საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

გარდაიცვალა ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი ქრისტოდულოსი

28 იანვარი
177-2

შარშან, ზაფხულში, 69 წლის ასაკში საბერძნეთის ეკლესიის წინამძღვარს ქრისტოდულოსს ექიმებმა ღვიძლის სიმსივნე აღმოუჩინეს და იგი ჰოსპიტალიზირებული იქნა. მთავარეპისკოპოსმა მკურნალობის კურსი აშშ-ში გაიარა, მაგრამ ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა, გაირკვა რომ, ავადმყოფობა სწრაფად ვითარდებოდა.
მთავარეპისკოპოსი სამშობლოში დაბრუნდა და დარჩენილი ბოლო თვეები ათენის რეზიდენციაში გაატარა. მომდევნო სამი დღის განმავლობაში ყველა მსურველს შეუძლია ათენის საკათედრო ტაძარში გამოემშვიდობოს საბერძნეთის ეკლესიის წინამძღვარს, რის შემდეგაც დაკრძალავენ.
მთავარეპისკოპოს ქრისტოდულის დაკრძალვის დღე საბერძნეთში უქმე დღედ გამოცხადდა…