საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება სავედრებელ პარაკლისზე (14 დეკემბერი, 2008 წ.; თბილისის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი)

14 დეკემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება სავედრებელ პარაკლისზე

თბილისის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი, 14 დეკემბერი, 2008 წ.

„…ამ დიდი მეფის წყალობით ჩვენს
ქვეყანაში აღორძინდა ეროვნული და კულტურული ფასეულობები“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ახალი ტაძრის კურთხევას, რომელიც შეემატა თბილისს. იკურთხა ტაძარი
ჩვენი წმინდა მეფის – ვახტანგ გორგასლის სახელზე. გუშინ იყო ჩვენი სახელოვანი მეფის
ხსენება.

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი არის პიროვნება, რომელმაც მოუპოვა საქართველოს
ეკლესიას ავტოკეფალია. ამ დიდი მეფის წყალობით ჩვენს ქვეყანაში აღორძინდა ეროვნული
და კულტურული ფასეულობები. მისი შუამავლობით და მისი მოთხოვნით დადგინდა პირველი
კათოლიკოსი პეტრე. ამის შესახებ მოიპოვება ისტორიული ცნობები ბერძენ მეცნიერთან –
ბალსამონთან, რომელიც შემდგომში ანტიოქიის პატრიარქი გახდა. ყოველივე ეს არის ჩვენი დიდი წმინდა
მეფის ვახტანგ გორგასალის დამსახურებაა. დიდია მისი ღვაწლი!

თქვენ იცით, რომ სწორედ წმინდა ვახტანგ გორგასალმა დააარსა ახალი დედაქალაქი –
თბილისი; მან შექმნა საქართველოს ეკლესიაში ეპარქიები…

დიდი მადლია, რომ აშენდა ეს ტაძარი ჩვენი წმინდა მეფის სახელზე. ეს მეტად
მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა.

მინდა, მადლობა მოვახსენო ამ ტაძრის მაშენებელთ, დავლოცო ჩვენი მოძღვრები. მინდა,
დავლოცო ბატონი გიორგი გოგუაძე და ყოველი ადამიანი, რომელმაც ამ მშენებლობაში მიიღო
მონაწილეობა.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №44, 2008 წ.