საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

1 იანვარი
100-2

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ტრადიციულ საკვირაო ქადაგებაში 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების თემას შეეხო. პატრიარქმა ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და ბრძანა, რომ ხალხმა თვითონ უნდა განსაჯოს, ვინ მოუტანს საქართველოს სიკეთეს.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მოსახლეობას სწორი გადაწყვეტილების მიღებას ურჩევს.
“არ გეტყვით იმას, ვინ აირჩიოთ. ღმერთმა მოგცათ გონება და თქვენ უნდა განსაჯოთ, ვინ იქნება სასარგებლო და ვინ მოუტანს სიკეთეს ჩვენს სამშობლოს. ყველანი უნდა მივიდეთ ასარჩევად,”- განაცხადა პატრიარქმა.