საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (27 ივლისი, 2008 წ.)

27 ივლისი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-27-%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 27 ივლისი, 2008 წ.

„რწმენის გარეშე, ღვთის გარეშე
ვერაფერს გააკეთებს ადამიანი“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყოველი ადამიანი არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა, ყოველი ადამიანი განსხვავდება
ერთმანეთისაგან. და საერთოდ უნდა ითქვას, რომ ღმერთი ყველაფერს ქმნის მხოლობით
რიცხვში. არ შეიძლება, იყოს ორი ერთნაირი მცენარე, ან ორი ერთნაირი ფოთოლი.
განსაკუთრებული მადლი მიანიჭა უფალმა ადამიანს, მაგრამ ამასთან, განსაკუთრებული
პასუხისმგებლობად დააკისრა მას. ადამიანმა უნდა იფიქროს იმის შესახებ, თუ რას
აკეთებს იგი ან თავისთვის, ან ხალხისთვის, ან სამშობლოსათვის. ერთმა ბრძენმა ადამიანმა თქვა: შეიძლება დაკარგო ფული და სიმდიდრე, – ჩათვალე, რომ არაფერი
დაგიკარგავს, შეიძლება, დაკარგო ჯანმრთელობა, – მაგრამ ცოცხალი დარჩე და ესეც
არაფერია, მაგრამ თუ დაკარგე მადლი ღვთისა, – მაშინ უკვე ყველაფერი დაგიკარგავს!
ამიტომ ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს, იმის შესახებ, რომ არ დაკარგოს მადლი,
არამედ მოიპოვოს იგი. და კიდევ იმის შესახებ უნდა ვიფიქროთ, თუ რა გვაქვს და რას
ვაკეთებთ სამშობლოსათვის. და უნდა ვიღვაწოთ არა მარტო საკუთარი თავისთვის, – არამედ
სამშობლოსათვის.

მინდა ვთქვა, რომ ბევრია ჩვენს წარსულში, ჩვენს ისტორიაში ისეთი ადამიანი, რომელთაც
შეწირეს თავი სამშობლოს. და ჩვენ ვადიდებთ უფალს, რომელმაც გვაჩუქა ასეთი
ადამიანები და ვადიდებთ ასევე მათ. ეს ადამიანები არიან ღვთის მიერ შეწირულნი.
ყოველ გვარში არის ასეთი თავდადებული ადამიანი.

დღეს ჩვენ ვლოცავთ ჩხეიძეების გვარს. დიდია ეს გვარი და ცნობილია საქართველოში.
მრავალი
მეცნიერი და მრავალი დიდი ადამიანი აღზარდა ამ გვარმა. ამ გვარის საკრებულოს
უფროსად ითვლება ბატონო ვახტანგ ჩხეიძე, რომელიც დღეს აქ ბრძანდება.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს თქვენი გვარი და ღმერთმა უფრო მეტი სიკეთე
გაგაკეთებინოთ, ვიდრე აქამდე გიკეთებიათ. მინდა ბატონ ვახტანგს გადავცე
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარტი, რომელიც იქნება თქვენი გვარის
მფარველი. დალოცვილი და
გახარებული გამყოფოთ
ღმერთმა თქვენ და სრულიად
საქართველო.

ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანი ცნობილი
იყოს თავისი რწმენით, თავისი სიკეთით, თავისი კეთილმოქმედებით. უნდა გვახსოვდეს,
რომ რწმენის გარეშე,
ღვთის გარეშე ვერაფერს გააკეთებს ადამიანი. ამიტომ ეს
არის პირველი და მთავარი,
მეორე არის ჩვენი სამშობლო
და მესამე არის ადამიანის სიცოცხლე. ეს სამი ფასეულობა არის ძირითადი და ამას
უნდა გავუფრთხილდეთ და
ღმერთი იქნება ჩვენთან!
ღმერთმა დაგლოცოთ!

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩამოდის დიდი სტუმარი, პაპი და პატრიარქი
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა. იგი 29-ში ჩამობრძანდება და რჩება 10 დღით.

ილიაობისთვის შესრულდება ერთობლივი წირვა-ლოცვა. ალექსანდრიის პატრიარქი – არის
მეორე პატრიარქი პატრიარქთა შორის მსოფლიო პატრიარქის შემდეგ და მის აქვს ასეთი
ტიტული: მე-13 მოციქული და მსოფლიო მსაჯული. არც ერთ სხვა პატრიარქს არ აქვს ასეთი
ტიტული, მხოლოდ ალექსანდრიის პაპსა და პატრიარქს!

შეგეწიოთ ღვთის მადლი და ღვთის მადლი სუფევდეს თქვენთან და საქართველოში, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №27, 2008 წ.