საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

თბილისში ტრადიციული ალილო იმართება

7 იანვარი
119-2

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს თბილისში ტრადიციული ალილო მოეწყო. მსვლელობა ორ საათზე დაიწყო და სამების საპატრიარქო ტაძართან დასრულდება. ძღვენი, რომელსაც მონაწილეები გზადაგზა შეაგროვებენ, საჩუქრად მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებში გადაიგზავნება.
ალილოში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. დღეს ქუჩებში ფართომასშტაბიანი თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა, რომლის რეჟისორი ლევან წულაძეა. თბილისი გარდა, ალილო საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში ჩატარდა.
ალილო V-VI საუკუნეებში დამკვიდრდა და დაახლოებით ათი წელია, რაც საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღსდგა ეს ტრადიცია.