საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (25.06.2019)

25 ივნისი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5-25

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

(25.06.2019)

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულისტკივილს  19-20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს. 

ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას, კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ.

მართალია, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლდა, მაგრამ ვთხოვთ,  იყვნენ შემწყნარებელნი იმ სხვა დაკავებულთადმიც, რომელნიც, გულწრფელ ემოციებს აყოლილნი, ჩაერთნენ პროცესებში. 

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო.