საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მიხეილ სააკაშვილი შიომღვიმეში წირვას დაესწრო

19 იანვარი
155-2

სადღესასწაულო წირვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილი შიომღვიმეში დაესწრო.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სხვა ტაძრები ქართული ეკლესიის მფლობელობაში მალე დაბრუნდება.
“ჩვენ გვაქვს უნიკალური სიწმინდეები. ეს არის ილორის წმინდა გიორგის ეკლესია, ბედიის მონასტერი, ეს არის ახალი ათონი, ეს არის ბიჭვინთის ტაძარი, ეს არის უამრავი სხვა პატარა ეკლესია და დღეს ფაქტიურად არაოფიციალურად იქ რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან შესული…
რა თქმა უნდა, მათ გამოუჩნდებათ, რა თქმა უნდა, მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ ამაში”, – განაცხადა მან.
სააკაშვილმა მონასტრის სარემონტო სამუშაოების დაფინასებაზე ისაუბრა.
მომავალი პრეზიდენტი ბერებს მონასტერში მისასვლელი გზისა და სახურავის შეკეთებას დაპირდა.
ორშაბათს, 21 იანვარს სააკაშვილი კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის სამუშაოებს ოფიციალურად გახსნის.