საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა საქართველოს საპატრიარქოში

13 ივნისი
კატეგორია: სიახლენი,
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90

ა.წ. 13 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო კომისიის სხდომა, რომელზეც  დოქტორანტმა ცოტნე ჩხეიძემ წარმოადგინა და წარმატებით დაიცვა ნაშრომი სახელწოდებით ,,ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი” (სამეცნიერო ხელმძღვანელი: რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

შემფასებლები: 1. არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი), თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი. 2. ირაკლი ორჟონია, თეოლოგიის დოქტორი).

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, თეოლოგიის დოქტორი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი,  პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, ისტორიის დოქტორი ანანია(ჯაფარიძე), ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, თეოლოგიის დოქტორი სტეფანე (კალაიჯიშვილი), დოქტორანტურის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

სადისერტაციო კომისიის გადაწყვეტილებით ცოტნე ჩხეიძის ნაშრომი შეფასდა მაღალ დონეზე და ავტორს მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი.

აღსანიშნავია, რომ ცოტნე ჩხეიძე მეორე ქართველი სტუდენტია, რომელმაც საქართველოში მიიღო თეოლოგიის დოქტორის ხარისხი.

სადოქტორი ნაშრომის ,, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი” გაცნობა შესაძლებელია თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის ბიბლიოთეკაში.