საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (23.06.2019)

23 ივნისი
%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%97-68

ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს.  ცუდი მოვლენებია ჩვენსგარშემო. ამიტომ მე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილადიყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა. იმედია, ღმერთი მშვიდობას მოგვცემს და დიდ წყალობას.

თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის და იგი განსაკუთრებით მფარველობს მას.

ხვალ იწყება პეტრე-პავლობის მარხვა. პეტრე-პავლობის მარხვის დროს თევზი არ იჭმევა ოთხშაბათს და პარასკევს. დანარჩენ დღეებში გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ მიიღოთ იგი.

არის დასაჯილდოებელი სასულიერო პირი, – დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი, მან დიდი შრომა გასწია ფილოსოფიის დარგში, დღეს სტუდენტები სწავლობენ მისი წიგნების მიხედვით. დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარებისუფლებით. აქსიოს!

ილოცებიან ბურძენაძეები, მონიავები, კოტორაშვილები და მამაგელაშვილები.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთსახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

გარდაიცვალა მეუფე კალისტრატე, ქუთათელ-გენათელი. დღეს არის მისი დაკრძალვა ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში. შევთხოვთ უფალს, აცხოვნოს მისი სული და დაამკვიდროს სადაცა მართალნი განისვენებენ.

ჩვენთან არს ღმერთი!