საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი დედოფალ ელისაბედ II-ის მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

22 ივლისი
კატეგორია: სიახლენი,
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93-2

ა.წ. 25 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მმართველის, მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) კურთხევით ლონდონში მოღვაწე არქიმანდრიტი დოროთე (ბარბაქაძე) მისი აღმატებულება, დედოფალ ელისაბედ II-ის მიერ ბუკინგემის სასახლეში გამართულ მიღებას დაესწრო. 

აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებრივი გაერთიანებების განმტკიცებაში ადგილობრივი რელიგიური ჯგუფების მიერ შეტანილი წვლილის აღსანიშნავად ჩატარდა.