საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ბარბარობის დღესასწაულზე (17 დეკემბერი, 2001 წ.; წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძარი (5 დეკემბრის ქუჩაზე))

17 დეკემბერი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94-3

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ბარბარობის დღესასწაულზე

წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძარი (5 დეკემბრის ქუჩაზე), 17 დეკემბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ბარბარობას. წმიდა ბარბარეს ლოცვით,
ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე.

გამორჩეული წმიდანია წმიდა ბარბარე. იგი ყოველ გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება და
განსაკუთრებით მფარველობს ბავშვებს. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ, წმიდა ბარბარეს
ლოცვით, ღმერთმა დალოცოს საქართველოს მომავალი, ჩვენი ბავშვები.

ერში გავრცელებული ტრადიციის მიხედვით დღეს ბედობის დღეცაა. ღმერთმა კეთილი ბედი
მოგცეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს
ყოველი ადამიანის გარშემო. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ბედი ბევრადაა დამოკიდებული
თავად ჩვენზე. იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ, ახლოს ვართ თუ არა ღმერთთან, როგორ
ვექცევით გარშემო მყოფ ადამიანებს.

უფალმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ღმერთმა ბედნიერი
შობა-ახალწელიწადი გაგითენოთ! წმიდა ბარბარეს ლოცვით, უფალმა დალოცოს, გააძლიეროს,
გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო! ამინ.

Всех вас поздравляю, братья и сестры, с престольным праздником святой
великомученицы Варвары! Мир и благополучие да сопутствуют вам всегда!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №51, 2001 წ.