საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე (1932-1952 წლები)

5_tsintsadze_kalistrate1. სა­სუ­ლიე­რო ცხოვრე­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი

XX საუ­კუ­ნე­ში საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ეკლე­სიის საჭეთმპყ­რო­ბელ­თა შო­რის უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ერთ-ერ­თი რჩეულ­თა­გა­ნია. მი­სი მამადმ­თავ­რო­ბა დაემთხ­ვა საქართ­ვე­ლოს ისტო­რიის ყვე­ლა­ზე ტრაგი­კულ ხა­ნას, რო­ცა ბოლ­შე­ვი­კუ­რი საო­კუ­პა­ციო ხელისუფ­ლე­ბი­სათ­ვის ქრის­ტია­ნუ­ლი სარწ­მუ­ნოე­ბა, ეკ­ლე­სია სრულიად მიუ­ღე­ბე­ლი იყო ამ დროს სა­სუ­ლიე­რო პი­რო­ბა გმირო­ბის ტოლ­ფა­სი გამხ­და­რი­ყო. უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე იყო სა­ხე საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დიდე­ბე­ლი სამოციქულო ეკ­ლე­სიი­სა, მას პა­ტივს სცემდნენ რო­გორც მოწ­მუ­ნე მრევ­ლი, ასე­ვე ათეის­ტე­ბიც. ვინც ერთხელ მაინც შეხვედ­რია მას სამუ­და­მოდ დაამახ­სოვრ­დათ ბიბ­ლიუ­რი მწყემსმთავ­რის ჭკვია­ნი თვა­ლე­ბი, რომე­ლიც ნა­თელს ჰფენ­და გარშე­მომ­ყოფთ. გა­სუ­ლი საუ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში ჭა­ბუ­კი ირაკლი შიოლაშვილი ვლადიკავ­კა­ზი­დან მცხე­თა­ში, სვეტიც­ხოვ­ლო­ბა­ზე ჩამოიყ­ვა­ნა თა­ვის­მა ნათლიამ ზოილე დვალიშ­ვილ­მა და ლოც­ვა-კურთხე­ვის ასა­ღე­ბად მიიყ­ვა­ნა უწმი­დეს კალისტრა­ტეს­თან, მა­შინ არ­ცერთ­მა არ ვიცო­დით, რომ ეს იყო ორი პატრიარ­ქის შეხვედ­რაო – დას­ძენს უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II.

კა­ლისტ­რა­ტე (ბი­ჭი­კო) მიხეი­ლის ძე ცინ­ცა­ძე დაი­ბა­და 1866 წლის 12 აპ­რილს ქუთაი­სის მაზრის სო­ფელ ტობა­ნიერ­ში (ახ­ლან­დე­ლი ვა­ნის რაიო­ნი). ცინ­ცა­ძე­თა გვა­რი წარმო­შო­ბით გურიი­და­ნაა. მი­სი მშობ­ლე­ბი იყვნენ: მღვდე­ლი მიხეი­ლი და დე­და ეკა­ტე­რი­ნე გოგო­რიშ­ვი­ლი. მიხეილ ცინცა­ძეს გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და ჯრუჭის მონას­ტერ­ში მიტრო­პო­ლიტ და­ვით წერეთ­ლის კარ­ზე, იყო საეკ­ლე­სიო წიგ­ნე­ბი­ს საუც­ხოო მცოდ­ნე, მის ოჯახ­ში ყოველთ­ვის იყვნენ დიაკ­ვა­ნი შე­გირ­დე­ბი. მამა მიხეილი გარდაიც­ვა­ლა 1882 წლის 8 თე­ბერ­ვალს 47 წლის ასაკ­ში. შვილე­ბის აღზრდის მთე­ლი სიმ­ძი­მე იტ­ვირ­თა დე­დამ, ეკა­ტე­რი­ნემ, რო­მე­ლიც გამოირ­ჩეო­და რო­გორც შრომის­მოყ­ვა­რე, მკაც­რი, მაგრამ სა­მართ­ლია­ნი ხასია­თით.

წე­რა-კითხ­ვა მას დამ, მატრო­ნამ შეას­წავ­ლა, ხო­ლო “ჟამნის” შესწავ­­ლა­ში­ მამის შეგირდი დიაკვ­ნე­ბი დაეხმარ­ნენ.

XIX საუ­კუ­ნის 60-90-იან წლებ­ში რუსე­თის საე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო ხელისუფ­ლე­ბი­სა­გან ავტოკე­ფა­ლია­გაუქ­მე­ბულ საქართ­ვე­­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკლე­სიის სა­ხე არა იმ­პე­რიუ­ლი სულისკ­ვე­­თე­ბის რუ­სი ეგ­ზარ­ქო­სები, არა­მედ ერთეუ­ლი ქართ­ვე­ლი სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი იყვნენ, რო­მელ­თა შო­რის იმე­რე­თის ეპის­კო­პო­სი გაბ­რიე­ლი (ქი­ქო­ძე) სი­ცოცხ­ლე­ში­ვე ლეგენ­დად ქცეუ­ლი­ყო. ეპის­კო­პო­სი გაბ­რიე­ლი ერთნაი­რად ძვირ­ფა­სი იყო, რო­გორც ახალგაზრ­დე­ბი­სათ­ვის, ისე ხანშიშესულ­თათ­ვი­საც, იგი ბევრს მოგზაუ­რობ­და თა­ვის ეპარ­ქია­ში, ქრისტია­ნულ მოძღვ­რებას, სამშობ­ლოს სიყ­ვა­რულს ას­წავ­ლი­და თა­ვის მრევლს. რო­გორც უწმი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე გად­მოგვ­ცემს: “იმ ხა­ნებ­ში ჩვენს სო­ფელ­ში გარდაიც­ვა­ლა სოლო­მონ შარა­ძე­ნი­ძის დე­და. ანდერ­ძის ასა­გე­ბად მოიწ­ვიეს გაბრიელ ეპის­კო­პო­სი, წირვის დროს საკურთ­ხე­ველ­ში ვტრია­ლებ­დი, “განი­ცა­დეს, რომ გალობდ­ნენ მი­მიხ­მო, ლოც­ვე­ბი გამომ­კით­ხა, ჯვა­რი მა­ჩუ­ქა და მა­მას უბრ­ძა­ნა თა­ვის დრო­ზე შეიყ­ვა­ნე სასწავ­ლე­ბელ­შიო”.[1] ეპის­კო­პოს გაბრიელ­თან შეხვედ­რამ განსაზღვ­რა ჭა­ბუ­კი კალისტ­რა­ტეს მო­მა­ვა­ლი.

1875 წელს ოჯახ­მა იგი ქუთაი­სის სა­სუ­ლიე­რო სასწავ­ლე­ბელ­ში შეიყ­ვა­ნა. იმ დროს სა­სუ­ლიე­რო და საე­რო სასწავლებ­ლებ­ში ცდილობდ­ნენ მოსწავ­ლეებ­ში ჩაეკ­ლათ ეროვ­ნუ­ლი სუ­ლისკ­ვე­თე­ბა. ამ მხრივ გამოირ­ჩეო­და ლათი­ნუ­რის მასწავ­ლე­ბე­ლი თ. ბო­გო­ლიუ­ბო­ვი, მაგრამ ქართ­ვე­ლი მასწავ­ლებ­ლე­ბი: ნი­კო ხუ­ციშ­ვი­ლი, რაჟდენ გიგაუ­რი, და­ვით ჩი­მა­კა­ძე, კოწია მა­ჭა­ვა­რია­ნი, პოლიევქ­ტოს კვი­ცა­რი­ძე, ნი­კო მაღ­რა­ძე მაინც ახერ­ხებდ­ნენ მოსწავ­ლე­თა პატ­რიო­ტუ­ლი სულისკ­ვე­თე­ბით აღზრდას. თვით გაბრიელ ეპის­კო­პო­სიც მძი­მე მდგო­მა­რეო­ბა­ში იყო. ეგ­ზარ­ქო­სებს აღიზია­ნებ­დათ მი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტი და ცდილობდ­ნენ ეპარ­ქიის სამღვდე­ლოე­ბის მასთან დაპირის­პი­რე­ბას. მაგა­ლი­თად, თუ ეპის­კო­პო­სი გაბ­რიე­ლი რო­მე­ლი­მე სა­სუ­ლიე­რო პირს დამსა­ხუ­რე­ბუ­ლად დას­ჯი­და, ეგ­ზარ­ქო­სი თავის­თან იხმობ­და დას­ჯილს და მიტრით ან ოქ­როს ჯვრით აჯილ­დო­ვებ­და. ეს იყო საეკ­ლე­სიო კანო­ნი­კის ფეხქვეშ გათელ­ვის მა­გა­ლი­თი, მაგრამ ეგ­ზარ­ქო­სებს რაც მოეპ­რია­ნე­ბო­დათ, იმას აკე­თებდ­ნენ.

ეგზარ­ქო­სე­ბი­სად­მი დაუმორ­ჩი­ლე­ბელ ეროვ­ნუ­ლი სულისკ­ვე­თე­ბის ქართველი მღვდელმთავ­რის მი­მართ რუსე­თის საიმ­პე­რა­ტო­რო ხელი­სუფ­ლე­ბა ფა­რულ პოლი­ციურ ზედამხედ­ვე­ლო­ბას ახორ­ციე­ლებ­და, ზოგჯერ ისეთ ცილის­წა­მე­ბა­საც ავრცე­ლებ­და, რომე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო გაბრიელ ეპის­კო­პო­სის სა­ხე­ლი­სა და ავტო­რი­ტე­ტის წინააღმ­დეგ. “1875 წელს გაბრიელ ეპის­კო­პოსს ბრალად დასდეს ქუთაი­სი­სა და გელა­თის ეკლე­სიე­ბის სიძ­ვე­ლე­თა მო­პარ­ვა. ვიდ­რე სი­მართ­ლე გაირკ­ვეო­და მაშინ­დელ პრესა­შიც, სა­სუ­ლიე­რო წრეებ­შიც და ხალხშიც ათასგ­ვა­რი მითქ­მა-მოთქ­მა თუ ჭო­რი გავრცელ­და. დაი­ნიშ­ნა გა­მო­ძიე­ბა, შეიქმ­ნა კო­მი­სიე­ბი… საბო­ლოოდ გაირკ­ვა ბრალდე­ბის სრუ­ლი სიყალ­ბე”.[2]

გაბრიელ ეპის­კო­პო­სი ქუთაი­სის სა­სუ­ლიე­რო სასწავ­ლე­ბელ­ში დამამთავ­რე­ბელ კურს­ზე ესწ­რე­ბო­და გა­მოც­დებს. იგი გულის­ყუ­რით უს­მენ­და მოსწავლეებს და გა­მორ­ჩეუ­ლებს რეკომენ­და­ციით აგ­ზავ­ნი­და სწავლის გასაგრძე­ლებ­ლად თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია­ში. 1882 წელს კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სემი­ნა­რიის რექ­ტორს არქი­მანდ­რიტ მიხეილ კრი­ლოვს გაბრიელ ეპისკოპო­სის რეკომენ­და­ციით წა­რუდ­გა, მაგრამ რექ­ტორს ყოყ­მა­ნი დაეტ­ყო, რო­გორც ჩანს არ უნ­დო­და კალისტ­რა­ტეს მი­ღე­ბა, მაგრამ გაბრიელ ეპის­კო­პო­სის განაწ­ყე­ნე­ბა­საც მოე­რი­და და ბო­ლოს მაინც დადე­ბი­თად გა­დაწყ­ვი­ტა სა­კით­ხი.

XIX საუ­კუ­ნის 80-ია­ნი წლების თბილის­ში მოღვაწეობდ­ნენ ეროვ­ნულ-განმა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძრაო­ბის ლი­დე­რე­ბი: ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, აკა­კი წე­რე­თე­ლი, ია­კობ გოგე­ბაშ­ვი­ლი, ნი­კო ნი­კო­ლა­ძე, სერ­გეი მეს­ხი, კი­რი­ლე ლორთ­ქი­ფა­ნი­ძე. გა­მო­დიო­და გა­ზე­თე­ბი: “დროე­ბა”, “ივე­რია”. ამა­ვე დროს გაძლიერ­და რუსე­თის რეაქ­ციუ­ლი წრეე­ბის ზე­წო­ლა ეროვ­ნულ-განმათა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რაო­ბა­ზე. საქართ­ვე­ლოს ეგ­ზარ­ქო­სი პავ­ლე, მთავარ­მარ­თე­ბე­ლი დონდუ­კოვ-კორ­სა­კო­ვი და კავკა­სიის განათ­ლე­ბის ოლ­ქის მზრუნ­ვე­ლი ია­ნოვს­კი ყვე­ლა­ფერს აკე­თებდ­ნენ, რა­თა ქართვე­ლო­ბას დაე­ვიწ­ყე­ბი­ნა თა­ვი­სი წარ­სუ­ლი – აწმ­ყო და არ ეფიქ­რა მომა­ვალ­ზე. მარ­თა­ლია სემი­ნა­რიის მასწავ­ლებ­ლე­ბი ცდილობდ­ნენ ეროვ­ნულ და რევო­ლუ­ციურ იდეებს არ შემოეღ­წია სასწავ­ლე­ბელ­ში, მაგრამ ამას ვერ ახერ­ხებდ­ნენ. სე­მი­ნა­რია­ში ერ­თად ცხოვრობდ­ნენ: ალექ­სი (ან­ტონ) გიორ­გა­ძე, გი­გო შენ­გე­ლია, იო­სებ ლალიაშ­ვი­ლი, კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე, იე­რო­თეოზ აი­ვა­ზაშ­ვი­ლი. პირველ წლებ­ში კალისტ­რა­ტეს უჭირ­და ბერძ­ნუ­ლი და რუ­სუ­ლი ენე­ბის შესწავ­ლა, მაგრამ ბე­ჯით­მა შრომამ თა­ვი­სი გაი­ტა­ნა და იგი ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩეუ­ლი იყო სე­მი­ნა­რია­ში. მეგობ­რობ­და დამამ­თავ­რე­ბე­ლი კურსის სემინა­რიე­ლებ­თან: ბესა­რიონ ხელაიას­თან, სი­ლი­ბისტ­რო ჯიბლაძეს­თან, ისი­დო­რე რამიშვილ­თან, ბართ­ლო­მე მოსეშვილ­თან, ივა­ნე გიორგა­ძეს­თან, ალექ­სანდ­რე და კონსტან­ტი­ნე ჟორდანიებ­თან, პეტ­რე ჭარაიას­თან. კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ხშირად დადიო­და მთაწმინ­და­ზე ზა­ქა­რია ჭიჭი­ნა­ძის სახლ­ში, სა­დაც ეც­ნო­ბო­და მრავალრიც­ხო­ვან საის­ტო­რიო დოკუმენ­ტე­ბის ხელ­ნა­წე­რებს, თავი­სუ­ფალ ლიტე­რა­ტუ­რას. სე­მი­ნა­რია­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი მკაც­რი რეჟი­მის მიუ­ხე­და­ვად იყვნენ ისე­თი მასწავლებ­ლე­ბიც, რომელ­თაც წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი დატო­ვეს ახალ­გაზრ­დებ­ზე. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე სიყვა­რუ­ლით იხსენებდა: თ. ჟორდა­ნიას, ალ. ალ­ბო­როვს, პ. პოტოც­კის. საქართ­ვე­ლოს ეგ­ზარ­ქო­სი პავ­ლე განსაკუთ­რე­ბით ავიწ­როებ­და თე­დო ჟორდა­ნიას, რომელ­საც შეუმ­ცი­რეს ქართუ­ლის საა­თე­ბი, ბო­ლოს კი მოსთხო­ვეს ქართუ­ლის რუსუ­ლად სწავ­ლე­ბა?! უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე დადე­ბი­თად ახა­სია­თებ­და სემი­ნა­რიის მეო­რე ქართველ მასწავ­ლე­ბელს იო­სებ მექა­ნა­რიშ­ვილს, რომე­ლიც სემინა­რიე­ლებ­თან ერ­თად აწ­ყობ­და სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო საღამოებს, თეატ­რა­ლურ წარმოდ­გე­ნებს. ასეთ ადამიანს ექზარქოსი “არამზადას და მხეცს უწოდებდა”.[3] თბი­ლი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია­ში 1886 წლის 24 მაისს იო­სებ ლალიაშ­ვი­ლის მიერ რექტორ ჩუდეც­კის მკვლე­ლო­ბა იყო რუსე­თის რეაქ­ციუ­ლი პოლი­ტი­კის წინააღმ­დეგ ბრძოლის დასაწყისი. კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის მოგო­ნე­ბებ­ში დაწვ­რი­ლე­ბი­თაა აღ­წე­რი­ლი თუ რო­გორ მოხ­და ეს და რა რეაქ­ცია ჰქონ­და მომხდარ­თან დაკავ­ში­რე­ბით საქართ­ვე­ლოს ეგზარ­ქოს პავლეს. 1886 წლის 28 მაისს რუსე­თის სინო­დის ობერპ­რო­კუ­რორ კ. პობედო­ნოს­ცე­ვის სა­ხელ­ზე გაგზავ­ნილ წე­რილ­ში ეგ­ზარ­ქო­სი წერდა: “დამ­ნა­შა­ვე, როგორც ჩანს სოცია­ლიზ­მი­სა და ქართვე­ლო­ფი­ლო­ბის ადგილობ­რივ­მა მოთა­ვეებ­მა მოის­ყი­დეს… მოგ­ვი­წევს ყვე­ლა ქართვე­ლის გა­ძე­ვე­ბა, თუ არ გვინ­და სემი­ნა­რიის სრუ­ლი დე­მო­რა­ლი­ზა­ცია”.[4]ეგზარ­ქოს­მა პავლემ განს­ვე­ნე­ბუ­ლი ჩუ­დეც­კი რუსე­თის სახელმ­წი­ფოებ­რი­ვი და რე­ლი­გიუ­რი ინტერე­სე­ბი­სათ­ვის წამე­ბუ­ლად წარ­მოა­ჩი­ნა. თბილისის წმ. ალექ­სანდ­რე ნევე­ლის სახ. ეკ­ლე­სია­ში მან შემდეგი სიტყვა წარმოსთქვა: “ბოროტმოქმედის მსხვერპლი კი არ იმსახურებს გლოვას, არამედ ის გარემო, რომელმაც წარმოშვა ბოროტმოქმედი. დიახ, გლოვობენ მამები და დედები ჩვენი მხარისა, რომ ჩვენს წრეში არსებობენ ბავშვები ცხოველური მიდრეკილებების ამარა. მათ მიმართ არ იმოქმედა ოჯახის ლმობიერებამ, ვერ მოახდინა გავლენა სკოლის კეთილმა და თბილმა დამოკიდებულებამ. ისინი შეპყრობილნი არიან გარეშე, ცრუ და მავნე ზემოქმედებით; გლოვობენ იმის გამო, რომ უზნეო ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ ეკლესიის მსახურნიც კი. წყეულიმც იყოს ის ხალხი და ქვეყანა, რომელიც ასეთ ბოროტმოქმედთ შობს.”

სინოდის ობერ-პროკურორ კ. პობედონოსცევის სახელზე გაგზავნილ  წერილში ეგზარქოსი პავლე წერდა: “ბოროტმოქმედი 19 წლისაა და როგორც ჩანს, მოსყიდულია ადგილობრივი სოციალ-დემოკრატებისა და გრუზინოფილებისაგან. მათ კარგად ესმოდათ, რომ ძალზე ჭკვიანი და ენერგიული რექტორი, რომელმაც დაიწყო ბოროტების ძირ-ფესვიანად აღმოფხვრა, მათი საშიში მტერი იყო. ამიტომაც გადაწყვიტეს მისი თავიდან მოშორება… მკვლელობის დღეს ის ორი საათის განმავლობაში დაეხეტებოდა ჩემს ეზოში, ეკლესიაშიც კი შემოვიდა, მაგრამ არა სალოცავად, რადგან “რომელი ქერუბიმთას” დროს სკამზე იჯდა და დიაკონმა წამოაგდო. ვფიქრობ, ის სწავლობდა ჩემი ცხოვრების წესს. ცდილობდა, შემოსულიყო ჩემთან იმ ღია კარიდან, რომლიდანაც მე ვუსმენ ხოლმე წირვას, და მოულოდნელად დამსხმოდა თავს. ყველაფერი ეს, რასაკვირველია, ჩემი მოსაზრებებია და არა ჭეშმარიტება. მაგრამ ერთი აშკარაა, რომ ჩემი სიკვდილი ბოროტის ხელით აქ ბევრს გაახარებდა დაწყებული იმ არამზადა “დიდებულებიდან”, რომლებმაც თქვენ მოგართვეს ცნობილი მოხსენებითი ბარათი. ვფიქრობ, ღმერთმა მიხსნა სიკვდილისაგან, თავისი უხილავი შემწეობითა და შეწყნარებით.” (“საღვთისმეტყველო კრებული” 1987. N3. გვ. 31-32).

ქართ­ვე­ლი სა­ზო­გა­დოე­ბა აღაშ­ფო­თა ეგზარ­ქოს პავლეს ამ სიტყვებ­მა. ქუთაი­სის თავად-აზ­ნაუ­რო­ბის მარშალ­მა დი­მიტ­რი ყიფიან­მა სა­ჯა­რო წე­რილ­ში დაუ­ფა­რა­ვად მოით­ხო­ვა შემჩვენებ­ლის შეჩ­ვე­ნე­ბუ­ლი ქვეყნი­დან გა­ძე­ვე­ბა. მარ­თა­ლია დი­მიტ­რი ყიფია­ნი რუსე­თის იმპე­რა­ტო­რი­სად­მი “ურჩო­ბის” მოტი­ვით საქართ­ვე­ლო­დან სტავრო­პოლ­ში გადაა­სახ­ლეს და 1887 წელს ვერა­გუ­ლად გამოა­სალ­მეს სიცოცხ­ლეს, მაგრამ ამ ფაქტ­მა ვერ დაა­ში­ნა ქართ­ვე­ლი სა­ზო­გა­დოე­ბა, პირი­ქით, დი­მიტ­რი ყიფია­ნის დაკრძალ­ვა მთაწმინ­და­ზე იქ­ცა ეროვ­ნულ ძალ­თა გაერ­თია­ნე­ბის მძლავრ დემონსტ­რა­ციად. 1888 წელს კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძემ დაამ­თავ­რა თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია და რექტო­რის პაი­სი ვინოგ­რა­დო­ვის რეკომენ­და­ციით სწავლის გასაგრძე­ლებ­ლად გაე­შუ­რა კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში.

კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია ქართ­ვე­ლი სტუდენტე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სასწავ­ლე­ბე­ლი იყო რუსე­თის იმ­პე­რია­ში. აქ მოღვაწეობდ­ნენ ქრის­ტია­ნუ­ლი თეო­ლო­გიის აღია­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი. კიე­ვის აკა­დე­მია დაამთავ­რეს: ისტო­რი­კოს­მა დი­მიტ­რი ფურცე­ლა­ძემ, ია­კობ გოგებაშ­ვილ­მა, დეკა­ნოზ­მა გიორ­გი ხელი­ძემ, მწერალ­მა ნი­კო ლომოურ­მა,  სრულიად  საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქებ­მა: კირიონ II, ლეო­ნიდ­მა, მიტროპოლიტმა ნაზარ ლეჟავამ, მიტროპოლიტმა გიორგი ალადაშვილმა, ეპის­კო­პოს­მა დიმიტ­რი ა­ბა­ში­ძემ, ეპის­კო­პოს­მა პი­როს ოქრო­პი­რი­ძემ, აკა­დე­მი­კოს­მა კორ­ნე­ლი კეკე­ლი­ძემ, სა­სუ­ლიე­რო პი­რებ­მა: ნიკო­ლოზ მახა­თა­ძემ, გაბრიელ ცაგა­რელ­მა, ამბ­რო­სი კავკა­სი­ძემ, მარკოზ ტყემა­ლა­ძემ, ილია ფერა­ძემ, მელი­ტონ კელენ­ჯე­რი­ძემ, ან­ტონ ფირცხა­ლა­ვამ, ნი­კი­ტა თალაკ­ვა­ძემ.

კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში მიი­ღეს სა­ხელმ­წი­ფო ხარჯ­ზე. როგორც იგი გად­მოგვ­ცემს 1888 წლის სექტემ­ბერ­ში რუსე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო ისტო­რიის პროფე­სორ­მა ზავიტ­ნე­ვიჩ­მა წაი­კით­ხა ლექ­ცია რუსე­თის დიდ მთავარ ვლადი­მირ­ზე. ლექციის დროს პრო­ფე­სო­რი შეე­ხო X საუ­კუ­ნის ბიზან­ტიის იმპე­რიის ისტო­რიის სა­კით­ხებს, მაგრამ საერ­თოდ არ ახ­სე­ნა ქართ­ვე­ლე­ბი. ახალ­გაზრ­და სტუ­დენტ­მა მორი­დე­ბით, მაგრამ მაინც უსაყ­ვე­დუ­რა პრო­ფე­სორს. ამ უკა­ნასკ­ნელს მოე­წო­ნა სტუდენ­ტის ლო­გი­კუ­რი მსჯე­ლო­ბა, განსწავ­ლუ­ლო­ბა და დაა­ვა­ლა მოემ­ზა­დე­ბი­ნა სა­დიპ­ლო­მო თე­მა – “და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი, რო­გორც საეკ­ლე­სიო და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე” აკა­დე­მიის ხელმძღვა­ნე­ლო­ბამ ასე­თი სათაუ­რის თე­მა არ დაამტ­კი­ცა. სამა­გიე­როდ უა­რი არ უთქ­ვამთ თე­მა­ზე “ივე­რიის ეკ­ლე­სია სასა­ნი­დე­ბის პერიოდ­ში”. ნაშრომში კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე “პირ­ველწ­ყა­რო­თა მეც­ნიე­რუ­ლი ანა­ლი­ზის საფუძ­ველ­ზე ცხადყოფ­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის მოციქუ­ლებ­რიო­ბას… აქ­ვე აშუ­ქებ­და ივე­რიის საკა­თა­ლი­კო­სოს ისტო­რიის რიგ გაურკ­ვე­ველ სა­კით­ხებს სასა­ნიან­თა ბატო­ნო­ბის პერიოდ­ში, საეკ­ლე­სიო სა­მარ­თალს, ადგილობ­რივ საეკ­ლე­სიო კრე­ბებს, მთავარე­პის­კო­პოს­თა სიას, ეკლე­სიის იე­რარ­ქიულ აღნაგო­ბას”[5] ნაშრო­მის რეცენ­ზენ­ტე­ბი იყვნენ პროფ. ი. მა­ლი­შევს­კი, ა. ოლეს­ნიც­კი, რომელ­თაც მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მისცეს მას. ამის შე­სა­ხებ ქართველ საზო­გა­დოე­ბას აუწ­ყებ­და 1892 წელს სასულიერო ჟურ­ნა­ლი “მწყემ­სი”.

1890 წელს კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძემ კიევში დე­დის წე­რი­ლი მიი­ღო, რომე­ლიც ოჯა­ხის მძი­მე მა­ტე­რია­ლუ­რი მდგომა­რეო­ბის გა­მო სთხოვ­და შვილს სამშობ­ლო­ში დაბრუ­ნე­ბას. წე­რილ­მა ძლიერ დაა­ღო­ნა არა მარ­ტო კა­ლისტ­რა­ტე, არა­მედ მი­სი ამხა­ნა­გე­ბიც. თანაკურ­სელ­მა ილია ფერა­ძემ სა­გან­გე­ბო წერი­ლით მი­მარ­თა იმე­რე­თის ეპის­კო­პოს გაბრიელს, რომე­ლიც ჩვეუ­ლი ­გუ­ლისხ­მიე­რე­ბით მოე­კი­და მას “აკა­დე­მიის თა­ვის დანე­ბე­ბის განსაც­დე­ბი­სა­გან გამო­მიყ­ვა­ნა ყოვლადსამღვ­დე­ლო გაბრიე­ლის მამობ­რივ­მა ზრუნვამ”.[6] წერდა მოგვიანებით იგი.

1890 წელს ზაფხუ­ლის არდა­დე­გებ­ზე კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ჩა­მო­ვი­და სა­ქართ­ვე­ლო­ში, ქუთაის­ში მადლო­ბის სათქმე­ლად ეახლა ეპის­კო­პო­ს გაბ­რიე­ლს, რომელ­მაც დაწვრი­ლე­ბით გამოჰ­კით­ხა კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიის ამ­ბე­ბი. ყოვლადსამღვ­დე­ლო გაბრიელს განსაკუთ­რე­ბით აღელ­ვებ­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის მო­მა­ვა­ლი. “მე და ალექ­სანდ­რე ოქ­რო­პი­რი­ძე უკ­ვე დავბერ­დით, დღეს თუ ხვალ სიკვდი­ლიც თა­ვის მოვა­ლეო­ბას შეას­რუ­ლებს, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ბე­რე­ბი გარ­და ლეო­ნი­დი­სა, ჩვენ არ გვყავს… თუ სამშობ­ლო გიყ­ვარს ხშირად იფიქ­რე ბე­რო­ბა­ზეო”[7] – დაამ­თავ­რა თა­ვი­სი და­რი­გე­ბა მეუ­ფე გაბრიელ­მა.

1892 წელს სა­სუ­ლიე­რო  აკა­დე­მიის  დამთავ­რე­ბის­თა­ნა­ვე ღვთიმეტყ­ვე­ლე­ბის კან­დი­და­ტი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე დაბრუნ­და სა­ქართ­ვე­ლო­ში, გაა­ნა­წი­ლეს ხო­ნის სასწავ­ლე­ბელ­ში საღვთო სჯულის მასწავლებ­ლად, მაგრამ იქ ად­გი­ლი არ აღ­მოჩნ­და. გაბრიელ ეპის­კო­პოსს სურ­და ქუთაის­ში ქალ­თა საე­პარ­ქიო სასწავ­ლე­ბელ­ში დაე­ტო­ვე­ბი­ნა, მაგრამ აქაც წინააღმ­დე­გო­ბე­ბი შეხვ­და. ამი­ტომ იგი გამოე­შუ­რა თბილის­ში და 1893 წელს დაი­ნიშ­ნა დიდუ­ბის ეკ­ლე­სია­ში. 11 აპ­რილს ეკურთხა დიაკვ­ნად, ხო­ლო 18 აპ­რილს მღვდლად ეგზარქოს ვლადიმერის მიერ. დიდუ­ბის ეკ­ლე­სია იმი­თაც იყო მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ მის გვერდით მდებარეობდა ქართველ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თეო­ნი იყო. 1893 წელს ქართველ­მა საზო­გა­დოე­ბამ განჯი­დან გადმოას­ვე­ნა ნიკო­ლოზ ბარათაშ­ვი­ლის ნეშ­ტი. კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ქართველ­მა საზო­გა­დოე­ბამ დი­დუ­ბე­ში, ნიკო­ლოზ ბარათაშ­ვი­ლის ცხედარ­თან წარ­მოთქ­მუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე სიტყვით გაიც­ნო. “ნიკო­ლოზ ბარა­თაშ­ვი­ლი ბუ­ნე­ბა­ში და ბუნე­ბის შემწეო­ბით ეძებს და ჰპოუ­ლობს მას, ვი­საც ძა­ლუძს შვების მო­ცე­მა… ამ სა­ხედ, წმიდის მოცი­ქუ­ლის სიტყვის თანახ­მად მან ბუ­ნე­ბა აღია­რა ხმად ღვთი­სა კაც­თა მი­მართ – წიგნად, სა­დაც ამოი­კით­ხა, რომ შვე­ბა და ლხე­ნა შეუძ­ლია მია­ნი­ჭოს ადა­მია­ნის გულს მხოლოდ მან, ვინც არის მი­ზე­ზი ადა­მია­ნი­სა და თვით ბუნე­ბის გა­ჩე­ნი­სა”.[8]

1893 წლიდან მო­ყო­ლე­ბუ­ლი საქართ­ვე­ლოს რელი­გიურ-საზოგა­დოებ­რივ და პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვრე­ბის სფეროში არ ყო­ფი­ლა მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, სა­დაც მამა კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძეს მო­ნა­წი­ლეო­ბა არ მიე­ღო.

2. ბრძო­ლა ეგზარ­ქო­სე­ბის ანტი­ქარ­თუ­ლი პოლი­ტი­კის წინააღმ­დეგ

საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის გაუქ­მე­ბის შემდეგ რუსე­თის ხელისუფ­ლე­ბამ შექმ­ნა საქართ­ვე­ლოს საეგ­ზარ­ქო­სო, რომელ­საც ქართ­ვე­ლი მიტრო­პო­ლი­ტის ვარლამ ერის­თა­ვის შემდეგ რუ­სი ეგ­ზარ­ქო­სე­ბი განა­გებდ­ნენ. ეგზარქოსები არ ითვალის­წი­ნებდ­ნენ მრავალ­საუ­კუ­ნო­ვან ქართულ საეკ­ლე­სიო ტრადიციებს, დევნიდ­ნენ ქართულ ენას, ქართულ გალო­ბას, შეუ­რაცხ­ყოფდ­ნენ ქართველ წმინ­და­ნებს, ეკლესიებში ანგრევდ­ნენ ქართულ კან­კე­ლებს და ცვლიდნენ რუსუ­ლით, მონასტრებიდან აძევებდნენ ქართველ ბერებს და მათ ადგილზე ნიშნავდნენ რუსებს. რუ­სი ეგზარქო­სე­ბი­სათ­ვის მიუ­ღე­ბე­ლი იყვნენ ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სულისკ­ვე­თე­ბის სამღვ­დე­ლოე­ბა. კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის მახვილი თვა­ლი­სა და უზუს­ტე­სი ფსი­ქო­ლო­გიუ­რი დაკვირ­ვე­ბე­ბის შე­დე­გია XIX საუ­კუ­ნის 80-ია­ნი წლები­დან 1917 წლამ­დე საქართ­ვე­ლოს ეგზარ­ქო­სე­ბის ის­ტო­რიუ­ლი პორტ­რე­ტე­ბი. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე მრავალრიც­ხო­ვან საეკ­ლე­სიო საბუ­თე­ბის მოშვე­ლიე­ბით სრულად აღად­გენს ეპო­ქის სუ­რათს. ეგზარ­ქო­სე­ბის დახა­სია­თე­ბი­სას მას არა­სო­დეს არ ღა­ლა­ტობს ობიექ­ტუ­რო­ბა.

1891 წელს კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში სწავლის პერიოდ­ში შეხვ­და საქართ­ვე­ლოს ყო­ფილ ეგ­ზარ­ქოსს იოა­ნი­კე რუდ­ნევს, რომე­ლიც იმხა­ნად კიე­ვის მიტ­რო­პო­ლი­ტი იყო. “სარწ­მუ­ნო წყარო­დან ვი­ცი, რომ როდე­საც 1882 წელს საქართ­ვე­ლო­დან გადაიყ­ვა­ნეს ჯვრის უღელ­ტე­ხილ­ზე შე­ჩერ­და, მობრუნ­და საქართვე­ლოს­კენ, პირ­ჯა­რი გადაი­წე­რა და თქვა: გმადლობ, შენ, ყოვლად წმი­და ქალ­წუ­ლო, რომ შესაძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცი, ამ ვე­ლუ­რებს ცოც­ხა­ლი გა­დავრ­ჩე­ნო­დიო”[9]. კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე იმოწ­მებს მთავარე­პის­კო­პოს ნიკა­ნო­რის დია­ლოგს იონი­კეს­თან რომე­ლიც ასე ახა­სია­თებს ქართ­ვე­ლებს: “მათ ხომ არ აქვთ განსჯის უნა­რი: გონე­ბაჩ­ლუნგ­ნი არიან, მაგრამ რა­საც დაი­ჩე­მე­ბენ აღარ გადათქ­ვა­მენ. კა­ცის მოკვ­ლა არაფ­რად უღირთ. ნათე­საო­ბას მე-14 თაო­ბამ­დე თვლიან, თუმ­ცა ხან­ჯა­ლი ჩასცენ ღვიძლ ძმას მათთვის ძნე­ლი არ არის. შმა­გი ხალ­ხია, ოდ­ნავ აღელ­ვე­ბა­ზე კარგა­ვენ წონას­წო­რო­ბას და იძრო­ბენ ხან­ჯალს”[10]. ქართვე­ლებ­ზე ასე­თი შეხე­დუ­ლე­ბის მწყემსმ­თა­ვა­რი ბუ­ნებ­რი­ვია, კარგს არა­ფერს გაუ­კე­თებ­და თა­ვის სამწყსოს.

კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის დახა­სია­თე­ბით ეგ­ზარ­ქო­სი პავ­ლე ლე­ბე­დე­ვი (1882-1887 წ.წ.) იყო უხე­ში და ფიც­ხი ადა­მია­ნი. სემი­ნა­რიის რექ­ტო­­რის ჩუდეც­კის მკვლე­ლო­ბა მან გამოი­ყე­ნა ანტი­ქარ­თუ­ლი ისტე­რიის გასაღვი­ვებ­ლად. ხო­ლო ალექ­სანდ­რე ნევე­ლის ეკ­ლე­სია­ში წარ­მოთქ­მუ­ლი შეურაცხმ­ყო­ფე­ლი სიტყ­ვა მჭერმეტყ­ვე­ლე­ბის ნიმუ­შად გამოაცხადა. იგი სია­მა­ყით წერ­და: “დაკრძალ­ვი­სას წარმოვთქ­ვი სიტყ­ვა, რომელ­მაც დი­დი შთაბეჭ­დი­ლე­ბა მოახ­დი­ნა, მოე­წო­ნათ რუ­სებს და არ მოე­წო­ნათ  ქართვე­ლე­ბის გარკვეულ ნა­წილს. სემი­ნა­რიამ და ქართულ­მა ინტელი­გენ­ციამ საზიზღ­რად წარმოა­ჩი­ნეს თა­ვი”[11]. ეგ­ზარ­ქო­სი პავ­ლე სხვა დროსაც არ უშ­ვებ­და შემთხვე­ვას ქართვე­ლებ­ზე აუ­გი ეთქ­ვა. უწმი­დეს კალისტ­რა­ტე იხსენებს ეგზარ­ქოს პავლეს საუ­ბა­რს ყოვლადსამღვ­დე­ლო ნიკანორ­თან “მასთან საუ­ბარ­ში მივხვ­დი, რომ არ აპი­რებ­და უკან, სა­ქართ­ვე­ლო­ში დაბრუ­ნე­ბას. რისთვის წა­ვი­დე, სულ ერთია, მომკლა­ვენ… აკი ეჭ­ვიც არ ეპა­რე­ბათ სი­ნოდ­ში, რომ სა­ქართ­ვე­ლო მიილტ­ვის სეპარა­ტიზ­მი­სა­კენ… იქ არის ნიჰი­ლის­ტუ­რი, სეპა­რა­ტის­ტუ­ლი ხრო­ვა, არც­თუ მცირე­რიც­ხო­ვა­ნი, რომელ­ნიც მთებსაც გადაა­ბრუ­ნე­ბენ ჩემს მოსას­პო­ბად”.[12] სამ­წუ­ხა­რო ის იყო, რომ მარ­ტო პავ­ლე ეგ­ზარ­ქო­სი კი არ იყო, ვინც ასე ფიქრობ­და ქართვე­ლებ­ზე. პეტერბურ­გის საე­რო და სა­სუ­ლიე­რო წრეებ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ აზ­რი­სა იყო საქართ­ვე­ლო­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, სიძულ­ვი­ლის მთესველ­ნი სიყ­ვა­რულს ვერ მოიმკიდ­ნენ.

უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე მკაც­რი, მაგრამ ობიექ­ტუ­რი იყო პავლეს შემცვ­ლე­ლი ეგზარ­ქო­სის პა­ლა­დი რაე­ვის (1886-1892 წ.წ) შეფა­სე­ბი­სას. ეგ­ზარ­ქო­სი პა­ლა­დი თვალთმაქ­ცობ­და და ნა­ძა­ლა­დე­ვი თავა­ზია­ნო­ბით ეპყ­რო­ბო­და ყველას, მან მოა­ხერ­ხა ქართველ თავადაზ­ნაურ­თა ოჯახებ­თან დაახ­ლოე­ბა, სტუმრობ­და ქართულ ოჯა­ხებს, გულუხ­ვად აჯილ­დოებ­და სას­ულიე­რო პი­რებს, მაგრამ ამის პარა­ლე­ლუ­რად ოსტა­ტუ­რად ახერ­ხებ­და რუსი­ფი­კა­ციის პოლი­ტი­კის განხორ­ციე­ლე­ბას. მან დიდუ­ბის ივე­რიის ღვთისმშობ­ლის ეკ­ლე­სია ყაზა­ნის ღვთისმშობ­ლის ეკლე­სიად გამოაც­ხა­და. ვერ იტან­და ქართველ წმინ­და­ნებს. “ერთხელ სინო­დის კან­ტო­რა­ში იკით­ხა, სად ვი­პო­ვო ქართ­ვე­ლი წმინდა­ნე­ბის წმინდა­ნე­ბად შერაცხ­ვის აქ­ტე­ბი? ასე­თი აქ­ტე­ბი არ შე­მო­ნა­ხუ­ლა, მაგრამ მარ­ტო ის, რომ ზე­მოთ­ჩა­მოთვ­ლი­ლი სა­ხე­ლე­ბი საქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია­ში საუ­კუ­ნეე­ბის მანძილ­ზე მოიხ­სე­ნიე­ბა, მოწ­მობს მათ დაკა­ნო­ნე­ბას, უპასუ­ხეს მეუ­ფეს. ამ პა­სუხ­მა იგი არ დააკ­მა­ყო­ფი­ლა და სინო­დის კანტო­რის სახე­ლით განკარ­გუ­ლე­ბა გა­მოს­ცა ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბი ბერძნულ-რუსუ­ლით შეეც­ვა­ლა”.[13] აი, ნამდვი­ლი სა­ხე ზედმე­ტად თა­ვა­ზია­ნი ეგ­ზარ­ქო­სი­სა, რომელ­საც სიტყვით ძალიან უყ­ვარ­და თა­ვი­სი სამწყ­სო, ქართ­ვე­ლი ხალხი.

მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეგზარ­ქოს ვლადი­მერ ბოგოიავ­ლინს­კის (1892-1898 წ.წ.) უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე განსაკუთ­რე­ბით პა­ტივს სცემ­და, რო­გორც განათ­ლე­ბულ პიროვ­ნე­ბას და მის მღვდლად მა­კურთ­ხე­ბელს, მის ქართველთ­მო­ძუ­ლეო­ბა­საც ვერ ივიწ­ყებდა. მი­სი განკარ­გუ­ლე­ბით 87 სე­მი­ნა­რიე­ლი “მგლის ბილე­თით” გაა­ძე­ვეს თბილისის სემი­ნა­რიი­დან. მას სძულდა ქარ­თუ­ლი სა­ლო­ცა­ვე­ბი “1894 წელს სვეტიცხოვ­ლო­ბის დღესას­წაულ­ზე ეგ­ზარ­ქო­სი სვეტიცხოვ­ლის ტა­ძარ­ში წი­რავ­და, წირვის შემდეგ მღვდელმსა­ხურ­ნი პარაკ­ლი­სის გადასახ­დე­ლად გამოვიდ­ნენ. `საწიგ­ნე­ზე ორი ხა­ტი იდო – სვეტიც­ხო­ვე­ლი და ღვთისმშობ­ლის სა­ფარ­ვე­ლი. მეუ­ფემ კან­დე­ლაკს უბრ­ძა­ნა სვეტიცხოვ­ლის ხა­ტი წაე­ღო, ღვთისმშობ­ლის სა­ფარ­ვე­ლი დაე­ტო­ვე­ბი­ნა. ხა­ტი წაი­ღეს, მლოც­ველთ გუ­ლი დაუმძიმ­დათ, მათ შორის ზოგიერთ რუსსაც კი და ბევ­რი გა­ვი­და ტაძრი­დან”.[14]ეგზარქოს ვლა­დი­მერს აღი­ზია­ნებ­და სიტყ­ვა საქართ­ვე­ლოს ხსე­ნე­ბა და ყველას­გან მოით­ხოვ­და ქუთაი­სი­სა და თბილი­სის გუბერ­ნიე­ბით შეეც­ვა­ლათ ტერ­მი­ნი “სა­ქართ­ვე­ლო”.

თა­ვი­სი ხანმოკ­ლე მწყემსმთავ­რო­ბის ჟამს მთავარე­პის­კო­პოს­მა ფლა­ბია­ნე გორდეც­კიმ (1898-1901 წ.წ.) გააუქ­მა ეგზარ­ქოს პალა­დის აკრძალ­ვა ყრმათათ­ვის ქართველ წმინდან­თა სახე­ლის არდარქ­მე­ვის შესა­ხებ. იგი იყო რბი­ლი და ყუ­რად­ღე­ბია­ნი და სურ­ვი­ლი ჰქონ­და თა­ვი­სი სი­ცოცხ­ლის დარ­ჩე­ნი­ლი წლე­ბი სა­ქართ­ვე­ლო­ში გაე­ტა­რე­ბი­ნა, მაგრამ რუსე­თის საიმ­პე­რა­ტო­რო ხელი­სუფ­ლე­ბა­ში ასე­თი კა­ცი მიუ­ღე­ბე­ლი იყო, მითუ­მე­ტეს ამ დროს ქართ­ვე­ლე­ბი უკ­ვე აღარ მალავდ­ნენ თავიანთ სურ­ვილს საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნის აუცი­ლებ­ლო­ბის შესა­ხებ. ხელისუფ­ლე­ბამ სა­ქართ­ვე­ლო­ში ლმო­ბიე­რი ეგზარ­ქო­სის დამხმა­რედ ცნო­ბი­ლი შავრაზ­მე­ლი ი. ვოსტორ­გო­ვი მოავ­ლი­ნა, ხო­ლო 1901 წელს ფლა­ბი­ნე, მთავარე­პის­კო­პოსმა ალექ­სი ოპოც­კიმ შეც­ვა­ლა (1901-1905 წ.წ.), რომე­ლიც ივა­ნე ვოსტორ­გო­ვის გავლე­ნის ქვეშ მოექ­ცა. ეგ­ზარ­ქო­სი ალექ­სი თა­ვის წინამორ­ბე­დე­ბის პოლი­ტი­კას აგრძე­ლებ­და სა­ქართ­ვე­ლო­ში. ვოსტორ­გო­ვი ღიად ებრ­ძო­და ყოველივე ეროვ­ნულს და ცდილობ­და პეტერბურ­გის საე­რო და სა­სუ­ლიე­რო წრეებ­ში იმპერიის ინტერე­სე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე ერთ­გუ­ლი მებრძო­ლის სახე­ლის შენარ­ჩუ­ნე­ბას. ეგ­ზარ­ქო­სი ალექსი უფ­რო შენიღ­ბუ­ლად მოქმე­დებ­და. `1903 წელს ქვაშვე­თის წმ. გიორ­გის ეკლე­სიის ახა­ლი შენო­ბის მშენებ­ლო­ბის მთე­ლი კო­მი­ტე­ტი მი­სი თავმჯდო­მა­რის ი. ამი­ლახვ­რის მეთაუ­რო­ბით ეგ­ზარ­ქოსს ეწვია და ეკლე­სიის პროექ­ტი და ხარჯთაღ­რიცხ­ვა წა­რუდ­გი­ნა, თან სთხო­ვა, პროექ­ტი საგუ­ბერ­ნიო სამ­მართ­ვე­ლო­ში გაეგ­ზავ­ნა დასამტკი­ცებ­ლად. ეგზარ­ქოს­მა ქარ­თუ­ლი ეკლე­სიე­ბის მსგავსად შედგე­ნილ პროექტს რომ და­ხე­და სა­წე­რი მაგი­დის ერთ-ერ­თი უჯ­რა გა­მოს­წია. ეკლე­სიე­ბის პროექ­ტე­ბის მთე­ლი ათეუ­ლი ეს­კი­ზი ამოი­ღო (ამ ეკლე­სიე­ბის ხახვის გუმ­ბა­თე­ბი და სამ მხარეს პატ­რო­ნი­კე ჰქონ­და) და ამი­ლახ­ვარს ჰკით­ხა: თა­ვა­დო, გა­ნა ესე­ნი არ სჯობს თქვენ პროექტს? ამილახ­ვარ­მა მიუ­გო: შეიძ­ლე­ბა სჯობს კიდე­ვაც, მაგრამ ჩვენ­მა წინაპ­რებ­მა ეს გეგ­მა გამოი­მუ­შა­ვეს და გვინ­და, სწორედ მის მიხედ­ვით ავა­შე­ნოთ ეკ­ლე­სია.

თქვე­ნო ბრწყინვა­ლე­ბავ – მიუ­გო ეგზარ­ქოს­მა, თუ­კი წი­ნაპ­რე­ბი სისულელეებს სჩადიოდ­ნენ, ჩვენ რა­ტომ უნ­და გავი­მეო­როთ ისი­ნი”[15] – მაგრამ ამილახვარი მაგრად დაუხვდა და კატეგორიულად მოითხოვა ქაშუეთის ეკლესია სამთავისის ეკლესიის მსგავსი უნდა ყოფილიყო. ეგზარქოს ალექსისათვის შოკისმომკვ­რე­ლი აღ­მოჩნ­და 1905 წლის მაის­ში ქართ­ვე­ლი სამღვდე­ლოე­ბის ინი­ცია­ტი­ვით მოწ­ყო­ბი­ლი კრების მოთხოვ­ნა საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნის შესა­ხებ. მისი ბრძანე­ბით რუს­მა კაზა­კებ­მა მათრა­ხე­ბით სცემეს სამღვდე­ლოე­ბის კრების მო­ნა­წი­ლე­ნი. თბილის­ში და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა შეიქმ­ნა. ქარ­თუ­ლი ინტელი­გენ­ციის წარმომად­გენ­ლებ­მა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით მეფისნაც­ვალ ვორონ­ცოვ-დაშ­კოვს მოსთხო­ვეს ეგზარ­ქოს ალექ­სის საქართ­ვე­ლო­დან გაწ­ვე­ვა. რუსე­თის ხელი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ალექ­სი ეგზარქოს­თან ერ­თად საქართ­ვე­ლო­დან გაეწ­ვია ცნო­ბი­ლი შავრაზ­მე­ლე­ბი: დე­კა­ნო­ზი ვოსტორ­გო­ვი და არ­ქი­მანდ­რი­ტი ნი­კანდ­რი. ეგ­ზარ­ქო­სი ალექ­სი დევ­ნი­და ცნობილ საეკ­ლე­სიო მოღვა­წეს ეპისკოპოს ალექსან­დრე ოქრო­პი­რი­ძეს. მი­სი წარდ­გი­ნე­ბი­თა და რენე­გატ ეპისკოპოს დი­მიტ­რი აბა­ში­ძის დაბეზ­ღე­ბით 1903 წელს ეპის­კო­პო­სი ალექ­სანდ­რე იმპე­რა­ტო­რის საყვე­დუ­რით გადააყენეს გურია-სამეგრელოს ეპარ­ქიის მმართვე­ლის თანამ­დე­ბო­ბი­დან და მის ად­გილ­ზე დანიშ­ნეს ეპის­კო­პო­სი დი­მიტ­რი აბა­­ში­ძე. ალექ­სანდ­რე ეპის­კო­პო­სის “და­ნა­შაუ­ლი” ის იყო, რომ გურია-სამეგ­რე­ლოს სკოლე­ბი­დან არ განდევ­ნა ქარ­თუ­ლი ენა და არ დააჩ­ქა­რა ამ მხარის გა­რუ­სე­ბა. რაც შეე­ხე­ბო­და ეპის­კო­პოს დი­მიტ­რი აბა­ში­ძეს, იგი იყო ცნო­ბი­ლი რუ­სი შავრაზ­მე­ლის ი. ვოსტორ­გო­ვის იდეე­ბის ერთ­გუ­ლი, სძულ­და ყო­ვე­ლი­ვე ქარ­თუ­ლი, ენერ­გიუ­ლად ცდილობ­და გურია-სამეგ­რე­ლოს სკოლე­ბი­დან ქარ­თუ­ლი ენის განდევ­ნას, ებრ­ძო­და ეროვ­ნუ­ლი სულისკ­ვე­თე­ბის ქართველ სამღვდე­ლოე­ბას. მი­სი პოლი­ტი­კით უკ­მა­ყო­ფი­ლო მოსახ­ლეო­ბის რისხვას გადაურ­ჩა იმით, რომ გა­ნი­მო­სა სამღვდელმ­თავ­რო შესა­მო­სე­ლი­სა­გან, ჩაიც­ვა ჩო­ხა-ახა­ლუ­ხი და ასე გაი­პა­რა 1905 წელს საქართ­ვე­ლო­დან. 1906 წელს კი პე­ტერ­ბურგ­ში სინო­დის სხდო­მა­ზე, საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნის საკით­ხის განხილ­ვი­სას უკ­ვე თურქეს­ტა­ნი­სა და ტაშკენ­ტის ეპის­კო­პო­სის ხა­რისხ­ში გა­მო­ვი­და საქართ­ვე­ლოს წინააღმ­დეგ – “დაი­ჭი­რეთ ეპის­კო­პო­სე­ბი კირიო­ნი ­და ლეო­ნი­დი. სა­ქართ­ვე­ლო­ში ეკლე­სიის ავ­ტო­კე­ფა­ლია აღა­რა­ვის გაახ­სენ­დე­ბაო” – განაც­ხადა მან.

რუსე­თის სა­იმ­პე­რა­ტო­რო ხელი­სუფ­ლე­ბა შეე­ცა­და სა­ქართ­ვე­ლო­ში საეკ­ლე­სიო სფე­რო­ში წარ­მო­შო­ბი­ლი გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ვითა­რე­ბის დაწყნა­რე­ბას. ეს მისია დაე­კის­რა ახალ ეგზარ­ქოს ნი­კო­ლოზს, რომელ­მაც მხოლოდ ერ­თი წე­ლი (1905-1906 წ.წ.) შეძ­ლო ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნა და როგორც უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე შე­ნიშ­ნავს თა­ვი არაფ­რით გამოუ­ჩე­ნია.

უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს მოგო­ნე­ბებ­ში დაწვ­რი­ლე­ბი­თაა აღ­წე­რი­ლი რუსე­თის ხელისუფ­ლე­ბის­გან საქართ­ვე­ლოს ეგზარ­ქო­სად მთავარე­პის­კო­პოს ნიკო­ნის დანიშვ­ნა, ქართ­ვე­ლი სა­ზო­გა­დოე­ბი­სა და სამღვდე­ლოე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ფაქტი­სად­მი.

მთავა­რე­პის­კო­პო­სი ნი­კო­ნი ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მოძრაო­ბის წინააღმ­დეგ ბრძოლისათ­ვის იყო განწ­ყო­ბი­ლი. მან იცო­და საზო­გა­დოე­ბის მი­სად­მი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. 1906 წლის 26 აგვის­ტოს, რო­ცა თბილის­ში ჩა­მო­ვი­და რკინიგზის სადგურში მხოლოდ რუ­სი სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი დახვდნენ. ეგ­ზარ­ქო­სი გაძ­ლიე­რე­ბუ­ლი დაცვის თანხლე­ბით გადაიყ­ვა­ნეს რეზი­დენ­ცია­ში. პირველ ხა­ნებ­ში ქართ­ვე­ლი სამღვ­დე­ლოე­ბა ცდილობ­და ეგზარქო­სი­სათ­ვის ბოი­კო­ტი გამოეც­ხა­დე­ბი­ნა და არ შეხვედ­რო­და მას, მაგრამ ნი­კო­ნს სურ­და შემოე­რი­გე­ბი­ნა ისი­ნი. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე იხ­სე­ნებს ეგზარქოს­თან შეხვედ­რას. რო­ცა მას დაუ­ფა­რა­ვად უთხ­რა: “რად ცდი­ლობთ ჩვენს გარუ­სე­ბას? ეს ხომ არა­სო­დეს მოხ­დე­ბა: ხალ­ხი, რომელ­საც თა­ვის ენა­­ზე მეოთ­ხე-მე­ხუ­თე საუ­კუ­ნეე­ბი­დან აქვს ბიბ­ლია, მდი­და­რი საეკ­ლე­სიო-საღვთის­მეტყ­ვე­ლო და საე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა და უაღ­რე­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ენა, გა­ნა შეიძ­ლე­ბა გარუს­დეს? ხო­ლო თუ გვირე­ვიან ისეთ­ნი, რომელ­ნიც გარუ­სე­ბუ­ლად გვაჩვე­ნე­ბენ თავს, ისი­ნი… ნა­ძი­რა­ლე­ბი არიან, როგო­რე­ბიც არც თქვენ გჭირდე­ბათ და არც მით უმე­ტეს ჩვენ”[16] ნი­კო­ნი მოჩ­ვე­ნე­ბი­თი კეთილ­განწ­ყო­ბით უს­მენ­და კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძეს, აღუთქ­ვამ­და რომ “ღრმად გაერკ­ვეო­და” ქართ­ვე­ლი სამღვდე­ლოე­ბის პრობლე­მებ­ში და რო­გორც ჭეშ­მა­რი­ტი მწყემსმ­თა­ვა­რი ყვე­ლა­ფერს გაა­კე­თებ­და მის გამოსას­წო­რებ­ლად. ამა­ვე დროს საი­დუმ­ლო წე­რილ­ში რუსე­თის სინო­დი­სად­მი არ მა­ლავ­და თა­ვის ანტიქარ­თულ განწყო­ბი­ლე­ბას. იგი ურ­ჩევ­და ხელისუფ­ლე­ბას “მათ (ქართ­ვე­ლებს) რომც მიე­ცეთ ნე­ბა ქართულ ღვთის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში ვარჯი­შის, საქ­მე მაინც უნ­და განვაგრ­ძოთ ისე, რომ სრულე­ბით არ გადავც­დეთ სახელმწი­ფოებ­რიო­ბის სა­ფუძვ­ლებს. შეიძ­ლე­ბა სემი­ნა­რიას, რადგან იქ ეროვ­ნულ ენა­ზეა სწავ­ლა, აღეკვე­თოს სა­ხელმ­წი­ფო ხაზი­ნის დახ­მა­რე­ბა და  მი­ნი­ჭე­ბა უფ­ლე­ბე­ბი­სა, რომელ­თაც იგი აძ­ლევ­და თა­ვის აღზრ­დი­ლებს, რო­ცა მთლია­ნად რუ­სუ­ლი იყო. მა­შინ ქართ­ვე­ლე­ბი მოი­ნა­ნიე­ბენ, რაც ჩაი­დი­ნეს ტირი­ლით მოით­ხო­ვენ გულმოწ­ყა­ლე­ბას და ხელს აი­ღე­ბენ თავიანთ ეროვ­ნულ მისწრა­ფე­ბებ­ზე იმის დაბრუ­ნე­ბის თხოვ­ნა­ზე, რაც ჰქონდათ. მათთან მო­სა­რი­დე­ბე­ლი არა­ფე­რი გვაქვს, ვინაი­დან ისე ვძულ­ვართ ჩვენ რუ­სე­ბი, რო­გორც ძაღ­ლე­ბი”.[17] ეგზარ­ქოს ნიკო­ნის მცდე­ლო­ბა ქართ­ვე­ლებს დაე­ვიწ­ყე­ბი­ნა საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკლე­სიის ავ­ტო­კე­ფა­ლია­ზე ფიქ­რი მარცხით დამ­თავრ­და. 1908 წლის 28 მაისს ეგ­ზარ­ქო­სი ნი­კო­ნი მოკ­ლუ­ლი იქ­ნა. რუსე­თის ხელისუფ­ლე­ბამ ეს ფაქ­ტი თა­ვის სასარგებ­ლოდ გამოი­ყე­ნა. მკვლე­ლო­ბა­ში ბრა­ლი ქართველ ავტო­კე­ფა­ლის­ტებს დასდეს, განსაკუთ­რე­ბულ დევ­ნა­ში მოექ­ცა ეპის­კო­პო­სი კირიო­ნი, არ­ქი­მანდ­რი­ტი ამბ­რო­სი ხელაია. მთავარ დამნა­შა­ვედ გამოც­ხად­და თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სასწავლებ­ლის მასწავ­ლე­ბე­ლი, მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ნიკო­ლოზ ნამ­ორა­ძე, რომელ­მაც უცხოეთ­ში გასვ­ლა მოასწ­რო. “რუს პატრიოტ­თა კავში­რის” წევ­რე­ბი ემუქრე­ბოდ­ნენ ქართველ სამღვდე­ლოე­ბას, კი­დევ უფ­რო გაძლიერ­და რეპ­რე­სიე­ბი.

1909-1913 წლებ­ში საქართ­ვე­ლოს ეგ­ზარ­ქო­სი იყო მთავარეპისკოპოსი ინო­კე­ტი ბელიაე­ვი. სა­ქართ­ვე­ლო­ში ჩამოსვ­ლის­თა­ნა­ვე მან გა­ნაც­ხა­და, რომ არ დაუშ­ვებ­და ივე­რიის ეკლე­სიის რა­ღაც მისწ­რა­ფე­ბე­ბი­სა და უფლე­ბე­ბის აღდგე­ნას. მისთვის არასასურველ­ნი იყვნენ ავტო­კე­ფა­ლურ მოძ­რაო­ბა­ში ჩაბ­მუ­ლი სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი. განსაკუთრებით მიუ­ღე­ბე­ლი იყო კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის პერ­სო­ნა, რომელ­საც პირდა­პი­რო­ბის გა­მო ვერ იტან­და. ქვეშემდ­გო­მებ­ში ხშირად იმეო­რებ­და: “ამ დე­კა­ნოზს საშინ­ლად ბო­რო­ტი ენა აქვ­სო”[18], ეგზარ­ქოს­მა დიდუ­ბის ეკლე­სიი­დან გამოა­ძე­ვა დე­კა­ნო­ზი ნი­კი­ტა თა­ლაკ­ვა­ძე, რა­თა ეკ­ლე­სია რუ­ს მღვდლებს დაესაკუთრებინათ. “კა­ხეთ­ში მოგზაუ­რო­ბი­სას ეგზარ­ქოს­მა ინოკენ­ტიმ გვერ­დი აუა­რა ცნობილ ალავერ­დის და იყალ­თოს ტაძ­რებს და შუამ­თის მო­ნას­ტერს… მას გუ­ლი არ უდ­გე­ბა ივე­რიის ეკ­ლე­სია­ში. ვგონებ, არც მა­ლავს, რომ უმ­ძიმს სა­ქართ­ვე­ლო­ში სამ­სა­ხუ­რი”[19] – წერდა დეკანოზი კალისტრატე. 1913-1914 წლებ­ში საქართ­ვე­ლოს ეგ­ზარ­ქო­სი იყო ალექ­სი მოლ­ჩა­ნო­ვი, რომე­ლიც საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნის მოთხოვ­ნას “ქართ­ვე­ლი ინტელი­გენ­ტე­ბის ფანტას­ტიურ ბოდვას”[20] უწო­დებ­და.

ეგ­ზარ­ქო­სი პიტი­რიმ ოკ­ნო­ვი (1914-1915 წლებ­ში) იყო პირმოთ­ნე და ეშ­მა­კი კა­ცი, რომე­ლიც ცდილობ­და ქართ­ვე­ლი საზოგა­დოე­ბი­სათ­ვის თა­ვი ისე მოეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, თითქოს მხარს უჭერ­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნას. იგი ცდილობ­და ჩირ­ქი მოეც­ხო ავტო­კე­ფა­ლის­ტი მღვდელმთავრე­ბი­სათ­ვის, “თქვენ დი­დი ხნის წინ უნ­და გყოლო­დათ პატრიარ­ქი, მაგრამ ამის წინააღმ­დე­გი მეუ­ფე ლეო­ნი­დიაო”[21]. ეგ­ზარ­ქო­სი პი­ტი­რი­მი თა­ვის დრო­ზე რუ­სეთ­ში ყოვლის­შემძ­ლე რასპუ­ტი­ნის ნდობით სარგებ­ლობ­და.

1915-1917 წლებ­ში საქართ­ვე­ლოს ეგ­ზარ­ქო­სი იყო მთავარეპისკოპოსი პლატონ როჟდესტვენ­სკი, რომე­ლიც კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის აზ­რით პრაქ­ტი­კუ­ლი კა­ცი იყო. მისთვის გაუ­გე­ბა­რი იყო, თუ რა­ტომ ით­ხოვ­და ქართ­ვე­ლი სამღვ­დე­ლოე­ბა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიას. 1917 წლის 12 (25) მარტს, რო­ცა ქართველ­მა სამღვდე­ლოე­ბამ მცხე­თა­ში ავტო­კე­ფა­ლიის აღდ­გე­ნა გამოაც­ხა­და. პლატონ ეგ­ზარ­ქო­სი მტრულად შეხვ­და ამ გადაწყ­ვე­ტი­ლე­ბას თა­ვი ამიერ­კავ­კა­სიის ეგზარ­ქო­სად და თბილი­სის მიტრო­პო­ლი­ტად გამოაც­ხა­და, დაიქ­ვემ­დე­ბა­რა საქართ­ვე­ლოს საკა­თა­ლი­კო­სოს საზღვრებ­ში არ­სე­ბუ­ლი არა­ქარ­თუ­ლი მრევ­ლი. პე­ტერ­ბურგ­ში გაგზავ­ნილ წე­რილ­ში კი გა­ნაც­ხა­და, რომ სა­ქართ­ვე­ლო ქრისტია­ნო­ბას გა­ნუდ­გაო. საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის დროე­ბით­მა მმართვე­ლო­ბამ ეპის­კო­პოს ლეო­ნი­დის ხელმძღვა­ნე­ლო­ბით მიი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა პლატო­ნის ეგზარ­ქო­სო­ბი­დან გადა­ყე­ნე­ბის შესა­ხებ, 1917 წლის 13 მარტს. მაგრამ იგი მაინც აგრძე­ლებ­და რუსე­თის ინტერე­სე­ბი­სათ­ვის ბრძოლას, არ თმობ­და რეზიდენციას, იწ­ვევ­და თა­ვი­სი მომხ­რე სამღვდე­ლოე­ბის კრე­ბებს, თუმ­ცა ბო­ლოს 1917 წლის აგვისტოში იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თბი­ლი­სი დაე­ტო­ვე­ბი­ნა.

უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს მოგო­ნე­ბე­ბი­დან კარგად ჩანს, რუსე­თის ხელისუფ­ლე­ბის მიერ სა­ქართ­ვე­ლო­ში მოვ­ლე­ნი­ლი ეგზარ­ქო­სე­ბი გამოირ­ჩეოდ­ნენ ანტი­ქარ­თუ­ლი სულისკ­ვე­თე­ბით, რომელ­ნიც ფეხქვეშ თელავდ­ნენ ივე­რიის უძ­ვე­ლე­სი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკლე­სიის კანო­ნიერ უფ­ლე­ბებს, აბუ­ჩად იგდებდ­ნენ ქართველ ხალხს და დაჟი­ნე­ბით ცდილობდ­ნენ მათ გარუ­სე­ბას, მაგრამ ამას ვერ ახერ­ხებდ­ნენ.

3. საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტოკე­ფა­ლიი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში

ყო­ვე­ლი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ქართველი­სათ­ვის სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა იყო საქართ­ვე­­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდ­გე­ნა. XIX საუ­კუ­ნის­ II ნახე­ვარ­ში ეროვ­ნულ-განმა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძრაო­ბის მესვეუ­რებ­მა საქართ­ვე­ლოს დამოუ­კი­დებ­ლო­ბის აღდგენი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში ფართოდ ჩართეს ქართ­ვე­ლი სამღვ­დე­ლოე­ბა, რომელ­თაც პო­ლი­ტი­კუ­რი თავისუფ­ლე­ბის მოთხოვ­ნას ეკ­ლე­სიუ­რი თავისუფ­ლე­ბი­საც დაუ­მა­ტეს. საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დიე­ბე­ლი ეკლე­სიის ავ­ტო­კე­ფა­ლია, მი­სი საწ­ყი­სი პერიო­დის ის­ტო­რია აინ­ტე­რე­სებ­და წმ. გაბრიელ ეპის­კო­პო­სის მიერ სა­მოღ­ვა­წეო ასპა­რეზ­ზე დალოც­ვილ კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიის სტუდენტ კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძეს. ივე­რი­ის ეკლე­სიის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, მი­სი იე­რარ­ქიუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იე­რუ­სა­ლი­მი­სა და ანტიო­ქიის საპატრიარ­ქო­სად­მი არსე­ბულ წყა­რო­თა მონა­ცე­მებ­ზე საფუძვ­ლია­ნად შეის­წავ­ლა მან და საზო­გა­დოე­ბას დაა­ნახ­ვა საქართ­ვე­ლოს­ სამოციქულო ეკლე­სიის უძ­ვე­ლე­სი ავ­ტო­კე­ფა­ლიუ­რო­ბა. აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თა­ვი­სი ხანგრძ­ლი­ვი მოღვაწეობის მანძილ­ზე კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძემ­ ცხოვრე­ბის ერთ-ერთ მიზნად დაი­სა­ხა საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტოკე­ფა­ლიი­სათ­ვის ბრძო­ლა და აღდგე­ნის შემდეგ მი­სი განმტ­კი­ცე­ბა. დი­დი გა­მოხ­მაუ­რე­ბა მოჰყ­ვა 1894 წ. ჟურნალ “Пастырь”-ში გამოქვეყ­ნე­ბულ მის ნარკ­ვევს “Автокефалия Грузинской церкви”, _ რომელ­შიც მეცნიე­რუ­ლად იყო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის კა­ნო­ნიე­რე­ბა. წე­რილ­მა ქართ­ვე­ლი საზო­გა­დოე­ბის მო­წო­ნე­ბა, ხო­ლო ეგზარ­ქოს ვლადი­მი­რის განრის­ხე­ბა გამოიწ­ვია. ეგზარქოსმა თავის­თან დაი­ბა­რა ჟურნა­ლის რე­დაქ­ტო­რი დე­კა­ნო­ზი­ დავით ღამ­ბა­ში­ძე და მოსთ­ხო­ვა წე­რი­ლი ისე დამთავ­რე­ბუ­ლი­ყო, რომ საქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა დამოუ­კი­დე­ბე­ლიო, თუ არა ჟურ­ნალს დავ­ხუ­რა­ვო. “რო­გორ გაბე­დეთ წერი­ლის და­ბეჭდ­ვა, რო­ცა თავი­დან­ ბო­ლომ­დე არ წაგი­კით­ხავთ იგი: რო­გორ ენ­დეთ ახალ­გაზრ­და კაცს? ღმერთ­მა უწ­ყის, რას და­წერს შემდეგ. რა თვალით შე­ხე­დავს ამას უწმ. სი­ნო­დი და რას მეტყვის იგი მე, ან თქვენ?”[22] ამის შემდეგ ყვე­ლა ეგ­ზარ­ქო­­სი, ვინც სა­ქართ­ვე­ლო­ში მოდიო­და, თვლი­და, რომ დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე­ ცინ­ცა­ძე რუსე­თის საერო და სასულიერო ხელისუფ­ლე­ბი­სათ­ვის მიუ­ღე­ბე­ლი იყო. დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ეპის­კო­პოს კირიონ­თან, ეპისკოპოს ლეონიდ­თან და ეპისკოპოს ანტონ­თან,­ არქი­მანდ­რიტ ამბროსის­თან ერ­თად თა­ვი­სი საქმია­ნო­ბით ამზა­დებ­და ქართულ საზოგა­დოებ­რიო­ბას საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­­ფა­ლიის აღდგე­ნის საკით­ხის მწვავედ დასმისათ­ვის. მან ისტო­რი­კოს სერგი გორ­გა­ძე­სა და დეკა­ნოზ ანტონ თოთიბა­ძეს­თან ერ­თად შეი­მუ­შა­ვა საქართ­ვე­ლოს­ მართლ­მადი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდ­გე­ნი­სა და მართ­ვა-გამგეო­ბის პროექ­ტი. მის განხილ­ვა­ში მონაწილეობდ­ნენ სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი: კ. კე­კე­ლი­ძე, ნ. თა­ლაკ­ვა­ძე, ნ. ჯა­ში, ქრ. ციცქიშ­ვი­ლი, საეროთ­გან: ე. თაყაიშ­ვი­ლი, ა. ყიფ­ში­ძე, ნ. არ­ჯე­ვა­ნი­ძე. პირველ განხილ­ვას მეო­რე მოჰყ­ვა, რომელსაც საზო­გა­დოე­ბის ფარ­თო წარმომად­გენ­ლო­ბა დაესწ­რო, მათ შო­რის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და აკა­კი წე­რე­თე­ლი, იაკობ გოგებაშვილი. ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მოძრაო­ბის აღმავ­ლო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო ქართ­ვე­ლი სამღვდე­ლოე­ბის სა­გან­გე­ბო ყრი­ლო­ბა, რომელ­მაც მოამ­ზა­და პე­ტი­ცია სინო­დის ობერპ­რო­კუ­რო­რის, კავკა­სიის მეფის­ნაცვ­ლის სა­ხელ­ზე, მასში მოკლედ იყო მი­მო­ხი­ლუ­ლი საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ის­ტო­რია, ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო რუსე­თის იმპე­რა­ტო­რის ალექსანდრე I-ის 1811 წლის ბრძანე­ბუ­ლე­ბის უკანონობა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის გაუქ­მე­ბის შესა­ხებ. პე­ტი­ცია­ში პირდა­პირ იყო მი­თი­თე­ბუ­ლი “ივე­რიის ეკლე­სიას დაუბრუნ­დეს ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი უფ­ლე­ბე­ბი და თა­ვი­სი კა­თო­ლი­კო­სი­თურთ აღდგეს მცხე­თა-ივე­რიის სა­კა­თა­ლი­კო­სო ადრინ­დელ საზღვრებ­ში… კათალი­კოს­თან დაფუძნ­დეს წმ. სი­ნო­დი, რომლის ხელ­ში მოექ­ცეს ყვე­ლა ეკლე­სიის, მონასტ­რის, სამღვდე­ლოე­ბის, სასწავ­ლო-სა­სუ­ლიე­რო დაწე­სე­ბუ­­ლე­ბე­ბის და საქველ­მოქ­მე­დო დაწე­სე­ბუ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი მართ­ვა-გამ­გეო­ბა”.[23] პეტი­ციას 412 სა­სუ­ლიე­რო პირ­მა მოა­წე­რა ხე­ლი.­ ეგ­ზარ­ქო­სი ალექ­სი რუსი კაზაკების მათრა­ხე­ბით გაუს­წორ­­და ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მოძრაო­ბის წარმომად­გენ­ლებს, მაგრამ ასეთ მოქმე­დე­ბას არ შეეძ­ლო შეე­ჩე­რე­ბი­ნა ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მოძ­რაო­ბა. 1906 წელს გა­მოქ­ვეყნ­და დეკანოზ კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის ვრცე­ლი მო­ნოგ­რა­ფია “об Автокефальности Грузинской церкви”, რომე­ლიც იყო პა­სუ­ხი რუ­სეთ­ში ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მოძრაო­ბის მოწინააღმ­დე­გე ძალე­ბის აბსურ­დულ, ფანტას­ტი­კურ თვალსაზ­რი­სებ­ზე. დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის ეს ნაშ­რო­მი ­დი­დად წაად­გა ქართველ ავტო­კე­ფა­ლის­ტებს 1906 წელს პე­ტერ­ბურგ­ში

სინო­დის სა­გან­გე­ბო სხდო­მა­ზე მყარად დაეფიქ­სი­რე­ბი­ნათ საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნის კა­ნო­ნიე­რე­ბა.

