საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოს განცხადება

25 იანვარი

ა.წ. 24 იანვარს თოქ-შოუ “პრაიმ-ტაიმში” ბატონი იულონ გაგოშიძის მიერ ბათუმში, ფერიის მთაზე მშენებარე ეკლესიასთან დაკავშირებით გამოთქმული აზრი არის მისი პირადი შეხედულება და მას საერთო არაფერი აქვს არც საპატრიარქოს და არც ხეროთმოძღვრების ცენტრის პოზიციასთან.
შევნიშნავთ, რომ ფერიის ტაძრის პროექტი წარმოდგენილ იქნა საბჭოზე და იყო გარკვეული შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებითაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) დაიწყო ტაძრის მშენებლობა.
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე);
დეკანოზი ბესარიონ მენაბდე
25 იანვარი, 2008 წელი