საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სასამართლომ ეგვიპტეში არ დააკმაყოფილა ქვეყნის მოქალაქის სარჩელი, რომელიც ითხოვდა მისი ისლამიდან ქრისტიანობაზე გადასვლის ოფიციალურ აღიარებას

31 იანვარი

ქაირო, 2008 წ. 30 იანვარი
ადმინისტრაციულმა სასამართლომ ეგვიპტეში არ დააკმაყოფილა ქვეყნის მოქალაქის სარჩელი, რომელიც ითხოვდა მისი ისლამიდან ქრისტიანობაზე გადასვლის ოფიციალურ აღიარებას, – გვაცნობებს რია ნოვოსტი.
31 წლის მუხამედ ხიჯაზს, რომელმაც 10 წლის წინათ მიიღო ქრისტიანობა, სურდა სასამართლო წესით დაევალდებულებინა შსს, შეეტანა შესაბამისი ცვლილებები პირადობის მოწმობის გრაფა “რელიგიაში” და ასევე ჩაეწერებინა მასში ახალი ქრისტიანული სახელი.
სასამართლომ, რომელიც პირველად იხილავდა ამდაგვარ საქმეს, დაადგინა, რომ მიუხედავად კანონითა და კონსტიტუციით გარანტირებული შეხედულებების თავისუფლებისა, არსებობს გარკვეული წესი და ეთიკა, რომლის ფარგლებს გარეთ გადასვლა აღარ შეიძლება.
ეგვიპტეში არსებობს სამი აღიარებული მსოფლიო რელიგია – იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. და თუ პირველი ორი რელიგიიდან შესაძლებეილია ისლამში გადასვლა, ისლამიდან სხვა რელიგიაში გადასვლა, რომელიც ითვლება ყველაზე ბოლო მსოფლიო რელიგიად, მიუღებელია, ნათქვამია სასამართლო გადაწყვეტილებაში.
სასამართლოში აგრეთვე აღნიშნეს, რომ ძალდატანებით არავის აქცევენ ისლამში.
“და თუ ადამიანი მოვიდა ისლამში და თავისუფლად აღიარებდა ამ სარწმუნოებას, მას აღარ ეძლევა ნება განუდგეს მას”, – ნათქვამია დოკუმენტში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩაითვლება რჯულის მოღალატედ, და მისი ქმედებები – მკრეხელობად და ისლამის პრინციპებისა და ასევე ეგვიპტის ტრადიციების დამგმობად, სადაც ისლამი ოფიციალურ რელიგიად ითვლება.
“ეგვიპტის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო კონვენციები აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ არ აუქმებს ეგვიპტის კანონებსა და კონსტიტუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ისლამი არის კანონმდებლობის ძირითადი წყარო”, – აღნიშნულია სასამართლო გადაწყვეტილებაში. ამასთან, ოფიციალულ სასჯელს რჯულის ღალატისათვის ეგვიპტური კანონი არ ითვალისწინებს.
მაგრამ, არც ხიჯაზი, და არც მისი მხარდამჭერი სამართალდამცავი ჯგუფები ბრძოლაზე უარის თქმას არ აპირებენ და უნდა გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება. ისინი აგრეთვე აპირებენ დაადასტურონ ხიჯაზის მეუღლის ქრისტინისა და მისი ქალიშვილი მარიამის ქრისტიანობაში გადასვლა.
ეგვიპტური კანონების თანახმად, ბავშვი ავტომატურად მემკვიდრეობით იღებს მამის სარწმუნოებას, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად მითითებული იქნება მის პირადობის მოწმობაში.
ისლამს, რომელიც ეგვიპტის ოფიციალურ რელიგიად ითვლება აღიარებს ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტი. 77- მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის 10პროცენტი – ქრისტიანებია.