1917 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიაში მომხდარი დიდი ცვლილების შემდეგ (25 თებერვალს იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა). 1917 წლის 12 (25) მარტს ქართველ­მა სამღვდე­ლოე­ბამ სვეტიცხოვ­ლის საპატ­რიარ­ქო ტა­ძარ­ში საზეი­მოდ გამოაც­ხა­დეს საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდ­გე­ნა, დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი იყო, ვინც საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დროე­ბით მმართ­ვე­ლო­ბა­ში შე­ვი­და. რუსე­თის ხელი­სუფ­ლე­ბა შეე­ცა­და საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ტე­რი­ტო­რია­ლუ­რი ავ­ტო­კე­ფა­ლია ეროვ­ნუ­ლი ავტო­კე­ფა­ლიით შეეც­ვა­ლა. ამ მიზნით ქართველებ­თან მოლაპა­რა­კე­ბი­სათ­ვის “1917 წლის 9 აპ­რილს თბილის­ში ჩა­მო­ვი­და პრო­ფე­სო­რი ვლადი­მერ ბე­ნე­შე­ვი­ჩი, რომელ­მაც გა­ნაც­ხა­და, რომ ყვე­ლა­ფერს ობიექ­ტუ­რად შეის­წავ­ლი­და და ისე მია­წო­დებ­და ინფორ­მა­ციას მთავრო­ბას… სულ მა­ლე ყველასათ­ვის ნა­თე­ლი შეიქმ­ნა, რომ ბე­ნე­შე­ვი­ჩი რუ­სუ­ლი იმ­პე­რიუ­ლი ინტე­რე­სე­ბის დამც­ვე­ლი იყო და ეგზარქოს­ყო­ფი­ლის, პლატო­ნის კონსულ­ტა­ციე­ბით სარგებ­ლობ­და”.[24]

საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის დროე­ბი­თი მმართვე­ლო­ბის დავა­ლე­ბით პე­ტერ­ბურგ­ში მთავრობას­თან მო­ლაპა­რა­­კე­ბი­სათ­ვის 1917 წლის ივნისში გაემგ­ზავრ­ნენ ეპის­კო­პო­სი ან­ტონ გიორ­გა­ძე, არ­ქი­მანდ­რი­ტი ამბ­რო­სი ხელაია, დე­კა­ნო­ზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე. მათ და­ძა­ბუ­ლი საუბ­რე­ბი ჰქონდათ რუსე­თის სინო­დის ობერპ­რო­კუ­რორ ლვოვთან, სარწმუ­ნოე­ბის მინისტრ კარტაშევ­თან, მთავ­რო­ბის თავმჯ­დო­მა­რე კერენსკის­თან. დელე­გა­ციის წევ­რე­ბი დარწმუნდ­ნენ, რომ რუსე­თის მთავ­რო­ბა მხოლოდ ეროვ­­ნუ­ლი ავტო­კე­ფა­ლიის ცნო­ბა­ზე იყო თა­ნახ­მა. 1917 წლის 12 (25) მარტის მცხეთის სვეტიცხოვ­ლის დამოუ­კი­დებ­ლო­ბის აქტს არ გამოეხმაურ­ნენ სხვა მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ეკ­ლე­სიე­ბი. უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს აზ­რით ამის მი­ზე­ზი ის იყო, რომ “ვისთა­ნაც მსოფ­ლიო პატრიარ­ქებს აქვთ ურთიერ­თო­ბა იმას­თან იჭე­რენ სხვა საპატრიარ­ქოე­ბიც. თავი­დან რუ­სებს სურდათ ამიერ­კავ­კა­სია­ში სა­კუ­თა­რი ეპის­კო­პო­სი,  ბერძ­ნებს ქორე­პის­კო­პო­სი, მსოფ­ლიო საპატ­რიარ­ქო საქართ­ვე­ლოს ეკლესიას­თა­ნ ურთიერ­თო­ბის ერი­დე­ბო­და ორი მიზე­ზით: ­1. რევო­ლუ­ციის შემდეგ მოხ­და აღმოსავ­ლე­თის პატრიარ­ქე­ბის ქონე­ბის კონფის­კა­ცია. 2. რუსეთის ეკლე­სიის რი­დით”.[25] დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ასე აღ­წერს პეტერ­ბურგ­ში რუსეთის დროებით მთავრობას­თან შეხვედ­რას: “1 ივ­ლისს გაი­მარ­თა ობერპ­რო­კუ­რო­რის შე­პი­რე­ბუ­ლი თათ­ბი­რი, რომელ­საც ესწრებოდ­ნენ ვ. ლვო­ვი, ა. კარ­ტა­შე­ვი, პრო­ფე­სო­რე­ბი ვერ­ხოვს­კი და კუზ­ნე­ცო­ვი, სე­ნა­ტო­რი ზ. ავა­ლიშ­ვი­ლი, ეპის­კო­პო­სი ან­ტო­ნი, არ­ქი­მანდ­რი­ტი ამბ­რო­სი, მე. ვერხოვს­კიმ 12 მარტის აქტს “სქიზ­მა” უწო­და, ჩვენ უარვ­ყა­ვით ეს აზ­რი… სხვა­თა შო­რის, პირდა­პირ მომმარ­თა ობერპ­რო­კუ­რორ­მა – არ გი­ჯობთ, ახალ სა­ხელმ­წი­ფო­ში ისე­თი­ვე მდგო­მა­რეო­ბა გქონდეთ, როგო­რიც სომხურ ეკლე­სიას აქვს? ჩვენ მართლმა­დი­დებ­ლე­ბი ვართ – მი­ვუ­გე მე და გვსურს, ახალ სა­ხელმ­წი­ფო­ში ისე­თი­ვე მდგო­მა­რეო­ბა გვქონდეს, როგო­რიც ექ­ნე­ბა რუსე­თის მართლმა­დი­დე­ბელ ეკლე­სიას. მე­რე­და, ვინ იქ­ნე­ბა თქვე­ნი ობერპ­რო­კუ­რო­რი? კითხ­ვა მოუ­ლოდ­ნე­ლი იყო და იძუ­ლე­ბუ­ლი გავხ­დი მე­პა­სუ­ხა: თქვენ… ეტ­ყო­ბა ლვოვს ჩე­მი აზ­რი მოე­წო­ნა და გა­ნაც­ხა­და, რომ ჩვენს მხა­რე­ზე იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა საბო­ლოოდ რუსე­თის დროე­ბით­მა მთავრო­ბამ 1917 წლის 25 ივ­ლისს დამტ­კი­ცე­ბუ­ლი დებუ­ლე­ბით, რომელ­საც ეწო­დე­ბო­და “რუსე­თის სა­ხელმ­წი­ფო­ში ქარ­თუ­ლი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის მდგომა­რეო­ბის წესე­ბი” მხა­რი ქარ­თუ­ლი მოდგმის (ეროვ­ნულ) ავტო­კე­ფა­ლიას დაუ­ჭი­რა (კ. ცინ­ცა­ძე, მოგო­ნე­ბე­ბი თბ. 2001, გვ. 199). რუსე­თის დროე­ბი­თი მთავრო­ბის მიერ დამტ­კი­ცე­ბუ­ლი საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის მართ­ვა-გამგეო­ბის დე­ბუ­ლე­ბა უარ­ყო საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დროე­ბით­მა მმართვე­ლო­ბამ.

1917 წლის 2 აგვის­ტოს საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დე­ლე­გა­ცია პეტერბურ­გი­დან თბილის­ში დაბრუნ­და. დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ენერ­გიუ­ლად ჩაე­ბა პირ­ვე­ლი საეკ­ლე­სიო კრების მოსამ­ზა­დე­ბელ სხდომე­ბში. 1917 წლის 8-17 სექტემ­ბერს იგი მონა­წი­ლეობ­და პირველ საეკ­ლე­სიო კრების მუშაო­ბა­ში. არჩეულ იქ­ნა საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს წევრად.

რუსე­თის საეკ­ლე­სიო ხელი­სუფ­ლე­ბა ვერ ეგუე­ბო­და იმ ფაქტს, რომ საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ­მა ეკლე­სიამ ავ­ტო­კე­ფა­ლია გამოაც­ხა­და. 1917 წლის 29 აგვისტოს ახლადარ­ჩეულ­მა რუსე­თის პატრიარქ­მა ტი­ხონ­მა მრის­ხა­ნე წერი­ლით მიმართა სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოს-პატრიარქ კირიონ II-ს. “პატრიარ­ქი ტი­ხო­ნი საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ხელმძღვა­ნე­ლო­ბას ულ­ტი­მა­ტუმს უყე­ნებ­და, რომ წარმდგა­რიყვ­ნენ რუსე­თის საეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე, რო­გორც დამ­ნა­შა­ვე­ნი და ეღია­რე­ბი­ნათ თავიან­თი შე­ცო­დე­ბა­ნი”.[26] დეკანოზმა კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძემ რო­გორც სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს წევრ­მა კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს სახელით უპასუხა სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქ ტიხო­ნის წე­რილს. მან მუხლობ­რი­ვად გაარ­ჩია პატრიარქ ტიხო­ნის წერი­ლის თითოეუ­ლი დე­ბუ­ლე­ბა და დას­ძი­ნა: “რა­კი აღვად­გი­ნეთ კა­ნო­ნი­კუ­რი წყო­ბი­ლე­ბა ქართულ­სა და რუ­სულ ეკლე­სია­შიც მტკიცედ უნ­და ვუთვალ­ყუ­როთ, რა­თა შემდგომ­ში არა­ვი­თა­რი მსგავ­სი არ იქმნეს”[27] რუსე­თის მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ჯიუ­ტად ცდილობ­და არა­ვი­თა­რი ურთიერ­თო­ბა არ ჰქო­ნო­და საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკლესიას­თან და ამას­ვე ურ­ჩევ­და სხვა ავტო­კე­ფა­ლურ მართლმადიდებელ ეკლესიებ­საც. ამა­ვე დროს ისი­ნი აქე­ზებდ­ნენ რუ­სულ სამრევლოებს არ დამორჩი­ლე­ბოდ­ნენ საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქს. ამ მხრივ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო არა მარ­ტო თბილის­ში, არა­მედ ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპარ­ქია­შიც. 1926 წელს მათ სცადეს ბა­ქოს მიტ­რო­პო­ლი­ტი პეტ­რე თბილის­ში დაებინავებინათ. კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე უკ­ვე მიტ­რო­პო­ლი­ტი და სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს წევ­რი ენერ­გიუ­ლად იცავ­და საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ინ­ტე­რე­სებს. რო­გორც იგი გად­მოგვ­ცემს 1926 წლის 25 დე­კემ­ბერს ბა­ქოს მიტ­რო­პო­ლი­ტი პეტ­რე თბილის­ში შეხვ­და უწმი­დეს­სა და უნე­ტა­რესს ამბრო­სის და მიტრო­პო­ლიტ კალისტ­რა­ტეს. მიტრო­პო­ლიტ­მა კალისტ­რა­ტემ შეხვედ­რა­ზე დაუ­ფა­რა­ვად გა­ნაც­ხა­და: “მეუ­ფე პი­რა­დი შეხვედ­რე­ბის დროს თქვენ მეგობ­რო­ბას გვთა­ვა­ზობთ, წერი­ლო­ბით კი მოით­ხოვთ თქვენ­და­მი დამორ­ჩი­ლე­ბას, “რასკოლ­ნი­კებს” გვეძა­ხით, ბეჭდ­ვი­თი ორგა­ნოე­ბის საშუა­ლე­ბით ავრ­ცე­ლებთ ცრუ ხმებს, ვი­თომც ჩვენს ტე­რი­ტო­რია­ზე ვავიწროებთ რუს­თა სამრევლოებს, გვა­ში­ნებთ იმით, რომ მსოფლიოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სიე­ბი ჩვენთან კავ­შირს არ დაი­ჭე­რენ თქვენს გა­რე­შე, გა­ნა ყო­ვე­ლი­ვე ეს მეგობ­რო­ბის ნი­შა­ნია. სჯო­ბია გულახ­დი­ლად ვილა­პა­რა­კოთ, თუ ჩვენ “რასკოლ­ნი­კე­ბი” ვართ, რისთვის მიი­ღეთ ჩვე­ნი მღვდელმთავ­რე­ბის ნა­კურთ­ხი მღვდლე­ბი? ვინ ვინ უნ­და იც­ნოს ჩვენ, თქვენ თუ პირი­ქით? თუ და­მი­ჯე­რებთ ჩვენ დი­დი ხანია ცნობილ­ნი ვართ. რო­მელ­მა აღმოსავ­ლე­თის პატრიარქ­მა დაა­დას­ტუ­რა ჩვე­ნი ავტო­კე­ფა­ლიის შე­ჩე­რე­ბა, ან ახ­ლა რა სა­ჭი­როა აღმოსავ­ლე­თის პატრიარ­ქე­ბის განსა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი ჩვე­ნი ცნობისათ­ვის? უხ­მოდ მიი­ღეს ჩვე­ნი დამოუკიდებ­ლო­ბის ძა­ლით შეწყ­ვე­ტა, უხ­მოდ­ვე მიი­ღეს იმა­ვე დამოუ­კი­დებ­ლო­ბის აღდ­გე­ნა… მიტ­რო­პო­ლი­ტი პეტ­რე წა­მოდ­გა, პირჯ­ვა­რი გადაი­წე­რა და გა­ნაც­ხა­და: თქვენ სრულ ჭეშმა­რი­ტე­ბას ბრძა­ნებთ, ივე­რიის წმი­და ეკლე­სიას ვინ არ იც­ნობს, ვინ იტყვის, რომ იგი რასკო­ლის მა­ტა­რე­ბე­ლია”.[28]

მიტრო­პო­ლიტ­მა პეტრემ დაარწ­მუ­ნა რუსე­თის სინო­დის ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბა რუ­სუ­ლი სამრევლოე­ბი­სათ­ვის სინო­დი­სა­გან გამოგზავ­ნილ მკვდელმ­თა­ვარს არ მიი­ღებ­და საქართ­ვე­ლოს საპატ­რიარ­ქო – კი­დევ უფ­რო გამწვავ­დე­ბო­და ურთიერ­თო­ბა ქართულ და რუ­სულ ეკლესიებს შო­რის, ამით კარგად ისარგებ­ლებ­და ბოლ­შე­ვი­კუ­რი ხელი­სუფ­ლე­ბა. მიტრო­პო­ლიტ­მა კალისტ­რა­ტემ დაარწმუ­ნა სა­ქართ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სამრევ­ლოე­ბი საქართ­ვე­ლოს საპატრიარ­ქოს იუ­რის­დიქ­ცია­ში ყოფნის შემთხ­ვე­ვა­ში ყვე­ლა პი­რო­ბებს შეუქმ­ნი­და სარწმუ­ნოებ­რი­ვი ინტე­რე­სე­ბის დაცვის თვალსაზ­რი­სით. სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქად აღსაყდ­რე­ბის შემდეგ დეკა­ნოზ ივა­ნე ლოზოვოის­თან ერ­თად შეი­მუ­შა­ვა საქართ­ვე­ლოს საპატრიარ­ქოს იუ­რის­დიქ­ცია­ში მყო­ფი რუ­სუ­ლი სამრევ­ლოე­ბის დე­ბუ­ლე­ბა, ამან ზოგიერ­თი სა­სუ­ლიე­რო პი­რის განრის­ხე­ბაც გამოიწ­ვია, უწმი­დეს კალისტ­რა­ტე­სად­მი გაგზავ­ნილ წე­რილ­ში ანო­ნი­მი ავ­ტო­რი წერ­და: “რა სა­ჭი­როა ავტოკე­ფა­ლურ ეკ­ლე­სია­ში ასე­თი ბა­ტო­ნო­ბა მიე­ნი­ჭოთ რუ­სის დე­კა­ნო­ზებს?… ნელ-ნე­ლა ის­პო­ბა ჩვენს ეკ­ლე­სია­ში ძვე­ლი გა­ლო­ბა, ძვე­ლი ეკ­ლე­სიუ­რი კითხ­ვა, ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ჩვე­ნი ერი­სა და ეკლე­სიის სია­მა­ყედ ითვ­ლე­ბო­და. მარ­თა­ლია, მძი­მე დროს გიხდე­ბათ მოღ­ვა­წეო­ბა, მაგრამ რი­სი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შეიძ­ლე­ბა იმას მაინც ჩვენით ნუ მოვშლით”[29] ეს იყო ემო­ციუ­რი წე­რი­ლი, მაგრამ მი­სი ავ­ტო­რი არ ითვალის­წი­ნებ­და იმ საშიშ­როე­ბას, რაც რუ­სუ­ლი სამრევ­ლოე­ბი­დან იყო მოსა­ლოდ­ნე­ლი სა­ქართ­ვე­ლო­ში. უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ მიზანმი­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ვა რო­გორც საბ­ჭო­თა კავში­რის პოლი­ტი­კურ ხელმძღვანე­ლო­ბას­თან, ასე­ვე რუსე­თის ეკლე­სიის უმაღ­ლეს იერარ­ქებ­თან, რა­თა რუსე­თის ეკლე­სიას ეც­ნო საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ტე­რი­ტო­რია­ლუ­რი ავ­ტო­კე­ფა­ლია.

1943 წლის 14 სექტემ­ბერს უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ ოფი­ცია­ლუ­რი წერი­ლით მიუ­ლო­ცა მიტრო­პო­ლიტ სერგის რუსე­თის პატრიარ­ქად არ­ჩე­ვა და გა­მოთქ­ვა სურ­ვი­ლი ამ ორ ეკ­ლე­სია­თა შო­რის ურთიერ­თო­ბის აღდ­გე­ნი­სა. სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში პატრიარ­ქი სერ­გი გამოთქ­ვამ­და მზადყოფ­ნას მოლა­პა­რა­კე­ბის გზით გა­დაწყ­ვე­ტი­ლი­ყო ყვე­ლა პრობ­ლე­მე­ბი. რუსეთის ეკლესიის ასეთ პოზიციაზე გავლენა მოახდინა იოსებ სტალინმა, რომელმაც პატრიარქ სერგის უთხრა: “როდემდე უნდა იყოთ ასეთ არანორმალურ დამოკიდებულებაში საქართველოს ეკლესიასთანო.” 1943 წლის 28-31 ოქ­ტომ­ბერს თბილის­ში საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის უმაღ­ლეს იერარ­ქებ­თან მოლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მოებ­და სტავ­რო­პო­ლი­სა და პია­ტი­გორს­კის მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­ტო­ნი. მოღ­წეუ­ლი იქ­ნა შე­თანხ­მე­ბა ორ მართლმა­დი­დე­ბელ ეკლე­სიას შო­რის ევქა­რის­ტუ­ლი კავში­რის აღდგე­ნის შესა­ხებ. მიტრო­პო­ლიტ­მა ან­ტონ­მა სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტა­ძარ­ში ამ სიტყვე­ბით მი­მარ­თა უწმი­დეს კალისტ­რა­ტეს: “პა­ტი­ვი და დი­დე­ბა თქვენ, რადგან პირ­ვე­ლი იყა­ვით სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მშვიდო­ბის ინი­ცია­ტო­რი ორ წმინ­და ღვთიურ ეკლესიებს შო­რის ლოცვით და კანო­ნი­კურ ურთიერ­თო­ბა­თა აღდგე­ნის მნიშვ­ნე­ლო­ბაზე და აუ­ცი­ლებ­ლო­ბაზე”.[30] რუსე­თის პატრიარქ­მა სერგიმ სა­გან­გე­ბო წერი­ლე­ბით მი­მარ­თა სა­ქართ­ვე­ლო­ში მცხოვრებ რუ­სულ სამრევლოებს, მართლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­თა მეთაუ­რებს და აც­ნო­ბა, რომ რუსე­თის ეკლე­სიამ აღად­გი­ნა ევქა­რის­ტუ­ლი კავ­ში­რი საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკლესიას­თან. 1945 წელს უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ სა­ქართ­ვე­ლო­ში უმას­პინძ­ლა რუსე­თის პატრიარქ ალექ­სი I. უწმიდესი ალექსი I-ს 1945 წლის 1 ოქტომბერს ბაქოში დახვდნენ ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკი, მღვდელი ნაუმ შავიანიძე. 6 ოქტომბერს ალექსი I თბილისში ჩამოვიდა, მოილოცა თბილისის ეკლესიები, იყო გორში სტალინის სახლ-მუზეუმში. 14 ოქტომბერს დაესწრო სვეტიცხოვლობას მცხეთაში. 1948 წელს მოსკოვ­ში მონა­წი­ლეობ­და რუსე­თის ეკ­ლე­სია 500 წლისთა­ვი­სად­მი მიძღვნილ საზეი­მო ღო­ნის­ძიე­ბა­ში. 1949 წელს მოსკო­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიის სა­მეც­ნიე­რო საბჭოს სა­პა­ტიო წევრად იქ­ნა არჩეუ­ლი სრულიად საქართ­ვე­ლოს კა­თო­ლიკოს-პატრიარ­ქი უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე ჯერ კი­დევ 1926 წელს უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ამბრო­სის სახე­ლით მსოფ­ლიო პატრიარქ ბა­სილ III-ს მიმარ­თავ­და თხოვნით, რა­თა მათ ეც­ნოთ საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავ­ტო­კე­ფა­ლია, მაგრამ მსოფ­ლიო საპატ­რიარ­ქო ასე­თი­ ნა­ბი­ჯის გადადგმის­გან თავს იკა­ვებ­და. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე ალ­ბათ ვერ იფიქ­რებ­და, სვეტიც­ხო­ველ­ში მის მიერ და­ლოც­ვი­ლი ახალ­გაზრ­და იქ­ნე­ბო­და ის მომავალი პატრიარ­ქი, რომლის დაუ­ღა­ლა­ვი მეცა­დი­ნეო­ბით 1990 წელს კონსტან­ტი­ნო­პო­ლის საპატ­რიარ­ქო აღია­რებ­და საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ისტო­რიულ ავტო­კე­ფა­ლიას.

4. სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს წევ­რო­ბა, მღვდელმთავ­რო­ბის ხა­ნა

დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე 1917 წლის 17 სექტემბ­რი­დან საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის სა­კა­თა­ლი­კო­სო­ საბჭოს წევ­რი იყო. იგი მონა­წი­ლეობ­და უწ­მი­დე­სი და უნე­­ტა­რე­სი სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქე­ბის კირიონ II, ლეო­ნი­დის, ამბრო­სის, ქრის­ტე­ფო­რე III არჩევ­ნებ­ში და პატრიარ­ქე­ბის კურთ­ხე­ვა­ში. სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს სხდო­მე­­ბი­ იმარ­თე­ბო­და კვი­რა­ში ერთხელ, ხუთშა­ბა­თო­ბით, რომლის მუ­­შაო­ბა­ში მონა­წი­ლეობ­და 12 წევ­რი. სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის ან მი­სი არყოფ­ნის შემთხ­ვე­ვა­ში მოსაყდ­რის თავმჯდო­მა­რეო­ბით. სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს სხდომებ­ზე იხი­ლე­ბო­და და ხმა­თა უმრავ­ლეოსო­ბით წყდე­ბო­და საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი სამოციქულო ეკლე­სიის უმ­ნიშვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კით­ხე­ბი. დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე, რო­გორც ნიჭიე­რი სა­სუ­ლიე­რო პი­რი დი­დი გავლე­ნით სარგებ­ლობ­და სა­­კა­თა­ლი­კო­სო საბჭო­ში. 1921 წლის 21 თე­ბერ­ვალს, რო­ცა ბოლ­შე­ვი­კუ­რი საო­კუ­პა­ციო ჯა­რე­ბი თბი­ლისს უახლოვ­დე­ბოდ­ნენ საქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს სახე­ლით დეკანოზმა კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძემ ასე­თი შინაარ­სის წერი­ლით მი­მარ­თა საქართვე­ლოს შინა­გან საქ­მე­თა სამი­ნისტ­როს: “გთხოვთ, საშუა­ლე­­ბა მო­გვცეთ რკინიგ­ზის დასა­ცა­ვად ქუთაის­ში გახიზ­ნულ სა­ხელმ­წი­­ფო ბანკს ჩავა­ბა­როთ საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ისტო­რი­ულ-არქეო­ლო­გიუ­რი მნიშვნე­ლო­ბის გან­ძეუ­ლო­ბა. სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბ­ჭო დას­ძენს, რომ განძეუ­ლო­ბას ქუთაის­ში გაჰყ­ვე­ბა ორი კა­ცი”.[31] დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ერთა­დერ­თი იყო სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს წევ­რებს შო­რის, რომელ­მაც­ სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქ ლეო­ნიდს არ ურჩია თბილი­სის­ და­ტო­ვე­ბა და განსაც­დე­ლის ჟამს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა მი­ტო­ვე­­ბა. 1921 წლის 12 მარტის სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს დადგე­ნი­ლე­ბით დროე­ბით მმართ­ვე­ლო­ბა ეკ­ლე­სიი­სა დაე­ვა­ლა ეპის­კო­პოს­ პი­როს ოქრო­პი­რი­ძეს, მაგრამ იგი თელა­ვი­დან თბილის­ში ვერ ჩა­მო­დიო­და და სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს ფაქტიუ­რად დეკა­ნოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ხელმძღვა­ნე­ლობ­და. 1921 წლის 25 თებერვლი­დან 12 აპრი­ლამ­დე დრო მის ცხოვ­რე­ბა­ში იყო ერთ-ერ­­თი ყვე­ლა­ზე უმ­ძი­მე­სი ხა­ნა. ბოლ­შე­ვი­კუ­რი საოკუპაციო ხელი­სუ­ფ­ლე­ბა სასტი­კად დევ­ნი­და ყო­ვე­ლი­ვე ეროვ­ნუ­ლის გამოვ­ლი­ნე­ბას.

მათ საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი­ ეკ­ლე­სია 1921 წლის 15 აპრი­ლის რევკო­მის სა­გან­გე­ბო დეკრე­ტით იუ­რი­დიუ­ლი სტატუ­სის არმ­ქო­ნე ორგა­ნი­ზა­ციად გამოაც­ხა­დეს. დაიწ­ყო საეკ­ლე­­სიო სიწ­მი­დე­თა და­ტა­ცე­ბა, ეკლესია-მონასტრების რბევა, სასულიერო პირების დაპატიმრება. დეკანოზმა კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძემ თა­ვის თავ­ზე მიი­ღო ბოლ­­შე­ვი­კუ­რი საო­კუ­პა­ციო ხელისუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი დარტყ­მე­ბი.

რო­გორც საარ­ქი­ვო მასა­ლე­ბი­დან ირკ­ვე­ვა,  საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის სა­კა­თა­ლი­კო­სო საბ­ჭო, სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქ ამბრო­სის ხელმძღვა­ნე­ლო­ბით ენერ­გიულ წინააღმ­დე­გო­ბას უწევდ­ნენ ბოლ­შე­ვი­კუ­რი საო­კუ­პა­ციო ხელისუფ­ლე­ბის ანტიქარ­თულ პოლი­ტი­კას. ამის დას­ტუ­რი იყო 1922 წლის აპ­რილ­ში საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის მეთაუ­რის უწ­მი­დე­სი ამბრო­სის მიერ გენუის საერ­თა­შო­რი­სო კონფე­რენ­ცია­ზე საო­კუ­პა­ციო ხელისუფ­ლე­ბის მამ­ხი­ლე­ბე­ლი წერი­ლის გაგზავ­ნა. საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის იე­რარ­ქებ­მა იცოდ­ნენ რა მძი­მე ხვედ­რი ელო­დათ ბოლშე­ვი­კე­ბის ასე­თი მხილე­ბის გა­მო, მაგრამ მაინც წავიდ­ნენ შეგნე­ბუ­ლად ამ ნა­ბიჯ­ზე, რა­თა თავისუფ­ლე­ბი­სათ­ვის მებრ­ძო­ლი ხალხისათ­ვის თავდა­დე­ბის მა­გა­ლი­თი მიე­ცათ. 1923 წლის 12 იან­ვარს საქართ­ვე­ლოს სსრ სა­გან­გე­ბო კომი­სიამ (“ჩე­კა”) მიი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს წევრე­ბის, სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის, უწ­მი­დე­სი ამბრო­სის დაპატიმ­რე­ბის შესა­ხებ. დაპატიმ­რე­ბულ­თა შო­რის იყო დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე. ბოლშე­ვი­კურ პრე­სა­ში იბეჭ­დე­ბო­და შეუ­რაცხმ­ყო­ფე­ლი წე­რი­ლე­ბი დაპატიმ­რე­ბულ სა­სუ­ლიე­რო პი­რებ­ზე “წმი­და მა­მა­თა უწ­მინ­დუ­რი საქ­მე­ნი”, “უწ­მი­დე­სი კონტრ­რე­ვო­ლუ­ცია~. 1924 წლის 17 თე­ბერ­ვალს გაზ. “მუ­შა” წერ­და: “ხიშტე­ბით მოჰ­ყავთ სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი… “მწუხა­რე­ბით შეი­ც­ვა­ლა “წმი­და მა­მა­თა” სი­ხა­რუ­ლი, სიმწრი­სა­გან იღრია­ლეს, როს იხი­ლეს ხიშ­ტი მტრუ­ლი”. სა­სა­მართ­ლო პროცეს­ზე დასცინოდ­ნენ სა­სუ­ლიე­რო პი­რებს. მათ სამშობ­ლოს მოღალატეებს ეძახდ­ნენ საზო­გა­დოებ­რი­ვი ბრალმდებ­ლე­ბი: ოქოე­ვი, ორ­ზუ­მე­ლო­ვი, ვარ­ლა­მო­ვი. დეკანოზმა კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძემ  სასა­მართ­ლოს გამართ­ვამ­დე საქართ­ვე­ლოს საბ­ჭო­თა რესპუბ­ლი­კის უზე­ნაე­სი სასა­მართ­ლოს თავმჯდო­მა­რეს მი­მარ­თა განცხა­დე­ბით: “ვართ დატუ­სა­ღე­ბულ­ნი 1923 წლიდან ჩე­კას მიერ და ვიმყო­ფე­ბით N2 გა­მას­წო­რე­ბე­ლი სახლის საკნებ­ში, რვა თვის წამე­ბის შემდეგ გადაგვიყ­ვა­ნეს N1 გამას­წო­რე­ბელ სახლ­ში. აქ გავი­გეთ რომ ვიმყო­ფე­ბით უზე­ნაე­სი სასა­მართ­ლოს ბრალმდებ­ლის განკარ­გუ­ლე­ბა­ში, მაგრამ ჩვენ არა­ვინ დაგვკით­ხა”.[32] კა­ლის­ტრატე ცინ­ცა­ძე სასა­მართ­ლოს თავმჯდომა­რის­გან მოით­ხოვ­და დამცვე­ლის დანიშვ­ნას საბრალ­დე­ბო დასკვნის გაცნო­ბას, საპატრიარ­ქოს კან­ცე­ლა­რია­ში ბრალდე­ბის გა­მაბათილე­ბე­ლი საბუ­თე­ბის მოძებ­ნის საშუა­ლე­ბის მიცე­მას, მაგრამ სასა­მართ­ლოს ყვე­ლა­ფე­რი წინას­წარ ჰქონ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი. მათ სურდათ საჩ­ვე­ნე­ბე­ლი პროცე­სის გა­მართ­ვა და საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ღირ­სეუ­ლი სა­სუ­ლიე­რო პირე­ბის სამაგალითოდ დას­ჯა. უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს საარ­ქი­ვო მასა­ლებ­ში და­ცუ­ლია 1924 წლის მარტ­ში სასა­მართ­ლოს სხდომებ­ზე მი­სი დაკითხ­ვის დე­ტა­ლე­ბი. სასა­მართ­ლოს სხდო­მებს თავმჯდო­მა­რეობ­და გ. ჩხეი­ძე, წევ­რე­ბი: ვ. წივ­წი­ვა­ძე, მ. რთვე­ლი­ძე.

მო­სა­მართ­ლე – როდი­დან ხართ არჩეუ­ლი სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს წევრად?

დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე – 1917, 1920, 1921 წლებ­ში.­

მო­სა­მართ­ლე – რო­დის გაე­ცა­ნით მემო­რან­დუმს?

დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე – მა­შინ რო­ცა დაის­ტამ­ბა საბ­ჭო­თა პრე­სა­ში.

მო­სა­მართ­ლე – რა აზ­რი­სა ხართ მემორან­დუ­მის გაგზავ­ნა­ზე?

დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე – რადგან იგი გაგზავ­ნი­ლია ჩე­მი მღვდელმთავ­რის, მი­სი უწმი­დე­სო­ბის მიერ მე საეკ­ლე­სიო კანო­ნით ვერ დავი­წუ­ნებ.

მო­სა­მართ­ლე _ რა­ტომ იყო სა­კა­თა­ლი­კო­სო საბ­ჭო წინააღმ­დე­გი სამხედ­რო ტაძრის ხელისუფ­ლე­ბი­სათ­ვის გა­და­ცე­მი­სა?

დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე – დიახ, სა­კა­თა­ლი­კო­სო საბ­ჭო ვერ სცნობ­და თავისთ­ვის შესაძლებ­ლად დაეთ­მო ტა­ძა­რი არა სარწმუ­ნოებ­რი­ვი მიზნები­სათ­ვის, მას არ შეეძ­ლო ყო­ფი­ლი­ყო თა­ვი­სი წარმომად­გენ­ლე­ბის სა­ხით იქ, სა­დაც შე­ლა­ხუ­ლი იქ­ნე­ბო­და მი­სი სინ­დი­სი. არ შეეძ­ლო გამხ­და­რი­ყო თა­ვის საკუ­თა­რი­ ნე­ბით მოწმედ იმ წმი­და ტრაპე­ზის მოშ­ლა-და­ნერგ­ვი­სა, რომელ­საც ის მოკრძა­ლე­ბით სცემ­და თაყ­ვანს. ეს შეუძ­ლებ­ლო­ბა მით უფ­რო მარ­თე­ბუ­ლი იყო, რომ ის სავსე­ბით გამომ­დი­ნა­რეობ­და ჩვე­ნი რესპუბ­ლი­კის მთავრო­ბის 1921 წლის N21 დეკრეტის­გან, რომლის მეოთ­ხე მუხლით უზრუნ­ველ­ყო­ფი­ლია საქართ­ვე­ლოს მოქა­ლა­ქის სინდი­სის შეუ­ლახ­ვე­ლო­ბა.

მო­სა­მართ­ლე – სამხედ­რო ტა­ძა­რი ჯერ კი­დევ ხომ დეკა­ნოზ ა. თოთი­ბა­ძის ხელ­ში იყო და რა­ტომ არ უნ­და დასწ­რე­ბო­და იგი მის ჩაბა­რე­ბას?

დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე – თუ მაინცდამაინც გინდათ ჩემგან პა­სუ­ხი, მო­გახ­სე­ნებთ: დეკა­ნოზ ა. თოთი­ბა­ძეს იბა­რებდ­ნენ ტაძრის ჩა­ბა­რე­ბა­ზე 12 იან­ვარს. ტა­ძა­რი კი ფაქტიუ­რად 7 იან­ვარს შო­ბის წირვის დამთავ­რე­ბის შემდეგ ჩა­მორთ­მეუ­ლი იყო. შო­ბის დღეს, რო­ცა ტა­ძა­რი სავ­სე იყო მლოცვე­ლე­ბით, ეკ­ლე­სია­ში შევიდ­ნენ ქუ­დით თავ­ზე და პაპი­რო­სით პირ­ში თო­ფით შეია­რაღებუ­ლი ახალ­გაზრ­დე­ბი, დაყა­რეს პროკ­ლა­მა­ციე­ბი, მათ შო­რის ხატებ­ზეც… ეკ­ლე­სია­ში შეიქმ­ნა აურ-ზაუ­რი, ზოგიერთ მანდი­ლოს­ნებს გუ­ლიც შეუწუხ­დათ. მიუ­ხე­და­ვად ამი­სა, შეია­რა­ღე­ბულ­ნი განაგრ­ძობდ­ნენ ეკ­ლე­სია­ში ხმაურს… საღა­მოს 17 საათ­ზე, რო­ცა მოძღ­ვა­რი ა. თო­თი­ბა­ძე საღა­მოს ლოცვის შესასრუ­ლებ­ლად ტაძრის ეზო­ში შე­ვი­და, ალა­ყა­ფის კა­რი და­კე­ტი­ლი დახვ­და. იქ მდგომ­მა შეია­რა­ღე­ბულ­მა მუ­შაკ­მა გამოუც­ხა­და: სულ ერთია ეკ­ლე­სია­ში ვერ შეხ­ვალთ, იგი და­ბეჭ­დი­ლიაო. მართლაც იმ ღა­მეს კომკავშირ­ლებ­მა ტაძრის ეზო­ში გადაი­ხა­დეს თავიან­თი შო­ბა. 8 იან­ვარს დი­ლის 10 საათ­ზე მე თვითონ და­ვი­ნა­ხე, რომ ტაძრის გუმბა­თის ჯვარს შემოახ­ვიეს დოლბან­დი. გა­ლავ­ნი­სა და ეკლე­სიის კარ­ზე წი­თე­ლი დრო­შე­ბი ღვთისმგ­მო­ბი წარ­წე­რე­ბია­ნი ლენ­ტე­ბი გადმო­კი­დეს. თავის­თა­ვად ცხა­დია, რომ შეია­რა­ღე­ბუ­ლი მუ­შა­კი არ უშ­ვებ­და ეკლე­სიის ეზო­ში სა­სუ­ლიე­რო პი­რებს და მორწმუნეებს. ამრი­გად, ტა­ძა­რი და ის ქო­ნე­ბა, რომე­ლიც ტა­ძარ­ში იყო ფაქტიუ­რად ჩამოერთ­ვა დეკა­ნოზ თოთი­ბა­ძეს 7 იან­ვარს… ამის შემდეგ რა აზ­რი ექ­ნე­ბო­და მის დასწრე­ბას 12 იანვ­რის მოწ­ვე­ვა­ზე. 1921 წლის რევკო­მის N21 დეკრე­ტის თანახ­მად იუ­რი­დიუ­ლად ყვე­ლა ტა­ძა­რი და მა­თი ქო­ნე­ბა ეკუთვ­ნის სახელმწ­ფიოს და იმ­ყო­ფე­ბა საბ­ჭო­თა ხელისუფ­ლე­ბის განკარ­გუ­ლე­ბა­ში.

მო­სა­მართ­ლე – რა­ტომ სამღვდე­ლოე­ბამ არ გაა­სა­მართ­ლა კა­თო­ლი­კო­სი პო­ლი­ტი­კა­ში ჩარევი­სათ­ვის?

დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე – კა­თა­ლი­კო­სი თავია არა მარტო სამღვ­დე­ლოე­ბის, არა­მედ ეკლე­სიის, რომე­ლიც შედ­გე­ბა მორწ­მუ­ნე­თა და სამღვდე­ლოე­ბი­სა­გან, სამღვდე­ლოე­ბის ნა­წი­ლი ვართ ჩვენ, ვინც აი, აქ ვზი­ვართ, ხო­ლო მორწ­მუ­ნე­თა ნა­წი­ლი ყვე­ლა თქვენ, ვინც ამ დარბაზ­ში ბრძანდე­ბით. კათა­ლი­კო­სის გა­სა­მართ­ლე­ბა კი შეუძ­ლიან მხოლოდ საეკ­ლე­სიო კრებას, სრულიად საქართ­ვე­ლოს მორწ­მუ­ნე­თა და სამღვდე­ლოე­ბის წარმომად­გე­ნელ­თა და ისიც იმ შემთხ­ვე­ვა­ში, თუ კათა­ლი­კოს­მა უღა­ლა­ტა ზნეო­ბი­სა და სარწმუ­ნოე­ბის დოგ­მა­ტებს. ან კი­დევ საეკ­ლე­სიო დისციპ­ლი­ნის ძირი­თად პრინ­ცი­პებს. პო­ლი­ტი­კა­ში ჩარევი­სათ­ვის კი, თუ ასეთ შემთხვე­ვას ექ­ნე­ბა ად­გი­ლი ვერა­ვინ გაა­სა­მართ­ლებს კათა­ლი­კოს-პატრიარქს, განსაკუთ­რე­ბით ამჟა­მად, რო­ცა ეკ­ლე­სია გა­მო­ყო­ფი­ლია სახელმ­წი­ფო­სა­გან.

მო­სა­მართ­ლე – კათა­ლი­კოს ამბრო­სის მემო­რან­დუ­მი პო­ლი­ტი­კუ­რი შინაარ­სი­საა თუ მორა­ლუ­რის?

დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე – ეს მკითხველ­ზედ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. პო­ლი­ტი­კოსს ის პოლი­ტი­კურ აქ­ტად შეუძ­ლიან ჩათვა­ლოს, მორალისტს კი მორა­ლუ­რად. არ­სე­ბობს წმი­და მო­რა­ლუ­რი მცნე­ბა `არა კაც-კლა~, რომე­ლიც მორალის­ტე­ბის აზ­რით მო­სა­წო­ნი და სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, ხო­ლო პოლი­ტი­კოს­თა აზ­რით, არც მო­სა­წო­ნი და არც სა­ვალ­დე­ბუ­ლო.

მო­სა­მართ­ლე – უნ­და შეას­რუ­ლონ თუ არა სამღვდე­ლოე­ბამ მთავრო­ბის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი კა­ნო­ნე­ბი?

დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე – სამღვდე­ლოე­ბამ, რო­გორც სხვა მოქა­ლა­ქეებ­მა, უეჭ­ვე­ლად უნ­და შეას­რუ­ლონ მთავ­რო­ბის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი კა­ნო­ნე­ბი, რომელ­ნიც არ ეწინააღმ­დე­გე­ბიან ღვთისმცნე­ბას და მორწ­მუ­ნე­თა სინ­დისს.

მო­სა­მართ­ლე – თუ მაინც ასე­თი კა­ნო­ნე­ბი გა­მოს­ცა მთავრო­ბამ, რას იზამთ?

დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე – მოკრ­ძა­ლე­ბი­თა და პატივის­ცე­მით მოვახ­სე­ნებ­დი მთავრო­ბას თუ რა­ტომ ვერ (და არა) ვასრუ­ლებ მის მიერ გამო­ცე­მულ კა­ნონს და ვითხოვ­დი განვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნე ამ კანო­ნის შესრუ­ლე­ბი­სა­გან. თუ მთავ­რო­ბა შეიწყ­ნა­რებ­და ჩემს თხოვნას ხომ კარ­გი, თუ არა­და განვემ­ზა­დე­ბო­დი ჯვარზედ საცმე­ლად”.[33] ახ­და მი­სი სიტყ­ვე­ბი, ჯვარც­მა მოუწ­ყო ბოლშე­ვი­კურ­მა სასა­მართ­ლომ. მას მიუ­სა­ჯა 3 წე­ლი, 9 თვე, 23 დღე სას­ტი­კი იზო­ლა­ციით ქონე­ბის კონფის­კა­ციით. მეტეხის ცი­ხე­ში მყო­ფი სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს წევ­რებს საკვებ­საც არ აძლევდ­ნენ, ექი­მებს არ უშვებდ­ნენ დაუძ­ლუ­რე­ბულ ავადმყო­ფებ­თან. დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე გულისტ­კი­ვი­ლით მიმარ­თავ­და მოსა­მართ­ლეს – მქონ­და შვილე­ბის ნახვის უფ­ლე­ბა, ჩა­მო­მერთ­ვა და რა­ტომ? – საბ­ჭო­თა ხელისუფ­ლე­ბას სურ­და მორა­ლუ­რად გაე­ტე­ხა ისი­ნი. “აპრი­ლის დასაწ­ყის­ში – წერ­და დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე – მე­ტეხ­ში და­მი­ბა­რა გამომ­ძიე­ბელ­მა და წი­ნა­და­დე­ბა მომ­ცა შე­მე­ტა­ნა განც­ხა­დე­ბა: ვინაი­დან სა­კა­თა­ლი­კო­სო საბ­ჭო­ში ად­გი­ლი ჰქონ­და მრავალ­ნაირ ბო­როტმოქმე­დე­ბას, ამისათ­ვის არ მსურს იქ სამ­სა­ხუ­რი და თავს ვანე­ბებ საბჭოს წევრო­ბას. თუ ამგვარ განცხა­დე­ბას შემოი­ტანთ ხვალ ან ზეგ გაგა­თა­ვი­სუფ­ლე­ბო”, გა­მომ­ძიე­ბელს დეკანოზმა კალისტ­რა­ტემ ასე­თი პა­სუ­ხი გას­ცა – თავი­სუფ­ლე­ბა შეიძ­ლე­ბა კაც­მა მოი­პო­ვოს თავის­თა­ვის დაბეზ­ღე­ბით? – გა­მომ­ძიე­ბე­ლი თუ არ შემოი­ტან იჯე­ქი მე­ტეხ­შიო”[34] ბოლშე­ვი­კურ­მა საოკუპაციო ხელისუფ­ლე­ბის მიერ 1924 წლის აგვის­ტოს ეროვ­ნულ-განმა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი აჯან­ყე­ბის სისხლ­ში ჩახ­შო­ბი­სა და მა­სობ­რი­ვი რეპრე­სიე­ბის შემდეგ გამოი­ჩი­ნა “გულმოწ­ყა­ლე­ბა” და 1925 წლის 10 მარტს სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი ამბ­რო­სი, სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს წევ­რე­ბი ციხი­დან გაან­თა­ვი­სუფ­ლა.

ამ დროს საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია უმძი­მეს მდგო­მა­რეო­ბა­ში იყო. გრძელდებოდა ად­მი­ნისტ­რა­ციუ­ლი წე­სით მოქ­მე­დი ეკლე­სიე­ბის და­ხურ­ვა, სა­სუ­ლიე­რო პირე­ბის შეუ­რაცხ­ყო­ფა, ეკლე­სიე­ბიდან გა­ძე­ვე­ბა. ხელისუფ­ლე­ბამ სცა­და სა­სუ­ლიე­რო წრეებ­ში დაპირის­პი­რე­ბის ინს­პი­რი­რე­ბა. მათ წაა­ქე­ზეს რუ­სულ სი­ნამდ­ვი­ლე­ში ცნო­ბი­ლი “ობნავლენ­ცე­ბის” ქარ­თუ­ლი ნაირ­სა­ხეო­ბა “რე­ფორ­მე­ბი­სა და განახ­ლე­ბის” ჯგუფის საქ­მია­ნო­ბა და გაა­ჩა­ღეს პროპა­გან­და თითქოს ბოლ­შე­ვი­კუ­რი ხელი­სუფ­ლე­ბა მხოლოდ “ანტისაბ­ჭოურ პო­ზი­ცია­ზე მყოფ სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქ უწმი­დეს ამბრო­სის და სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს წევ­რებს უპირის­პირ­დე­ბო­და, რაც შეე­ხე­ბო­და იმ სამღვდე­ლოე­ბას, ვინც საბ­ჭო­თა ხელისუფ­ლე­ბას­თან ითანამშ­რომ­ლებ­და ყველა­ნაი­რად ხელს შეუწ­ყობდ­ნენ საბ­ჭო­თა მთავრო­ბის მიერ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი სინდი­სის თავისუფ­ლე­ბის პირო­ბებ­ში თავიან­თი რე­ლი­გიუ­რი სურვი­ლის აღს­რუ­ლე­ბა­ში. ხელისუფ­ლე­ბის ამ ვერა­გულ გეგმას სამწუ­ხა­როდ, ბევ­რი სა­სუ­ლიე­რო პი­რი წამოე­გო და გაის­მა მო­წო­დე­ბე­ბი, თუ სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ამბ­რო­სი, სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს არ­სე­ბუ­ლი შემად­გენ­ლო­ბა გა­დად­გე­ბო­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიას ეშ­ვე­ლე­ბო­და. უწ­მი­დე­სი ამბ­რო­სი გრძნობ­და თუ რა საფრთ­ხე ემუქ­რე­ბო­და საქარ­თველოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკლე­სიას, ამი­ტომ მან სთხო­ვა დეკანოზ კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძეს და­თანხ­მე­ბო­და მღვდელმთავ­რად კურთ­ხე­ვას და უფ­რო ეფექ­ტუ­რი დახ­მა­რე­ბა გაე­წია ფიზიკურად დასუსტებული საჭეთმპყრო­ბე­ლი­სათ­ვის.

თბილი­სის ოლ­ქის სამღვ­დე­ლოე­ბა, ქარ­თუ­ლი ინტე­ლი­გენ­ციის წარმომად­გენ­ლე­ბი სიხა­რუ­ლით შეხვდნენ უწ­მი­დე­სი ამბრო­სის სურ­ვილს მღვდელმთავ­რის ხა­რისხ­ში აეყ­ვა­ნა საქართვ­ელოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩეუ­ლი სასულიერო პირი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე. მიუ­ხე­და­ვად რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­სა 1925 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს და 1 ნოემ­ბერს ქვაშვე­თის წმი­და გიორ­გის სახე­ლო­ბის ეკ­ლე­სია­ში მრავალ­რიც­ხო­ვა­ნი სა­ზო­გა­დოე­ბა შეიკ­რი­ბა. უწ­მი­დე­სი ამბრო­სის თანამ­წირ­ვე­ლე­ბი იყვნენ ეპის­კო­პო­სე­ბი: მელქი­სე­დეკ ალა­ვერ­დე­ლი, სტე­ფა­ნე ბოდ­ბე­ლი, პავ­ლე წილკ­ნე­ლი. დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე აკურთ­ხეს ნინოწმინ­დელ ეპის­კო­პო­სად. უწმი­დეს­მა ამბრო­სიმ ამ სიტყვე­ბით მი­მარ­თა მას: “დღეს შენ მიი­ღე უმაღ­ლე­სი ღირ­სე­ბა და ხა­რის­ხი, გუ­შინ კი მიე­ცი ღმერთს აღთქ­მა, რომ იშ­რო­მო და იმოღ­ვა­წეო ამ ხა­რისხ­ში თავ­გან­წი­რუ­ლად, მოგი­ლო­ცავ ამ ხარისხს და გისურ­ვებ ზი­დო იგი აღთქ­მი­სებრ ღირსეულ­ად, მოგე­ტა­ნოს ჩვე­ნი დედაეკ­ლე­სიი­სათ­ვის ის სარგებ­ლო­ბა, რომელ­საც ის მოე­ლის შენგან ამის გა­რან­ტია გვაქვს ჩვენ წარ­სულს შენ საქ­მია­ნო­ბა­ში. შე­ნი მოღ­ვა­წეო­ბა დაიწ­ყო ჩვე­ნი ეკლე­სიის მონო­ბის დროს, მა­შინ, როდე­საც იმის ბედ-იღ­ბალს განა­გებდ­ნენ რუსე­თის სი­ნო­დი და მისგან დაყე­ნე­ბულ­ნი, ქარ­თუ­ლი ენის არმცოდ­ნე ეგ­ზარ­ქო­სე­ბი. შენ იმ მონო­ბის დროს ემ­სა­ხუ­რე­ბო­დი ეკლე­სიურ ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი უფლე­ბე­ბის აღდგე­ნას, წერ­დი ავტო­კე­ფა­ლიის შესა­ხებ წერილებ­სა და წიგ­ნებს. მივაღ­წიეთ ეკლე­სიის თავისუფ­ლე­ბას… ამ დღიდან შე­ნი შრო­მა და ღვაწ­ლი ეკლე­სიის საკე­თილდ­ღეოდ ყველამ კარგად იცის…

დღიდან საქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს დაარ­სე­ბი­სა შენ იყა­ვი მი­სი მუდ­მი­ვი, სა­მი­ვე კრების მიერ არჩეუ­ლი წევ­რი და უმ­თავ­რე­სი პა­სუ­ხისმ­გე­ბე­ლი მუ­შა­კი, რისთვი­საც ბევ­რი დაუმ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი უსია­მოვ­ნე­ბა­ნიც განგიც­დია. ბო­ლო ხა­ნებ­ში, რო­ცა ჩე­მი ჯანმრ­თე­ლო­ბა შეირ­ყა იმდე­ნად, რომ ინ­ტენ­სიუ­რი მუშაო­ბა არ შე­მეძ­ლო იძუ­ლე­ბუ­ლი შევი­ქენ მომე­ძებ­ნა საი­მე­დო თანა­შემ­წე, ჩე­მი ყუ­რად­ღე­ბა შენ მიიპ­ყა­რი, რო­გორც ეკლე­სიის ერთგულ­მა და მისთვის თავდა­დე­ბულ­მა მუ­შაკ­მა, ხო­ლო თხოვ­ნა, რომლი­თაც მოგმარ­თე იყო არაჩ­ვეუ­ლებ­რი­ვი, მი­გე­ღო მღვდელმთავ­რის ხა­რის­ხი, უარ­გე­ყო ოჯა­ხუ­რი სია­მოვ­ნე­ბა…

ბო­ლოს აღვნიშ­ნავ იმას, რომ მშო­ბე­ლი ეკ­ლე­სია თქვენ გაჯილდოებს მიტრო­პო­ლი­ტის პატი­ვით. აქ გმარ­თებს კე­თილ­გო­ნიე­რე­ბა, თავმდაბ­ლო­ბა, განდი­დე­ბის სურვი­ლის უარ­ყო­ფა. დიდია შენგან მი­ღე­ბუ­ლი ღირ­სე­ბა და პა­ტი­ვი, მაგრამ კი­დევ უფ­რო დიდია ის იწროე­ბა, შრო­მა, ვაე­ბა და წყე­ნა, რომე­ლიც შენ მოგე­ლის. აქ სა­ჭი­როა მოთმი­ნე­ბით ატა­ნა ყვე­ლა იმი­სა, რაც ეკლე­სიის კე­თილ­დღეო­ბი­სათ­ვის უსია­მოვ­ნე­ბა შეგხვ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში. რამდე­ნად ამაღლ­­დე­ბი იმდე­ნად უფ­რო მე­ტად უნ­და დამ­დაბლ­დე, აქ არის ნამდ­ვი­ლი სულიე­რი სი­მაღ­ლე”.[35]

საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ის­ტო­რია­ში ეს იყო უიშ­ვია­თე­სი შემთხ­ვე­ვა. რო­ცა ახალ­ნა­კურთ­ხი ეპის­კო­პო­სი იმა­ვე დღეს მიტრო­პო­ლი­ტის პა­ტივ­ში აჰ­ყავ­დათ. სა­გუ­ლისხ­მო სიტყ­ვა წარ­მოთქ­ვა კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძემ: `თქვენ მოგეხ­სე­ნე­ბათ, რომ წე­სი მღვდელმთავ­რად განმზა­დე­ბუ­ლის განც­ხა­დე­ბი­სა შეი­ცავს საჯა­როდ თქმულს აღსა­რე­ბას… ნე­ბა მიბო­ძეთ, მეც აღვია­რო სამღვ­დე­ლო და საე­რო დას­თა წი­ნა­შე გუ­ლი­სა ჩე­მის ზრახ­ვა­ნი! ვინც მიც­ნობს, უეჭ­ვე­ლად იცის, რომ მღვდელმთავ­რო­ბა­ზედ აზ­რი არც თავ­ში მომსვ­ლია და არც გულ­ში გა­მივ­ლია: ჩე­მი მოღვა­წეო­ბის სარ­ბიე­ლი ჩე­მი ძალღონი­სათ­ვის საკ­მაო და ფრიად ვრცელიც იყო. მიუ­ხე­და­ვად ამი­სა, უკა­ნასკ­ნე­ლი ნა­ხე­ვა­რი წლის განმავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ეკლე­სიის გულშემატ­კი­ვარ­თა­გან, რო­მელ­თა შო­რის პირ­ვე­ლი თქვენ ბრძანდე­ბით, უწ­მი­დე­სო მა­მამ­თა­ვა­რი, თითქმის ყო­ველდ­ღე მეს­მო­და, იტ­ვირ­თე ჯვა­რი მძი­მე მღვდელმთავ­რი­საო, ყველას მოკრ­ძა­ლე­ბი­თა და უა­რით გისტუმრებ­დით…

რა­თა, რისთვის?… დი­დი მო­ცი­ქუ­ლი პავ­ლე ხომ ბრძა­ნებს: უკ­ვე ვის­მე ეპის­კო­პო­ზო­ბის უნ­დეს, კე­თილ­სა საქ­მე­სა გუ­ლი ეტყ­ვი­სო.

დიახ, ამას ჰბრძა­ნებს წმ. მო­ცი­ქუ­ლი, მაგრამ თვით­ვე დასძენ,ს ჯერ არს ეპის­კო­პო­ზი­სა, რა­თა უბ­რა­ლო იყოს, ფრთხილ, წმი­და, შემკულ… სწავლულ… მყუდ­რო, უღალ­ველ…

აღ­ნიშ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი გა­ნა ამშვე­ნე­ბენ წი­ნა­შე თქვენ­სა მდგო­მა­რე­სა?.. გა­ნა ამ თვი­სე­ბა­თა უქონ­ლო­ბას არ უჩიოდ­ნენ და ამის გა­მო არ ერიდე­ბოდ­ნენ მღვდელმთავ­რო­ბას კაც­თა შო­რის ბუმბე­რაზ­ნი _ ათა­ნა­სე ალექ­სანდ­რიე­ლი და ბა­სი­ლი კე­სა­რიე­ლი, გრიგოლ ღვთის­მეტყ­ვე­ლი და იოა­ნე ოქ­რო­პი­რი?… მათთან შედა­რე­ბით რას წარმოად­გენს თქვენს მიერ მღვდელმთავ­რად განმ­ზა­დე­ბუ­ლი?.. მტვერს, ფერფლს და ნა­ცარს…

იყო მეო­რე მი­ზე­ზიც: ბევრ­მა აქა მყოფ­მა იცის, რომ 33 წლის განმავ­ლო­ბა­ში ჩე­მი უერთ­გუ­ლე­სი მე­გო­ბა­რი და ცხოვრე­ბის გა­ნუყ­რე­ლი თანამგ­ზავ­რი უც­ხო და შორეუ­ლი ერის შვი­ლია, რომ ჩემი გუ­ლი­სათ­ვის, მან დასთ­მო დე­და და მა­მა, და­ნი და ძმა­ნი, სამშობ­ლო მხა­რე და მეგო­­ბარ­ნი, მო­მენ­დო მე, შეიყ­ვა­რა და შეით­ვი­სა ჩე­მი ერი და ჩე­მი ეკ­ლე­სია, საუ­კუ­ნის მესა­მე­დის მანძილ­ზე იზია­რებ­და ჩემს ლხინ­სა და უფ­რო ხშირად  ჭირს და ერთხე­ლაც არ მოუ­ყე­ნე­ბია ჩემთვის უსია­მოვ­ნე­ბის აჩრდი­ლიც კი… ნუ­თუ შე­მეძ­ლო მე განვ­შო­რე­ბო­დი ასეთ ადამიანს, რა­საც მოით­ხოვს საეკ­ლე­სიო კანონმ­დებ­ლო­ბა, განსაკუთ­რე­ბით მა­შინ, როდე­საც ის უკ­ვე შე­სუ­ლია მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბა­ში და დღედა­ღამ თავს დასტ­რია­ლებს ბორო­ტის სე­ნით შეპყ­რო­ბილს ჩემს ასულს?

არა, და ათას­ჯერ არა!

იყო სხვა მიზე­ზიც. რო­გორ შეხვ­დე­ბო­და ჩემს მღვდელმთავ­რო­ბას საქართ­ვე­ლოს სამოციქულო ეკლე­სიის ეპისკოპოს­თა კრე­ბუ­ლი, თბილი­სის სამღვ­დე­ლოე­ბა, რომელ­თა­ნაც ისე ვარ არსე­ბი­თად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ მის გა­რე­შე ვერც კი წარმო­მიდ­გე­ნია ჩე­მი თა­ვი, თბილი­სის მორწ­მუ­ნე ერი, რო­მელ­თა შო­რის ვიქ­ცეო­დი სა­მი ათეუ­ლი წე­ლი­წა­დი, და ჩვე­ნი ეკლე­სიის უზე­ნაე­სი ორ­გა­ნო სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბ­ჭო?..

ეს ჩემთვის გა­მორკ­ვეუ­ლი არ იყო… მაშ, რამ, ან ვინ გამა­ბედ­ვი­ნა მოსვ­ლა წი­ნა­შე თქვენ­სა?

ერ­თის მხრივ, მოცი­ქულ­თა შო­რის თავ­მა, რომე­ლიც იტყვის: ძა­­ლი უფ­ლი­სა უძ­ლუ­რე­ბა­სა ში­ნა სრულ იქმ­ნე­ბი­სო, მეო­რეს მხრივ, ჩე­მი ცხოვრე­ბის თანამგზავ­რის საქართ­ვე­ლოს სამოციქულო ეკლე­სიი­სად­მი სიყვა­რულ­მა და უზო­მო პატივის­ცე­მამ – გაი­გო თუ არა ჩვე­ნი ეკლე­სიის გულშემატ­კი­ვარ­თა ბე­ჯი­თი სურ­ვი­ლი, მან გადმომ­ცა: თუ მშო­ბე­ლი ეკ­ლე­სია მოით­ხოვს შენგან ახალ პირო­ბებ­ში სამ­სა­ხურს, შენ, თანახ­მად მაცხოვ­რის მცნე­ბი­სა, უნ­და დაუ­ტე­ვო ცო­ლი­ცა და შვილიც, აღი­ღო გვა­რი თვი­სი და შეუდ­გე უფალ­სა: რო­მე­ლი არა ივიწ­ყებს ცის მფრინველ­თა და ვე­ლის შროშან­თა, არ მოგვაკ­ლებს თა­ვის მოწყა­ლე­ბას ჩვენ­ცაო…

ამას­თან ერ­თად გამოირკ­ვა, რომ საქართ­ვე­ლოს ეპის­კო­პოს­თა კრე­ბუ­ლი, მორწ­მუ­ნე ერი და სა­კა­თა­ლი­კო­ზო სახ­ლი ჩემ მიერ დაუმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი თანაგრძ­ნო­ბით შეეგებ­ნენ თქვე­ნი უწმი­დესო­ბის სურ­ვილს. ხო­ლო თბილი­სის სამღვ­დე­ლოე­ბა სრულ ნდო­ბა­სა და თავდა­დე­ბულ თანამშრომ­ლო­ბას აღუთქ­ვამს ჩემს უღირ­სე­ბას…

რა უნ­და მექ­ნა ყო­ვე­ლი­ვე ამის შემდეგ, თუ არა მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. წი­ნა­შე თქვენ­სა და სიმდაბ­ლით მო­მეხ­სე­ნე­ბი­ნა: მორჩილ ვარ ბრძანე­ბას, თქვე­ნი­სა და არა რას მცი­რე­სა წინააღმდ­გომ­სა ვიტყ­ვი…

გარ­ნა, ეს კი­დევ არ ნიშ­ნავს, რომ ჩემს თავს ვთვლი­დე სავსე­ბით განმზა­დე­ბუ­ლად მღვდელმთავრო­ბი­სათ­ვის: მე კი­დევ ვსაჭი­როებ თქვენს ბრძნულ რჩე­ვა­სა და დარი­გე­ბას, ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბა­სა და განსაკუთ­რე­ბით ლოც­ვა-ვედ­რე­ბიასა. ამისათ­ვის კადნიე­რე­ბით გთხოვთ: აწ და მარა­დის ევედ­რე­ნით მას, რო­მე­ლი უძ­ლურ­თა ჰკურ­ნებს და ნაკლუ­ლო­ვან­თა აღავ­სებს გარდამოავ­ლი­ნოს ჩემ­ზე­და მად­ლი სუ­ლი­სა წმი­დი­სა და მომა­ნი­ჭოს ძა­ლი და სიმხ­ნე წი­ნამ­დე­ბა­რი­სა მსახურე­ბი­სათ­ვის… ამინ”.[36]

მღვდელმთავ­რად დადგი­ნე­ბი­სას წარ­მოთქ­მუ­ლი ეს სიტყ­ვა არ იყო ჩვეუ­ლებ­რი­ვი მჭერმეტყ­ვე­ლე­ბის ნი­მუ­ში იგი ზუსტად ასა­ხავ­და იმ რეა­ლო­ბას, რომელ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და მიტროპოლიტი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე.­

ქართ­ვე­ლი საზო­გა­დოე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კარგად გა­მო­ხა­ტა ნესტორ შავდიამ, რომელ­მაც აღ­ნიშ­ნა _ “ვისურ­ვებ, რომ ჩვენს ეკლე­სიას და სამშობ­ლოს მრავლად მოვლენოდ­ნენ თქვენის­თა­ნა ღვთივგამობრძ­მე­დილ­ნი და მადლმო­სილ­ნი მღვდელმ­თა­ვა­რი და მუ­შაკ­ნი”.[37]

უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის ამბრო­სის გადაწყ­ვე­ტი­ლე­ბით 1925 წლის 11 ნოემბ­რი­დან ნინოწმინდის მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე დაი­ნიშ­ნა კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის მუდმივ მოსაყდ­რედ, მიე­ნი­ჭა ბარტ­ყუ­ლა­ზე ჯვრის ტარე­ბის უფ­ლე­ბა და მღვდელმთა­ვარ­თა შო­რის ღვთისმსა­ხუ­რე­ბის დროს უპი­რა­ტე­სო­ბა. მიტრო­პო­ლიტ კალისტ­რა­ტეს უწ­მი­დე­სი ამბრო­სის ავადმ­ყო­ფო­ბის შემთხ­ვე­ვა­ში მიე­ცა უფ­ლე­ბა საქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს სა­ხელ­ზე შე­მო­სუ­ლი დოკუმენ­ტე­ბის განხილ­ვი­სა. 1926 წლის 9 მარტი­დან მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე გახ­და საეკ­ლე­სიო ხარის­ხის მიღე­ბის მსურველ­თა გა­მომც­დე­ლი კომი­სიის თავმჯ­დო­მა­რე. მოვლე­ნე­ბის ამ სა­ხით განვი­თა­რე­ბას არ ელო­და არც საე­რო ხელი­სუფ­ლე­ბა და არც ე.წ. “საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის რე­ფორ­მე­ბი­სა და განახ­ლე­ბის” ჯგუფის წევ­რე­ბი. საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქ უწ­მი­დე­სი ამბრო­სის მიერ მოსაყდ­რედ მიტრო­პო­ლიტ კალისტ­რა­ტეს გა­მოც­ხა­დე­ბა “რეფორ­მა­ტო­რე­ბის” მოთხოვ­ნებ­ზე უარს ნიშნავ­და. ბოლ­შე­ვი­კუ­რი ხელი­სუფ­ლე­ბა აგრძე­ლებ­და ანტი­რე­ლი­გიურ ისტე­რიას. მო­სახ­ლეო­ბა­ში ქართ­ვე­ლი სამღვდე­ლოე­ბის სა­ხით მტრის ხატს ქმნი­და, აპატიმ­რებ­და სა­სუ­ლიე­რო პი­რებს, ად­მი­ნისტ­რა­ციუ­ლი წე­სით საზეი­მო ვი­თა­რე­ბა­ში აუქ­მებ­და მოქმედ ეკ­ლე­სია-მო­ნასტ­რებს. რე­ვო­ლუ­ციუ­რი ჰიმნე­ბის ფონ­ზე ხდე­ბო­და ეკლე­სიე­ბი­დან ზარე­ბის ჩა­მოხს­ნა, საეკ­ლე­სიო წიგნე­ბის, ხატე­ბის დაწ­ვა. ამ დროს იმის ნაცვლად, რომ მომხ­და­რი­ყო საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის საჭეთმპყ­რო­ბე­ლის, ბოლ­შე­ვი­კუ­რი საო­კუ­პა­ციო ხელისუფ­ლე­ბი­სად­მი შეუ­რი­გე­ბე­ლი უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის ამბრო­სის, სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს გარ­შე­მო სა­სუ­ლიე­რო პირ­თა კონ­სო­ლი­და­ცია “რეფორ­მა­ტო­რებ­მა” იე­რი­ში სა­კა­თა­ლი­კო­სო საბ­ჭო­სა და უწმი­დეს ამბ­რო­სი­ზე მიი­ტა­ნეს, მათ უკა­ნო­ნოდ გამოაც­ხა­დეს მიტრო­პო­ლიტ კალისტ­რა­ტეს მო­საყდ­რეო­ბა. ამ ადა­მია­ნებს დაა­ვიწყ­დათ 1924 წლის აგ­ვის­ტო­ში ქუთაის­ში დატ­რია­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დია, რო­ცა ხელისუფ­ლე­ბის ბრძანე­ბით დახვრი­ტეს ქუ­თა­თე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი ნა­ზა­რი (ლე­ჟა­ვა) და სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი, დაა­ვიწყ­დათ 800-მდე გაუქ­მე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია, და განაც­ხა­დეს, რომ საბ­ჭო­თა ხელი­სუფ­ლე­ბა იყო ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი ხელი­სუფ­ლე­ბა და თუ ის ცუ­დად ექცეო­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიას ეს იმი­ტომ, რომ ანტი­საბ­ჭოე­ლი იყო უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი ამბ­რო­სი, სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს შემად­გენ­ლო­ბა, და განსაკუთ­რე­ბით კათა­ლი­კო­სის მო­საყდ­რე მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე. ოფი­ცია­ლუ­რი ხელისუფ­ლე­ბი­სა­გან წაქე­ზე­ბულ­მა ე.წ. “რეფორ­მა­ტო­რებ­მა” ფეხქვეშ­ გათე­ლეს საეკ­ლე­სიო იე­რარ­ქიის პრინ­ცი­პე­ბი და უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სრულიად საქართვ­ელოს კათო­ლი­კოს-პატრიარქ ამბრო­სის, სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს გვერდის ავ­ლით 1926 წლის 26-27 დე­კემ­ბერს ქუთაის­ში მოიწ­ვიეს საეკ­ლე­სიო ყრი­ლო­ბა და მიი­ღეს შემ­დე­გი გა­­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა: “1. სრულიად საქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს დღევან­დე­ლი წევ­რე­ბი, რო­გორც ვა­და­გა­სუ­ლე­ბი გადა­ყე­ნე­ბულ იქ­ნან.. 2. საქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს ნაცვლად არს­დე­ბა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დროე­ბი­თი მმართ­ვე­­ლო­ბა მიტრო­პო­ლიტ ქრისტე­ფო­რეს თავმჯდო­მა­რეო­ბით. 3. საქართველოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის დროე­ბით მმართველო­ბას ევა­ლე­ბა ჩაი­ბა­როს სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს სა­ბუ­თე­ბი, თან­ხე­ბი, ინ­ვენ­ტა­რი, სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს კან­ცე­ლა­რია. 4. ყვე­ლა ის სა­სუ­ლიე­რო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყო­ფი პირ­ნი, რომლე­ნიც არ დაემორ­ჩი­ლე­ბიან დროე­ბით მმართვე­ლო­ბას დათხოვ­ნი­ლად ითვლე­ბიან”.[38]

ქუთაი­სის კრებამ ეპის­კო­პო­სი და­ვით კა­ჭა­ხი­ძე მიტრო­პო­ლი­ტის ხა­რისხ­ში აიყ­ვა­ნა. მარ­თა­ლია უწმი­დეს­მა ამბრო­სიმ ქუთაი­სის საეკ­ლე­სიო კრების გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ გამოაც­ხა­და, მაგრამ დროე­ბით­მა მმართვე­ლო­ბამ საქართ­ვე­ლოს შინა­გან საქ­მე­თა სამი­ნისტ­როს დახ­მა­რე­ბით ხელ­ში ჩაიგ­დო საპატრიარ­ქოს კან­ცე­ლა­რია, ოფი­ცია­ლუ­რი ბე­ჭე­დი. ყო­ვე­ლი­ვე ეს საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკლე­სიის მმართვე­ლო­ბის სფე­რო­ში გადატ­რია­ლე­ბას მოას­წა­ვებ­და. მარ­თა­ლია, ქუთაი­სის საეკ­ლე­სიო კრების მო­ნა­წი­ლე­ნი მორწ­მუ­ნე­თა მი­მართ წე­რილ­ში წერდნენ: “ყო­ვე­ლი მორწ­მუ­ნე ქართველი­სათ­ვის ცხა­დი უნ­და იყოს, თუ რო­გორ სატი­რალ მდგო­მა­რეო­ბა­შია საქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია და ისიც ნა­თე­ლი უნ­და იყოს, რომ თუ დრო­ზე არ იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი სა­ჭი­რო ზო­მე­ბი ჩვე­ნი ეკ­ლე­სია მთლია­ნად განად­გურ­დე­ბა. ამის მი­ზე­ზია საქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს უტაქ­ტო მოქ­მე­დე­ბა, საეკ­ლე­სიო კანო­ნე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა დრო­სა და გარემო­სათ­ვის ანგა­რი­შის გაუ­წევ­ლო­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია “უმთავ­რე­სად საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის მართ­ვა-გამგეო­ბის ნორმა­ლურ კალა­პოტ­ში ჩა­ყე­ნე­ბა”,[39] მაგრამ სი­ნამდ­ვი­ლე­ში შეას­რუ­ლეს ხელისუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თა და ფაქტიუ­რად ძალაუფ­ლე­ბა ჩამოართ­ვეს ქართ­ვე­ლი ხალხის ეროვ­ნუ­ლი და სარწმუ­ნოებ­რი­ვი ინტერე­სე­ბი­სათ­ვის თავდა­დე­ბულ მებრ­ძოლს, უწმი­დეს­სა და უნე­ტა­რესს ამბრო­სის. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში უაზ­რო­ბა იყო მიტრო­პო­ლიტ კალისტ­რა­ტეს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის მო­საყდ­რეო­ბა. ამი­ტომ მან 1926 წლის 30 დე­კემ­ბერს უა­რი გა­ნაც­ხა­და მოსაყდ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, “ვინაი­დან დავრწმუნ­დი, რომ ის არევ-და­რე­ვა, რომე­ლიც დღეს სუ­ფევს ჩვენს ეკ­ლე­სია­ში გა­მოწ­ვეუ­ლი ყო­ფი­ლა უმთავ­რე­სად ჩემ მიერ მოსაყდ­რის მოვა­ლოე­ბის აღსრუ­ლე­ბით, პატივის­ცე­მით ვთხოვ სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს აირ­ჩიოს მოსაყდ­რედ სხვა მღვდელმ­თა­ვა­რი, მე კი გამათა­ვი­სუფ­ლოს ხსე­ნე­ბუ­ლი მოვა­ლეო­ბის აღსრუ­ლე­ბი­დან.”[40]განაცხადა მან. დროე­ბით­მა მმართვე­ლო­ბამ სიამოვ­ნე­ბით გაა­თა­ვი­სუფ­ლა მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე მოსაყდ­რის თანამ­დე­ბო­ბი­დან, ხო­ლო 1927 წლის 12 იანვ­რი­დან ნინოწმინ­დის ეპარ­ქიის მმართვევ­ლო­ბი­დან. დატო­ვეს ქაშუე­თის ეკ­ლე­სია­ში რი­გით მღვდლად, ამის შესა­ხებ უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე სინა­ნუ­ლით აღნიშ­ნავ­და: “ჯერ ამიკრ­ძა­ლეს სა­კა­თა­ლი­კო­სო საბ­ჭო­ში მუშაო­ბა, IV საეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე კი მიწ­ვეუ­ლი ვი­ყა­ვი სა­თათ­ბი­რო ხმით. “გაკრე­ჭილ” მღვდლებთან თანაბ­რად, ამ კრებამ მიი­ღო მართლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­ში უპრეცენ­დენ­ტო კა­ნო­ნი, ეპის­კო­პო­სი თუ იგი ას­რუ­ლებს მხოლოდ სამრევ­ლო მღვდლის მოვა­ლეო­ბას სწი­რავს ფი­ლონ­ში, პანა­ღიის გა­რე­შე”.[41]

1927 წლის 29 მარტს გარდაიც­ვა­ლა სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი უწ­მი­დე­სი და უნა­ტა­რე­სი ამბ­რო­სი. 21-27 ივ­ნისს IV საეკ­ლე­სიო კრებამ სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქად აირ­ჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტ­რო­პო­ლი­ტი ქრის­ტე­ფო­რე. საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ახალ­მა საჭეთმპყ­რო­ბელ­მა საბ­ჭო­თა ხელისუფ­ლე­ბას­თან “ლოია­ლო­ბი­სა და თანამშრომ­ლო­ბის” კურ­სი გამოაც­ხა­და. განახ­ლე­ბის ჯგუფის წევ­რე­ბი ვარაუ­დობდ­ნენ, რომ ამიე­რი­დან შეწყ­დე­ბო­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დევ­ნა-შე­ვიწ­როე­ბა, მაგრამ მწარედ მოტყუვდ­ნენ. 1928 წლის 6 იანვ­რის ინსტრუქ­ციით ხელისუფ­ლე­ბამ მოახ­დი­ნა სა­სუ­ლიე­რო პირე­ბის რე­გისტ­რა­ცია და მათ დაუ­წე­სა დიდი გა­და­სა­ხა­დე­ბი, გრძელ­დე­ბო­და სა­სუ­ლიე­რო პირე­ბის დაპა­ტიმ­რე­ბა, ეკ­ლე­სია-მონასტ­რე­ბის ძარც­ვა-რბე­ვა, კი­დევ უფ­რო შეუ­რი­გე­ბელ­ნი გახდნენ რელი­გიის მი­მართ “მებრძოლ უღ­მერ­თო­თა კავში­რის” წევ­რე­ბი, ან­ტი­რე­ლი­გიუ­რი უნივერ­სი­ტე­ტის თანამშ­რომ­ლე­ბი.

