საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელისუფლებას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს

1 ნოემბერი
14-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ქვეყანაში ვითარება არ გახდეს უმართავი.
“საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მოგმართავთ როგორც ქვეყნის ხელისუფალთ, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, გამოიჩინეთ კეთილი ნება და ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ პროცესებმა არ მიიღოს უმართავი სახე და არ გავიდეს იგი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან”, – ნათქვამია მისი უწმინდესობის განცხადებაში, რომელიც ოთხშაბათს საქართველოს საპტრიარქოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
პატრიარქი აუცილებლად მიიჩნევს “შეიქმნას პრეცედენტი რთული პრობლემების ცივილიზებული და მშვიდობიანი გზით მოგვარებისა”.
“ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა და ჩვენი ქმედება, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს”, – ნათქვამია ილია მეორეს განცხადებაში.