საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოში ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაცია ჩატარდა

29 მარტი
კატეგორია: სიახლენი,
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5-11

ა.წ. 29 მარტს საქართველოს საპატრიარქოში ქართული გალობის ანთოლოგიის მრავალტომეულის პრეზენტაცია ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ბ-ნი მიხეილ ბატიაშვილი, მღვდელმთავრები, ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

ანთოლოგია ,,ქართული გალობა” მიზნად ისახავს XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლების ნიმუშების სრულ აკადემიურ პუბლიკაციას.

აღნიშნული გამოცემა უდიდესი მნიშვნელობისაა და ეძღვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წლისთავს.  

მრავალტომეული მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და ფონდი ,,ქართული გალობის” (დამფუძნებლები: ივანე ჩხარტიშვილი, ნანა გოთუა) ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის (ხელმძღვანელი: გიორგი დონაძე), ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით სვიმონ ჯანგულაშვილმა და ლევან ვეშაპიძემ მოამზადეს.