1931 წელს ი. სტა­ლი­ნი აღნიშ­ნავ­და: “ხელისუფ­ლე­ბას არ შეუძ­ლია იყოს ნეიტ­რა­ლუ­რი რელი­გიის მი­მართ. ის აწარმოებს ანტი­რე­ლი­გიურ პროპაგან­დას ყო­ველ და ყოველგ­ვარ რელი­გიურ ცრურწ­მე­ნა­თა მი­მართ”.[42] 1931 წლისათ­ვის 1100-ზე მე­ტი ეკ­ლე­სია იყო გაუქ­მე­ბუ­ლი და 1600-ზე მე­ტი სა­სუ­ლიე­რო პირი­დან 300- იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ისი­ნიც მუდმივ შიშს და ტე­რორ­ში იმყოფებოდ­ნენ. ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცია, ინტე­ლი­გენ­ცია გულ­დაწყ­ვე­ტი­ლი შეჰყუ­რებ­და რო­გორ დათ­მო პო­ზი­ციე­ბი საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ­მა სამოციქულო ეკლე­სიამ, მაგრამ სხვა გზა არ იყო, მიტროპოლიტი კა­ლისტ­რა­ტე ასეთ ჩა­ნა­წერს აკე­თებს ამ პერიოდში: “ძველად სამღვ­დე­ლოე­ბა იყო ინტე­ლი­გენ­ცია, მა­ღა­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი მო­წი­ნა­ვე წრე, იგი ხელმძღვა­ნე­ლობ­და ხალხის განათ­ლე­ბის საქმე­შიც და სხვა საზოგა­დოებ­რივ საქმე­შიც… ჩვენ ახ­ლა ხალხს ვესა­ჭი­როე­ბით მხოლოდ საეკ­ლე­სიო წე­სის აღსრულე­ბი­სათ­ვის… მთა­ვა­რია რო­გორ­მე სი­ცოცხ­ლე შევინარ­ჩუ­ნოთ, რო­გორ­მე ეკ­ლე­სიე­ბი დანგრე­ვას გადავარ­ჩი­ნოთ, რო­გორ­მე სარწ­მუ­ნოე­ბა შევი­ნა­ხოთ”.[43] მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე იყო ქაშუე­თის წმ. გიორ­გის სახ. ეკ­ლე­სია­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს ნაცვლად შექმნილი ახა­ლი ორგა­ნოს, სა­სი­ნო­დო პლენუ­მის წევ­რე­ბი გრძნობდნენ, რომ მიტრო­პო­ლიტ კა­ლისტ­რა­ტეს დაუმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი წყე­ნა მია­ყე­ნეს. უწმი­დეს­მა ქრისტე­ფო­რემ ასე­თი წერი­ლით მი­მარ­თა: “ძმაო და მეუ­ფეო კა­ლისტ­რა­ტე ძალიან უხერ­ხუ­ლია, რომ თქვენ მხოლოდ სამრევ­ლო მღვდლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გსურთ დარ­ჩე­ნა. ქაშუეთ­ში… გთხოვთ შემატ­ყო­ბი­ნოთ თქვე­ნი აზ­რი, დათანხმ­დე­ბით თუ არა მიი­ღოთ მართ­ვა-გამ­გეო­ბა­ში რო­მე­ლი­მე ეპარ­ქია”.[44]მიტრო­პო­ლიტ­მა კალისტ­რა­ტემ ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე უა­რი გა­ნაც­ხა­და. ასე­ვე უა­რი თქვა სა­სი­ნო­დო პლენუ­მის ფინან­სურ დახ­მა­რე­ბა­ზე “რამდე­ნა­დაც მოუ­ლოდ­ნე­ლია ჩემთვის, იმდე­ნად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია (ზნეობ­რი­ვად) რა­ღაც შრო­მა გა­მი­წე­ვია, რომე­ლიც ექვ­სი თვის წინ არ ჩან­დაო”[45].

1928 წლის 8 ივ­ლისს სასინოდო პლენუმის ნაცვლად შექმნილმა სა­კა­თა­ლი­კო­სო სი­ნოდ­მა მიტრო­პო­ლიტ კალისტ­რა­ტეს მანგლი­სის ეპარ­ქიის მმართ­ვე­ლო­ბა ჩაა­ბა­რა. 1928 წლის 14 მაისს მის­მა ყვე­ლა­ზე შეუ­რი­გე­ბელ­მა ოპო­ნენტ­მა მიტრო­პო­ლიტ­მა და­ვით­მა (კა­ჭა­ხი­ძე) ასე­თი განც­ხა­დე­ბა გაა­კე­თა: “მიტრო­პო­ლიტ კა­ლისტ­რა­ტე­ზე გა­ჯავ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ასე იმი­ტომ ვიქ­ცეო­დიო, სი­ნამდ­ვი­ლე­ში მღვდელმთა­ვარ­თა შო­რის პირველ ად­გილ­ზე ვაყე­ნებ, მე მისთვის ცუ­დი არ მინ­და, მე პირ­ვე­ლი ვეამ­ბო­რე­ვი “ქრის­ტე არს ჩვენ შო­რის”.[46] მიტრო­პო­ლიტ­მა და­ვით­მა წერი­ლო­ბით მოი­ხა­და ბო­დი­ში მიტრო­პო­ლიტ კალისტ­რა­ტეს წი­ნა­შე. მიტ­რო­პო­ლი­ტი კალისტ­რა­ტეც რო­გორც ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტია­ნი დიდ­სუ­ლო­ვა­ნი და მიმ­ტე­ვე­ბე­ლი იყო. იგი ჩვეუ­ლი გულმოდ­გი­ნე­ბით შეუდ­გა საქმია­ნო­ბას. თა­ვის მრავალმხ­რივ ცოდნას და გამოც­დი­ლე­ბას საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის გადარ­ჩე­ნის საქმეს ახ­მარ­და. საბედ­ნიე­როდ “გა­ნახ­ლე­ბი­სა და რეფორ­მე­ბის” ტალ­ღა­ზე საქართველოს ეკლესიის სათავეში მო­სულ­მა სა­სუ­ლიე­რო იე­რარ­ქებ­მა სწორად გაიაზ­რეს, რომ ხელი­სუფ­ლე­ბა არ შეწყვეტ­და ეკლე­სიის წინააღმ­დეგ ბრძოლას და ნე­ბის­მიე­რი “რე­ფორ­მა” მართლმადი­დებ­ლო­ბის დოგმა­ტი­კის თვალსაზ­რი­სით კი­დევ უფ­რო გაამწ­ვა­ვებ­და საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის შიგნით ვითა­რე­ბას. ამის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი იყო საეკ­ლე­სიო კალენდ­რის სა­კით­ხი, რო­ცა 1927 წელს მიი­ღეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა საეკ­ლე­სიო დღესას­წაუ­ლე­ბის ახა­ლი სტილით აღნიშვ­ნის შესა­ხებ, მაგრამ 1928 წელს იძუ­ლე­ბულ­ნი გახდნენ გაეუქ­მე­ბი­ნათ იგი. სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქ­მა ქრის­ტე­ფო­რე III თა­ვის თავ­ზე გა­მოს­ცა­და ბოლ­შე­ვი­კუ­რი ხელისუფ­ლე­ბის მთე­ლი სი­სას­ტი­კე. რო­ცა ხელისუფ­ლე­ბის ორგა­ნოებ­მა დი­დი გა­და­სა­ხა­დე­ბი დაუ­წე­სა. თუ პატრიარქს უჭირ­და გადა­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და, რა დღე­ში იქნებოდ­ნენ ეპარ­ქიე­ბის სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი? ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე მძი­მე უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნით შეპყ­რო­ბი­ლი პატრიარ­ქის შემცვლე­ლად თვით ისე­თი ადამია­ნე­ბის­გა­ნაც კი მოიაზ­რე­ბო­და, რომელ­თაც ის არ უყვარ­დათ და მძაფრ ოპონირებას უწევდნენ მას.

5. პე­და­გო­გიუ­რი საქ­მია­ნო­ბა, ქაშუე­თის წმ. გიორ­გის ეკლე­სიის მშენებ­ლო­ბა

დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე XIX საუ­კუ­ნის 90-ია­ნი წლები­დან, რო­გორც კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­სუ­ლიე­რო პი­რი აქტიურ პედა­გო­გიურ საქმია­ნო­ბას ეწეო­და თბილი­სის ვაჟ­თა პირველ გიმ­ნა­ზია­ში, მასწავ­ლე­ბელ ქალ­თა სკო­ლა­ში, ლევან­დოვს­კის კერ­ძო გიმ­ნა­ზია­ში. ას­წავ­ლი­და საღვ­თო სჯულს და მოსწავლე­თათ­ვის გა­სა­გე­ბი ენით გადას­ცემ­და მასა­ლას. მი­სი გაკ­ვე­თი­ლე­ბი გამოირ­ჩეო­და პატ­რიო­ტუ­ლი სულისკ­ვე­თე­ბით, ამი­ტომ მიუ­ღე­ბე­ლიყო ეგზარქო­სე­ბი­სათ­ვის. მან რო­გორც პე­და­გო­გიუ­რი საკრე­ბუ­ლოს წევრ­მა დაიც­ვა ის სე­მი­ნა­რიე­ლი სტუდენ­ტე­ბი, რომელ­ნიც 1904 წელს რექტო­რის წინააღმ­დეგ გამოდიოდ­ნენ. 1905 წლის 28 იან­ვარს თბილი­სის ქალ­თა საე­პარ­ქიო სასწავლე­ბელ­შიც გარუ­სე­ბის წინააღმ­დეგ ხმა აღიმაღ­ლეს მოსწავ­ლეებ­მა, აქაც მათ დამცვე­ლად დე­კა­ნო­ზი კა­ლისტ­რა­ტე მოგვევ­ლი­ნა. ხელი­სუფ­ლე­ბა ყველა­ნაი­რად ცდილობ­და, ხე­ლი შეე­შა­ლა მი­სი პე­და­გო­გიუ­რი საქმია­ნო­ბი­სათ­ვის, მაგრამ ამას ვერ ახერ­ხებ­და. გა­სუ­ლი საუ­კუ­ნის 50-70-იან წლებამ­დე სა­ქართ­ვე­ლო­ში მრა­ვა­ლი გა­მო­ჩე­ნი­ლი, სა­ხე­ლო­ვა­ნი ადა­მია­ნი სია­მა­ყით იხსე­ნებ­და თა­ვის ძვირფას პე­და­გოგს კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძეს.

თბილი­სის ქვაშვე­თის ეკ­ლე­სია პირვე­ლად VI საუ­კუ­ნე­ში აუ­შე­­­ნე­ბიათ. მეო­რე ეკ­ლე­სია აშენ­და XVIII საუ­კუ­ნის I ნახე­ვარ­ში გი­ვი ამი­ლახვ­რის ღვაწლით, მაგრამ XIX საუ­კუ­ნის 80-იან წლე­­ბ­ში ტა­ძა­რი იმდე­ნად ავა­რიულ მდგო­მა­რეო­ბა­ში ყო­ფი­ლა, რომ გაჩნ­და მი­სი უეც­რად დანგ­რე­ვი­ს სა­შიშ­როე­ბა. უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე წიგნ­ში “ქვაშვე­თის წმი­და გიორ­გის­­ ეკ­ლე­სია თბილის­ში” დაწვრი­ლე­ბით აღ­წერდა რო­გორ გაჩნ­და­ 1897 წელს ახა­ლი ტაძრის აშე­ნე­ბის იდეა. ამ მხრივ გა­­­მორ­ჩეუ­ლი ყო­ფი­ლა დეკა­ნოზ მარკოზ ტყემა­ლა­ძის ღვაწ­ლი, რომელ­საც­ დაურწ­მუ­ნე­ბია ეგ­ზარ­ქო­სი ფლა­ბია­ნე, ეკლე­სიის მამუ­ლე­ბის­ კომი­ტე­ტის თავმჯ­დო­მა­რე ი. ამი­ლახ­ვა­რი და მი­სი მოად­გი­­ლე ნ. არ­ჯე­ვა­ნი­ძე. მარკოზ ტყემა­ლა­ძეს ამილახვ­რი­სათ­ვის­ მოუხ­სე­ნე­ბია: “ახა­ლი ეკ­ლე­სია აშე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სამთა­ვი­სის­ ეკლე­სიის გეგმით, რომელიც ამი­ლახვ­რის მა­მა-პა­პის აშე­ნე­­ბუ­ლიაო. ეს ია­მა გენე­რალ ამი­ლახ­ვარს და გვი­პა­სუ­ხა, თუ მაგ პირო­ბას მომ­ცემთ რო­გორც თქვენ, ისე ეგ­ზარ­ქო­სი, ­დავთანხმ­დე­­ბიო”.[47]

უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე გა­ნაგრ­ძობს – ახა­ლი ეკლე­სიის პროექ­ტი 1901 წელს შეად­გი­ნა ხუროთ­მოძღ­ვარ­მა ლ. ბილ­ფელდ­მა, მაგრამ ეგზარ­ქოს­მა ალექ­სიმ პროექ­ტი არ მოი­წო­ნა და მი­სი გა­და­კე­თე­ბა მოით­ხო­ვა. 1903 წლის 31 იან­ვარს მიი­ღეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა დროე­ბი­თი ეკლე­სიის გამართ­ვის შესა­ხებ, რომე­ლიც აა­შე­ნეს და აკურთ­ხეს 1904 წლის 25 აპ­რილს.

“ახა­ლი ტაძრის საძირკვ­ლის პირ­ვე­ლი ქვაკუთ­ხე­დი დაი­დო 1904 წლის 12 ნოემ­ბერს. ტაძრის აშე­ნე­ბა იტ­ვირ­თა ქვაშვე­თის ეკლე­სიის მამუ­ლე­ბის გამ­გე კომი­ტეტ­მა, რომლის შემად­გენ­ლო­ბა­ში შედიოდ­ნენ ტაძრის ბალავ­რის ჩაყრი­სას სამრევ­ლოს სა­მი წარმო­მად­გე­ნე­ლი ი. ამი­­ლა­ხო­რი (თავმჯ­დო­მა­რე). ა. მუხრან-ბა­ტო­ნი, ნ. არ­ჯე­ვა­ნი­ძე (მდი­ვა­ნი), მღვდე­ლი კ. ცინ­ცა­ძე, მღვდე­ლი გ. ჩა­გუ­ნა­ვა, მღვდე­ლი დ. ლაზა­რიშ­ვი­ლი და მნა­თე პ. კვირი­კაშ­ვი­ლი. კომი­ტე­ტის 1904 წლის 16 მარტს სხდო­მა­ზე ხუროთ­მოძღ­ვარ სა­მუ­შაო­თა მწაროებ­ლად მოწვეულ იქ­ნა ლ. ბილფელ­დი, რომელ­მაც შეად­გი­ნა ტაძრის გეგ­მა და ხარჯთაღ­რიცხ­ვა; მას მიე­ნი­ჭა კომი­ტე­ტის წევრო­ბაც. აღმაშე­ნებ­ლად კომი­ტეტ­მა მოიწ­ვია საქართვ­ლეო­ში ცნო­ბი­ლი იტა­ლიე­ლი ტექ­ნი­კო­სი ან­ჟე­ლო ანდრეო­ლეტ­ტი, რო­მელ­­მაც თა­ვის მხრივ აღმა­შე­ნე­ბელ-ხუროთმოძღვ­რად და­ნიშ­ნა არქი­ტექ­ტო­რი ე. ანდრეო­ლეტ­ტი. შენო­ბის სა­ზო­გა­დო ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბა და მეთვალ­ყუ­რეო­ბა კომი­ტეტ­მა ჩაა­ბა­რა ეკლე­სიის წინამძღ­ვარს კ. ცინ­ცა­ძეს. ამა­ვე სხდო­მა­ზე გა­დაწყ­და ტაძრის ცოკო­ლის ამაღ­ლე­ბა რუსთა­ვე­ლის გამზი­რის დო­ნემ­დე და ქვე­მო სართულ­ში მეო­რე ეკლე­სიის მოწ­ყო­ბა”.[48] დეკანოზ კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძეს ერ­თი დღითაც არ მოუკ­ლია ყუ­რად­ღე­ბა მშენებლო­ბი­სათ­ვის. 1910 წლის 31 სექტემ­ბერს მოხ­და ახ­ლა­და­შე­ნე­ბუ­ლი ტაძრის კურთ­ხე­ვა, რომე­ლიც შეას­რუ­ლა საქართ­ვე­ლოს ეგზარ­ქოს­მა ინოკენ­ტიმ ეპის­კო­პო­სე­ბის გრი­გო­ლი­სა და დავი­თის თანამწირ­ვე­ლო­ბით. ეკლე­სიის კურთხე­ვას მრავალ­რიც­ხო­ვა­ნი სა­ზო­გა­დოე­ბა დაესწ­რო. საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის გაუქ­მე­ბის შემდეგ პირ­ვე­ლი შემთხ­ვე­ვა იყო, რო­ცა ეროვ­ნულ საეკ­ლე­სიო  ხუროთმოძღვ­რე­ბის ტრადი­ციებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ასე­თი­ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ეკ­ლე­სია აშენდა თბილისში, ამა­ში ქაშუე­თის ეკლე­სიის წინამძღვ­რის კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის წვლი­ლი განსა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო. უწმი­დეს კალისტ­რა­ტეს ეს ეკ­ლე­სია განსაკუთ­რე­ბით უყ­ვარ­და, მან თა­ვი­სი სა­სუ­ლიე­რო ცხოვრე­ბის დი­დი­ ნა­წი­ლი ხომ ამ ეკ­ლე­სია­ში გაა­ტა­რა. მღვდელმთავ­რად კურთხე­ვის შემდე­გაც (1925 წ.) კა­ლისტ­რა­ტე მიტროპოლიტი ქაშუე­თის ეკლე­სიის წინამძღვ­რად დარ­ჩა, მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს გადაწყ­ვე­ტი­ლე­ბით ჯერ იყო ნინოწ­მინ­დე­ლი, ხო­ლო შემდეგ მანგ­ლე­ლ მღვდელმთავ­რად დად­გი­ნე­ბუ­ლი. ბოლ­შე­ვი­კუ­რი საო­კუ­პა­ციო ხელი­სუფ­ლე­ბა 1924 წელს დეკანოზ კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძეს ედა­ვე­ბო­და ქაშუე­თის ეკლე­სიის განძეუ­ლო­ბის გადამალ­ვას, რომე­ლიც ხელისუფ­ლე­ბას სჭირ­დე­ბო­და გასაყიდად და დამშეულ­თათ­ვის სურსა­თის შესა­ძე­ნად. გა­სუ­ლი საუ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში, რო­ცა ან­ტი­რე­ლი­გიუ­რი პროპაგანდა კი­დევ უფ­რო გაძლიერ­და ახა­ლი ძა­ლით დაიწ­ყო ეკ­ლე­სია-მონასტ­რე­ბის ად­მი­ნისტ­რა­ციუ­ლი წე­სით და­ხურ­ვა. საფრთხის წი­ნა­შე აღ­მოჩნ­და ქაშუე­თის წმ. გიორ­გის ეკ­ლე­სია. გამოჩნდ­ნენ ადა­მია­ნე­ბი, რომელ­ნიც ურჩევდ­ნენ საქართ­ვე­ლოს კპ(ბ) ცენტრა­ლურ კო­მი­ტეტს დაენგ­რიათ ქაშუე­თის ეკ­ლე­სია, რომლსაც მა­თი აზ­რით არა­ვი­თა­რი ის­ტო­რიუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ ჰქონდა. იყო ქაშუე­თის ეკლე­სიის ად­გილ­ზე ჰიგიე­ნის სახლის (აბა­ნოს) აშე­ნე­ბი­ს პროექ­ტი.

უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ 1938 წლის 31 აგვის­ტოს სა­გან­გე­ბო წერი­ლით მი­მარ­თა საქ. კპ(ბ) ცენტ­რა­ლუ­რი კომი­ტე­ტის მდი­ვანს ლ. ბერიას. წე­რილ­ში საუ­ბა­რი იყო იმის შესა­ხებ, რომ საქართ­ვე­ლოს სიძ­­ვე­ლე­თა კომი­ტე­ტის მიერ ეკ­ლე­სია აყ­ვა­ნი­ლი იყო აღ­რიცხ­ვა­ზე “კადნიე­რად მივაქ­ცევ რა თქვენს განათ­ლე­ბულ ყურად­ღე­ბას ზემოაღნიშ­ნულ­ზედ, პატივის­ცე­მით გთხოვთ განკარ­გუ­ლე­ბას ქვაშვე­თის სამრევ­ლოს სარგებ­ლო­ბა­ში დატოვე­ბი­სათ­ვის”.[49] უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს ამ განც­ხა­დე­ბა­ზე არის ლ. ბერიას მი­ნა­წე­რი: გთხოვთ გვაცნო­ბოთ არ­სე­ბობს თუ არა რაი­მე ოფი­ცია­ლუ­რი წყა­რო ქვაშვე­თის ეკლე­სიის დახურ­ვის შესა­ხებ~. ამის შემდეგ შეწყ­და მითქ­მა-მოთქ­მა ამ დი­დე­ბუ­ლი ტაძრის შე­საძ­ლო დანგ­რე­ვა­ზე. იქ­ნებ ამ საკითხ­თან საერ­თოდ არ არის კავშირ­ში, მაგრამ ერ­თი საყუ­რად­ღე­ბო ფაქტიც უნ­და აღვნიშ­ნოთ. ლავრენ­ტი ბერიას დე­და მარ­თა ჯა­ყე­ლი ღრმად მორწ­მუ­ნე ადა­მია­ნი იყო. იგი სისტე­მა­ტუ­რად დადიო­და სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტა­ძარ­ში და საა­თო­ბით იდ­გა სიო­ნის ღვთისმშობ­ლის ხატთან სანთლით ხელ­ში. განსვე­ნე­ბულ­მა ქალბა­ტონ­მა ბა­ბო დადიან­მა მიამ­ბო – გადასახ­ლე­ბი­დან დაბრუ­ნე­ბის შემდეგ სიო­ნის ეკ­ლე­სია­ში ღვთისმშობ­ლის ხატთან მუხ­ლი მო­ვი­ყა­რე და და­ვიწ­ყე ლოც­ვა. ცო­ტა ხან­ში ვიღა­ცამ მხარ­ზე ხე­ლი და­მა­დო, ავი­ხე­დე და სახტად დავრ­ჩი, ეს იყო ლ. ბერიას დე­და- მარ­თა ჯა­ყე­ლი, რომელ­მაც მითხ­რა – შვი­ლო, ვი­ცი შენ რა უბე­დუ­რე­ბაც გა­დაგხ­და, მაგრამ ლავრენ­ტის ვე­რა­ფერს ვთხოვ, მაინც არა­ფერს და­მი­ჯე­რებს… ილო­ცე ღმერ­თი გიშვე­ლის…”

უწმი­დეს­მა  და  უნე­ტა­რეს­მა  სრულიად  საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქ­მა კალისტ­რა­ტემ 1947 წელს ქაშუე­თის ეკლე­სიის მოხატ­ვის წი­ნა­და­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა ცნობილ ქართველ მხატ­ვარს ლა­დო გუდიაშ­ვილს. მრავ­ალი ხე­ლის­შემშ­ლე­ლი პი­რო­ბე­ბი­სა და უსია­მოვ­ნე­ბე­ბის მიუ­ხე­და­ვად მო­ხერხ­და საკურთხევ­ლის მო­ხატ­ვა. ლ. გუდიაშ­ვი­ლი მოგო­ნე­ბებ­ში ასე ახა­სია­თებ­და უწმი­დეს კალისტ­რა­ტეს “იგი დი­დე­ბუ­ლი ადა­მია­ნი იყო. პატ­რიო­ტი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ისტო­რიის, საეკ­ლე­სიო მხატვრო­ბის შესა­ნიშ­ნა­ვი მცოდ­ნე… უაღ­რე­სად კაცთმოყ­ვა­რე… მე იგი ისე მომწონ­და, რომ მი­სი სა­ხე ფრეს­კა­ში ერთ-ერთ მოცი­ქუ­ლად ჩავ­ხა­ტე… მას ეს ძალიან ესია­მოვ­ნა.”[50]

6. კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქობის ხა­ნა

სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის ქრის­ტე­ფო­რე III-ის გარდაც­ვა­ლე­ბის შემდეგ 1932 წლის 10 იან­ვარ­ს საგან­გე­ბოდ შეიკ­რი­ბა სა­კა­თა­ლი­კო­სო სი­ნო­დი, რომელ­საც ესწრებოდ­ნენ მიტ­რო­პო­ლი­ტე­ბი: სიმეო­ნი (ჭე­ლი­ძე), ვარ­ლა­მი (მა­ხა­რა­ძე), მელ­ქი­სე­დე­კი (ფხა­ლა­ძე), დავითი (კაჭახიძე), ეპის­კო­პო­სე­ბი: პავ­ლე (ჯა­ფა­რი­ძე), ნეს­ტო­რი (ყუბა­ნეიშ­ვი­ლი), ალექ­სი (გერ­სა­მია), ეფ­რე­მი (სი­და­მო­ნი­ძე). სი­ნოდ­მა ერთხმად მიი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მიტრო­პო­ლიტ კალისტ­რა­ტეს სრულიად საქარ­თ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის მოსაყდ­რედ გამორ­ჩე­ვის შესა­ხებ, ხო­ლო 1932 წლის 21 ივ­ნისს საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის მე-6 კრე­ბა­ზე იგი არჩეულ იქ­ნა სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქად. 24 ივ­­ნისს სვე­ტიცხოვ­ლის საპატ­რიარ­ქო ტა­ძარ­ში მოხ­და მი­სი აღ­საყდ­რე­ბა. საზოგადო­ე­ბი­სათ­ვის საინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ქუ­თა­თე­ლი მიტრო­პო­ლი­ტის, უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს ყვე­ლა­ზე შეუ­რი­გე­ბე­ლი ოპო­ნენ­ტის დავით კაჭა­ხი­ძის პო­ზი­ცია, რომე­ლიც წერ­და: “აბა, ერ­თი თვა­ლი გადავავ­ლოთ ჩვენ წარ­სულ საეკ­ლე­სიო ცხოვრე­ბას ამ უკა­ნასკ­ნე­ლი ორ­მო­ცი წლის განმავ­ლო­ბა­ში. რო­მე­ლი სა­სუ­ლიე­რო პი­რის სა­­ხე­ლი უფ­რო ხშირად, უფ­რო მე­ტი პატივის­ცე­მით იხსე­ნიებ­და ჩვენ წრე­ში? ვინ იყო ის, რომელ­მაც ჟურნალ “მწყემს­ში” მოა­თავ­სა სტა­ტია საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლო­ბის შესა­ხებ იმ დროს, რო­ცა ჯერ ამ საგნის შესა­ხებ ჩვენ შო­რის არა­ვი­თა­რი ლა­პა­რა­კი არ ყო­ფი­ლა და რომლის გა­მო ამ ჟურნა­ლის რედაქ­ტორ­მა და­ვით ღამბა­ში­ძემ ეგზარ­ქოს ვლადი­მე­რი­სა­გან რისხ­ვა მიი­ღო? ვინ იყო ის, რომელ­მაც დინ­ჯი, სა­ფუძვ­ლია­ნი, მეც­ნიე­რუ­ლი პა­სუ­ხი გას­ცა რუსე­თის ეკლე­სიის სინო­დის მოხე­ლეს სამუი­ლოვს და მის თანამოაზ­რეთ, რომელ­ნიც საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის კანო­ნიერ ავტო­კე­ფა­ლიას უარჰ­ყოფდ­ნენ? ვინ იყო ის, რომელ­მაც შეად­გი­ნა საგნის ამომ­წუ­რა­ვი სა­პა­სუ­ხო Послание რუსე­თის პატრიარ­ქის ტიხო­ნის საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კო­სი­სად­მი ეპის­ტო­ლეს შესა­ხებ?… ვინ იყო ის, რომე­ლიც წერ­და საქართ­ვე­ლოს უზე­ნაეს საე­რო და სა­სუ­ლიე­რო მთავრო­ბი­სად­მი საბუ­თიან მოხ­სე­ნე­ბებს საქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სიი­სა და სამღვდე­ლოე­ბის ამა თუ იმ სა­ჭი­როე­ბა­თა შესა­ხებ? ვინ არის ის, რომელ­საც ავტო­რი­ტეტ­ნი კათალი­კოს­ნიც კი, როგო­რე­ბიც იყვნენ კირიო­ნი და ლეო­ნი­დი ან­გა­რიშს უწევდ­ნენ, ვინ არის, ის რომელ­საც საქართ­ვე­ლოს ინტე­ლი­გენ­ცია თავი­დან­ვე არ­ჩევ­და და დღესაც მაღ­ლა აყე­ნებს ქართველ სამღვ­დე­ლოე­ბა­ში? ეს არის კა­ლისტ­რა­ტე, ინტე­ლექ­ტუა­ლი და მოქმე­დე­ბი­თაც უპი­რა­ტე­სი, შეიძ­ლე­ბა ზოგიერ­თი ჩვენ­თა­გა­ნი ყვე­ლა­ფერს მი­სი მსოფლმხედ­ვე­ლო­ბი­სას არ იზია­რებ­დეს, მაგრამ ცხად­ზე უც­ხა­დე­სია, რომ იგი ჩვენ შო­რის პირ­ვე­ლია თა­ვი­სი ჭკუით, ცოდნით, განვი­თა­რე­ბით, საქმია­ნო­ბით, გამოც­დი­ლე­ბით”[51] ქართ­ვე­ლი საზოგა­დოებ­რიო­ბის საუ­კე­თე­სო წარმომად­გენ­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლი­თა და აღტა­ცე­ბით შეხვდნენ საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლესიი­სათ­ვის უმძი­მეს დროს, რომ მი­სი საჭეთმპყ­რო­ბე­ლი­ გახ­და უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე. ეს აზ­რი კარგად გაახ­მო­ვა­ნა მარიამ ჯამბა­კურ-ორბე­ლიან­მა “თქვე­ნო უწმი­დე­სო­ბავ – უზომოდ ვწუხვარ, რომ ყველაფერს მოწყვეტილმა, დროზე ვერ გავიგე სასიხარულო ამბავი თქვენი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევისა და კურთხევის შესახებ. საქართველოს შვილთა საერთო სიხარულს მეც – მიმარ­თავ­და იგი უწმი­დეს კა­ლისტ­რა­ტეს – სიამოვ­ნე­ბით ვუერთ­დე­ბი და ვიზია­რებ საქართ­ვე­ლოს შვილ­თა საერ­თო სი­ხა­რულს, ბედ­ნიე­რი ვარ, რომ ჩვენ­მა ეკლე­სიამ თქვენებ­რი ღვაწლ­მა­ვა­ლი და ღირ­სეუ­ლი საჭეთმპყ­რო­ბე­ლი მოი­პო­ვა”.[52]

ჩაია­რა მილოც­ვებ­მა, პირ­ვე­ლი დღეე­ბის სიხა­რულ­მა, საქართ­ველოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი მკაც­რი რეა­ლო­ბე­ბის წი­ნა­შე დად­გა. 1937 წელს მოქმედ ეკ­ლე­სია­თა რაო­დე­ნო­ბა 300-დან 187-მდე, ხო­ლო სა­სუ­ლიე­რო პირ­თა 200-მდე შემცირ­და. 1940 წელს მოქ­მე­დი ეკ­ლე­სიე­ბი 15, სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი 128-მდე შემცირ­და. ხელი­სუფ­ლე­ბა აგრძე­ლებ­და საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის შევიწ­როე­ბის პოლი­ტი­კას. არასა­სურ­ველ სა­სუ­ლიე­რო პი­რებს ფიზი­კუ­რად უსწორდე­ბოდ­ნენ, სიკვდი­ლით დასა­ჯეს: “1. ბესა­რიონ ვა­შა­ძე, 2. მიხეილ ნანეიშ­ვი­ლი, 3. იო­სებ მირია­ნაშ­ვი­ლი, 4. ილა­რიონ ოქ­რო­პი­რი­ძე, 5. გიორ­გი ეპი­ტაშ­ვი­ლი, 6. ივა­ნე ჩი­ტა­ძე, 7. ერ­მი­ლე გოგო­ლიშ­ვი­ლი, 8. ივა­ნე ქაა­ძე, 9. მა­ლა­ქია წიკ­ლაუ­რი, 10. სამსონ მძინა­რიშ­ვი­ლი, 11. სპირი­დონ კე­თი­ლა­ძე, 12. რომა­ნოზ ჩიხ­ლა­ძე, 13. ნესტორ ღონ­ღა­ძე, 14. იოა­ნე ბო­ბო­ხი­ძე, 15. პროკო­ფი ჩი­გო­გი­ძე, 16. გიორ­გი დარ­ჩია. 17. ელიზ­ბარ ან­ჩა­ბა­ძე, 18. გიორ­გი წულაია, 19. იოა­ნე ფან­ცუ­ლაია, 20. აპო­ლონ აფხაი­ძე, 21. ნიკო­ლოზ ბეშ­ქე­ნი­ძე.

