საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

შეხვედრები დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით

7 მაისი
კატეგორია: სიახლენი,
%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%af%e1%83%98%e1%83%a1

დავით გარეჯთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ამიერკავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერის წარმომადგენელს ჩვენს ქვეყანაში ალი ალიევს და საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ბ-ნ დურსუნ ჰასანოვს შეხვდნენ.

შეხვედრებზე კიდევ ერთხელ განხილულ იქნა შექმნილი მდგომარეობა და ხაზი გაესვა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობას.

მიტროპოლიტმა შიომ ალი ალიევს და ელჩს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ პროცესები მშვიდობიანი გზით სამართლიანად გადაწყდება და ჩვენს ქვეყნებს შორის  კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდება.

ამიერკავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერის წარმომადგენელი საქართველოში ალი ალიევი.

აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ბ-ნი დურსუნ ჰასანოვი