საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი მიიღო

8 მარტი
კატეგორია: სიახლენი,
%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%97-18

ა.წ. 8 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II  არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს ისა ალბაშა ალნოამისა და მის თანმხლები პირებს შეხვდა.

ბ-ნმა ელჩმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ხალხთა შორის მშვიდობის შენარჩუნების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

შემდეგ საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის არსებულ დამოკიდებულებებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმარს წარმატებული მოღვაწეობა უსურვა და ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.