გადა­სახ­ლე­ბა­ში გარდაიც­ვალ­ნენ: 1. გიორ­გი მა­ჭა­ვა­რია­ნი, 2. ნიკო­ლოზ ოქრომჭედ­ლიშვი­ლი, 3. არ­სენ ჯა­ნე­ლი­ძე. 4. ნესტორ

ჯა­ლა­ღო­ნია, 5. ალექ­სანდ­რე ცქიფუ­რიშ­ვი­ლი. 6. ექვ­თი­მე ნანეიშ­ვი­ლი.”[53] რეპ­რე­სიე­ბი გრძელ­დე­ბო­და, გადაა­სახ­ლეს ეპის­კო­პო­სი ეფ­რე­მი (სი­და­მო­ნი­ძე), მიტ­რო­პო­ლი­ტი ვარ­ლა­მი (მა­ხა­რა­ძე), რუს­თა სამრევ­ლოს დე­კა­ნო­ზი ივა­ნე ლო­ზო­ვოი, არ­ქი­დია­კო­ნი ამბ­რო­სი (ახო­ბა­ძე). შიშ­სა და მომავ­ლის უი­მე­დო­ბამ დაი­სად­გუ­რა სა­სუ­ლიე­რო პირ­თა შო­რის. ამას ემა­ტე­ბო­და XIX საუ­კუ­ნის II ნახევ­რის თაო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი გზით კლე­ბა. ახა­ლი თაო­ბა, ბოლ­შე­ვი­კუ­რი ან­ტი­რე­ლი­გიუ­რი პროპა­გან­დი­სა და ად­მი­ნისტ­რა­ციუ­ლი ზეწო­ლის პირო­ბებ­ში სა­სუ­ლიე­რო პი­რო­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში რა უნ­და გაე­კე­თე­ბი­ნა უწმი­დეს­სა და უნე­ტა­რეს კალისტ­რა­ტეს? მან რო­გორც დიდ­მა სა­სუ­ლიე­რო მოღვა­წემ, თა­ვი­სი საქ­მია­ნო­ბა ასე წარმარ­თა: “1. საბ­ჭო­თა სახელმ­წი­ფოს ოფი­ცია­ლუ­რი საკა­ნონმ­დებ­ლო დოკუმენ­ტე­ბის მეშვეო­ბით, რომელ­ნიც ფორმა­ლუ­რად მაინც აღია­რებ­და რწმენის თავისუფ­ლე­ბას, დაიწ­ყო ბრძო­ლა ეკ­ლე­სია-მონასტ­რე­ბის ად­მი­ნისტ­რა­ციუ­ლი წე­სით დახურ­ვის, ნგრე­ვი­სა და ძარცვის პროცე­სის შესაჩე­რებ­ლად. 2. ხელისუფ­ლე­ბის მიერ საეკ­ლე­სიო პი­რე­ბი­სა და მოქ­მე­დი ეკლე­სიე­ბის სულისშემ­ხუთ­ვე­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო კანონმდებ­ლო­ბის შემსუ­ბუ­ქე­ბის მცდე­ლო­ბა. 3. საბ­ჭო­თა ხელისუფ­ლე­ბას­თან ლოია­ლო­ბი­სა და თანამშრომ­ლო­ბის კურსის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. 4. საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლესიი­სათ­ვის იუ­რი­დიუ­ლი სტატუ­სის მი­ნი­ჭე­ბი­სა და მსოფ­ლიო მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი სამოციუქლო ეკლე­სიე­ბის მიერ მი­სი ავტო­კე­ფა­ლიის აღია­რე­ბის მიღ­წე­ვა. 5. ეკ­ლე­სია­სა და საზო­გა­დოე­ბას შო­რის წარ­მო­შო­ბი­ლი გაუც­ხოე­ბის მოს­პო­ბა”.[54]

უწმი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კალისტ­რა­ტემ დაიწ­ყო უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა ბოლ­შე­ვი­კუ­რი ხელისუფ­ლე­ბის იდეო­ლო­გიუ­რი მანქა­ნის წინააღმ­დეგ. საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ეპარ­ქიებ­ში გახშირ­და “დაუდ­გე­ნე­ლი” ბოროტმოქ­მე­დე­ბის მიერ ეკლე­სიის მონასტ­რე­ბის ძარცვა, სა­სუ­ლიე­რო პირ­თა მკვლე­ლო­ბე­ბი­, დარბეულ იქ­ნა შიომღ­ვი­მის, ბეთა­ნიის, კაბენის მო­ნასტ­რე­ბი. საქართ­ვე­ლოს ადგი­ლობ­რი­ვი პარ­ტიუ­ლი ლიდე­რე­ბის მიერ ეკ­ლე­სია-მო­ნასტ­რე­ბი და მოქ­მე­დი სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი დაბეგ­რილ იქ­ნენ იმ ნორმით, რო­გორც ეს ხდე­ბო­და რუ­სეთ­ში. რუსე­თის ეკ­ლე­სია­ში ერთ ეპარ­ქიას იმ­დე­ნი სამრევ­ლოე­ბი ჰქონ­და, რამდე­ნიც სულ იყო საქართ­ვე­ლოს საპატ­რიარ­ქო­ში, ამი­ტომ თუ იქ არ უჭირ­დათ გადა­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და, საქართ­ვე­ლოშ­ი უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბა იყო შექმ­ნი­ლი. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე თავის მიმართვებში ამ­ხელ­და ხელისუფ­ლე­ბის ვერა­გულ პოლი­ტი­კას. რა სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რეო­ბა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ქვე­ყა­ნა­ში, რო­ცა თბილი­სის კირო­ვის რაიო­ნის ფი­ნან­სუ­რი ინსპექციის ინსპექ­ტო­რი სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქს ასეთი შინაარსის ულ­ტი­მა­ტუმს უყე­ნებ­და “თუ დაწე­სე­ბულ გა­და­სა­ხადს არ გადაიხ­დით, სა­კით­ხი გატა­ნილ იქ­ნე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კომი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, სიო­ნის ტაძრის ხელშეკ­რუ­ლე­ბის გაუქ­მე­ბი­სა და დახურ­ვის შესა­ხებ”.[55] წარმოვიდ­გი­ნოთ რა ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა ამ მხრივ საქართ­ვე­ლოს ეპარ­ქიებ­ში, რო­ცა საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის საჭეთმპყ­რო­ბელს საპატ­რიარ­ქო ტა­ძარს ართმევდ­ნენ. უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ სა­გან­გე­ბო დე­პე­შე­ბი გაგზავ­ნა მოსკოვ­ში საბჭო­თა კავში­რის უმაღ­ლე­სი საბჭოს პრეზი­დიუ­მის თავმჯდო­მა­რის მ. კალი­ნი­ნის, სსრ კავში­რის შინსახ­კო­მის თავმჯდო­მა­რის ლ. ბერიას სა­ხე­ლებ­ზე და ით­ხო­ვა დახ­მა­რე­ბა. ამა­ვე დროს საქართ­ვე­ლოს სსრ ფინ­სახ­კო­მის თავმჯდო­მა­რეს კ. ციმა­კუ­რი­ძეს აც­ნო­ბა:. “პატივის­ცე­მით გთხოვთ, ინე­ბოთ განკარ­გუ­ლე­ბა, რა­თა მოსკო­ვი­დან პასუ­ხის მოსვლამ­დე არ იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი არა­ვი­თა­რი აგ­რე­სიუ­ლი ხასია­თის ზო­მე­ბი სიო­ნის ტაძრის მი­მართ”.[56] ხელისუფ­ლე­ბის ადგი­ლობ­რი­ვი წარმომად­გენ­ლე­ბი შეუ­ვალ­ნი იყვნენ მოთხოვ­ნა­ში. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე საგან­გე­ბოდ აუდიენ­ცია­ზე მი­ვი­და უმაღ­ლე­სი საბჭოს საქ­მე­თა მმართველ მირიანაშ­ვილ­თან “გა­მოვც­ხა­დი ორ საათ­ზე – წერ­და იგი. არ მი­მი­ღო, მდივან დავი­თაშ­ვილს დაა­ბა­რა თქვენს განც­ხა­დე­ბა­ზე. თავმჯდო­მა­რემ უა­რი ეთქ­ვა­სო.”[57]

მიუ­ხე­და­ვად ასე­თი დამ­ცი­რე­ბი­სა უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე ფარხ­მალს არ ჰყრი­და. თბილი­სის ქალა­ქის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კომი­ტე­ტი­სად­მი გაგზავ­ნილ ვრცელ განმარ­ტე­ბა­ში ნა­თელს ჰფენ­და სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტაძრის გარ­შე­მო შექმნილ ვითა­რე­ბას. “1932 წლამ­დე, სიო­ნის ეკლე­სიის შე­ნო­ბი­სა და რენტის გა­და­სა­ხა­დი არ გადაუხ­დია (არც მოუთ­ხო­ვიათ), თუმ­ცა რო­გორც შემდეგ­ში აღ­მოჩნ­და, გა­და­სა­ხა­დი მათ შე­წე­რი­ლი ჰქო­ნია. 1933 წელს მო­მი­ვი­და უწ­ყე­ბა, რომ და­ვა­ლია­ნე­ბა იყო 10,325 მა­ნე­თი. ჩემს შუამდ­გომ­ლო­ბა­ზე ცა­კის აღმას­რუ­ლე­ბელ­მა კომი­ტეტ­მა იმა­ვე წლის 27 ნოემბ­რის დადგე­ნი­ლე­ბით სიო­ნის ეკლე­სიას მოუხს­ნა საუ­რა­ვი და მოით­ხო­ვა ძი­რი­თა­დი გა­და­სა­ხა­დი. ეს ფუ­ლი მხოლოდ 1938 წელს გადა­ვი­ხა­დეთ უსახს­რო­ბის გა­მო. ახ­ლა ვით­ხოვთ მ. კა­ლი­ნი­ნი­სა და ლ. ბერიას პასუ­ხამ­დე შეა­ჩე­რეთ თქვე­ნი მოთხოვ­ნე­ბი”.[58] რო­გორც ჩანს ხელისუფ­ლე­ბას არაფ­რის გა­გო­ნე­ბა არ სურ­და. 1940 წლის 19 მარტს უწმი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქ­მა კალისტ­რა­ტემ სა­გან­გე­ბო წერი­ლით მი­მარ­თა საქ. კპ (ბ) ცკ-ის მდი­ვანს კ. ჩარკვიანს. “სამსახუ­რებ­რივ და სინდი­სის მოვა­ლეო­ბად ვთვლი მოგახ­სე­ნოთ შემ­დე­გი: საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა ჩვენ­ში. მან სულიე­რად გამო­ზარ­და ჩვე­ნი ხალ­ხი, გადაარ­ჩი­ნა გათათ­რე­ბას და გარუ­სე­ბას, შეუ­ნარ­ჩუ­ნა სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი სა­ხე. დოგ­მა­ტუ­რი სწავლით იგი არ განსხვავ­დე­ბა სხვა მართლმა­დი­დე­ბელ ეროვ­ნე­ბა­თა ეკლესიის­გან, მაგრამ საუ­კუ­ნე­თა მანძილ­ზე მას გამოუ­მუ­შა­ვე­ბია თა­ვი­სე­ბუ­რი კი­ლო კითხ­ვი­სა და გა­ლო­ბი­სა, წე­რი­სა და წირ­ვა-ლოცვის შეს­რუ­ლე­ბი­სა, რაც პი­რა­დი გადა­ცე­მით გადა­დის ერ­თი თაობი­დან მეო­რე­ში, რადგა­ნაც საგალობ­ლე­ბის მცი­რე­დი ნაწი­ლის გარ­და ყო­ვე­ლი­ვე ზემოთაღ­ნიშ­ნუ­ლი ნო­ტებ­ზე გადაუ­ღე­ბე­ლია და სა­თა­ნა­დო გამოკვ­ლე­ვებ­ში აღუ­ნუსხ­ვე­ლი. ჩვენ­ში რუსე­თის უწ­მი­დე­სი სი­ნო­დი არა თუ არ აწარ­მოებ­და კვლე­ვა-ძიე­ბით მუშაო­ბას, არა­მედ მის მიერ მოვლი­ნე­ბულ “განმანათ­ლებ­ლე­ბის” პი­რით გიორ­გი ხუ­ცეს მო­ნა­ზო­ნი­სა და შო­თა რუსთა­ვე­ლის ენას ძაღლის ყე­ფად თვლი­და, მიქაელ მოდრე­კი­ლის ჰან­გებს მგელ­თა ხროვის ყმუილს უწო­დებ­და და “ბრძნულად” გვირჩევ­და რუ­სუ­ლი საგალობ­ლე­ბის ნო­ტებს მია­წე­რეთ ქარ­თუ­ლი სიტყ­ვე­ბი და ეზია­რეთ კულტუ­რულ ხალხის ღვთისმ­სა­ხუ­რე­ბა­სო. მიუ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეკლე­სიის არ­სე­ბო­ბა უზრუნ­ველ­ყო­ფი­ლია დი­დი სტალი­ნის შუქმფრქ­ვე­ვე­ლი კონსტი­ტუ­ციით, ჩვენს ეკლე­სიის კარს მოსდ­გო­მია ისე­თი განსაც­დე­ლი, რომელ­საც შეუძ­ლია სავსე­ბით მოუ­ღოს ბო­ლო სულ მოკ­ლე ხან­ში – სა­ხე­ში მაქვს ზოგიერ­თი ფინინსპექ­ტო­რის მოქ­მე­დე­ბა”[59] სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე წე­რილ­ში დაწვრი­ლე­ბით აღ­ნუს­ხავდა თუ რო­მელ ეპარქიაში აი­ძუ­ლეს სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი გადა­სა­ხა­დის გადაუხ­დე­ლო­ბის საბა­ბით სა­სუ­ლიე­რო პი­რო­ბა დაე­ტო­ვე­ბი­ნათ. მღვ. ს. შუბ­ლა­ძე, რომელმაც ვერ გადაიხადა  გადასახადი გამოცხადდა ურჩ გადამხდელად, სასამართლოს წესით დახურეს პეტრე-პავლესა და მთავარანგელოზის ეკლესიები ქუთაისში. თია­ნეთ­ში, დე­კა­ნო­ზი ი. სისაუ­რს, ადგილობრივმა ინსპექტორმა დაავალა 500 მანეთის, 80 კგ. ხორცის, 310 კგ. კარტოფილის, 9 კგ. ერბოს, 7 კგ. მატყლის გადახდა. თავზარდაცემულმა მღვდელმა მათ 400 მანეთი მისცა, დანარჩენი აპატიეს იმ პირობით თუ მღვდელობას თავს დაანებებდა. დაჭერის შიშით დეკანოზმა იროდიონ სისაურმა უწმიდესსა და უნეტარესს კალისტრატეს მიმართა განცხადებით სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. (განმოსილი იროდიონ სისაური შემდეგ რუსულის მასწავლებელი იყო თიანეთის რაიონ სოფელ საყდრიონში ს.ვ.) დუ­შეთ­ში, მღვდე­ლი გ. ჩო­ხე­ლი, უკი­დუ­რე­სად შევიწ­როე­ბულ იქ­ნენ თელა­ვის, ზუგდი­დის, თეთრიწ­ყა­როს, სიღნა­ღის, ჩხარის რაიო­ნებ­ში სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე გულისტ­კი­ვი­ლით დასძენ­და: “ფი­ნანს­თა სახკო­მის ინსპექ­ტო­რე­ბის ასე­თი შეუზ­ღუ­და­ვი თავი­სუფ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში მოუ­ღებს ბო­ლოს ათასექვსწ­ლო­ვანს საქართვ­ელოს ეკლე­სიას, სა­ნამ საბ­ჭო­თა კონსტი­ტუ­ციი­დან არ არის ამოშ­ლი­ლი 124-ე მუხ­ლი, ნუ იქ­ნე­ბა ხელოვ­ნუ­რად მიჩქ­მა­ლუ­ლი და ად­მი­­ნისტ­რა­ციუ­ლი წე­სით გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი საქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია, აღგ­ვი­ლი პირი­სა­გან ქვეყ­ნი­სა ქართ­ვე­ლი ერის უძ­ვე­ლე­სი კულტუ­რის ცოც­ხა­ლი ნაშ­თი”.[60]

შექმნილ ურთულეს პირობებში უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ მოა­ხერ­ხა ძეგლის მცველე­ბად გაეფორმებინა სა­სუ­ლიე­რო პი­რე­ბი ზოგიერთ ეკ­ლე­სია­ში, მაგრამ ეს საერ­თო მძი­მე სურათს ვერ ცვ­ლი­და. ვი­თა­რე­ბა იმდე­ნად სა­ვა­ლა­ლო შეიქმ­ნა, რომ სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტა­ძარ­ში მოქ­მე­დი სა­სუ­ლიე­რო პი­რი აღარ დარ­ჩა, თუ სა­სუ­ლიე­რო პი­რი პატრიარქ­თან ერ­თად ღვთისმ­სა­ხუ­რე­ბა­ში მიი­ღებ­და მონა­წი­ლეო­ბას, მას გადა­სა­ხა­დიც უნ­და გადაე­ხა­და, მაგრამ ის იმდე­ნად დი­დი იყო, რომ ვერცერ­თი სა­სუ­ლიე­რო პი­რი ვერ მოახერ­ხებ­და მის გადახ­დას, მა­შინ იგი უნ­და დაე­ჭი­რათ, რო­გორც ხელისუფ­ლე­ბი­სად­მი დაუ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი და მი­სი ოჯა­ხი­დან იძუ­ლე­ბის წე­სით უნ­და ამოე­ღოთ გადა­სა­ხა­დის თან­ხა… უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე გულისტ­კი­ვი­ლით აღნიშ­ნავ­და, თუ 1921 წელს სა­ქართ­ვე­ლო­ში 1450 მოქ­მე­დი ეკ­ლე­სია იყო 1941 წლისათ­ვის მი­სი რაო­დე­ნო­ბა 15-მდე შემცირ­და. ესეც არ იკმა­რეს დღის წესრიგ­ში დად­გა სვეტიცხოვ­ლის დახურ­ვის სა­კით­ხი. ეს ნა­ბი­ჯი უკ­ვე ფაქტიუ­რად საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის გაუქ­მე­ბას ნიშნავ­და. 1941 წლის 3 მარტს უწმი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კალისტ­რა­ტემ ით­ხო­ვა აუ­დენ­ცია საქ. კპ (ბ) ცკ-ის მდივან­თან კ. ჩარკვიან­თან, მაგრამ უშე­დე­გოდ. ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და წერი­ლით მიე­მარ­თა მისთვის. “დახუ­რულ ეკ­ლე­სია­თა შო­რის – წერ­და მი­სი უწ­მი­დე­სო­ბა – არის მსოფ­ლიო­ში სახელგანთქ­მუ­ლი მცხეთის “სვეტიც­ხო­ვე­ლი”, რომე­ლიც ცნო­ბი­ლია არა მარ­ტო იმით, რომ იშვია­თი ის­ტო­რიუ­ლი ძეგ­ლია, არა­მედ უმთავ­რე­სად იმით, რომ ის არის ქართ­ვე­ლი ერის აკ­ვა­ნი და ემ­ბა­ზი, ჩვე­ნი ხალ­ხი­სა და ეკლე­სიის ურ­ყე­ვი ტრადი­ციით საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის მამადმთავ­რის, კათა­ლი­კოს-პატრიარ­ქის კურთ­ხე­ვა უეჭ­ვე­ლად უნ­და მოხდეს სვეტიც­ხო­ველ­ში. ამის გა­მო ხსე­ნე­ბუ­ლი ტაძრის არამოქ­მედ ეკლე­სიად გა­დაქ­ცე­ვა პირ­და­პი­რი ნა­ბი­ჯია ათეულ საუ­კუ­ნო­ვან ეკლე­სიის დამოუ­კი­დებ­ლო­ბის გაუქ­მე­ბი­სა­კენ, რაც ერ­თის მხრივ სა­ბაბს მის­ცემს ჩვენ მტერ-მოყვა­რეს ახმაურდ­ნენ ახალ­გაზრ­და რესპუბ­ლი­კის წინააღმ­დეგ, ხო­ლო მეო­რე, არასა­სია­მოვ­ნოდ დაურ­ჩე­ბა ჩვენს ხალხსაც, მიუ­ხე­და­ვად მი­სი შვილე­ბის რწმენის სხვაო­ბი­სა, თუ ურწ­მუ­ნოე­ბი­სა, ეკლე­სიის დამოუ­კი­დებ­ლო­ბა ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ბო­ძის თვით ერის დამოუ­კი­დებ­ლო­ბი­სა. ეს შეგ­ნე­ბა იყო მი­ზე­ზი იმი­სა, რომ დიდმპყრო­ბე­ლურ­მა რუსე­თის სი­ნოდ­მა ასი წლის განმავ­ლო­ბა­ში მრავალ­ფე­რო­ვა­ნი ძალა­დო­ბით ერ­თი წუთი­თაც ვერ დაგვა­ვიწ­ყა კათა­ლი­კოს-პატრიარ­ქის ფუნქციე­ბის შე­ჩე­რე­ბა, ახ­ლა რო­ცა უამ­რა­ვი ტანჯ­ვა-ვაე­ბის, ბრძოლის შემდეგ აღვად­გი­ნეთ ჩვე­ნი ეკლე­სიის ავ­ტო­კე­ფა­ლო­ბა, ჩვენ­ვე გავაუქ­მოთ იგი, მისთვის, რომ მცხეთის რაიო­ნის მესვეურთ დასჭირ­დათ ეპის­კო­პო­სის ბედ­შა­ვი ოთა­ხი? ვფიქრობ, სა­ნამ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მოქ­მე­დებს დი­დი სტალი­ნის ბრწყინ­ვა­ლე კონს­ტი­ტუ­ცია და არსებობს რწმე­ნი­სა და ღვთისმსა­ხუ­რე­ბის შესრუ­ლე­ბის თავი­სუფ­ლე­ბა, ქართვე­ლო­ბა­შიც უნ­და დარჩეს მშო­ბე­ლი ეკლე­სიის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, მათ შო­რის საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის თა­ვის, კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის სვეტიც­ხო­ველ­ში კურთხე­ვის წე­სიც. ნათქვა­მი­დან ცხა­დია, რომ სვეტიცხოვ­ლის მოქმედ თუ არამოქ­მედ ტაძრად გამოც­ხა­დე­ბას აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშვნე­ლო­ბაც და სა­კით­ხი ამის შესა­ხებ, თუ დღესდღეო­ბით ყველასათ­ვის არ არის საგრძ­ნო­ბი მწვავედ წამოიჭ­რე­ბა მო­ხუც (75 წ.) კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის გარდაც­ვა­ლე­ბის შემდეგ. ასეთ უხერ­ხულ მდგო­მა­რეო­ბა­ში რომ არ ჩავვარ­დეთ სა­ჭი­როა, სა­ნამ სვეტიცხოვ­ლის დახურ­ვის ამ­ბა­ვი არ გახ­მაუ­რე­ბუ­ლა, მი­სი გახს­ნა, მით უმე­ტეს, რომ იგი ­დაი­ხუ­რა ადმინის ტრა­დი­ციუ­ლი წე­სით. დაი­ბა­რეს სვეტიცხოვ­ლის წინამძღვ­რის მოად­გი­ლე ეპის­კო­პო­სი ტა­რა­სი კან­დე­ლა­კი და უბრძა­ნეს 48 საათ­ში ბი­ნის განთა­ვი­სუფ­ლე­ბა და ტაძრის გასა­ღე­ბის ჩა­ბა­რე­ბა, რაც ისე­თი სისას­ტი­კით იქ­ნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რომ გამო­ძე­ვე­ბულ­მა ტაძრი­დან სა­კუ­თა­რი ნივთე­ბის გამო­ტა­ნის ნებართ­ვაც ვერ მიი­ღო”.[61]

უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე აღნიშ­ნავ­და, რომ ადგი­ლობ­რი­ვი ხელი­სუფ­ლე­ბა მოით­ხოვ­და იმ ოდე­ნო­ბის გადა­სა­ხა­დის გადახ­დას, რაც შეუძ­ლე­ბე­ლი იყო. იგი მოით­ხოვ­და სვეტიცხოვ­ლის დაუყოვ­ნებ­ლივ გახსნას, ეპისკო­პოს ტარასი­სათ­ვის კუთვ­ნი­ლი ბი­ნის დაბრუ­ნე­ბას და უსა­მართ­ლოდ შე­წე­რი­ლი გადა­სა­ხა­დე­ბის ჩამო­წე­რას. კითხუ­ლობ ამ წე­რი­ლებს და ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი ხდე­ბა. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე ფაქტიუ­რად მარტოდ­მარ­ტო იყო ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში, მაგრამ რო­ცა საქ­მე საქართვ­ელოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლესიი­სათ­ვის სა­სი­ცოცხ­ლო მნიშვნე­ლო­ბის სა­კით­ხებს ეხე­ბოდა ეს ფრთხი­ლი და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი კა­ცი უკომპ­რო­მი­სო ხდე­ბო­და. მი­სი არგუ­მენ­ტე­ბი იყო ისტო­რიულ სა­ბუ­თია­ნო­ბა­ზე და ხელისუფ­ლე­ბი­სა­გან დეკლა­რი­რე­ბულ სინდი­სის თავისუფ­ლე­ბის პრინცი­პებ­ზე აგე­ბუ­ლი. მი­სი სა­ხით საქართ­ვე­ლოს სხვა­დასხ­ვა ეპარ­ქიებ­ში შე­ვიწ­როე­ბუ­ლი სამღვ­დე­ლოე­ბა სულიერ პატრონ­სა და ქო­მაგს ხე­დავ­და. თვითონ ხელისუფ­ლე­ბი­სა­გან უკი­დუ­რე­სად შე­ვიწ­როე­ბუ­ლი, მაინც თავდა­დე­ბით იბრ­ძო­და სა­სუ­ლიე­რო პირე­ბის გადასარ­ჩე­ნად, მაგრამ ხშირ შემთხ­ვე­ვა­ში უძ­ლუ­რი იყო, ვინაი­დან გა­სუ­ლი საუ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში რო­გორც ჩანს საბ­ჭო­თა პოლი­ტი­კურ ხელმძღვა­ნე­ლო­ბას გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ჰქონ­და რელი­გიის ად­მი­ნისტ­რა­ციუ­ლი წე­სით გაუქ­მე­ბა და ოფი­ცია­ლუ­რად ქვეყნის ათეის­ტურ სახელმ­წი­ფოდ გა­მოც­ხა­დე­ბა. ვფიქრობ, შემთხ­ვე­ვი­თი არ იყო მოსკო­ვის საპატ­რიარ­ქო ტახტის ვა­კან­ტუ­რო­ბა (1943 წლამ­დე), ყო­ველ­თა სო­მეხ­თა კათა­ლი­კო­სის ხორე­ნის სიკვდი­ლით დას­ჯა (1938 წ.), საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­ში მა­სობ­რი­ვი რეპ­რე­სიე­ბი, სვეტიც­ხოვ­ლი­სა და სიო­ნის და­ხურ­ვის მცდელობა. ეს ფაქ­ტე­ბი ზე­მოთქ­მუ­ლი ვარაუ­დის რეა­ლო­ბას ამყარებს. ხელისუფ­ლე­ბის ეს განზრახ­ვა 1941 წლის 22 ივ­ნისს საბ­ჭო­თა კავშირ­ზე გერ­მა­ნუ­ლი ფაშიზ­მის თავდასხ­მამ ჩა­შა­ლა. XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში ბოლ­შე­ვი­კუ­რი ხელისუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი ლი­დე­რე­ბი­სა და მართლ­მა­დიდე­ბე­ლი ეკლე­სიე­ბის უმაღ­ლე­სი იე­რარ­ქე­ბის ურთიერ­თო­ბის საკით­ხებ­ზე მსჯელო­ბი­სას ად­გი­ლი აქვს ფოლკ­ლო­რუ­ლი მასა­ლის უტყუარ სინამდ­ვი­ლედ წარმოჩენის მცდე­ლო­ბებს, უწ­მი­დე­სი­ და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სემი­ნა­რიი­დან იც­ნობ­და იოსებ სტა­ლინს, მაგრამ ამას ხე­ლი არ შეუშ­ლია ხელისუფ­ლე­ბი­სათ­ვის ასეთ მარწუ­ხებ­ში მოექ­ცა საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია. ჯერ კი­დევ 1939 წლის დეკემ­ბერ­ში უწმი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კალისტ­რა­ტემ სცა­და უშუა­ლოდ ი. სტალინ­თან კონ­ტაქტ­ზე გასვ­ლა და დაბა­დე­ბი­დან 60 წლისთავ­თან დაკავ­ში­რე­ბით მას ასე­თი წე­რი­ლი გაუგ­ზავ­ნა: “თქვენ სიჭაბუ­კით­გან­ვე არ სცანით ძი­ლი თვალ­თა, რუ­ლი წამ­თა და განს­ვე­ნე­ბა ხორც­თა ტვირთმ­ძი­მე­თა და მაშვრალ­თა ცრემ­ლი­თა მოსას­პო­ბად, ამისათ­ვის მადლიერ­მა ერ­მა დაგსვათ ძლიერ­თა თვის­თა შო­რის და შეგმო­სათ დაუჭკ­ნო­ბე­ლი დიდე­ბით”.[62] მაგრამ ამის შემდეგ იყო, რომ დღის წესრიგ­ში დად­გა სვეტიც­ხოვ­ლი­სა და სიო­ნის დახურ­ვის სა­კით­ხი.

საბ­ჭო­თა კავშირ­ზე გერ­მა­ნუ­ლი ფაშიზ­მის თავდასხ­მის შემდეგ საბ­ჭო­თა პოლი­ტი­კუ­რი ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბა მიხვ­და, თუ ქვეყნის მოსახ­ლეო­ბის ყვე­ლა ფე­ნის ძალისხ­მე­ვას არ მიმარ­თავ­და მტრის წინააღმ­დეგ საბრძოლ­ვე­ლად, კა­ტასტ­რო­ფა გარ­დაუ­ვა­ლი იყო. ამი­ტომ რადი­კა­ლუ­რად შეიც­ვა­ლა ეკლე­სიი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. საქართ­ვე­ლოს მართლმადიდე­ბელ­მა სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკლე­სიამ მიუ­ხე­და­ვად ხელისუფ­ლე­ბის­გან თავს დამტყ­და­რი რეპ­რე­სიე­ბი­სა და შე­ვიწ­როე­ბი­სა, მიი­ღო სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სრუ­ლი თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა გამოუც­ხა­და მას ფაშიზ­მის წინააღმ­დეგ ბრძოლაში. უწმი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კალისტ­რა­ტემ საქართ­ვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკლე­სიის სახე­ლით ოფი­ცია­ლუ­რი განც­ხა­დე­ბა გაა­კე­თა: `რა მოჰყ­ვა ამ ვერა­გულ შემოჭ­რას? პირველ ყოვ­ლი­სა ნორ­მა­ლუ­რი ცხოვრე­ბის  მიმდი­ნა­რეო­ბის შე­ფერ­ხე­ბა, აუა­რე­ბელ მო­ქა­ლა­ქე­თა სიცოცხ­ლის მოს­პო­ბა თუ დაჭ­რა-დასა­ხიჩ­რე­ბა და წელ­თა განმავ­ლო­ბა­ში დაგრო­ვილ ნივთიერ საშუა­ლე­ბა­თა განია­ვე­ბა. თავდამსხ­მე­ლებს გა­ნუზ­რა­ხავთ ჩვენთვის ორგ­ვა­რი ძღვე­ნი, სიკვ­დი­ლი ფი­ზი­კუ­რი და სიკვ­დი­ლი ზნეობ­რივ-გო­ნებ­რი­ვი. მი­ვი­ღებთ ჩვენ ამ ძღვენს? ნუ იყო­ფინ!

მაშ, საყვა­რელ­ნო, ამ იმე­დით მტკიცედ ვდგეთ თავი­სუფ­ლე­ბა­სა მას, რომელ­თაც ქრისტე­მან განგვა­თა­ვი­სუფ­ლა ჩვენ და ნუ კვალად უღელ­სა მას მო­ნე­ბი­სა­სა. თავს ვი­დებთ. აღვიჭურ­ვოთ შეურ­ყე­ვე­ლი რწმენით, რომ ამპარ­ტა­ვან­თა შემ­მუსვ­რე­ლი, მოს­ცემს მხედ­რო­ბა­სა ჩვენ­სა ძა­ლას წარადევ­ნოს ჩვენგან ყოველნი მტერ­ნი”.[63] უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს განც­ხა­დე­ბა გა­მოქ­ვეყნ­და ქართულ და რუ­სულ პრე­სა­ში, ამას მოჰყ­ვა რუსე­თის პატრიარ­ქის მოსაყდ­რის მიტრო­პო­ლიტ სერგის და ყო­ველ­თა სო­მეხ­თა კათა­ლი­კო­სის გე­ვორქ VI განც­ხა­დე­ბე­ბი, რო­მელ­ნიც მხარს უჭერდ­ნენ საბ­ჭო­თა მთავრო­ბას გერ­მა­ნუ­ლი ფაშიზ­მის წინააღმ­დეგ ბრძო­ლა­ში. შექმნილ­მა ვითა­რე­ბამ საბ­ჭო­თა კავში­რის პოლი­ტი­კუ­რი ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბა იმ დასკვნამ­დე მიიყ­ვა­ნა, რომ რელი­გიი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რადი­კა­ლუ­რად შეეც­ვა­ლა. საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­ში დაიწ­ყო  შემო­წი­რუ­ლო­ბე­ბის  შეგ­რო­ვე­ბა  ფრონტის საჭიროე­ბი­სათ­ვის (თბი­ლი ტანსაც­მე­ლი, სურ­სა­თი, ფუ­ლი) ვი­საც, რი­სი შესაძლებ­ლო­ბაც ჰქონ­და უან­გა­როდ ფრონტ­ზე წა­სუ­ლი მეომრე­ბი­სათ­ვის გაი­ღებ­და. მოქმედ ეკ­ლე­სია-მონასტ­რებ­ში აღევ­ლი­ნე­ბო­და ლოც­ვე­ბი ჩვე­ნი მეომ­რე­ბის ჯანმრთელო­ბი­სათ­ვის. საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლესიი­სათ­ვის უდი­დე­სი მნიშვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და საბ­ჭო­თა კავში­რის პო­ლი­ტი­კუ­რი და სამხედ­რო ხელმძღვა­ნე­ლო­ბის სახე­ლით იო­სებ სტალი­ნის დეპე­შას. “თბი­ლი­სი, საქართ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოსს კალისტ­რა­ტეს, გთხოვთ გადას­ცეთ საქართ­ვე­ლოს საკა­თა­ლი­კო­სოს  სამღვდე­ლოე­ბას და მორწმუ­ნეთ, რომე­ლი­თაც ორი ათა­სი მა­ნე­თი შეაგ­რო­ვეს საჩუქ­რად გმირ წი­თელ არმიე­ლე­ბი­სათ­ვის. ჩე­მი სა­ლა­მი­ და წი­თე­ლი არმიის მად­ლო­ბა”.[64] ეს დე­პე­შა გა­მოქ­ვეყნ­და პრე­სა­ში. ან­ტი­რე­ლი­გიუ­რი მოძრაო­ბის ცენტ­რა­ლუ­რი თუ რეგიო­ნა­ლუ­რი ორგა­ნი­ზა­ციე­ბის ხელმძღვანე­ლო­ბი­სათ­ვის ცხა­დი გახ­და ხელი­სუფ­ლე­ბა სა­სუ­ლიე­რო პირე­ბის დევნას აღარ მოუ­წო­ნებდა, ამი­ტომ მა­თი აგ­რე­სიუ­ლი პო­ლი­ტი­კა რე­ლი­გიუ­რი ორგა­ნი­ზა­ციე­ბი­სად­მი შემგუებ­ლო­ბით შეიც­ვა­ლა. სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქმა უწ­მი­დე­სმა და უნე­ტა­რე­სმა კა­ლისტ­რა­ტემ ამ ვითა­რე­ბით კარგად ისარგებლა და ხელისუფ­ლე­ბას თხოვა ად­მი­ნისტ­რა­ციუ­ლი წე­სით გაუქ­მე­ბუ­ლი ეკლე­სიე­ბის აღდგე­ნა, რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი სა­სუ­ლიე­რო პირე­ბის კვლავ ეკლესიი­სათ­ვის დაბრუ­ნე­ბა. ხელისუფ­ლე­ბამ გა­დად­გა შემხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გადასახ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნდა არა ერ­თი სა­სუ­ლიე­რო პი­რი. მათ შო­რის მღვდელმთავ­რე­ბი ან­ტო­ნი (გიგი­ნეიშ­ვი­ლი), ეფ­რე­მი (სი­და­მო­ნი­ძე), ივა­ნე (ლოზო­ვოი), არქიდია­კო­ნი ამბ­რო­სი (ახო­ბა­ძე) და სხვე­ბი… 1944 წლის 2 ივ­ლისს უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ ეპის­კო­პოს ეფრემის­გან ასე­თი შინაარ­სის წე­რი­ლი მიი­ღო ტაშკენ­ტი­დან: “თქვე­ნო უწმი­დე­სო­ბავ! სიყვა­რულ­ით მოგესალ­მე­ბით და გი­სურ­ვებთ ხანგრძლივ, ჯანმრთელ სიცოცხ­ლეს. ლაგე­რი­დან მე გამათა­ვი­სუფ­ლეს 21 ივ­ნისს. უკა­ნასკ­ნე­ლი ად­გი­ლი ჩე­მი ციმ­ბი­რი იყო. სა­ქართ­ვე­ლო­ში დაბრუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა ლა­გერ­ში არ მომცეს, მითხრეს სა­ქართ­ვე­ლო­ში თუ გექ­ნე­ბა გაწ­ვე­ვა, მა­შინ წახ­ვა­ლო. ახ­ლა თქვენ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩე­მი სამშობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა… სად მო­ვეწ­ყო­ბი არ ვი­ცი, არც ტაშ­კენტ­ში მაძლე­ვენ ცხოვრე­ბის უფლე­ბას, უსახს­როდ ვარ”.[65] უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ სა­გან­გე­ბო წე­რილ­ით მი­მარ­თა საქართ­ვე­ლოს შინა­გან საქ­მე­თა მინისტრს ავქსენ­ტი რაფა­ვას: “გთხოვთ, ნე­ბას გამო­ვიწ­ვიო თბილის­ში მშო­ბე­ლი ეკლე­სიი­სათ­ვის სა­ჭი­რო ეფ­რემ ეპის­კო­პო­სი”.[66]

უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე სადღე­სას­წაუ­ლო დღეებ­ში ქადა­გე­ბი­სას არაერთ­ხელ შე­ხე­ბია ომი­სა და მშვიდო­ბის თე­მას: 1943 წლის 1 იან­ვარს მიმარ­თავ­და რა მრევლს, აღნიშ­ნავ­და: “ახალ წელს აღ­ვავ­ლენთ მხურ­ვა­ლე ლოცვას, რა­თა მია­ნი­ჭოს დიად­სა სამშობ­ლო­სა ჩვენ­სა გა­მარჯ­ვე­ბა ვე­რაგ მტერზედ, დაგვიბ­რუ­ნოს ჯანმრთე­ლად დღე­სა ფრონტზედ მებრძოლ­ნი ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, ძმე­ბი­ და მეუღ­ლე­ნი, აღივ­სოს ქვე­ყა­ნა ჩვე­ნი, სახლ­ნი ჩვენ­ნი და გულ­ნი ჩვენ­ნი სიყვა­რუ­ლით, სი­ხა­რუ­ლი­თა და კეთილმ­სა­ხუ­რე­ბით”.[67] საბ­ჭო­თა კავში­რის ცენტრა­ლურ გაზე­თებ­ში ხშირად იბეჭ­დე­ბო­და უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს მი­ლოც­ვე­ბი ი. სტალი­ნი­სად­მი, რომე­ლიც ეხე­ბო­და წი­თე­ლი არმიის წარ­მა­ტე­ბებს, საბ­ჭო­თა საიუ­ბი­ლეო დღესას­წაუ­ლებს. აქ­ვე საუ­ბა­რი იყო იმ შე­მო­წი­რუ­ლო­ბა­თა რაო­დე­ნო­ბა­ზე, რომე­ლიც სისტე­მა­ტუ­რად გროვ­დე­ბო­და ქართველ მორწ­მუ­ნე­თა შო­რის ფრონტის საჭიროე­ბი­სათ­ვის. ხელი­სუფ­ლე­ბა დადე­ბი­თად აღითქ­ვამ­და ყო­ვე­ლი­ვე ამას, მაგრამ ზოგჯერ არც­თუ სასურ­ველ ნაბიჯ­საც დგამ­­და, მაგა­ლი­თად, დი­დი ტკი­ვი­ლი იყო მორწმუნე­თათ­ვის და კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი­სათ­ვის სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტაძრის სამრეკ­ლო­დან დი­დი ზა­რის ჩა­მოხს­ნა იმ ზა­რი­სა, რომელ­საც სასოე­ბით მიმარ­თავ­და ცნო­ბი­ლი პოე­ტი იე­თიმ გურ­ჯი “დი­დო ზა­რო ჩვე­ნო სიო­ნი­საო”… ხელისუფ­ლე­ბის ორ­გა­ნოე­ბი საიდუმ­ლოდ ადევ­ნებდ­ნენ თვალ­ყურს, რა შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და ეკლე­სიას, მაგრამ ომის წი­ნა პერიოდ­თან შედა­რე­ბით ეს “ყუ­რად­ღე­ბა” უმნიშვ­ნე­ლოდ ჩან­და. ის ფაქ­ტი, რომ ი. სტალინ­მა კრემლ­ში მიი­ღო რუსე­თის სინო­დის წევ­რე­ბი, ნე­ბა დარ­თო მათ აერ­ჩიათ პატრიარ­ქი, გაეხს­ნათ ად­მი­ნისტ­რა­ციუ­ლი წე­სით და­ხუ­რუ­ლი ეკ­ლე­სიე­ბი, სასულიერო სასწავლებლები ხელი­სუფ­ლე­ბი­სა და ეკლე­სიის ურთიერ­თო­ბა­ში დი­დი დათბო­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იყო. 1944 წლის 1 დე­კემ­ბერს საბ­ჭო­თა კავში­რის სახკომსაბ­ჭომ მიი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა “მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სიე­ბი­სა და სამლოც­ვე­ლო სახლე­ბის შესა­ხებ”. დადგე­ნი­ლე­ბის თანახ­მად “1. აიკრ­ძა­ლოს და­ხურ­ვა დად­გე­ნი­ლი წე­სით რე­გისტ­რი­რე­ბუ­ლი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სიე­ბი­სა, რომლე­ბიც ყო­ფილ საეკ­ლე­სიო შენო­ბებ­ში მოქმე­დებდ­ნენ და იმ სამლოც­ვე­ლო სახ­ლე­ბი­სა, რომლე­ბიც მორწ­მუ­ნე­თა მიერ იჯა­რით აღე­ბულ სადგო­მებ­ში არიან მო­თავ­სე­ბუ­ლი”.[68] დად­გე­ნი­ლე­ბა ნე­ბას რთავ­და ადგილობ­რივ მმართვე­ლო­ბის ორგანოებს მორწ­მუ­ნე­თა ინტე­რე­სე­ბის გათვალის­წი­ნე­ბით გაეხს­ნათ ახა­ლი ეკ­ლე­სიე­ბი. ხელი­სუფ­ლე­ბა არ ელო­და თუ ამ­დე­ნი განც­ხა­დე­ბე­ბი შე­ვი­დო­და და­ხუ­რუ­ლი ეკლე­სიე­ბის ამოქ­მე­დე­ბის მოთხოვ­ნით. მარ­ტო სა­ქართ­ვე­ლო­ში 30-ზე მე­ტი განც­ხა­დე­ბა დაი­წე­რა. ხელისუფ­ლე­ბის ორ­გა­ნოე­ბი რელი­გიურ კონფენსიებ­თან ურთიერ­თო­ბის მოწეს­რი­გე­ბას ვერ ახერ­ხებდ­ნენ. ამი­ტომ 1943 წლის 8 ოქტომბ­რის ბრძანე­ბუ­ლე­ბით საბ­ჭო­თა კავში­რის სა­ხალ­ხო კომი­სარ­თა საბჭოს­თან შეიქმ­ნა რელი­გიის საქ­მე­თა საბ­ჭო, რომე­ლიც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ერთგ­ვა­რი შუა­მა­ვა­ლი ხელი­სუფ­ლე­ბა­სა და ეკლე­სიას შო­რის. რელი­გიის საქ­მე­თა საბ­ჭო რუსე­თის მართლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­ზე იყო ორიენ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც ლა­ხავ­და საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიას. უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მოხსე­ნე­ბის საფუძ­ველ­ზე რწმუნე­ბულ­თა საბჭოს სა­ხე­ლი შეეც­ვა­ლა და ნაცვლად _ რუსე­თის მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის რწმუნე­ბულ­თა საბ­ჭო – ეწო­და სსრკ სახკომსაბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი რელი­გიის რწმუნე­ბულ­თა საბ­ჭო. 1945 წლის 22 აგვის­ტო­დან უკ­ვე საქართ­ვე­ლოს მინისტრ­თა საბჭოს­თან შეიქმ­ნა მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის რწმუნე­ბუ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა. 1945 წლის მარტ­ში საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­ში 15 მოქმედ ეკლე­სიას დაე­მა­ტა 14, სა­დაც ღვთისმსა­ხუ­რე­ბას ეწეოდ­ნენ 5 მღვდელმ­თა­ვა­რი, 41 შტა­ტია­ნი მღვდე­ლი, 2 არქი­დია­კო­ნი, 3 მედა­ვით­ნე. რელიგიის საქ­მე­თა რწმუ­ნე­ბუ­ლი  ქადა­გიშ­ვი­ლი ავა­ლებ­და თა­ვის თანამშ­რომ­ლებს საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის შესა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მონა­ცე­მე­ბის შეგრო­ვე­ბას, სა­სუ­ლიე­რო პი­რებ­ზე თვალთ­ვალს. ხშირად ის­მე­ბა ასე­თი კითხ­ვა. უწმი­დეს კა­ლისტ­რა­ტე­სა და ი. სტა­ლინს შო­რის კარ­გი ურთიერ­თო­ბა დამყარ­და. პატრიარქს შეეძ­ლო გაეხს­ნა სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია ან აკა­დე­მია, რა­ტომ თქვა უა­რი ამა­ზე გაუ­გე­ბა­რიაო. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე კარგად ხე­დავ­და ხელისუფ­ლე­ბის­გან მოჩ­ვე­ნე­ბი­თი კეთილ­განწ­ყო­ბის მიუ­ხე­და­ვად არსე­ბობ­და იმის სა­შიშ­როე­ბა, რომ ბევ­რი არა­სა­სურ­ვე­ლი ადა­მია­ნი შეაღ­წევ­და ეკ­ლე­სია­ში­ და მას ძირს გამოუთხ­რი­და, ამი­ტომ სა­ჭი­რო იყო დი­დი სიფრთ­ხი­ლე… ი. სტა­ლი­ნი­სა უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს ურთიერ­თო­ბის შესა­ხებ რეა­ლუ­რი და ფოლკ­ლო­რუ­ლი გად­მო­ცე­მე­ბი ერთმა­ნეთ­შია არეული. უდავოა თბილი­სის სემი­ნა­რიი­დან მათ შო­რის ნაც­ნო­ბო­ბა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. სტა­ლინს არც შემდეგ და­ვიწ­ყე­ბია იგი. კანდიდ ჩარკ­ვია­ნი თა­ვის მოგო­ნე­ბებ­ში იხ­სე­ნებს თა­ვი­სა და მიხეილ ჭიაუ­რე­ლის ი. სტალინ­თან შეხვედ­რას და ცნო­ბი­ლი კინო­რე­ჟი­სო­რის დია­ლოგს: “ვი­­ცო­დი, რომ კა­თა­ლი­კო­სი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე სე­მი­ნა­რია­ში გოგ­ლა ლეო­ნი­ძის მასწავ­ლე­ბე­ლი იყო. აქე­დან მოდიო­და მა­თი ნაც­ნო­ბო­ბა. ვიფიქ­რე ამ ნია­დაგ­ზე გოგლას გავე­ხუმ­რე­ბო­დი. ტელე­ფო­ნით და­ვუ­რე­კე და კალისტ­რა­ტეს ხმით დინჯად და­ვუწ­ყე – ბა­ტო­ნო გიორგ­ი, ეს მე ვარ, კა­თა­ლი­კო­სი კა­ლისტ­რა­ტე. დი­ლა მშვი­დო­ბი­სა. დი­ლა მშვი­დო­ბი­სა, უწ­მი­დე­სო, რო­გორ ბრძანდე­ბით, თქვენ­მა ხმამ დი­დად გა­მა­ხა­რა _ მიუ­გო მოწი­წე­ბით გოგლამ. თქვენთან თხოვ­ნა მაქვს. აი, სი­გე­ლი რომ აღმო­გი­ჩე­ნიათ იქ­ნებ მი­სი ას­ლი მისაჩუქ­როთ. მო­გართ­მევთ, მიპასუხა, მაგრამ ამ დროს გა­მე­ცი­ნა, გოგ­ლა მიხვ­და, რომ ეს მე ვი­ყა­ვი, მაგრამ მართ­ლა რომ და­რე­კა კალისტ­რა­ტემ, გოგლამ უპა­სუ­ხა ვი­ცი, რა კათა­ლი­კო­სიც ხარ, ვერ მო­მატ­ყუე­ბო… გაოგ­ნე­ბულ­მა კათა­ლი­კოს­მა ყურ­მი­ლი და­დო. ცო­ტა ხნის შემდეგ გოგ­ლა მაინც დაეჭვ­და, აქეთ-იქით და­რე­კა, რო­ცა გაი­გო, რომ ნამდვი­ლად კა­ლისტ­რა­ტე ესაუბ­რე­ბო­და სასწრაფოდ ეახ­ლა და ბო­დი­ში მოუ­ხა­და. ნაამ­ბობ­მა ი. სტა­ლი­ნი გაამ­ხია­რუ­ლა. მე თვითო­ნაც თავს ვერ ვიკა­ვებ­დი რო­გორც კი წარმოვიდ­გენ­დი კალისტ­რა­ტეს ასკე­ტურ ფიგუ­რას, დახვე­წილ ინტელი­გენ­ტურ მა­ნე­რებს და მის შეცბუ­ნე­ბას”.[69]

უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე­სა და ი. სტალი­ნის პირისპირ შეხვედ­რა არ შემდ­გა­რა. ამი­ტომ გავრ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ვი­თომც კრემლ­ში უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე სა­მო­ქა­ლა­ქო სამო­სით გამოც­ხად­და, ფოლკლო­რის ჟანრს გა­ნე­კუთვ­ნე­ბა. 1948 წლის 21 ივ­ლისს უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე ი. სტა­ლინისადმი გაგზავნილ წე­რილ­ში საუბ­რობს ამის შესა­ხებ. “კაც­თა შო­რის რჩეუ­ლო, ჩე­მო მოხუ­ცე­ბუ­ლო­ბის ოც­ნე­ბა იყო სა­კუ­თა­რი თვალით მე­ნა­ხა ჩვე­ნი ხალხის სია­მა­ყე და მსოფლიოს უდი­დე­სი ადა­მია­ნი, მაგრამ ბედ­მა არ მარ­გუ­ნა ეს ბედ­ნიე­რე­ბა. ალ­ბათ, ამის ღირ­სი არა ვარ. მიი­ღეთ ძვირ­ფა­სო იო­სებ, საქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სიი­სა და მი­სი მეთაუ­რის გულწრ­ფე­ლი მად­ლო­ბა მშო­ბე­ლი საბ­ჭო­თა კავშირ­ში არსე­ბულ სარწმუნოებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცია­თა სია­ში შეყვანი­სათ­ვის, ხო­ლო ჩე­მი კად­ნიე­რი მა­მაშ­ვი­ლუ­რი სიყვა­რუ­ლის გამომხატ­ვე­ლად მოგართ­ვათ წინა­პარ­თა მიერ შექმ­ნი­ლი და ნაან­დერ­ძე­ვი ქარ­თუ­ლი კუ­ლა წარწე­რით: “იო­სებ ქართ­ველს, მსოფ­ლიო­ში უცალ­ღა­ლა­ტო ადამიანს, მაშვრალ­თა წინამძღ­ვარს, მადლო­ბით გულსავ­სე საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი მწყემსის კა­ლისტ­რა­ტე კათა­ლი­კოს-პატრიარ­ქი­სა­გან”.[70] უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ ი. სტა­ლინს გაუგ­ზავ­ნა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის კა­ლენ­და­რი. ი. სტალი­ნი­სა­გან არა ერ­თი წე­რი­ლი მიი­ღო უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ. 1946 წლის აგ­ვის­ტო­ში იგი საე­რო ხელისუფ­ლე­ბი­სა­გან დაჯილ­დოვ­და “სა­მა­მუ­ლო ომ­ში ეკლე­სიი­სა­გან გაწეუ­ლი დახმარე­ბი­სათ­ვის”.

უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე უკ­ვე ხელისუფ­ლე­ბას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში მტკი­ცე და შეურ­ყე­ვე­ლია მოთხოვ­ნებ­ში. 1949 წელს საქ. კპ (ბ) ცკ-ის მდი­ვანს კ. ჩარკვიანს მოახ­სე­ნებ­და ეკლე­სიის საჭიროებისათვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ლოცვა­ნის, საეკ­ლე­სიო კალენ­და­რის, ეკლე­სიის მართ­ვა-გამგეო­ბის დებუ­ლე­ბის და­ბეჭდ­ვა. მან კარგად იცო­და, რომ 1923 წელს საპატრიარ­ქო­სათ­ვის ჩამორთ­მეულ რეზიდენ­ციას ვერ დაიბ­რუ­ნებ­და, მაგრამ სრულე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტაძრის მახლობ­ლად ახა­ლი რეზიდენ­ციის აშე­ნე­ბა “მოგეხ­სე­ნე­ბათ – წერ­და უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე კ. ჩარკვიანს – სახ­ლი, რომელ­შიც ამჟა­მად ცხოვ­რობს სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი. თბილი­სის რეკონსტრუქ­ციის ახა­ლი გეგმით უნ­და აღე­ბულ იქ­ნას, ვინაი­დან იგი თავის­თა­ვა­დაც ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის ბი­ნი­სა და მასთან დაკავ­ში­რე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა მოთხოვ­ნი­ლე­ბას, ცხა­დია უნ­და აშენ­დეს ახა­ლი სახ­ლი”.[71] სხვა მი­მართ­ვა­ში უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე საე­რო ხელისუფ­ლე­ბის ყურად­ღე­ბას მიაპყ­რობ­და სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტაძრის სახუ­რა­ვის შეკე­თე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

მეო­რე მსოფ­ლიო ომის დამთავ­რე­ბის შემდეგ საბ­ჭო­თა კავში­რის პოლი­ტი­კურ ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სიუ­რი მუშაო­ბა მიმდი­ნა­რეობ­და თურქე­თის, რო­გორც გერმა­ნიის მოკავ­ში­რის მი­მართ შე­საძ­ლო სამხედ­რო ოპე­რა­ციის განხორ­ციე­ლე­ბის შესა­ხებ. სა­ქართ­ვე­ლო­სა და სომხე­თის მოსახლეო­ბი­სათ­ვის დი­დი მნიშვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და საუ­კუ­ნე­თა მანძილ­ზე თურქე­ბის მიერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი და სომ­ხუ­რი ტერი­ტო­რიე­ბის დაბრუ­ნე­ბის საკითხს.

1945 წლის 14 დე­კემ­ბერს გაზ. “კო­მუ­ნისტ­ში” და “ზარია ვოს­ტო­კა­ში” გა­მოქ­ვეყნ­და აკა­დე­მი­კო­სე­ბის ს. ჯა­ნა­შია­სა და ნ. ბერძენიშ­ვი­ლის წე­რი­ლი თურქე­თი­სად­მი ჩვე­ნი კა­ნო­ნიე­რი პრეტენ­ზიის შესა­ხებ, რომელ­შიც ისტო­რიულ წყაროებ­ზე დაყრდნო­ბით ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო თუ რო­გორ მიი­ტა­ცა თურქეთ­მა საქართ­ვე­ლოს ისტორიული ტე­რი­ტო­რიე­ბი. წე­რილ­ში საუ­ბა­რი იყო იმა­ზეც, რომ თურ­ქე­თი მეო­რე მსოფ­ლიო ომის დროს გერმა­ნიის მო­კავ­ში­რე იყო. “ჩვენ კი? კითხუ­ლობდ­ნენ ავ­ტო­რე­ბი – გა­ნა სა­ჭი­როა გავახ­სე­ნოთ მსოფლიოს თუ რა წვლი­ლი შეი­ტა­ნა ქართველ­მა ხალხ­მა გაერ­თია­ნე­ბუ­ლი ერე­ბის წმი­და­თა-წმი­და საქ­მე­ში? ქართველ ხალხს უნ­და დაუბრუნ­დეს თა­ვი­სი მი­წა-წყა­ლი, რომელ­ზეც არა­სო­დეს უთქ­ვამს უა­რი და ვერც იტყვის”.[72] სა­გან­გე­ბო შეკ­რე­ბა გაი­მარ­თა სომეხთა რელიგიურ ცენტრში, ეჩმია­ძინ­ში, სა­დაც ყო­ველ­თა სო­მეხ­თა კათა­ლი­კოს­მა გე­ვორქ VI-ემ, კილი­კიის სო­მეხ­თა კათა­ლი­კოს­მა გარე­გინ I-მა და სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკლე­სიის ეპის­კო­პოსებ­მა ოფი­ცია­ლუ­რად მოსთხო­ვეს თურ­ქეთს სომხეთი­სათ­ვის მი­ტა­ცე­ბუ­ლი ტერი­ტო­რიე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა. უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს არ­ქივ­ში მრავლად არის და­ცუ­ლი მა­სა­ლე­ბი, რომლებიც აღნიშ­ნულ პრობლე­მებ­ს შეეხება. საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკლე­სია 1917, 1920, 1927, 1945 წლის ეკლესიის მართვა-გამგეობის დებუ­ლე­ბებ­ში ყველგან მოიხ­სე­ნიებ­და ზე­მო ქართლის (ის­ტო­რიუ­ლი ტა-კლარჯე­თის) ეპარქიებს, რო­გორც საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დიდე­ბე­ლი სამოციქულო ეკლე­სიის განუ­ყო­ფელ ნა­წილს. მრავალმხ­რივ არის საინ­ტე­რე­სო უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს წე­რი­ლი “საქართ­ვე­ლოს საკა­თა­ლი­კო­სოს ზე­მო ქართლის ეპარქიი­სათ­ვის”. ამ წერი­ლის ერ­თი ვარიან­ტი 1946 წლის 1 იან­ვარს სათაუ­რით “Католикос Грузии о законных треюованыях Грузинского народа к Турции”. “ზარია ვოს­ტო­კა­ში” გა­მოქ­ვეყნ­და, ხო­ლო იმა­ვე წლის 5 იან­ვარს მან წე­რი­ლი გაგზავ­ნა “კომუნის­ტის” რე­­დაქ­ცია­ში “გთხოვთ, მომცეთ საშუა­ლე­ბა ჩე­მი ხმა შევუერ­თო ქართ­ვე­ლი ერის სამართ­ლიან მოთხოვ­ნას, რომე­ლიც წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო თურქე­თის მი­მართ პა­ტივ­ცე­მუ­ლი მეცნიე­რე­ბის ს. ჯა­ნა­შია­სა და ნ. ბერძენიშ­ვი­ლის წე­რილ­ში – უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე მიმოი­ხი­ლავდა რა ბიზან­ტიის იმპე­რიის დაცე­მის შემდგომ პერიოდს, აც­ხა­დებდა – საქართ­ვე­ლოს სამხრეთ-დასავ­ლე­თით ბნე­ლი უკუ­ნე­თი ჩა­მოწ­ვა. ჩვენს ქვეყა­ნას ოს­მა­ლე­თი გაუ­მე­ზობლ­და, შეწყ­და მრავალ­საუ­კუ­ნო­ვა­ნი ცხო­ვე­ლი ურთიერ­თო­ბა ქართვე­ლებ­სა და დასავ­ლე­თის განათ­ლე­ბულ ხალხებ­თან. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე აღ­ნიშ­ნავდა, რომ დაპყრო­ბილ მხა­რე­ში ოსმა­ლო­ბამ მოს­პო ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, ქრის­ტია­ნო­ბა, ქარ­თუ­ლი ენა… გა­სა­გე­ბია, რომ საუ­კუ­ნო ზრუნვის სა­გა­ნი მტრისგან ძა­ლად მი­ტა­ცე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი მი­წა-წყლის და და­ჩაგ­რუ­ლი შე­გი­ნე­ბუ­ლი ღვიძ­ლი ძმების დედასამშობ­ლო­სათ­ვის დაბ­რუ­ნე­ბა გარდაუ­ვალ ამო­ცა­ნად დაის­ვა… საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ისტო­რიუ­ლად ყოველთ­ვის ეროვ­ნუ­ლი მთლია­ნო­ბი­სა და დამოუ­კი­დებ­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო. ჩვე­ნი ეკ­ლე­სია ამა­ვე დროს სხვა სარწმუ­ნოე­ბის მიმდე­ვარ­თა მი­მართ ყოველთ­ვის ლმო­ბიე­რე­ბი­თა და მოთმი­ნე­ბით გამოირ­ჩეო­და. უმე­ტე­სად ეს ითქმის იმ ქართვე­ლე­ბის, ჩვე­ნი ღვიძ­ლი ძმების მი­მართ, რომელ­თაც მრავალ­საუ­კუ­ნო­ვა­ნი ძალა­დო­ბის შემდეგ ისლა­მის სარწ­მუ­ნოე­ბა მიი­ღეს… დღეს ის­ტო­რიუ­ლი უსა­მართ­ლო­ბის გასწო­რე­ბის ჟამია, თავისუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ხალხებ­მა სამუ­და­მოდ დაა­მარც­ხეს მძლავ­რო­ბა-მტაცებ­ლო­ბის კე­რა ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნია, და მი­სი მო­კავ­ში­რეე­ბი… ქართველ­მა ხალხ­მა თავ­და­დე­ბუ­ლი ბრძოლით მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შეი­ტა­ნა ბო­როტ ძალ­თა განად­გუ­რე­ბის ამ საერ­თო საქ­მე­ში და უდა­ვო უფლე­ბაც მოი­პო­ვა, მოით­ხო­ვოს  უსა­მართ­ლო­ბის  გას­წო­რე­ბა  –  საქართ­ვე­ლოს ეროვ­ნულ-ტე­რი­ტო­რიუ­ლი გაერ­თია­ნე­ბა.

თავი­სუ­ფალ ერ­თა გაერ­თია­ნე­ბის წევრ­მა ოსმა­ლეთ­მა საქართ­ვე­ლოს უნ­და დაუბ­რუ­ნოს ქარ­თუ­ლი მი­წა-წყა­ლი: არტაა­ნის, ართვი­ნის, ოლთი­სის, თორთუ­მის, ისპი­რის, ბაი­ბუ­თის, ლაზის­ტან-ჭა­ნეთ-ტრაპი­ზო­ნის, გირე­სუ­ნის ჩათვლით”.[73] წერ­და უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე. იგი ოპე­რა­ტიუ­ლად გამოეხ­მაუ­რა თურქე­თის პრე­სა­ში გამოქვეყ­ნე­ბულ წე­რი­ლებს, რო­მელ­თა ავ­ტო­რე­ბი აცხა­დებდ­ნენ, რომ მუსლი­მან ქართ­ვე­ლებს დევნას დაუწ­ყე­ბენ ამ ტერი­ტო­რიე­ბის საქართველოს­თან შეერ­თე­ბის შემთხ­ვე­ვა­შიო – “ჩვენ აღთქმას ვდებთ, გაბრიყ­ვე­ბით, მზაკვრო­ბით და ცდუნე­ბით არ­ცერ­თი მუს­ლი­მა­ნი არ იქნე­ბა გაქრის­ტია­ნე­ბუ­ლი, რაც შეე­ხე­ბა საბ­ჭო­თა ხელისუფ­ლე­ბას, ის სარწმუ­ნოე­ბის სა­კითხ­ში არ ერე­ვა, ჩვე­ნი კონსტი­ტუ­ციით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია სინ­დი­სი­სა და რწმენის თავი­სუფ­ლე­ბა”.[74] საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის ამ მო­წო­დე­ბებს დაერ­თო აჭა­რის მუსლიმან­თა ლიდე­რის რა­სიმ სულეი­მა­ნის ძე ბერი­ძის წე­რი­ლი: “თურქ­მა მოძა­ლა­დეებ­მა­ დაგვიბ­რუ­ნონ ჩვე­ნი მი­წა-წყა­ლი”. ი. სტალი­ნის ბრძანე­ბით ამიერ­კავ­კა­სიის სამ­ხე­დო ოლ­ქის ჯარების სარდლად დაი­ნიშ­ნა მარ­შა­ლი კ. რო­კო­სოვს­კი, ყვე­ლა­ფე­რი იქით მიდიო­და, რომ თუ­რქე­თ­თან ომი გარ­დაუ­ვა­ლი იყო, მაგრამ დასავ­ლე­თის ქვეყნებ­მა თურ­ქეთს დაუ­ჭი­რეს მხა­რი და ის­ტო­რიუ­ლი ტერი­ტო­რიე­ბის სა­ქართვე­ლო­სათ­ვის დაბ­რუ­ნე­ბა განუხორ­ციე­ლე­ბელ ოცნე­ბად დარ­ჩა.

უწმი­დეს და უნე­ტა­რეს კალისტ­რა­ტეს ფიქრის და ზრუნვის სა­გა­ნი ყოველთ­ვის იყო საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია,მი­სი მო­მა­ვა­ლი. ვიმეო­რებთ, ის ფაქტიუ­რად მარ­ტო იყო საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ინტერე­სე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში. 1943 წელს გულახ­დი­ლად აღია­რა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რეო­ბა “მარტოდ დარ­ჩე­ნილს მძი­მე ავადმ­ყო­ფო­ბა მეწ­ვია და თბილი­სის ეკ­ლე­სიე­ბი ხუ­თი თვის მანძილ­ზე მღვდელმთავ­რის წირ­ვა-ლოცვის გა­რე­შე და­ტო­ვა. ეს კი დი­დად აღო­ნებ­და მორწმუნეებს და სარე­ცელ­ზე მდე­ბა­რე ეკლე­სიის მეთაურ­საც”[75].

ამი­ტომ იყო, რომ გამოჯანმრ­თე­ლე­ბის­თა­ნა­ვე ეპის­კო­პო­სად აკურთ­ხა დი­მიტ­რი ლაზა­რიშ­ვი­ლი. უწმი­დეს და უნე­ტა­რეს კალისტრა­ტე­სათ­ვის განსაკუთ­რე­ბით მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო თუ რო­გორ წარი­მარ­თე­ბო­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის მო­მა­ვა­ლი, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ხელი­სუფ­ლე­ბი­სა და ეკლე­სიის ურთიერ­თო­ბა, ვინ შეძლებ­და მმართველ მღვდელმთავართაგან ყვე­ლა­ზე კარგად მი­სი საქმის გაგრძე­ლე­ბას. მუშაობ­და თავდავიწ­ყე­ბით, ჩქარობ­და არა­ფე­რი დარ­ჩე­ნო­და მო­სასწ­რე­ბი, 1943 წელს, სექტემ­ბერ­ში მიი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის მოსაყდ­რედ გამოერ­ჩია მიტ­რო­პო­ლი­ტი მელ­ქი­სე­დე­კი (ფხა­ლა­ძე). მი­სად­მი გაგზავ­ნილ წე­რილ­ში ურ­ჩევ­და: “გთხოვთ ჩემს მიერ აღე­ბულ გეზ­სა და მიმარ­თუ­ლე­ბას ნუ შეცვლით, ეს არ ივარ­გებს, ეკ­ლე­სიი­სა და პირა­დად თქვენთვი­საც იქ­ნე­ბა საზია­ნო. ჩე­მი დამარხ­ვის შემდეგ დაუყოვ­ნებ­ლივ დაამტ­კი­ცეთ ქაშუე­თის წინამძღვ­რად ყოვლადსამღვ­დე­ლო დი­მიტ­რი, იქო­ნიეთ მასთან ძმუ­რი კავ­ში­რი და ყუ­რი ათხო­ვეთ მის რჩე­ვებს. ფრთხი­ლი და ჭკვია­ნი კაცია, შე­მინ­დე თხოვ­ნი­სა და დავალე­ბი­სათ­ვის, ვევედ­რე­ბით უფალს შეგვე­წიოს სამშობ­ლო­სა­ და ეკლე­სიის სამსა­ხურ­ში”.[76]

ამ ანდერ­ძის დაწე­რის შემდეგ უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ 9 წე­ლი იცოცხ­ლა. ეს არ იყო ასა­კო­ვა­ნი, წლებით დაღ­ლი­ლი კა­ცის ცხოვ­რე­ბა. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კათა­ლი­კო­სის პი­რად ფონდ­ში და­ცუ­ლია უც­ნო­ბი ავტო­რის  მიერ  სრულიად  საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს და­ხა­სია­თე­ბა. “იგი უბ­რა­ლო და თავმ­და­ბა­ლია, რო­გორც კერ­ძო ცხოვ­რე­ბა­ში ისე სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეო­ბა­ში, მთე­ლი მი­სი ყო­ფა წარმოად­გენს მისა­ბაძ მა­გა­ლითს თვითაღზრ­დი­სა და თვითგან­ვი­თა­რე­ბი­სა, ბე­ჯი­თი შრო­მი­სა. მონა­ზო­ნის უბ­რა­ლო ბარტყუ­ლის ქვეშ, შევერცხ­ლი­ლი თმით და­ფა­რუ­ლი მი­სი მა­ღა­ლი შუბ­ლი შეი­ცავს ფარ­თო განათლე­ბას­თან ერ­თად დიდ პრაქტი­კულ ცოდნას და ცხოვრე­ბის მდიდარ გამოც­დი­ლე­ბას. მას ახა­სია­თებს განსაკუთ­რე­ბით ბეჯი­თი დამო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თა­ვის მოვა­ლეო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. ღრმა მოხუ­ცე­ბუ­ლო­ბამ­დე შეი­ნარ­ჩუ­ნა ახალ­გაზრ­დუ­ლი სუ­ლი და სა­ღი მეხ­სიე­რე­ბა. მუ­დამ მოძრავ­მა და მოქ­მე­დე­ბა­ში მყოფ­მა არ იცის რა არის დას­­ვე­ნე­ბა, იგი წვე­ბა არა უად­რეს ღა­მის 1 საა­თი­სა, დი­ლით დგე­ბა 6 საათ­ზე. მა­ლე ეწ­ვე­ვა ტა­ძარს, ემთხ­ვე­ვა ხა­ტებს, შე­დის საკურთ­ხე­ველ­ში, სა­დაც მუხლმოდ­რე­კი­ლი დიდ­ხანს ლო­ცუ­ლობს. ლოცვის შემდეგ სა­თა­ნა­დო განკარ­გუ­ლე­ბებს გას­ცემს და ბრუნ­დე­ბა შინ, საუზ­მობს უბ­რა­ლო ჩაით და მსუბუქ მისა­ტა­ნე­ბე­ლით (კვერც­ხი) ისევ მოკ­ლე ლოც­ვა და შეუდ­გე­ბა მუშაო­ბას. აქ­ვე იწე­რე­ბა მოხ­სე­ნე­ბა­ნი, მიმ­დი­ნა­რე სა­კითხ­თა გა­დაჭ­რა, მთხოვნელ­თა მი­ღე­ბა. მუშაობს 15 საა­თამ­დე. მთხოვნელ­თა მი­ღე­ბა ხდე­ბა ნების­მიერ დროს, სათ­ნოა და გულ­კე­თი­ლი. სადილობს 15 საათ­ზე. სა­დილ­ზე 3-5 ადა­მია­ნი მუ­დამ არის მასთან. თა­ვის ტაბ­ლა­ზე კა­თო­ლი­კო­სი ყველას­თან ერთ­ნაი­რია, განურჩევ­ლად მდგო­მა­რეო­ბი­სა და თა­ნამ­დე­ბო­ბი­სა. სა­დილ­ზე მიირთ­მევს ღვინოს (2 ჭი­ქა). შემდეგ აგრ­ძე­ლებს მუშაო­ბას 24 საა­თამ­დე. არა­სო­დეს არ ვახშ­მობს. თვალ­ყურს ადევ­ნებს ყვე­ლა­ფერს, რაც მის გარ­შე­მო ხდე­ბა, იბეჭ­დე­ბა. ყოველდ­ღიუ­რად კით­ხუ­ლობს ქართულ და რუ­სულ ჟურნალ-გა­ზე­თებს. მეცნიე­რულ წიგ­ნებს, მხატვ­რულ ლიტე­რა­ტუ­რას. არა­ვი­თა­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და ფუ­ლი არ გააჩ­ნია. ის მუ­დამ უწევს დახმა­რე­ბას ყველას, ვინც კი მას მი­მარ­თავს, ბევ­რი განსაც­დე­ლი გადაია­რა, მაგრამ იგი ნუ­გეშს ეძიებ­და და პოუ­ლობ­და ქრისტია­ნულ მოთ­მი­ნე­ბა­სა და სარწ­მუ­ნოე­ბა­ში, ღვთის მსა­ხუ­რე­ბა­ში”.[77] ანო­ნი­მი ავ­ტო­რი შთამბეჭ­და­ვად წარ­მოა­ჩენს ამ დი­დე­ბუ­ლი მწყემსმთავ­რის პიროვ­ნე­ბას.­

მეო­რე მსოფ­ლიო ომის დამთავ­რე­ბის შემდეგ, როდე­საც საბ­ჭო­თა მთავრო­ბამ ეკლე­სიი­სად­მი შეუ­რი­გე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ლოია­ლო­ბით შეც­ვა­ლა უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ განსა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი გადაი­ტა­ნა ეპარ­ქიებ­ში ად­მი­ნისტ­რა­ციუ­ლი წე­სით გაუქ­მე­ბუ­ლი ეკლე­სიე­ბის გახს­ნა­ზე. 1946-1951 წლებ­ში საქართ­ვე­ლოს მინისტრ­თა საბჭოს­თან არსე­ბულ რელი­გიის საქ­მე­თა რწმუნე­ბუ­ლის სა­რე­გისტ­რა­ციო წიგნ­ში და­ცუ­ლია ცნობები, მი­მართ­ვე­ბი და ხელისუფ­ლე­ბის ნე­ბართ­ვე­ბი. უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს ძალისხ­მე­ვით ეკ­ლე­სიე­ბი გაიხს­ნა: ახმე­ტის რაიონ სოფ. მა­ტან­ში, ხონ­ში, სა­გა­რე­ჯო­ში, ქუთაის­ში, აწ­ყურ­ში, სოხუ­მის რაიონ სოფ. კონსტან­ტი­ნოვ­კა­ში, მანგლი­სის რაიონ სოფ. ორ­ბეთ­ში, აბა­შის რაიონ სოფ. სუ­ჯუ­ნა­ში, გუდაუ­თის რაიონ სოფ. ბომ­ბო­რა­ში, ქა­რე­ლის რაიონ სოფ. ატოც­ში, წალ­კა­ში, აზერ­ბაი­ჯა­ნის რესპუბ­ლი­კა­ში კა­ხის წმ. გიორ­გის ეკ­ლე­სია.”[78] იგი იცავ­და სა­სუ­ლიე­რო პი­რებს ადგი­ლობ­რი­ვი გა­ყო­ყო­ჩე­ბუ­ლი პროვინ­ციე­ლი ჩინოვ­ნი­კე­ბი­სა­გან. ცდილობ­და საეკ­ლე­სიო დანიშ­ნუ­ლე­ბის ნივთე­ბის მუზეუ­მე­ბი­დან გამო­ტა­ნას და კვლავ ეკ­ლე­სია­ში დაბრუ­ნე­ბას. 1947 წელს უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ ხელისუფ­ლე­ბას მოსთ­ხო­ვა ქუთაი­სის მხარეთმცოდ­ნეო­ბის მუზეუმ­ში და­ცუ­ლი არგვე­თის ერისმთავ­რე­ბის წმ. და­ვი­თი­სა და წმ. კონსტან­ტი­ნეს ნეშტე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, მაგრამ იმხა­ნად ეს ვერ მო­ხერხ­და. დააბ­რუ­ნეს თელა­ვის, ბათუ­მის მხარეთმცოდ­ნეო­ბის მუზეუ­მი­დან საეკ­ლე­სიო ნივ­თე­ბი. თითქოს­და უმ­ნიშვ­ნე­ლო ფაქ­ტია, მაგრამ და­მა­ხა­სია­თე­ბე­ლი, ალავერ­დის მონას­ტერ­ში მგალო­ბელ­თა გუნდის წევ­რებს ადგი­ლობ­რი­ვი ხელი­სუფ­ლე­ბა ავიწ­როებ­და, რომ სა­მუ­შაო საა­თებ­ში “ეკ­ლე­სია­ში მღეროდ­ნენ”. უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ მგალობ­ლე­ბი კოლმეურ­ნეო­ბა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამუშაოს­გან გაან­თა­ვი­სუფ­ლებინა. აბა­შის რაიონ სოფ. სუ­ჯუ­ნა­ში სოფ. საბჭოს თავმჯდო­მა­რემ ქ. ჩაგა­ნა­ვამ შეუ­რაცხ­ყო­ფა მია­ყე­ნა მღვდელ პეტ­რე კუციას. ამის გა­მო უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ ხელისუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­თა ჩარე­ვით გაა­ვე­ბულ თავმჯდო­მა­რეს ბო­დი­ში მოახ­დე­ვი­ნა (ამ სტრიქო­ნე­ბის ავ­ტორ­მა დანამდ­ვი­ლე­ბით იცის ქ. ჩაგა­ნა­ვას ოჯა­ხი ამ ცოდვისათ­ვის დაი­სა­ჯა. მი­სი ერ­თადერთი ჭკუა­ნაკ­ლუ­ლი შვი­ლი დღესაც მეზობ­ლე­ბის სა­მოწ­ყა­ლო­დაა აბა­შის რაიონ სოფ. სუ­ჯუ­ნა­ში ს.ვ). საქართ­ვე­ლოს  მართლმ­ადი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის საჭეთმპყრო­ბელ­თან ეპარ­ქიე­ბი­დან ასე­თი სულისშემძვ­რე­ლი წერი­ლე­ბიც მიდიო­და “თქვე­ნო უწმი­დე­სო­ბავ! ადგილობ­რივ­მა პარტიუ­ლებ­მა ვერცხლეუ­ლის სია მომთხო­ვეს. შემდეგ გადაწყ­ვი­ტეს ზა­რის ჩა­მოხს­ნა და ცენტრ­ში და­კი­დე­ბა. ძალიან ცუ­დის თვალით მიცქე­რიან, რით დაბო­ლოვ­დე­ბა ყო­ვე­ლი­ვე არ ვი­ცი. ამა­თი მი­ზა­ნია რო­­გორ­მე ხელთ იგ­დონ ეკლე­სიის ქო­ნე­ბა. ვერცხ­ლეუ­ლი. მირჩიეთ რო­გორ მო­ვიქ­ცე”.[79] ასეთ დროს იგი რო­გორც მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი ისე გადაე­ფა­რე­ბო­და ხოლ­მე სა­სუ­ლიე­რო პი­რებს. ამი­ტომ უყვარ­დათ და დიდ პა­ტივს სცემდნენ მას.

