საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (4 ივლისი, 2009 წ.)

4 ივლისი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-4-%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 4 ივლისი, 2009 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს
ღმერთი!

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“

უფალი მუდამ ჩვენთანაა, თუმცა ზოგიერთთან უფრო ხშირად არის და განსაკუთრებით
ახლოს, ზოგიერთთან – ნაკლებად.

დღეს განსაკუთრებით ახლოს იყო უფალი ჩვენთან და ჩვენ ვმადლობთ მას ამ დიდი
წყალობისათვის. ხშირად გვისაუბრია, თუ რაოდენ დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს
წირვას. წინა საღამოს ლოცვა – მწუხრი, ცისკარი, ჟამნობა, – არის მზადება
წირვისათვის. განსაკუთრებით წირვის ის ადგილია მეტად მნიშვნელოვანი, სადაც დიაკონი
წარმოთქვამს: „ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედენ წმინდასა ამას შესაწირავსა
კეთილად შეწირვადსა“. ამ დროს იწყებს სულიწმინდა გარდამოსვლას მორწმუნეებზე და
უსისხლო მსხვერპლზე, რომელიც უხილავად გარდაიქცევა მაცხოვრის სისხლად და ხორცად. ეს
უნდა ვიცოდეთ და დიდი მოკრძალებითა და მოშიშებით მივეგებოთ წირვის ამ ნაწილს.
ინებოს უფალმა, რომ სულიწმინდა უხვად გარდამოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა
გვფარვიდეს ჩვენ!

დღეს არის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა – საქართველს საპატრიარქოში აშენდა დედათა
მონასტერი, რომელიც ყოვლადწინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობისაა. იქ, იმ
მონასტერში,
ჩვენს დედებს ექნებათ პირობები, რათა ამაღლდნენ სრულყოფის კიბეზე. გუშინ დედების
სურვილით და ჩვენი ლოცვა-კურთხევით ავირჩიეთ იღუმენია ხარების მონასტრისა, – ეს
არის მონაზონი ნინო (გრიგოლაძე). მონაზონ ნინოს აქვს
უმაღლესი ფილოლოგიური განათლება და იგი უკვე დიდი ხანია ემსახურება ეკლესიას.
შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა
მისცეს მას მადლი და სიბრძნე.
კიდევ ერთხელ ვულოცავ დედა-იღუმენიას ამ მაღალ წოდებას, ვულოცავ ჩვენს მოძღვრებს,
რომლებიც დღეს დავაჯილდოვეთ. ღმერთი იყოს
თქვენი მფარველი და მცველი.

მინდა გაცნობოთ კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი. სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტების ჯგუფმა, პროფესორ გია პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, გაიარა გზა წმინდა
ასურელ მამათა ნაკვალევზე. ღმერთმა დალოცოს ისინი, ღმერთმა მისცეთ ძალა და
ლოცვა-კურთხევა! იმ ინიციატორებს, ვინც განსაკუთრებული გულმოდგინება გამოიჩინა, მინდა
საჩუქრად გადავცე წმინდა ხატები. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რამდენად ღრმად არის
რწმენა ჩვენს ხალხში და რამდენად მოწყალეა უფალი ჩვენი ქვეყნისა და ერის მიმართ.

დღეს ვლოცავთ მეშველიანების გვარს. დალოცვილი, გახარებული და სამაგალითონი იყავით!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №22, 2009 წ.