საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 75 წელი შეუსრულდა

4 იანვარი
113-2

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს იუბილარია. მას 75 წელი შეუსრულდა. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქს დაბადების დღე უკვე მიულოცეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და ქვეყნის ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა.
პატრიარქის დაბადების დღეს თბილისში ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი შემოაბრძანეს.
საზეიმო მსვლელობა დილით ვარდების მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. კათალიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. დღესვე საღამოს ოპერისა და ბალეტის თეატრში პატრიარქის საიუბილეო საღამო გაიმართება.