საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების წინააღმდეგ მორიგი შეხვედრა ჩატარდა

29 იანვარი
კატეგორია: სიახლენი,
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5-38

ა.წ. 28 იანვარს საქართველოს საპატრიარქოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინიციატივით გაიმართა. ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, ფინანსთა და განათლების სამინისტროების, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ნატოს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის, ასევე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები.

შეხვედრის მთავარი თემები იყო: სათამაშო ბიზნესის რეგულირება და ლუდომანიის შესახებ საზოგადოების, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდების, ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა.

შეიქმნა მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრობლემის გადასაჭრელად საპატრიარქოს მხადრაჭერით გააერთიანებს სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისი სამსახურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს დასახული ამოცანების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელება.

დაიგეგმა: შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისათვის და სოციალური რეკლამის მომზადება.