საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (26 სექტემბერი, 2010 წ.)

26 სექტემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-26-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%94

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი,
26 სექტემბერი, 2010 წ.

სახელითა მაშისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ჩვენს დიდ დღესასწაულს, წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს!
მისი ლოცვით დალოცვილი იყოს საქართველო და თქვენ. მისი ლოცვით გამთლიანდეს
საქართველო და დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა!

ხვალაც დიდი დღესასწაულია – ჯვართამაღლება. დღეს ლოცვაზე იქნება ჯვრის ამაღლება…

დღეს არის შემდეგი გვარების დალოცვა: თევზაძეების, ლეკვეიშვილების, ხვედელიძეების
და უშოლთის სასოფლო თემის გვარების წარმომადგენლები – გვიმრაძეები, დაუშვილები და
ჭარელები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ, მშვიდობა მოგცეთ და ღმერთმა ინებოს, რომ
მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენს გვარებში და სრულიად
საქართველოში!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №31, 2010 წ.