საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 100 000 მოწამის ხსენების დღე აღნიშნა

13 ნოემბერი
კატეგორია:
13-%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90

ა.წ. 13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ტრადიციულად აღნიშნავს წმიდათა ათთა ბევრთა (ასი ათასი) ქართველთა მოწამის ხსენების დღეს.

ჩვენი წინაპრების რწმენისა და სამშობლოსადმი თავდადების ამ უპრეცედენტო მაგალითის სადიდებელი  დღე წელს კვირას დაემთხვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა წირვა აღავლინა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში; მოგვიანებით კი მეტეხის ხიდზე, იქ, სადაც 1227 წლის 13 ნოემბერს მოწამეობრივად აღესრულნენ ქართველნი, მისი უწმინდესობა წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად დაესწრო საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ორგანიზებით გამართულ შემოქმედებით კონცერტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ხალხურმა ანსამბლებმა და ფოლკლორულმა გუნდებმა.  თეატრალური დადგმით, _ „ასი ათასი წამებულის დღე,  წარსდგა შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და „ხრიდოლის აკადემია“.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საზეიმო პარაკლისი გადაიხადა და დალოცა სრულიად საქართველო.

რწმენისა და მამულისათვის თავდადებული ასი ათასი მოწამის პატივსაცემად  მტკვარი სიმბოლურად  ყვავილებით მოიფინა.

5

12

2

1

3..

555

7

6

oo

3

11

13

14

1,,,

10