საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება წმიდა ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს (6 დეკემბერი, 2001 წ.; ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი)

6 დეკემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება წმიდა ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს

ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, 6 დეკემბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის ხსენება წმიდისა კეთილმორწმუნისა დიდისა თავადისა ალექსანდრე ნეველისა
და ხსენება წმიდისა მღვდელმოწამისა არქიმანდრიტისა გრიგოლ ფერაძისა. გილოცავთ ამ
დიდებულ დღეს.

ფსალმუნებში ვკითხულობთ: „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა“.
ამქვეყნად ყოველი ადამიანი მოსულია იმისათვის, რომ განვლოს მიწიერი ცხოვრების გზა
და დაემკვიდროს „ქვეყანასა წრფელსა“, ანუ ღვთის სასუფეველში. ყოველ კაცს ღმერთის
მიერ ეძლევა მისი საკუთარი ჯვარი, რომელიც უნდა ზიდოს. მაგრამ არიან ადამიანები,
რომელთაც ღვთისაგან ერის, ქვეყნის ჯვრის ტვირთვა ებოძათ. რუსეთის ისტორიაში ამგვარ
წმიდანთა შორის გახლდათ წმიდა ალექსანდრე ნეველი. საოცარია მისი ცხოვრება, მისი
თავდადება მართლმადიდებლობის, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის საქმეში. რამეთუ
კარგად უწყოდა, რომ ქრისტიანობაშია ძალა ერისა. ამ წმიდანმა ამქვეყნიური გვირგვინის
დატევებით ზეციური, სულიერი გვირგვინი მიიღო; როგორც თქვენ იცით, იგი ბერად
აღიკვეცა, რის შემდეგაც სახელად ეწოდა ალექსი.

ვევედრებით უფალს, რომ წმიდა ალექსანდრე ნეველის ლოცვით, დალოცოს, გააძლიეროს და
გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ღმერთმა აშოროს მას ხილული და უხილავი მტრები.

დღესვე, როგორც მოგახსენეთ, არის ხსენება ღირსისა მამისა, არქიმანდრიტისა გრიგოლ
ფერაძესი, რომელიც უდიდესი ადამიანი გახლდათ. საქართველოს ეკლესიის მეთაური,
უწმიდესი და უნატარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II პირადად
იცნობდა გრიგოლ ფერაძეს და მისი სურათი მუდამ თავის მაგიდაზე ჰქონდა. ის ბრძანებდა,
რომ წმიდა გრიგოლი უდიდესი პიროვნება იყო და ვერც წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა
რამდენიმე წელი და ეკლესია მას წმიდანად შერაცხდა. თქვენ იცით, რომ წმიდა გრიგოლ
ოსვენციმში, ფაშისტების საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა და იქ აწამეს.
განსაკუთრებით კარგად არის ცნობილი მისი ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც იგი
პოლონეთში მოღვაწეობდა. იგი ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ.

წმიდა გრიგოლის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ!

Всех вас поздравляю, братья и сестры, с престольным праздником св. великого
князя Александра Невского!

Сегодня же отмечается празник св. вмч. архимандрита Григория (Перадзе),
который был профессором Варшавского Университета. Как вам известно, во время
войны с фашистскими захватчиками, он был заключен в немецкий концентрационный
лагерь в Польше – Освенцим, где его и замучали.

Сегодня, еще раз, мы должны подумать о том, какова цель каждогочеловека, к
чему стремится каждый из нас. Каждый человек должен пройти до конца свой земной
путь; это путь – от земли до неба. Как говорит многострадальный Иов: "Жизнь
человека – это искушение", это его испытание; и блажен тот, который сможет с
честью пройти его.

Сегодня, когда так много испытаний приходится на долю и России, и Грузии, все
мы должны помнить о том, что мы являемся единовернымн христианами. И, как братья
во Христе, мы должны быть очень близки друг к другу, и хорошо помнить, что наши
страны, наши народы стоят молитвами великого князя Александра Невского и св.
священномученика Григория (Перадзе).

Господь да дарует вам мир и благополучие!

Еще раз поздравляю всех вас с престольным праздником! Сегодня я вспоминаю
блаженно почившего митрополита Зиновия‚ который много лет подряд подвязался в
этом святом храме. Здесь началось мое освящение: по благословению Святейшего и
Блаженнейшего Мелхиседека III, митрополит Зиновий совершил мой монашеский
постриг здесь, в этом святом храме. С празником вас всех!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №50, 2001 წ.