საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალი ქუთაისში

2 იანვარი
104-2

ქუთაისში დღეს მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი სამ დღეს გასტანს და იგი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 30 წლისთავს ეძღვნება.
ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის 16 ფილმი მონაწილეობს. ქართული ფილმები უმეტესად სტუდიების – ”მეოხისა” და ”კანდელის” პროდუქციაა.
აღნიშნული ფესტივალი თბილისსა და ბათუმში გაიმართა. საზეიმო გახსნას სასულიერო პირები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.