საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დღეს ქრისტეშობაა

6 იანვარი
118-2

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო საშობაო ღვთისმსახურება 23.00 საათზე დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღასრულებს.
ხვალ კი საშობაო ალილოს მსვლელობისთვის სხვადასხვა ტაძრებიდან სამღვდელოება და მრევლი ვარდების მოედანზე შეიკრიბება.
ქუჩებში გაიმართება ფართომასშტაბიანი თეატრალიზებული წარმოდგენა, ალილოზე შეგროვებული საჩუქრები დაურიგდებათ უმწეოებს და ბავშთა სახლებს.