოს სინოდალურ კომისიას, შემდეგი შემადგენლობით:
ა) მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანანია (ჯაფარიძე) – მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი;
ბ) მაღალყოვლადუსამღვდელოესი თეოდორე (ჭუაძე) – ახალციხისა და ტაოკლარჯეთის ეპისკოპოსი;
გ) ყოვლადუსამღვდელოესი მელქისედეკი (ხაჩიძე) – მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი;
დ) ყოვლადუსამღვდელოესი იაკობი (იაკობაშვილი) – ბოდბელი ეპისკოპოსი
კომისიამ მუშაობის შედეგები მომავალ სინოდამდე უნდა წარუდგინოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. 2. ჰერეთის ეპარქიის დროებითი მმართველობა დაევალა ხორნაბუჯელ ეპისკოპოს დემეტრეს (კაპანაძე).

VI. მოისმინეს „საეკლესიო გალობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი და-ვითის (მახარაძე) ანგარიში 2001-2015 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ. ამასთან, მან დააყენა შუამდგომლობა სამგალობლო გუნდების ფინანსური დახმარების თაობაზე.
დაადგინეს:
ა) დადებითად შეფასდეს წარმოდგენილი ანგარიში.
ბ) განხორციელდეს საეკლესიო გალობის ცენტრის რეორგანიზაცია და შეიქმნას „საეკლესიო გალო-ბის კვლევისა და სწავლების ცენტრი“.
„საეკლესიო გალობის კვლევისა და სწავლების ცენტრი“-ს ხელმძღვანელობა დაევალა აბბა ალა-ვერდელ მიტროპოლიტ დავითს (მახარაძე).