საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე (14 ოქტომბერი, 2001 წ.; სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი)

14 ოქტომბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98-9

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, 14 ოქტომბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – სვეტიცხოვლობას. დღეს პირველ
სვეტიცხოვლობას აღვნიშნავთ ახალ, III ათასწლეულში. ეს უდიდესი სიწმიდე სრულიად
საქართველოს მოუწოდებს: „ქართველნო, ერთად ღვთისაკენ“. საქართველოს გადარჩენის
ერთადერთი გზა ჩვენი ერთსულოვნება, ჩვენი ერთად ყოფნაა. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს
დროში, როცა ყოველი მკვიდრი საქართველოისა და უცხოეთში მყოფი ყოველი ქართველი უნდა
გავერთიანდეთ. ერი თუ ბერი, დიდი თუ პატარა, მემარჯვენე თუ მემარცხენე – ყველა
ერთად უნდა ვიყოთ და ღმერთი იქნება ჩვენი მფარველი.

თქვენ იცით, რომ პირველ საუკუნეში განგებითა ღვთისათა საქართველოში ჩამოტანილი
იქნა კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და დაიფლა აქ, ამ წმიდა ადგილზე, სადაც
აშენდა დიდებული სვეტიცხოველი. კვართი უფლისა, ღვთის განგებით, არის ჩვენი სულიერი
შესამოსელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთადერთი გზა ჩვენი გადარჩენისა, ჩვენი
ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა. ამ რწმენითა და ჩვენი წინაპრების ღვაწლით
მოვედით  დღემდე, ამგვარად უნდა განვაგრძოთ გზა მომავალში.

მრავალი სასწაული, მრავალი წყალობა უბოძა ღმერთმა საქართველოს. ჩვენი ქვეყანა
გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ღვთისმშობელმა დედამ გადაგვაფარა
თავისი კალთა და ვერავითარი ხილული თუ იხილავი ძალა ვერაფერს დაგვაკლებს. მთავარი
კი ის არის – ვიყოთ ერთგულნი ჩვენი ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და
გავერთიანდეთ!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ!

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ღმერთმა მრავალ დღესასწაულს დაგასწროთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

ღმერთს ებარებოდეთ!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №42, 2001 წ.