საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი ქართველ ერს მიმართავს

4 იანვარი
112-2

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხვალისათვის დაგეგმილ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს “მეტად მნიშვნელოვნად” აფასებს და საზოგადოებას “ღვთისმოსავი, კულტურული და სულიერი ფასეულობების დამცავი პრეზიდენტის არჩევისკენ” მოუწოდებს.
“ხვალ მეტად მნიშვნელოვანი დღეა. ღმერთმა მოგვცა სიბრძნე იმისა, რომ გადაწყვეტილება თავად მივიღოთ. მომავალი პრეზიდენტი ღვთისმოსავი უნდა იყოს და კულტურულ და სულიერ ფასეულობებს უნდა გაუფრთხილდეს” – განაცხადა პატრიარქმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე.
მისივე შეფასებით, “ქართველი ერი ახლა რთულ პერიოდში ცხოვრობს, რადგან მის წინაშე მრავალი განსაცდელია”.
ამ კონტექსტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ “რთული სიტუაციიდან გამოსავლის ერთადერი ძალა ღმერთის რწმენა და მომავლის იმედია”.
“არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა” – განაცხადა პატრიარქმა და მიმართვა ერის დალოცვით დაასრულა.