და და მეგობარი მარხვისა არის ლოცვა




























კითხვა: რას ნიშნავს მოსაგრე მამები? თუ არსებობს მათი სახელობის ტაძარი?
პასუხი: მოსაგრეობა ეს არის ასკეტური ცხოვრების წესი. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება წაიკითხეთ და მართლაც შეგექმნებათ სწორი წარმოდგენა მოსაგრე
. . .









Untitled Document

ყოველთა ქართველთა წმიდანთა სახელობის ტაძარი

მისამართი: მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო, ელენე ახვლედიანის (ყოფილი კიბალჩიჩის) აღმართი № 8.

არქიტექტურა: ტაძარი წარმოადგენს მე-19 საუკუნის ნაგებობას. გუმბათიანი ეკლესია დგას შემაღლებულ ბორცვზე და ძალზე კარგადაა ჩაწერილი გარემოში. ეკლესიის სამხრეთით მთის ფერდზე განლაგებული ძველი სახლები ტაძართან ერთად ქმნიან ტრადიციულ თბილისურ კოლორიტს.

ტაძრის გეგმა წარმოადგენს წაგრძელებულ სწორკუთხედს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომელშიც გაჭრილია გარეთ შევწიროებული სარკმელი. გუმბათში განთავსებულია თორმეტი სარკმელი. ეკლესიის იატაკქვეშ საძვალე იყო. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ტაძარში ჯერ ბერძნული, შემდეგ სომხური მრევლის მიმოქცევა დასტურდება. რესტავრაციამდე აქ გახსნილი იყო კუსტარული საამქრო, სადაც ასხამდნენ თაბაშირის ფიგურებსა და სარკის ჩარჩოებს.
ტაძარი მოქმედია 1990 წლიდან. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ამაღლების დღესასწაულზე კვლავ აღევლინა მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა.

ღვთისმსახურნი: რესტავრაციის შემდეგ ტაძრის პირველი წინამძღვარი იყო დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი. დღეს ტაძრის წინამძღვარია მღვდელი მიქაელ შაიშმელაშვილი. ტაძარში მოქმედებს გოგონათა და ვაჟთა გუნდი, რომლებიც ასრულებენ ძველ ქართულ საგალობლებს.

ტიპიკონი: მწუხრის ლოცვა იწყება შაბათს 3 საათზე, წირვა - კვირას 10-ის ნახევარზე. ყოველ ორშაბათს 11 საათზე აღევლინება საჯანმრთელო პარაკლისი, ხუთშაბათს 4 სთ-ზე - საზოგადო პარაკლისი. ყოველ შაბათს 11 სთ-ზე სრულდება მიცვალებულთა პანაშვიდი.

ხატები: საკურთხევლისა და ტაძრის მოხატულობა ეკუთვნის ხატმწერ ლაშა კინწურაშვილს. ტაძარში ახლად დაწერილი ხატებია. კანკელის მარჯვენა მხარეს არის ყოველთა წმიდათა ხატი (ტაძრის მთავარი ხატი). უდიდეს საუფლო დღესასწაულთა ხატების გარდა აქ არის შემდეგი ხატები: წმიდა მამამთავარი ლოთი, წმიდა სვიმეონ მესვეტე და მისი დედა წმიდა მართა, წმიდა მენელსაცხებლე დედები, წმ. თეოდორე ტირონი, წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, სერაფიმე საროველი და თეოფანე დაყუდებული, წმიდა მოსე შავი, წმიდა ანტონი დიდი, მაკარი დიდი, პახომი დიდი, წმ. თეოდორე სტუდიელი და მაქსიმე აღმსარებელი, წმიდა ქალწულმოწამენი: ეკატერინე, ბარბარე, ირინე, წმ. მარიამ ეგვიპტელი, მთაწმინდელი მამები: იოანე, ექვთიმე, გაბრიელი, წმიდა დედოფლები: ნანა, შუშანიკი, თამარი და ქეთევანი, შვიდი ეფესელი ყრმა, წმ. ნინო, წმ. ილია თეზბიტელი, წმ. პეტრე და პავლე, ათცამეტი ასურელი მამა. წმიდანი: ეფრემ ასური, ისააკ ასური და იოანე დამაკსელი, წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი, წმიდა პანტელეიმონი.
ტაძარი ღიაა ყოველდღე დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

ელ. ფოსტა