საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

31 იანვარი
კატეგორია: სიახლენი,
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5-39

ა.წ. 30 იანვარს საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერით გაიმართა სამეცნიეროპრაქტიკული კონფერენცია თემაზეუწყვეტი განათლების მენტალური უსაფრთხოების პერსპექტივები.

კონფერენციის მიზანი იყო უწყვეტი განათლების პროცესის მენეჯერებისა და მოზარდებისათვის მენტალური უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების შემუშავება, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო, ეკლესია და სხვადასხვა ინსტიტუცია ერთიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებენ.

კონფერენციაზე იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:

საქართველოში არსებული ფსიქოლოგიური კრიზისი;

ფსიქოლოგიური და საინფორმაციო საფრთხეები;

დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიური ინსტიტუტის აღდგენის მნიშვნელობა; 

ახალგაზრდებში სუიციდის მზარდი სტატისტიკა;

სუიციდი, როგორც ბულინგის თემის კორელანტი;

ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება;

ძალადობის რისკფაქტორები და მათ წინააღმდეგ დამცავი მექანიზმების შემუშავება საზოგადოებაში, განსაკუთრებითმოზარდებში.

საზოგადოების ინფორმირება ფსიქოლოგიური საფრთხეებისა და უსაფრთხოების ცნებების შესახებ.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.