საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ქადაგება (ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული 04.12.2016)

5 დეკემბერი
%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%97

 ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დიდებულ დღესაწაულს.

საღვთისმშობლო დღესასწაულები ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია იმიტომ, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა მარიამისა. ჩვენ ხშირად ვერც ვაცნობიერებთ, თუ რამდენად ბედნიერია ქართველი ხალხი, რომ ჩვენი ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია. ეს უფლის განგებულებით მოხდა და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისათვის.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სამი წლისა რომ შესრულდა, მშობლებმა, – იოაკიმ და ანამ მიიყვანეს ტაძარში, რომ აქ დაეტოვებინათ, მან თხუთმეტი საფეხური თავისუფლად აიარა. ყველას უკვირდა თუ როგორ შესძლო ეს. მღვდელმთავარმა შეიყვანა წმინდათა წმინდაში, სადაც თვითონ წელიწადში ერთხელ შედიოდა. საგალობელში წერია, რომ ანგელოზებიც გაოცებულები იყვნენ მარიამის წმინდათა წმინდაში შესვლით.

ტაძარდ მიყვანების დღესასწაული კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია ტაძარი ადამიანის ცხოვრებაში. ყოველი ტაძარი არის კარიბჭე სასუფეველისა. ყოველი ადამიანი უნდა შევიდეს ტაძარში და გახდეს ღირსი სასუფევლისა.

ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ ზეიმს. ინებოს უფალმა, რომ სრულიად საქართველო და მთელი ქვეყანა გახდეს ღირსი ტაძარში შესვლისა.

დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ თავდაცვის სამინისტროს 23-ე და 42-ე ბატალიონის მებრძოლებს, რომელნიც ავღანეთში მსახურობენ და ახლაც ემზადებიან იქ წასასვლელად. ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობით გაემგზავრონ და მშვიდობით დაუბრუნდნენ სამშობლოს.

ჩვენთან არს ღმერთი!