საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ჩეხეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რესტიტუციის კანონის თანახმად შეუძლია სახელმწიფოსაგან მიიღოს 70 მილიარდი კრონა

31 იანვარი

2008 წლის 30 იანვარი
ოთხშაბათს 2008 წლის 23 იანვარს ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო კანონი “ თავისუფლების შეზღუდვის პერიოდში ეკლესიასა და რელიგიური საზოგადოებებისადმი მიყენებული ზოგიერთი ქონებრივი უსამართლობის გამოსწორების შესახებ და სახელმწიფოსა და რელიგიური საზოგადოებებს შორის ურთიერთობების დარეგულირების შესახებ”. კანონი გულისხმობს, რომ ჩეხეთში დარეგისტრირებულ კონფესიებს ნაწილობრივ დაუბრუნდებათ ის ქონება, რომელიც მათ ჩამოერთვათ კომუნისტური პარტიის მართვის პერიოდში. იმ ქონების სანაცვლოდ, რომელიც ამა თუ იმ მიზეზებით არ ექვემდებარება დაბრუნებას, რელიგიური ორგანიზაციები მიიღებენ ფულად კომპენსაციას.
გადასახდელის სრული მოცულობა შეადგენს 270 მილიარდ ჩეხურ კრონას, აცხადებს საპატრიარქო. კომპენსაციის გაცემა მოხდება ეტაპობრივად 60 წლის განმავლობაში. ახალი კანონი ჯერ უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა. როგორც ელიან, დეპუტატები განიხილავენ მას საზაფხულო საპარლამენტო არდადეგების დაწყებამდე.
ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკიის მიტროპოლიტი უნეტარესი ქრისტოფორე ასეთ კომენტარს აკეთებს ჩეხეთის მთავრობის მიერ წინა კვირას მირებულ კანონთან მიმართებაში: “ ამ კანონის მიღება ეპოქალური მოვლენაა”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ქრისტოფორემ და ხაზი გაუსვა, რომ “დღეს უკვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ყველა ეკლესიამ მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ კანონს. ეს პრაქტიკულად ეკლესიათაშორისი თანამშრომლობის, კონფესიათაშორისი დიალოგის უპრეცენდენტო მაგალითია ჩეხეთის რესპუბლიკაში”.
მიტროპოლიტ ქრისტოფორეს თქმით, საეკლესიო ქონების რესტიტუციის ახალი კანონის თანახმად ჩეხეთის მართლმადიდებლური ეკლესია მიიღებს 70 მილიარდ ჩეხურ კრონას 60 წლის განმავლობაში.
რესტიტუციის კანონი აგრეთვე ითვალისწინებს საეკლესიო ქონების დაბრუნებასაც. როგორც მეუფემ ბრძანა, “ ეკლესიის ქონების კონფისკაცია ჯერ კიდევ კომუნისტების მოსვლამდე დაიწყო, ფაშისტური ოკუპაციის დროს და ახლახანს მიღებული კანონი ითვალისწინებს კომუნისტების მიერ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას. ამ ქონების 95 პროცენტს კათოლიკური ეკლესიის საკუთრება შეადგენს. ხოლო მართლმადიდებლური ეკლესიის წილი თითქმის ნულის ტოლია და დღეისათვის კათოლიკები 80პროცენტზე ოდნავ მეტს დათანხმდენ, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადაეცემა სხვა კონფესიებს – მართლმადიდებლებს და პროტესტანტებს. ფაქტობრივად ეს არის საჩუქარი, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ გაიღო. ჩვენ ხომ არაფერი გაგვაჩნდა”.
ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკიის წინამძღვარმა აღნიშნა, რომ ახალი კანონის მიღება გამოიწვევს იმას, რომ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების კანონი თავის ძალას დაკარგავს. “ ეს ნიშნავს ჩეხეთში რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების ახალი მოდელის ფორმირებას, – აღნიშნა მიტროპოლიტმა – როგორც ჩანს, მიღებული იქნება კიდევ ერთი კანონი, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის ახალი მოდელის შემუშავებას შეუწყობს ხელს, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალი კანონი ითვალისწინებს საკმაოდ ხანგრძლივ და თანმიმდევრულ გადასვლას დაფინანსების ახალ სისტემაზე”,- აღნიშნა მიტროპოლიტმა ქრისტოფორემ.