საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საბერძნეთის ეკლესიამ ახალი წინამძღოლი აირჩია

11 თებერვალი
191-2

2008 წლის 7 თებერვალს ათენის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა ელადის ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევნები. ელადის ეკლესიის წინამძღოლად არჩეული იქნა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა თიბიისა და ლავადიის მიტროპოლიტი იერონიმე.
თიბიისა და ლავადიის მიტროპოლიტი იერონიმე (ერში იოანიის ლიაპისი) – დაიბადა 1938 წელს ბეოფიტიის პატარა დასახლება ინოფიტაში. დაამთავრა ათენის ღვთისმეტველებისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი. გრაცსკიის (ავსტრია) ასპირანტურა რეგენსბურგისა და მიუნხენის უნივერსიტეტები. ერთი პერიოდი მუშაობდა ათენის არქეოლოგიურ საზოგადოებაში. დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმული იქნა 1967 წელს. თიბიისა და ლავადიის პროტოსინგელი (1967-1978), საგმატას ფერისცვალების (1971-1977) და ღირსი მამის Lლუკას (1977-1981) სახელობის მონასტრების წინამძღვარი, ელადის ეკლესიის წმიდა სინოდის გენერალური მდივანი. (1978-1981), მისი სამღვდელმთავრო ქიროტონია მოხდა 1981 წლის 4 ოქტომბერს. იყო ელადის ეკლესიის რადიოს მთავარი რედაქტორის მოადგილე. უნეტარესი იერონიმე ავტორია მრავალი საღვთისმეტყველო თუ სამეცნიერო ნაშრომებისა. 1970 წელს ნაშრომში “შუასაუკუნეების ევბეის ძეგლები” მიენიჭა ათენის მეცნიერებათა აკადემიის პრემია. უნეტარესი იერონიმე კრაიოვეს (რუმინეთი) უნივერსიტეტის მედიცინეს საპატიო დოქტორია. იგი გახლავთ საბერძნეთის კარდიოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე.