საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ბოკერია უარყოფს ინციდენტს საპატრიარქოში

11 იანვარი
123-2

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას საპატრიარქოში ინციდენტი შეემთხვა.
გიგა ბოკერიას მტკიცებით, იგი საქართველოს პატრიარქს არ შეხვედრია და შესაბამისად, მისთვის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა არ უთხოვია.
მისი თქმით, მსგავსი ინფორმაცია პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულირების მცდელობაა.
აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, ბოლო თვეებში ბატონი გიგა ბოკერია საერთოდ არ სწვევია საპატრიარქოს და ინფორმაცია, თითქოს ბატონ გიგა ბოკერიას რაღაც ინციდენტი შეემთხვა საპატრიარქოში, არ შეესაბამება სინამდვილეს.