საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან

13 აგვისტო
კატეგორია: სიახლენი,
%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%94

ა.წ. 8 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში ბ-ნი დავით ფაცაცია და მათი მეუღლეები მიიღო.

ისინი დასალოცად ეწვივნენ მის უწმინდესობას და ამასთან გააცნეს თავის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა სტუმრები და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი გამოთქვა.