საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს (21 მაისი, 2008 წ.; წმინდა იაონე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი)

21 მაისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%a6%e1%83%95

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს

წმინდა იაონე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი, 21 მაისი, 2008 წ.

„ყველაზე დიდი ძალა დედამიწაზე და
მთელ ქვეყანაზე ხილულსა და უხილავზე – არის სიყვარული!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ქრისტე აღდგა!

Христос Воскресе!

ყველას გილოცავთ წმინდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის ხსენების
დღეს და ტაძრის დღესასწაულს! თქვენ იცით, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, გამორჩუელია
სხვა მოციქულებისაგან განსაკუთრებული, დიდი სიყვარულითა და თავდადებით. და ყველაზე
მეტადაც უფალს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი უყვარდა. ამას არაერთხელ შენიშნავს
თვითონ იოანე ღვთისმეტყველი, უწოდებს რა თავს მოაწაფეს, „რომელი უყვარდა იესოს“.

რით დაიმსახურა წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა ასეთი სიყვარული უფლისა? ცხადია, უფალს
ყველა უყვარს, მაგრამ იოანე ღვთისმეტყველისადმი მას განსაკუთრებული დამოკიდებულება
ჰქონდა, რადგან ხედავდა, რომ იმ დროს, როცა მოციქულები „შიშისათვის ჰურიათასა“
დატოვებდნენ მას ჯვარცმულს, – იოანე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და მენელსაცხებლე
დედებთან ერთად ერთგულად იდგებოდა ჯვართან და იგლოვებდა.

წინდა იოანე ღვთისმეტყველი არის განსაკუთრებული კიდევ იმით, რომ იგი არის
მქადაგებელი სიყვარულისა. ყველაზე დიდი ძალა დედამიწაზე და მთელ ქვეყანაზე ხილულსა
და უხილავზე – არის სიყვარული. ყველაფერი, რაც შექმნა უფალმა, – სიყვარულით შექმნა
და ჩვენ მადლობასა და დიდებას ვწირავთ მას ამ დიდი სიყვარულისათვის!

წმინდა ბასილი დიდი ამბობს: „ბოროტება არ იკურნება ბოროტებით, ბოროტება იკურნება
მხოლოდ სიყვარულით!“ დღეს ჩვენ რომ ვაკვირდებით თანამედროვე მსოფლიოს, ვხედავთ, რომ
ადამიანი სულიერად გამოიფიტა, მისი გული დაცარიელდა; ადამიანმა დაკარგა სიყვარული
და ჩაიკეტა საკუთარ ეგოიზმში. ზოგიერთი ისე დაეცა სულიერად, რომ მის გულში ოჯახის
წევრებიც ვეღარ ეტევიან. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ისეთებიც არიან, ვინც საკუთარ
გულში მთელ მსოფლიოს იტევს.

შევთხოვოთ უფალს, მოგვცეს გული წრფელი, გული წმინდა და დიდი, რომ ყოველი ადამიანი
დაეტიოს მასში, განსაკუთრებით კი, – ცოდვილნი. ხშირად, ჩვენ მარტო იმათ ვიახლოვებთ,
ვინც კარგია, ხოლო ვინც ცუდია, იმათ განვაგდებთ ჩვენგან. მაგრამ, გვიფიქრია, – სად
წავიდნენ ის ცოდვილი, გაჭირვებული, უპატრონო ადამიანები? ისინი ვერსად წავლენ. ისევ
ჩვენთან უნდა მოვიდნენ და ჩვენც უნდა გავუღოთ მათ გულები და მივხედოთ მათ.

ღმერთმა მოგცეთ გული წმინდა და ვრცელი!

ღმერთმა მოგცეთ სული წრფელი, რომ ყველა ადამიანმა სითბო იპოვოს თქვენს გულებში!

Всех вас поздравляю, братья и сестры, с престольным праздником святого Апостола
Иоанна Богослова!

Святой Иоанн Богослов является проповедником любви; он до конца своих дней
проповедовал о любви: «Дети, любите друг друга!» И, когда ученики спросили его:
«Почему ты говоришь одно и то же?» Он им ответил: «Потому что, весь Закон
Христов, Закон Евангелия содержится в этом- в любви, любви к Богу и любви к
Ближнему». Своей жизнью человек должен создать духовный крест – стремлением к
Богу и стремлением к человеку. 

Пусть хранит вас Бог и дарует сердце чистое, чтобы наши сердца стали храмом Духа
Святого и прибежищем каждого убогого, оскорбленного и нищего человека.

Сегодня особый день и я еще раз поздравляю всех вас с этим великим престольным
праздником! В этом храме подвязается отец Филарет и учитывая его духовность,
учитывая его многолетнюю деятельность, сегодня он возводится в сан архимандрита.
Аксиос!

В сане архимандрита он будет еще ближе к вам и вы будете подходить к нему со
своими скорбями и исповедоваться. Вот теперь он более красивый…

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს არჩევნების დღეა
და ყველანი უნდა მივიდეთ და რასაც შთაგაგონებთ ღმერთი, ისე მოვიქცეთ და იმას მისცეთ
ხმა.

На всех вас призываю Божее благословение!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღდგა!

Христос Воскресе!

ქრისტე აღდგა!

მრავალს დაესწარით ამ დიდებულ დღესასწაულს!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №19, 2008 წ.