საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ბოდბეში, წმ. ნინოს ტაძრის კურთხევის დღეს (09.06.2019)

9 ივნისი
%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%97-61

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ყოველი ქართველი ადამიანი უგალობს წმინდა ნინოს: ,,გიხაროდენ ფრიად შვენიერო შორის დედათა საღმრთოო სძალო”!

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა!

აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი! ათას შვიდასი წელი ელოდებოდა საქართველო ამ ტაძარს. წმინდა ნინო რომ ჩამოვიდა აქ, ბოდბეში, მან ააშენა წმ. გიორგის ტაძარი. მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება აგვეგო წმინდა ნინოს ახალი ტაძარი.

ხშირად ვფიქრობთ ჩვენ, რამ მისცა წმინდა ნინოს ეს სულიერი და ფიზიკური ძალა, რომ ჩამოვიდა ასე შორ გზაზე, ჩამოვიდა და მოაქცია ქართველი ერი.

დიდება შენდა ღმერთო! მადლობა შენდა ღმერთო!

ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს მადლსა უძლურთა მკურნალსა და ნაკლულევანთა აღმავსებელსა, რომ ვაკეთოთ ღვთის საქმე.

მე მინდა დღეს აღვნიშნო დამსახურება ზოგიერთი საერო და სასულიერო პირისა.

მადლობა შევსწირო უფალსა, რომ უფალმა მოგვცა საშუალება, ყოფილიყვნენ ერთგული მღვდელმთავრები. მოსაყდრე, კათალიკოს-პატრიარქისა, მეუფე შიო, რომელიც თავდადებით მოღვაწეობს, მე მადლობას ვწირავ მას დიდი შრომისმოყვარეობისათვის და ნიშნად ჩვენი მადლობისა, ვჩუქნი მას ბრწყინვალე პანაღიას.

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რომელიც მოღვაწეობს აქ; არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ საქმეს იგი აკეთებს თვითნებურად, მაგრამ ეკლესიის საკეთილდღეოდ აკეთებს. ეპისკოპოსი იაკობი აღყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში. აქსიოს!

სიგელები გადაეცემა მათ, რომელთაც იღვაწეს ამ ტაძრის აშენებაზე

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მსენებლობაში შეტანილი გამორჩეული ღვაწლისათვის ბატონი არჩილ გეგენავა დაჯილდოევდეს სპატრიარქო სიგელით.

                                                                                                      ქალაქი თბილისი

                                 ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



ასეთივესიგელებით დაჯილდოვდნენ ბ-ნი თეიმურაზ კომახიძე, აქსიოს!

ბ-ნი ლაშა პაპაშვილი, აქსიოს!

დედათა მონასტრის იღუმენია თეოდორა (მახვილაძე), აქსიოს!

ტაძრის არქიტეტქორი, ბ-ნი თეიმურაზ ბერიძე, აქსიოს!

ხატმწერი, ბ-ნი მამუკა მიქელაძე, აქსიოს!

წმინდა ნინოს ფოკის დედათა მონასტრის იღუმენია ელისაბედი (მესხიშვილი), აქსიოს!

ბ-ნი პაატა გიგაური, აქსიოს!

ბ-ნი ირაკლი ვაჩეიშვილი, აქსიოს!

შეიქმნა წმ. ნინოს ხატი მისი ცხოვრების გამოსახულებით და უპირველესად ვწირავთ წმ. ნინოს ოქროს სამკაულს, აქსიოს!

მადლობელი ვართ ჩვენი მორწმუნე ხალხისა, რომ დიდი ღვაწლი გასწია ამ ტაძრის მშენებლობაში, სხვა ტაძრების მშენებლობაში.

მე მინდა მადლობა მოვახსენო ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც იგი ეწევა ჩვენი ქვეყნისთვის. დალოცვილი იყავით და გახარებული.

ილოცება შეზღუდული შესაძლებლობის პირები ბაღდათის რაიონიდან, ,,რწმენა-იმედის” წარმომადგენლები. დალოცვილი იყავით და ღმერთმა განგკურნოთ. 

მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ის ადამიანები, რომელნიც დაჯილდოვდნენ და რომელნიც არ დაჯილდოვდნენ, გამოიჩენენ უფრო მეტ შრომას, საქართველოს კეთილდღეობისათვის, საქართველოს მშვიდობისათვის. დალოცვილი იყავით, მრავალჟამიერ! გაიხარე საქართველო! აქსიოს!