და და მეგობარი მარხვისა არის ლოცვა




























კითხვა: შეიძლება თუ არა ერისკაცმა თქვას, ან ვინმეს უთხრას: „ჩვენთან არს ღმერთი“?
პასუხი:
. . .









კითხვა

შეკითხვა მოძღვარს
გამოგზავნეთ თქვენი შეკითხვა
 
სახელი, გვარი *
ქალაქი
ელ. ფოსტა
შეკითხვა

 

1. როცა ისეთი რამ ჩაიდინე, რასაც ვერ ეუბნები მოძღვარს და გინდა რომ ეს ცოდვა მოიშორო, როგორ უნდა მოიქცე?როცა ისეთი რამ ჩაიდინე, რასაც ვერ ეუბნები მოძღვარს და გინდა რომ ეს ცოდვა მოიშორო, როგორ უნდა მოიქცე?
გაიხსნათ უნდა მოძღვართან და მოინანიოთ, რატომ ვერ ეუბნებით მოძღვარს? ეს ბარიერი აუცილებლად უნდა გადალახოთ რწმენით.


2. თუ აღმოჩნდება, რომ შენი ნათლია მოსანათლი ყოფილა, რა უნდა ქნა? საჭიროა თუ არა ხელახლა მონათვლა?
ითვლებით მონათლულად, მაგრამ ნათლია აუცილებლად უნდა მოინათლოს.


3. თუ შეიძლება ინფორმაცია მომაწოდოთ მამა გაბრიელის შესახებ.
არსებობს წიგნი ბერის დიადემა, რომელიც იყიდება საეკლესიო მაღაზიებში.


4. თითქმის უკვე 2 წელია ერთი და იგივე თხოვნით მივმართავ წმინდა ნიკოლოზს. მაინტერესებს: ხომ არ ვცოდავ ან ზედმეტად ხომ არ ვაწუხებ მას?
ამის შესახებ თქვენს პირად მოძღვარს ესაუბრეთ.


5. შეიძლება,ბავშვის ნათლიები დაქორწინდნენ?
არა. არ შეიძლება


6. შეიძლება თუ არა ერისკაცმა თქვას, ან ვინმეს უთხრას: „ჩვენთან არს ღმერთი“?
რა თქმა უნდა, შეიძლება.


7. როგორ მოვიქცე, როდესაც ჩემს ძმას ჩემი ნათლულის და უყვარს და ამასთან გოგო ცუდი ცხოვრებით ცხოვრობს?
ილოცე მათთვის.


8. ცოდვაა როცა ცოლშვილგაშორებულს ცოლად გაჰყვე?
თუ მიზეზი თქვენ იყავით განშორებისა, ცოდვაა, რამეთუ პავლე მოციქული ბრძანებს: „ვინც ღმერთმა შეაუღლოს, კაცნი ნუ განაშორებენ“.


9. მაცნობეთ სად შეიძლება მოვიპოვო წმიდა სოფიოს ლოცვა?
ღირს დედათა ტროპარი მოძებნე და მოიხსენე წმიდა სოფიო, რადგანაც ღირს დედათა დასს ეკუთვნის.


10. რატომ არ ფუჭდება ნაკურთხი წყალი და რატომ არ ცივდები ზამთარში, როცა ნაკურთხ წყალში ჩადიხარ?
სულიწმინდის მადლი გარდამოდის წყალზე და იძენს უხრწნელებას.


11. 4 ნოემბერს შემეძინა გოგონა და მაინტერესებს როდიდან შეიძლება ბავშვის მონათვლა?
მეორმოცე დღეს სასურველია და თუ ბავშვი შეუძლოს არის, მანამდეც შეიძლება მონათვლა.


12. შეიძლება თუ არა ნათესავის მონათვლა, კონკრეტულად ბიძაშვილის, როცა დიდი ბაბუები იყვნენ ძმები?
არ არის მიზანშეწონილი, რადგან ნათლობა არის სულიერი ნათესაობა და აღმატებულია ხორციელ ნათესაობაზე.


13. შეიძლება თუ არა ცოლ-ქმარმა მონათლოს ერთი ბავშვი და ითვლება თუ არა ეს ცოდვად?
არ შეიძლება, რადგანაც ისინი გამოდიან, როგორც და-ძმა და მათი ცოლ-ქმრული თანაცხოვრება შემდგომში მომაკვდინებელი ცოდვაა.


14. შეიძლება თუ არა ჯვრისწერა 8-9 მარტს? თუ არ ვცდები მძიმე მარხვა 10 მარტიდან იწყება?
მარხვაში ჯვრისწერა აკრძალულია.


15. ადამიანი შესაძლებელია თუ არა სასულიერო სასწავლებლში სწავლის გარეშე აკურთხონ მღვდლად?
თუ გამორჩეული ადამიანია სულიერად, დასაშვებია. ეკლესიის ისტორიაში არის ასეთი ფაქტები.




 

ელ. ფოსტა