საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე (16.06.2019)

16 ივნისი
%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%97-65

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ სულთმოფენობას. სული წმინდა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ.

დღეს კაცობრიობა დგას მრავალი პრობლემის წინაშე, მრავალი საკითხის წინაშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლობით, მორჩილებით, კეთილი საქმეებით. აი ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი. ქართველ ადამიანს არ ჭირდებოდა ოქრო და ვერცხლი, სიმდიდრე. ქართველ ადამიანს სჭირდებოდა და სჭირდება მადლი ღვთისა.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. მათ არ ჰქონდათ  სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე. აი ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევს ჩვენ უფალი ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ.

ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე. მრავალი განსაცდელი ხვდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახლაგაზრდობა, დიდი საფრთხეების წინაშე დგა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს.

საქართველო, ნათქვამია, საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს.

დალოცვილი იყავით და ინებოს უფალმა, რომ მადლი ღვთისა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ. ეხლა ჩვენ დავლოცავთ რამდენიმე ოჯახს და სხვა დაწესებულებებს.

დღეს ილოცებიან შანყულაშვილები, ბუღაძეები, ნუკრაძეები, ცილიკურები, ოსიტაშვილები, არევაძეები, ხარებაშვილები, ჯურხაძეები, კვანჭიანები, ვეფხვაძეები.

ასევე დღეს ილოცებიან რუსთავის 1 და გორის 5 სკოლის ჩოხოსნები.

ილოცება რაგბის გუნდი რაშები, ხელმძღვანელი ერეკლე კამლაძე.

დღეს ასევე ილოცებიან აბიტურიენტები.

კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!