საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება კვირაცხოვლობას (22 აპრილი, 2001 წ.)

22 აპრილი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება კვირაცხოვლობას

სიონის საკათედრო ტაძარი, 22 აპრილი, 2001 წ.

ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა!

გილოცავთ კვირაცხოვლობის უდიდეს დღესასწაულსა და თომა მოციქულის ხსენების დღეს.
დღევანდელიდან იწყება თომა მოციქულის კვირიაკე. საქართველოს დიდი ბედნიერება ხვდა
წილად, რადგან ჩვენთან, სიონის საკათედრო ტაძარში ინახება თომა მოციქულის თავის
ქალა. ჯვარზე მთხვევის შემდეგ აუცილებლად მიეახლეთ ამ სიწმიდეს.

დღეს ჩვენ ვლოცავთ 61-ე საშუალო სკოლას, რომლის დირექტორი ქალბატონი იზოლდა
ბენდელიანი ბრძანდება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე.
ეს საოცარი მადლი იმ შემთხვევაში ეძლევა ადამიანს, თუ მას აქვს შიში ღვთისა, ხოლო
შიში ღვთისა, რა თქმა უნდა, მკვიდრობს მხოლოდ მასთან, ვისაც აქვს რწმენა.

მასწავლებლებო, თქვენს ხელშია ამ ბავშვების მომავალი. უპირველეს ყოვლისა, მათ
უნდა ასწავლოთ რწმენა, სასოება, სიყვარული, თესვა სიკეთისა.

დალოცვილები იყავით ღვთისაგან 61-ე სკოლის მოსწავლეები თქვენს მასწავლებლებთან
ერთად.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17, 2001 წ.