გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს!




















კითხვა: ჩემი ძმა ისე გარდაიცვალა, რომ მონათლული არ ყოფილა, მაგრამ გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ რამდენჯერმე გამომეცხადა და მონათვლისკენ მომიწოდა... მეც მოვინათლე... გთხოვთ მირჩიოთ მისი სულისთვის რისი გაკეთება შემიძლია?
პასუხი:
. . .









Untitled Document

ეპარქიები

მცხეთა-თბილისის ეპარქია (ქ. თბილისი თავისი რაიონებით, ქ. მცხეთა(მცხეთის რაიონის სოფ. წილკნის, მუხრანისა და საგურამოს გარდა), გარდაბნის რაიონი და ბიჭვინთა) - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II. კათედრა და რეზიდენცია მცხეთაში, თბილისსა და ბიჭვინთაში.

ალავერდის ეპარქია (ქ. თელავი, ქ. ახმეტა, თელავისა და ახმეტის რაიონები) - მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). კათედრა ალავერდში, რეზიდენცია ალავერდსა და თელავში.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია (ქ. ახალციხე, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის რაიონები, ტაო-კლარჯეთი და ლაზეთი) - მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე). კათედრა და რეზიდენცია ახალციხესა და საფარაში.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია (ქ. ახალქალაქი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები) - მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). კათედრა ახალქალაქსა და კუმურდოში, რეზიდენცია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია (ქ. ბათუმი, ქ. ქობულეთი,ხელვაჩაური, ლაზეთი - მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი). კათედრა და რეზიდენცია ბათუმში.

ბოდბის ეპარქია (ქ. სიღნაღი, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები) - მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე). კათედრა ბოდბეში, რეზიდენცია ბოდბეში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში.

ბოლნისის ეპარქია (ქ. ბოლნისი, ბოლნისის რაიონი) - ეპისკოპოსი ეფრემი . კათედრა და რეზიდენცია ბოლნისსა და დმანისში.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია (ქ. ბორჯომი და ბორჯომის რაიონი) - მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა). კათედრა და რეზიდენცია ბორჯომში.

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია - ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა). კათედრა და რეზიდენცია გურჯაანში.

დმანისის ეპარქია - ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული). კათედრა და რეზიდენცია დმანისში.

ვანისა და ბაღდათის ეპარქია (ქ. ვანი, ვანისა და ბაღდათის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია). კათედრა ბაღდათში, რეზიდენცია ვანსა და ბაღდათში.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია (ქ. ზუგდიდი. ქ. წალენჯიხა, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონები) - მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე). კათედრა ზუგდიდსა და ცაიშში, რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში.

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია - მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი). კათედრა და რეზიდენცია თიანეთში.

მანგლისისა და წალკის ეპარქია (ქ. თეთრიწყარო, ქ. წალკა, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონები) - მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე). კათედრა და რეზიდენცია მანგლისსა და წალკაში.

მარგვეთის ეპარქია (ქ. ზესტაფონი, ზესტაფონისა და ხარაგაულის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი). კათედრა ზესტაფონში, რეზიდენცია ზესტაფონში, თერჯოლასა და ხარაგაულში.

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია (ქ. მესტია და მესტიის რაიონი) - ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი). კათედრა და რეზიდენცია მესტიაში.

ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია (ქ. ყვარელი, ქ. ლაგოდეხი, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონები, საინგილო) - მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი). კათედრა ნეკრესსა და ყვარელში, რეზიდენცია ყვარელში, ლაგოდეხსა და კახში.

ნიკორწმინდის ეპარქია (ქ. ამბროლაური, ქ. ონი, ონისა და ამბროლაურის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ელისე (ჯოხაძე). კათედრა ნიკორწმინდაში, რეზიდენცია ამბროლაურსა და ონში.

ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქია - ეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე). კათედრა და რეზიდენცია ნინოწმინდასა და საგარეჯოში.

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია (ქ. ცხინვალი, ცხინვალის, ახალგორის, ჯავისა და ზნაურის რაიონები) - მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია). კათედრა და რეზიდენცია ნიქოზში, ცხინვალში, ჯავასა და ახალგორში.

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია (ქ. რუსთავი, ქ. მარნეული, მარნეულის რაიონი) - მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). კათედრა რუსთავში, რეზიდენცია რუსთავსა და მარნეულში.

სამთავისისა და გორის ეპარქია (ქ. გორი, ქ. კასპი, გორისა და კასპის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა). კათედრა და რეზიდენცია სამთავისში, გორსა და კასპში.

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია - ეპისკოპოსი შიო (მუჯირი). კათედრა და რეზიდენცია სენაკსა და ჩხოროწყუში.

სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია (ქ. ყაზბეგი და ყაზბეგის რაიონი) -ეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე). კათედრა და რეზიდენცია ყაზბეგში.

სხალთის ეპარქია (ქედას, შუახევისა და ხულოს რაიონები) ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე)

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია (ქ. ტყიბული, ტყიბულისა და თერჯოლის რაიონები) მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე).

ურბნისისა და რუისის ეპარქია (ქ. ხაშური, ქ. ქარელი, ხაშურისა და ქარელის რაიონები) - მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). კათედრა ურბნისში, რუისსა და ხაშურში, რეზიდენცია ხაშურში.

ფოთისა და ხობის ეპარქია (ქ. ფოთი, ქ. ხობი, ხობის რაიონი) - მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). კათედრა ფოთში, რეზიდენცია ფოთსა და ხობში.

ქუთაის-გაენათის ეპარქია (ქ. ქუთაისი, წყალტუბოს რაიონი) - მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი). კათედრა და რეზიდენცია ქუთაისსა და გელათში.

შემოქმედის ეპარქია (ქ. ოზურგეთი, ქ. ლანჩხუთი, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონები) - მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე). კათედრა შემოქმედსა და ოზურგეთში, რეზიდენცია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია (ქ. ცაგერი, ცაგერისა და ლენტეხის რაიონები) - ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). კათედრა ცაგერში, რეზიდენცია ცაგერსა და ლენტეხში.

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია (ქ. სოხუმი, ქ. ოჩამჩირე, ქ. გუდაუთა, ქ. გალი, ქ. გაგრა, სოხუმის, გალის, გულრიფშის, ოჩამჩირის, გაგრისა და გუდაუთის რაიონები) - მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). კათედრა სოხუმსა და ახალ ათონში, რეზიდენცია სოხუმში, გუდაუთასა და გაგრაში.

წილკნისა და დუშეთის ეპარქია (ქ. დუშეთი, ქ. თიანეთი, დუშეთისა და თიანეთის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი). კათედრა წილკანში, რეზიდენცია წილკანში, დუშეთსა და თიანეთში.

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია (ჭიათურისა და საჩხერის რაიონები) - დროებით მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). კათედრა ჭიათურაში, რეზიდენცია ჭიათურასა და საჩხერეში.

ჭყონდიდის ეპარქია (ქ. აბაშა, ქ. მარტვილი, აბაშის, მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონები) - მთავარეპისკოპოსი პეტრე (ცაავა). კათედრა მარტვილში, რეზიდენცია მარტვილში, აბაშასა და ჩხოროწყუში.

ხონისა და სამტრედიის ეპარქია (ქ. სამტრედია, ქ. ხონი, სამტრედიისა და ხონის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი საბა (გიგიბერია). კათედრა ხონში, რეზიდენცია ხონსა და სამტრედიაში.

დასავლეთ ევროპის ეპარქია - მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია).

ელ. ფოსტა