საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ხულოს სემინარიაში კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან ოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

1 ნოემბერი
13-2

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან ოცდაათი წლისთავს მიეძღვნა კონფერენცია ხულოს სემინარიაში. კონფერენციის თემა იყო “წმინდა ანდრიას გზა საქართველოში”.
მომხსენებლებმა დიდაჭარის მთის უკვე დანგრეული ეკლესიის ისტორიულ წარსულსა და არქეოლოგიური გათხრების შედეგებზე ისაუბრეს. სემინარზე ნაჩვენები იყო ვიდეოკოლაჟები პეტრას ტაძრის შესახებ.
კონფერენციაში, რომელიც სხალთის ეპისკოპომა სპირიდონმა გახსნა, მეცნიერები და სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.