საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება მირქმის დღესასწაულზე (15 თებერვალი, 2005 წ.)

15 თებერვალი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 15 თებერვალი, 2005 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – მირქმას. ეს არის შეხვედრა ადამიანისა
და ღმერთისა.

მართალი სვიმეონი ამბობს: „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა
მშვიდობით.“ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მშვიდობით მიდის ამქვეყნიდან, რომელიც
მომზადებული გადის ამასოფლიდან.

ერთ ფილოსოფოსს ჰკითხეს: რა არის ფილოსოფიაო. თქვენი იცით, ფილოსოფია არის
სიბრძნის სიყვარული. იმ ფილოსოფოსმა კი ასე უპასუხა: ფილოსოფია არის მომზადება
გარდაცვალებისათვისო.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. და იხარეთ ორთავ სოფელსა შინა – აქაც
და იქაც.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №8(315),
2005 წ.