


ეპარქიები

რიგისა - რომ. 92 დას. VI, 11-17. მთ. 2 დას. VIII, 14-23.
11. ძმანო, მსურის ხილვაჲ თქუენი, რაჲთა მი-რაჲმე-გცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებელად თქუენდა. 12. ხოლო არს ესე თანა-ნუგეშინის-ცემა თქუენ შორის ურთიერთარსი იგი სარწმუნოებაჲ თქუენი და ჩემი. 13. არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მრავალგზის მინდა მისლვად თქუენდა და დავეყენე მოაქამდე, რაჲთა თქუენ შორისცა ნაყოფი რაჲმე მაქუნდეს, ვითარცა სხუათა მათ შორის თესლთა. 14. წარმართთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგუნურთა თანა-მდებ ვარ. 15. და ესრეთ არს გულსმოდგინებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენცა, რომელნი ხართ ჰრომს შინა, გახარო. 16. რამეთუ არა მრცხუენის მე სახარებაჲ იგი ქრისტესი, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა, ჰურიისა პირველად და მერმე წარმართისა. 17. რამეთუ სიმართლე ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს.
14. და მოვიდა იესუ სახლსა პეტრესსა და იხილა სიდედრი იგი მისი, დავრდომილი მჴურვალებითა. 15. და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას. 16. და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგუარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები იგი სიტყჳთა და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ იყვნეს, განკურნა. 17. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: მან უძლურებანი ჩემნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტჳრთნა.
18. ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო. 19. და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი. 20. ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. 21. და სხუამან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა. 22. ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ მომდევდი მე და აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა.