საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პრეზიდენტი მოსკოვის ქართულ ეკლესიაში მრევლს შეხვდა

22 თებერვალი
201-2

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერთა სამიტის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში ქართულ დიასპორას და სასულიერო პირებს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა მათ მადლობა გადაუხადა სიმტკიცისთვის და განუცხადა, რომ ამ ხნის მანძილზე ქართული სულის შენარჩუნებისთვის მათ წინაშე ქედს იხრის მთელი საქართველო. წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში საქართველოს პრეზიდენტი უკვე მეორედ იმყოფებოდა. მის პატივსაცემად წირვა-ლოცვა აღესრულა, ხოლო თავად პრეზიდენტმა ეკლესიის წინამძღვარს ღირსების ორდენი გადასცა.