საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ინტრონიზაციის დღეს (25 დეკემბერი, 2009 წ.)

25 დეკემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%96%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ინტრონიზაციის დღეს

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 25 დეკემბერი, 2009 წ.

„მუდამ სხვაგან, სადღაც ჩვენს გარშემო ვეძებთ ღმერთს, – სინამდვილეში კი უფალი ჩვენშია და ჩვენ მასში ვართ!“

(ტექნიკური მიზეზების გამო ქადაგების დასაწყისის ჩაწერა ვერ მოხერხდა, რის
გამოც შენდობას ვითხოვთ).

… მწუხარება და სიხარული, როგორც ტყუპი ძმები, სულ ერთად არიან. მთავრდება
სიხარული, იწყება მწუხარება, მთავრდება მწუხარება და იწყება სიხარული. აი, ასეთი
მუდმივი ტრიალია და ძალიან ძნელია, ადამიანმა ამ ცვ ლებადობას გაუძლოს მაგრამ
დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის მე დღეს ისევ ვიმეორებ წმინდა იოანე
ოქროპირის ლოცვას, დიდება ღმერთს ყველაფრისათვის და ვმადლობ უფალს იმ
განსაცდელისათვის, იმ დიდი წყალობისა და სიხარულისათვის, რომელიც მე მერგო წილად!

მინდა ვთქვა, რომ ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ. გლობალიზაციის პროცესი გარდაუვალია
და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პროცესმა არ დაანგრიოს ჩვენი
ფასეულობანი, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი წეს-ჩვეულებანი, სიყვარული, ადამიანის
პატივისცემა. მთელი ქვეყნის სიმდიდრე რომ შეკრიბოს ადამიანმა, ვერაფერი შეედრება
ადამიანის სულს; არანაირი საუნჯე არ ღირს ადამინის სულად! ერთი ბრძენი ებრაელის
სიტყვები მახსენდება: თუ დაკარგე ფული ან სიმდიდრე – არაფერი დაგიკარგავს, თუ
დაკარგე ჯანმრთელობა – შეიძლება ცოცხალი გადარჩე, მაგრამ თუ დაკარგე მადლი ღვთისა –
ყველაფერი დაკარგული გაქვს. ამიტომ მადლი ღვთისა, უბლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა
აღმავსებელი, მუდამ იყოს ჩვენთან, იყოს ჩვენი მკურნალი, ჩვენი სიხარული და
სიყვარული. უნდა გვახსოვდეს, რომ სიყვარული,
რასაც ჩვენ ვეძებთ, მომდინარეობს უფლისაგან და
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მადლი მხოლოდ ჩვენში კი არ იყოს,
არამედ ყველა ადამიანს
მოვფინოთ ჩვენს გარშემო.

კიდევ ერთხელ გწირავთ მადლობას თქვენი
ლოცვებისა და თანადგომისათვის და შევთხოვ
უფალს, რომ ღვთის ძალითა და მადლით დალოცვილი და გამთლიანებული იყოს საქართველო
ჩვენ გვჯერა და გვწამს,
რომ მალე დადგება ის
დრო, როცა აფხაზეთი და
ცხინვალი დაგვიბრუნდება!

კურთხევა უფლისა
თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი
უკუნისამდე, ამინ!

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მინსკისა და სლუცკის მიტროპოლიტო, სრულიად
ბელორუსის საპატრიარქო ეგზარქოსო!

გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის,
პირადად, ჩემი სახელითა და საქართველოს მორწმუნეთა სახელით. მინდა გითხრათ: მოხარული
ვარ, რომ თქვენ ესწრებით საზეიმო წირვას ჩემი საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების
32-ე წლისთავზე. მახსენდება ჩვენი სწავლის წლები, როდესაც ერთად ვიმყოფებოდით ღირსისა
და ღმერთმემოსილისა მამისა ჩვენისა სერგის, რადონეჟელი იღუმენის, სავანეში, მისი
მფარველობის ქვეშ. სიყვარულით ვიხსენებ რუსეთის პატრიარქს, უწმინდეს ალექსი I-ს,
რომელიც გვმფარველობდა
და იყო ეტალონი და მაგალითი რწმენის, სასოებისა და სიყვარულის, მაგალითი ეკლესიაში
ჭეშმარიტი მსახურებისა.

მშვენივრად მახსოვს, რომ თქვენ გამორჩეული ნიჭის მქონე სტუდენტი იყავით
სემინარიასა და აკადემიაში. ეკლესია თქვენზე დიდ იმედებს ამყარებდა და აი, თქვენ
ბელორუსის ეკლესიის მეთაური ბრძანდებით. ცხადია, სიძნელეები და მწუხარებანი დღეს
ყველგან არის, მაგრამ აღვავლენ ლოცვებს, რომ თქვენი მწუხარება სიხარულით შეიცვალოს.
გისურვებთ მრავალჟამიერ და ბედნიერ სიცოცხლეს, უდიდეს წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში.

ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს გითხრათ. რომ ჩვენ მივაკვლიეთ გზას და აღვადგინეთ
უძველესი ბიზანტური და ქართული ხელოვნება ტიხრული მინანქარისა, რომელიც
X-XI საუკუნეებში ჩამოყალიბდა. მსურს, მოგართვათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი,
რომელიც შესრულებულია ამ ხელოვნებით.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №41 (527), 2009 წ.