საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას გამორიცხავს

11 თებერვალი
189-2

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის განცხადებით, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გარკვეულ პოლიტიკურ პარტიას ემხრობა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
პატრიარქი რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქართველი ხალხი გააერთიანოს.
“ბოლო დღეებში საზოგადოებაში ვრცელდება ისეთი აზრი, თითქოს ეკლესია მხარს უჭერს ან მფარველობს ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი ეკლესია დამცველია ეროვნული და სულიერი ფასეულობებისა. ეკლესია ყველაფერს აკეთებს, რომ გააერთიანოს და შეადუღაბოს ქართველი ერი და მართალი არ არის ინფორმაცია, თითქოს ეკლესია რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ემხრობა,” – განაცხადა პატრიარქმა.