საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დაფუძნდა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა

11 თებერვალი
190-2

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა ერთიანი ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობა, რომელსაც სათავეში არასამთავრობო ორგანიზაცია ”ნაციონალური ლობის” ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე უდგას.
მოძრაობის ხელმძღვანელის განცხადებით, მათი მიზანია საქართველოს პატრიარქის ეპისტოლეს მთავარი პოსტულატების ცხოვრებაში განხორციელება.
ერთიანი ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის წევრების წარდგენა მოხდა დღეს პატრიარქის ფონდში და მას თავად პატრიარქიც დაესწრო.
“ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს ცხოვრებაში განახორციელოს ეპისტოლეში გაჟღერებული თემები,” – აღნიშნა გიორგი ანდრიაძემ და დასძინა, რომ უპირველესი ამოცანა იქნება საქართველოს ეკლესიის ინტერესების ლობირება.