1945 წელს სა­ქართ­ვე­ლო­ში ოფი­ცია­ლუ­რი ვიზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და რუსე­თის პატრიარ­ქი ალექ­სი I. 1948 წელს უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ მო­ნა­წი­ლეო­ბა მიი­ღო რუსე­თის მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის 500 წლისთა­ვი­სად­მი მიძღვნილ საზეი­მო ღონის­ძიე­ბებ­ში. მსოფლიოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიე­ბის წარმომად­გენ­ლებ­ზე დი­დი შთაბეჭ­დი­ლე­ბა მოახ­დი­ნა მის­მა გამოსვ­ლებ­მა. 1949 წ. მოსკო­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიამ თა­ვის სა­პა­ტიო წევრად აირ­ჩია. რკინის ფარ­და, რო­მე­ლიც ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი იყო საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სიი­სა და მსოფლიოს რელი­გიურ კონფენსიებს შო­რის თანდა­თან გაიხს­ნა. საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დიე­ბე­ლი ეკლე­სიის წარმომად­გენ­ლე­ბი აქტიურ მონა­წი­ლეო­ბას იღებდ­ნენ სხვა­დასხ­ვა საერ­თა­შო­რი­სო ფორუ­მის მუშაო­ბა­ში. 1950 წლის 29 დე­კემ­ბერს უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კალისტ­რა­ტეს სა­ხელ­ზე ინგლი­სი­დან ასე­თი შინაარ­სის წე­რი­ლი მო­ვი­და: “მე ხშირად წამი­კით­ხავს და გა­მი­გო­ნია, თუ რო­გორ მოღვა­წეო­ბას ეწე­ვით თქვენ მშვიდობი­სათ­ვის. ძალიან დაინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ თქვე­ნი დია­დი ერის სოცია­ლუ­რი პროგრე­სით და გთხოვთ დახ­მა­რე­ბა გამი­წიოთ შრო­მა­ში ინგლის-საბ­ჭო­თა კავში­რის მეგობ­რო­ბის განსამტკი­ცებ­ლად”.[80] უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ მე­გობ­რუ­ლი ურთიერ­თო­ბა დაამ­ყა­რა რუმი­ნე­თის პატრიარქ იუსტი­ნეს­თან, ყო­ველ­თა სო­მეხ­თა კათა­ლი­კოს გე­ვორქ VI-თან.

1952 წლის 3 თე­ბერ­ვალს 86 წლის ასაკ­ში იგი გარდაიც­ვა­ლა. დი­დი საეკ­ლე­სიო მოღვა­წის, სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის გარდაც­ვა­ლე­ბა დი­დი და­ნაკ­ლი­სი იყო საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლესიი­სათ­ვის. გულწრ­ფე­ლი იყო ხალხის მწუ­ხა­რე­ბა. ვინც თუნდაც ერთხელ შეხვედ­რია მას ვერა­სო­დეს ვერ დაივიწ­ყებ­და. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე 20 წე­ლი ედ­გა სა­თა­ვე­ში საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკლე­სიას. ეს იყო ჩვე­ნი ხალ­ხი­სა და ეკლე­სიის ისტო­რიის ურ­თუ­ლე­სი წლე­ბი. საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის წმი­და სი­ნოდ­მა შექმ­ნა უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს დამკრ­ძა­ლა­ვი კო­მი­სია ქუთა­თელ-გაე­ნა­თე­ლი მიტრო­პო­ლი­ტის ეფრე­მის (სი­და­მო­ნი­ძე) თავმჯდო­მა­რეო­ბით. დაკრძალ­ვის დღეს 10 თე­ბერ­ვალს თბილის­ში ჩამოვიდ­ნენ პოლო­ნე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი მაქ­სი­მე, ლენინგ­რა­დის მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გო­ლი, უკრაი­ნის ეგ­ზარ­ქო­სი იოა­კი­ნე, ანტიო­ქიის საპატრიარ­ქოს წარმო­მად­გე­ნე­ლი, არ­ქი­მანდ­რი­ტი ვა­სი­ლი, სომხე­თის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკლე­სიის ეპის­კო­პო­სი საა­კი. დაკრძალ­ვას ესწრებოდ­ნენ ქარ­თუ­ლი ინტელი­გენ­ციის, მეცნიე­რე­ბის წარმომად­გენ­ლე­ბი. ქართ­ვე­ლი საე­რო და სა­სუ­ლიე­რო საზო­გა­დოე­ბის გრძნო­ბე­ბი კარგად გა­მო­ხა­ტა მიტრო­პო­ლიტ­მა ეფ­რემ­მა: “გუ­ლი მაქვს ლოდი­ვით დამ­ძი­მე­ბუ­ლი, სა­მა­რი­სე­ბუ­რი ღრმა დუმი­ლით, მწუ­ხა­რე­ბა­ში შთაფ­ლუ­ლი, ფიქრ­თა სქელ ბუ­რუს­ში გახ­ვეუ­ლი ჩვე­ნი ეკლე­სიის ბედ­ზე მოტი­რალ­ი… ჩვენ დავკარ­გეთ საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის მიმრქ­მე­ლი და უძლიე­რე­სი პატ­რო­ნი, დი­დი შეურ­ყე­ვე­ლი და­საყრ­დე­ნი ბურ­ჯი”.[81]

უწ­მი­დე­სი კათო­ლი­კო­სის ნეშ­ტი  დაკრძა­ლეს  სა­ხე­ლო­ვა­ნი წინამორ­ბე­დე­ბის: უწ­მი­დე­სი კირიონ II, ლეო­ნი­დის, ამბრო­სის, ქრისტე­ფო­რეს გვერ­დით სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტა­ძარ­ში. ის­ტო­რია პი­რუთვ­ნე­ლი საა­ქაო სამსჯავ­როა. დროის დი­ნე­ბა მიჰქრის, დღეს აღარც საბ­ჭო­თა კავ­ში­რია და არც მი­სი იდე­ო­ლო­გიუ­რი დოგ­მე­ბი. მო­მა­ვა­ლი თაობე­ბი­სათ­ვის გაუ­გე­ბა­რი იქ­ნე­ბა რა­ტომ ულო­ცავ­და საე­რო ხელისუფ­ლე­ბის წარმო­მად­გენ­ლებს უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე “დი­დი ოქტომბ­რის რევო­ლუ­ციის დღეს”, “საქართ­ვე­ლოს გასაბ­ჭოე­ბის დღეს”. ვინ იყვნენ რელი­გიის საქ­მე­თა რმწუ­ნე­ბუ­ლე­ბი? ფინსახ­კო­მის მუ­შა­კე­ბი, რომელ­ნიც ასე გაა­ვე­ბით ებრძოდ­ნენ საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკლე­სიას, მაგრამ თუ ეპო­ქის რთუ­ლი სოცია­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი არ გაიაზ­რე ძნე­ლია ჩაწვ­დე იმ სამ­წუ­ხა­რო და მკაცრ რეა­ლო­ბებს, რომელ­შიც უწმი­დეს კალისტ­რა­ტეს უხ­დე­ბო­და მოღ­ვა­წეო­ბა. დღეს თამა­მად შეიძ­ლე­ბა იმის თქმა, რომ მან გო­ნივ­რუ­ლი კომპრო­მი­სე­ბით გადაარ­ჩი­ნა საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია, მოა­ხერ­ხა საე­რო ხელისუფ­ლე­ბი­სა­გან წარ­თ­მეუ­ლი იუ­რი­დიუ­ლი სტატუ­სის დაბ­რუ­ნე­ბა, მიაღ­წია რუსე­თის ეკლესიას­თან ნორ­მა­ლუ­რი ურთიერ­თო­ბის აღდგე­ნას, საქართ­ვე­ლოს საპატრიარ­ქოს იუ­რის­დიქ­ცია­ში მოაქ­ცია არა­ქარ­თუ­ლი სამრევ­ლოე­ბი, ეკლე­სიას შეუ­ნარ­ჩუ­ნა მრევ­ლი, გადაარ­ჩი­ნა საეკ­ლე­სიო სიწმინ­დე­ნი, რეპრე­სიე­ბი­დან იხს­ნა არაერ­თი სა­სუ­ლიე­რო პი­რი. თა­ვი­სი პი­როვ­ნე­ბი­სა და ეკლე­სიი­სად­მი პატივის­ცე­მით გამსჭ­ვა­ლა საე­რო ხელისუფ­ლე­ბის ათეის­ტი ჩინოვ­ნი­კე­ბიც. უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი კალისტრატე XX საუ­კუ­ნის ქართველ პატრიარქ­თა შო­რის ერთ-ერ­თი მო­კაშ­კა­შე ვარსკვ­ლა­ვია. უწ­მი­დე­სმა და უნე­ტა­რე­სმა სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქმა ილია II-ემ ჯერ კი­დევ 1979 წელს სა­გან­გე­ბო ლოც­ვა-კურთხე­ვით შექმნა კომი­სიას, რო­მელ­საც უნ­და მოე­ძია კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღვა­წეო­ბის შესა­ხებ არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი. ამ დროს მრავლად იყვნენ ის ადა­მია­ნე­ბი, ვი­საც კარგად ახსოვ­დათ დი­დი მწყემსმ­თა­ვა­რი. უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს გარდაც­ვა­ლე­ბით საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­ში დამთავ­რდა ერ­თი დიდი ეპო­ქა.

7. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე და ქართ­ვე­ლი სა­ზო­გა­დოე­ბა, მი­სი მეც­ნიე­რუ­ლი მემკვიდ­რეო­ბა

1893 წელს ქართველ­მა საზო­გა­დოე­ბამ დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის სახით პირვე­ლად იხი­ლა ახალ­გაზრ­და მოძღ­ვა­რი დიდუ­ბის ეკ­ლე­სიი­სა, რომელ­მაც მგზნე­ბა­რე სიტყვით მი­მარ­თა განჯი­დან სა­ქართ­ვე­ლო­ში გადმოს­ვე­ნე­ბულ ნიკო­ლოზ ბარათაშ­ვი­ლის ნეშტს. სამწუ­ხა­როდ, ამ სიტყვის სრულ ტექსტს ჩვენამ­დე არ მოუღ­წე­ვია, მაგრამ თუ რო­გო­რი გა­მორ­ჩეუ­ლი სიტყვის თქმა იცო­და მან კარგად ჩანს 1901 წელს გიორ­გი ქართველიშ­ვი­ლის გარდაცვა­ლე­ბას­თან დაკავ­ში­რე­ბით დი­დუ­ბე­ში ქადა­გე­ბი­სას. “ვინ არ იცის თუ რამდე­ნად სასარ­გებ­ლო ადა­მია­ნი იყო აწ განს­ვე­ნე­ბუ­ლი გიორ­გი დავი­თის­ძე, ღვთი­სა და ეკლე­სიის მოყ­ვა­რე, მა­მუ­ლი­სა და სამშობ­ლოს ერთ­გუ­ლი, ოჯა­ხი­სა და ცოლშვილი­სათ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მწიგნობ­რო­ბის მოტრ­ფია­ლე, მღვდელ­თა და მონა­ზონ­თა პა­ტი­ვისმ­ცე­მე­ლი, ქვრივ­თა და ობოლ­თა განმ­კითხ­ვე­ლი, პატიოს­ნე­ბით აღ­სავ­სე, დაუ­ღა­ლა­ვი მუ­შა­კი და საუ­კე­თე­სო წარმო­მად­გე­ნე­ლი ძველის ქართვე­ლის დარბაი­სე­ლის მა­მა­კა­ცი­სა, ვის გულს არ მოხვ­და ცი­ვად ამ­ბა­ვი ამის სიკვ­დი­ლი­სა, ვის არ ეუც­ხო­ვა გარდაც­ვა­ლე­ბა ამი­სი. ყო­ვე­ლი­ვე ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, მაგრამ ვი­ნა ხარ შენ, ადა­მია­ნო, რომ იყ­ვედ­რე­ბი და უკმა­ყო­ფი­ლე­ბას აცხა­დებ წინააღმ­დეგ მი­სა, რომელ­მა­ნაც განა­ჩინ­ნა და­წე­სე­ბუ­ლი ჟამ­ნი და საზღვრის­და­დე­ბა­ნი დამკვიდ­რე­ბი­სა პირ­სა ზე­და ქვეყ­ნი­სა­სა ყო­ველ­თა ნათე­სავ­თა კაც­თა­სა, და რომე­ლიც ფლობს ცხოველ­თა და ნათე­სავ­თა მკვდარ­თა ზე­და, ნუ­თუ გგო­ნია შენ, ადა­მია­ნო, რომ ის პირ­ნი, რომელ­ნიც საჭი­როე­ბენ აწ განსვე­ნე­ბუ­ლის სიყვა­რულ­სა და ტრფია­ლე­ბა­სა, შენთვის უფ­რო მახლო­ბელ­ნი არიან, ვი­ნემ მისთვის, ვინც გაა­ჩი­ნა და დაჰ­ბა­და იგი­ნი, ნუ­თუ დაობ­ლე­ბუ­ლი­სა და შეწუ­ხე­ბუ­ლის ოჯა­ხის შემ­წე და ნუგე­შის მცე­მე­ლი ხარ შენ და არა ის, ვინც მფრინველ­თა ცი­სა­თა, რო­მელ­ნი არას სთესვენ, არ­ცა მკიან, არ­ცა შეიკ­რე­ბენ. საუნ­ჯი­თა, ზრდის? მა­შა­სა­და­მე დღე­თა ცხოვ­რე­ბი­სა ჩვე­ნი­სა­თა მფლო­ბე­ლი, ქვრივ­თა და ობოლ­თა პატ­რო­ნი და შემ­წე ღმერ­თია და მან, მამა­მან ჩვენმან ზეცათ­მან, იცის რაი გვიხმს ამათ ყოველთ­გან, უწ­ყის რა უმ­ჯო­ბე­სია, ჩვენვის, სიკვ­დი­ლი თუ სი­ცოცხ­ლე, ობ­ლო­ბა თუ დედ­მა­მია­ნო­ბა, სიქვ­რი­ვე თუ ცო­ლოს­ნო­ბა, ამისათ­ვის, მწუ­ხა­რე­ბა და ტი­რი­ლი, ვი­ში და გო­დე­ბა არის სა­ჭი­რო არა მიცვალე­ბუ­ლი­სათ­ვის, რო­მელ­თა ქრისტეს მიერ მიი­ძი­ნეს და განის­ვე­ნეს, არა­მედ ჩვენთვის და ცოდ­ვა­თა ჩვენთათ­ვის, რომელ­თა სიმრავ­ლე აღსდგე­ბა წი­ნა­შე ჩვენ­სა და ვერ შესაძლებ­ლად ჰყოფს ჩვენ­და შემთხვე­ვად წმი­და­თა განსვე­ნე­ბულ­თა მოყვას­თა და მახლო­ბელ­თა ჩვენ­თა. აი, ეს არის და უნ­და იყოს კიდე­ვაც ჩვენთვის სამ­წუ­ხა­რო და სა­ტი­რა­ლი სხვა კი არა რა”.[82]

უწმი­დეს კალისტ­რა­ტეს არ­ქივ­ში და­ცუ­ლია მი­სი საინ­ტე­რე­სო ჩა­ნა­წე­რე­ბი ილია ჭავჭა­ვა­ძის შესა­ხებ. ეს მო­გო­ნე­ბე­ბი უნ­და გამოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი­ყო ჟურნალ “მნათობ­ში” 1937 წ., მაგრამ ხელისუფ­ლე­ბამ რედაქ­ციას არ მის­ცა ამის საშუა­ლე­ბა. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე აღნიშ­ნავ­და: “ილიას სიყრმი­დან­ვე “ზეკა­ცად” ვთვლი­დი,ამი­ტომ მასთან შეხვედ­რას ვე­რი­დე­ბო­დი. არ შემერ­ყეს მას­ზე შედ­გე­ნი­ლი წარმოდ­გე­ნა-მეთ­ქი. მიუ­ხე­და­ვად ამი­სა, ცხოვრე­ბამ რამდენ­ჯერ­მე შემახ­ვედ­რა მას. ჩემს თვალ­ში სულ უფ­რო იზრ­დე­ბო­და იგი”[83], 1906 წელს რო­ცა პე­ტერ­ბურგ­ში უნ­და გან­ხი­ლუ­ლი­ყო საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნის სა­კით­ხი. ილია ჭავჭა­ვა­ძემ დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე მიიწ­ვია კონსულტა­ციე­ბი­სათ­ვის შეხვედ­რა­ზე, რომე­ლიც ორ საათ­ზე მეტ­ხანს გაგრძელ­და, საკ­მა­რი­სი გახ­და იმისათ­ვის, რომ ილია ღრმად გარკ­ვეუ­ლი­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობლე­მის თავი­სე­ბუ­რე­ბებ­ში. უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს შენიშვ­ნით “ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე მისთვის ახალს ერთბა­შად ითვი­სებ­და და რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემდეგ საფუძვ­ლია­ნად იყე­ნებ­და ახა­ლი დასკვნები­სათ­ვის.”[84]

1907 წლის 1 სექტემ­ბერს ქაშუე­თის წმ. გიორ­გის ეკ­ლე­სია­ში ილია ჭავჭა­ვა­ძის ვე­რა­გუ­ლი მკვლელო­ბის გა­მო გადახ­დილ პანაშ­ვიდ­ზე კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძემ ასე შეა­ფა­სა განსვე­ნე­ბუ­ლის ცხოვ­რე­ბა: “ყვე­ლა ქართ­ველს ილია მიგ­ვაჩნ­და არა მარ­ტო დიდე­ბულ მწერლად, ანუ ფასდაუ­დე­ბელ მგოსნად, გინ­და თუ გამო­ჩე­ნილ და სა­სი­ქა­დუ­ლო სა­ზო­გა­დო მოღვა­წედ, არა­მედ და უმთავ­რე­სად, გზის მაჩვენებ­ლად, ანუ სიტყვისაებრ საღმრ­თო წე­რი­ლი­სა, წინამძღვ­რად. ჭეშმა­რი­ტად, ჭმუნ­ვა­სა და სიხა­რულ­ში იგი იყო ჩვე­ნი ნუგე­შის შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი და შვების მომ­ცე­მი, ხო­ლო ფიქრის, საქმის, შრომის დროს ხომ იმას ბადა­ლიც არა ჰყავ­და. მი­სი რჩე­ვა და და­რი­გე­ბა უსასოდქმ­ნილს იმედს ჩაუნერ­გავ­და გულ­ში ბედი­სა­გან გან­ლა­ღე­ბულს.”[85]

დეკანოზი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე იყო ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი, რომელ­მაც გრიგოლ ორბე­ლია­ნის ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ღრმად­მორწ­მუ­ნე, მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ქრისტია­ნის სიყ­ვა­რუ­ლი დაი­ნა­ხა, იგი საზო­გა­დოე­ბის ყურად­ღე­ბას მიაქ­ცევდა პოე­ტის წერი­ლი­დან შემდეგ სიტყ­ვებს: “მე მინ­და, – წერს გრ. ორ­ბე­ლია­ნი თა­ვის რძალს, – რომ შე­ნი ვა­ჟის ნორ­ჩი გუ­ლი სარმწუ­ნოე­ბით იყოს გამსჭ­ვა­ლუ­ლი, რომლის გარე­შეც კა­ცი ამ ქვეყნად უბე­დუ­რია… ჩვე­ნი მგო­სა­ნი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა გვას­წა­ვებს და აღვგძ­რავს ძებნად სა­სუ­ფე­ვე­ლი­სა, ქმნად კე­თი­ლი­სა, დევნად ბო­რო­ტი­სა და აღრჩე­ვად უმ­ჯო­ბე­სი­სა”.[86]

კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე XX საუ­კუ­ნის I ნახე­ვარ­ში სა­ქართ­ვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა მოვლე­ნის თავი­სე­ბურ ანა­ლიზს აკე­თებ­და, ეხმია­ნე­ბო­და ეროვ­ნუ­ლი ინტე­რე­სე­ბის გამომხატ­ველ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა დაარ­სე­ბა, განახ­ლე­ბას.1909 წელს ქარ­თუ­ლი თეატ­რის განახ­ლე­ბის გა­მო წარმოთქ­მულ სიტყ­ვა­ში განსაზღვ­რა თეატ­რის რო­ლი და მნიშვ­ნე­ლო­ბა ქართ­ვე­ლი საზოგა­დოე­ბი­სათ­ვის. “ხელოვ­ნე­ბამ – წერ­და იგი – უნ­და დაგვისუ­რათ­ხა­ტოს ნამდვიილ ცხოვ­რე­ბა და მი­სი მა­ხინ­ჯი მხა­რე, ქვე­ნა გრძნო­ბა­თა ბო­ბოქ­რო­ბა და მრავალგ­ვა­რო­ვან­თა ვნე­ბა­თა ღელ­ვა, მაგრამ მან არ უნ­და დაივიწ­ყოს უმაღ­ლე­სი ზნეობ­რი­ვი მოთხოვ­ნი­ლე­ბა: ავს უწო­დოს ავი და კარგს კარ­გი, რა­თა ხელოვ­ნე­ბის ტაძრი­სა­გან არ წარვი­დეთ სა­ხით ჩვენ­და წამბილწ­ველ-გამათახ­სი­რე­ბელ ოც­ნე­ბა-წარმოგ­დე­ნე­ბით აღვსილ­ნი, არა­მედ გამხნე­ვე­ბულ­ნი, აღფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი და განმზა­დე­ბულ­ნი ბრძოლად ბო­რო­ტი­სა და შემდგო­მად კე­თი­ლი­სა”[87].

უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე განსა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყვა­რულ­თი იხსე­ნებ­და დიდ ქართველ კომ­პო­ზი­ტორს ზა­ქა­რია ფალიაშ­ვილს, რომელ­საც თა­ვის დრო­ზე ას­წავ­ლი­და საღვ­თო სჯულს. 1917 წელს კომპო­ზი­ტორ­მა ოპე­რი­სა და ბალე­ტის თეატრ­ში გა­ნა­ხო­რციელა “აბე­სა­ლომ და ეთე­რის~ დადგ­მა. პრე­მიე­რა­ზე სურ­და მიეწ­ვია ავ­ტო­კე­ფა­ლია აღდ­გე­ნი­ლი საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის მესვეურ­ნი. დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა თა­ვის ყო­ფილ მასწავ­ლე­ბელს კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძეს, რომელ­მაც კომ­პო­ზი­ტო­რი შეახ­ვედ­რა უწმი­დეს­სა და უნე­ტა­რესს, სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქს კირიონ II. პრემიე­რას უწმი­დეს კირიონ­თან ერ­თად დაესწრ­ნენ: მიტ­რო­პო­ლი­ტი ლეო­ნი­დი, მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­ტო­ნი, დე­კა­ნო­ზი კალ­ისტ­რა­ტე და ქართ­ვე­ლი სამღვდე­ლოე­ბის წარმომად­გენ­ლე­ბი. სპექტაკ­ლის დამთავ­რე­ბის შემდეგ კათო­ლი­კოს-პატრიარქ კირიონ II-ს  კომ­პო­ზი­ტო­რი შეუ­ქია, დაუ­ლო­ცავს, ზაქარიას კირიონ II-ზე უთქ­ვამს: “სა­ხე სას­ტი­კი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბი­სა აქვს, მაგრამ საუბ­რის დროს შა­ქა­რიაო”. დეკანოზ კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძეს სა­გან­გე­ბო სიტყ­ვა მოუმ­ზა­დე­ბია 1925 წელს ზა­ქა­რია ფალიაშ­ვი­ლის საიუ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე გამო­სასვ­ლე­ლად, მაგრამ ხელისუფ­ლე­ბის წარმომად­გენ­ლებ­მა არა თუ სიტყვის თქმის უფ­ლე­ბა, იუ­ბი­ლე­ზეც არ დაუშ­ვეს.

საო­ცა­რი ინტე­რე­სით ადევ­ნებ­და თვალ­ყურს ყვე­ლა­ფერს, არ­ქივ­ში შე­ნა­ხუ­ლი აქვს რუ­სუ­ლი და ქარ­თუ­ლი ჟურნალ-გაზე­თე­ბის ის ნომ­რე­ბი, რომელ­ნიც ეხე­ბიან მეცნიე­რე­ბის, კულტუ­რის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. მაგალითად საქართ­ვე­ლოს მეც­ნიე­რე­ბა­თა აკა­დე­მიის პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი შემად­გენ­ლო­ბა, ივა­ნე ჯავახიშ­ვი­ლის გარდაცვა­ლე­ბას­თან დაკავ­ში­რე­ბით გამოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ნეკ­რო­ლო­გე­ბი, სა­გა­ზე­თო სტა­ტიე­ბი, შე­ნიშვ­ნე­ბი­თა და საინ­ტე­რე­სო მინა­წე­რე­ბით. გაზ. “კო­მუ­ნისტ­ში” დაი­ბეჭ­და გრ. ხავთა­სის სტა­ტია ლა­დო კეცხო­ველ­ზე, სა­დაც ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავდა: “ლა­დო, რომ ცი­ხის ადმი­ნისტ­რა­ციას ებრ­ძო­და ეს შემ­დე­გი ფაქტი­დან ჩანს. მეტე­ხის ცი­ხე­ში მოთავ­სე­ბულ საყდარ­ში რა­ღაც საეკ­ლე­სიო დღესას­წაუ­ლი იყო. ამ დღეს ეკ­ლე­სია­ში მწირვე­ლად მო­სუ­ლი­ყო ცნო­ბი­ლი შავრაზ­მე­ლი ეპის­კო­პო­სი დი­მიტ­რი აბა­ში­ძე, რომელ­საც ლა­დო სემი­ნა­რიი­დან იც­ნობ­და…უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს შე­ნიშვ­ნა ასე­თია, შეც­დო­მაა… ლა­დო სემი­ნა­რიი­დან გამორიც­ხეს 1893 წელს. დი­მიტ­რი კი დანიშ­ნეს სე­მი­ნა­რია­ში 1896 წ.”[88] მი­სი ყუ­რად­ღე­ბა მიუ­ქცე­ვია ანა კალან­და­ძის ლექსს “სხვა სა­ქართ­ვე­ლო სად არის”, საგან­გე­ბოდ შეუ­ნა­ხავს არ­ქივ­ში. თავი­სი ხე­ლით გადაუ­წე­რია ანა კალან­და­ძის ლექ­სი “უდ­რეკ იყო­ დე­დო­ფა­ლი”. საერ­თოდ საო­ცა­რი იყო უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საარ­ქი­ვო მასა­ლე­ბი­სად­მი. ის თა­ვის არ­ქივ­ში ინა­ხავ­და მი­სი არაკეთი­ლის­მო­სურ­ნეე­ბის განმა­ქი­ქე­ბელ წერილებ­საც. ქუ­თა­თე­ლი ეპის­კო­პო­სის დავი­თის ფანქრით ძნელად­გა­სარ­ჩე­ვი რისხ­ვი­თა და უკად­რი­სი სიტყვე­ბით ავ­სი­ლი წე­რი­ლი თა­ვი­სი ხე­ლით გადაუ­წე­რია და ასე შემოუ­ნა­ხავს შთამომავ­ლო­ბი­სათ­ვის. რო­გო­რი დი­დი უნ­და იყო ადა­მია­ნი, რომ ეს მოა­ხერ­ხო. უყ­ვარ­და პაექ­რო­ბა კონსტან­ტი­ნე გამსახურ­დიას­თან, შალ­ვა ნუცუბი­ძეს­თან, ირო­დიონ სონღულაშ­ვილ­თან, კორ­ნე­ლი კეკელი­ძეს­თან, თე­დო სახოკიას­თან.

ქეთე­ვან ნუ­ცუ­ბი­ძე იხსე­ნებ­და: უწმი­დეს კალისტ­რა­ტეს “ვეფხისტყაოს­ნის” ყვე­ლა თარგ­მა­ნი და განსაკუთ­რე­ბით შალ­ვა­სი გულდას­მით ჰქონ­და შესწავ­ლი­ლი და სხა მრავალ შენიშვნებ­თან ერ­თად კატე­გო­რიუ­ლად მოსთ­ხო­ვა `დაებ­რუ­ნე­ბი­ნა ღმერთისათ­ვის ყველგან თა­ვი­სი ად­გი­ლი. ძალიან თვითნე­ბუ­რად თარგ­მა­ნი, შა­ლი­კო, ღმერთის ცნებას ზო­გგან ან გულისხ­მობ მხოლოდ, ან სავსე­ბით გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლია, ან იხ­მარ იქ, სა­დაც რუს­თა­ველს სუ­ლაც არ უფიქ­რია… შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე, ეს შეუ­პო­ვა­რი ადა­მია­ნი, მი­სი უწმი­დე­სო­ბის წი­ნა­შე მო­წა­ფუ­რი მოკრძა­ლე­ბით იდ­გა, უს­მენ­და. სახლ­ში მისვლის­თა­ნა­ვე კი მიუჯ­და მაგი­დას და თარგ­მა­ნი უწმიდესი კალისტ­რა­ტეს შენიშვ­ნე­ბის მიხედ­ვით ჩაას­წო­რა”.[89]

უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში სწავლის პერიოდ­ში შეუდ­გა საქართ­ვე­ლოს ისტო­რიის, ეკლე­სიის ისტო­რიის პრობლე­მე­ბის მეცნიე­რულ დამუ­შა­ვე­ბას. კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიის არქეო­ლო­გიის პროფე­სო­რის ნ. პეტრო­ვის დავა­ლე­ბით შეის­წავ­ლა ნი­კი­ფო­რე ტოლო­ჩა­ნო­ვის და ალექ­სი იევ­ლე­ვის ელ­ჩო­ბა იმე­რეთ­ში 1650-1652 წლებ­ში. ნაშ­რო­მი დაი­ბეჭ­და 1890 წ. ჟურნ. “ნოვოე ობაზ­რე­ნიე­ში”. ეს იყო ახალ­გაზრ­და მკვლევა­რის პირ­ვე­ლი სერიო­ზუ­ლი გა­მოკვ­ლე­ვა, რომე­ლიც შეე­სა­ბა­მე­ბო­და XIX საუ­კუ­ნის 90-ია­ნი წლების ქარ­თუ­ლი ისტორიოგ­რა­ფიის დო­ნეს. აღნიშ­ნულ პრობლე­მას მიეძღვ­ნა 1970 წელს პროფ. ია­სე ცინცა­ძის გა­მოკვ­ლე­ვა, რომელ­შიც ავ­ტო­რი დაწვრი­ლე­ბით იხი­ლავდა წინა­მორ­ბე­დი ისტო­რი­კო­სე­ბის მ. პოლიევქ­ტო­ვის, გრ. კოტო­ში­ხი­ნის ს. ბელოუ­კო­ვის მო­საზ­რე­ბებს, სამ­წუ­ხარდ, კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის გა­მოკვ­ლე­ვა­ზე არა­ფე­რია ნათქ­ვა­მი. 1892 წლის 1 მაისს კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიის სა­მეც­ნიე­რო საბჭოს წი­ნა­შე ღვთისმეტყ­ვე­ლე­ბის კანდი­და­ტის სა­მეც­ნიე­რო ხარის­ხის მოსაპო­ვებ­ლად კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძემ წა­რად­გი­ნა ნაშ­რო­მი “იბე­რიის ეკ­ლე­სია სასა­ნიან­თა პერიოდ­ში (265-570 წ.წ.).”[90] ნაშრო­მის შესა­ვალ­ში ავტ­ორი აღნიშ­ნავ­და, მი­სი მი­ზა­ნი იყო “შეე­მოწ­მე­ბი­ნა და შეე­ფა­სე­ბი­ნა ქარ­თუ­ლი მატია­ნეე­ბის ცნო­ბე­ბი, რომლე­ბიც ეხე­ბო­და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ცხოვრე­ბის ამა­თუ იმ მოვ­ლე­ნებს… ამ გზით მას სურს დაეხ­მარ­ოს მათ, ვინც დაა­პი­რებს ქართველ მე­მა­ტია­ნე­თა უდა­ვოდ მდიდარ­სა და ამა­ვე დროს ნაკლე­ბად შესწავ­ლი­ლი მასა­ლე­ბის გაცნო­ბას”.[91] ამ ნაშრომ­ში წარმო­ჩინ­და ახალ­გაზრ­და მეცნიე­რის კვლვის ინტე­რეს­თა სფე­რო ქართლის გაქრის­ტია­ნე­ბის შესა­ხებ. არსე­ბულ წყა­რო­თა და სა­მეც­ნიე­რო ნაშრო­მე­ბის კრი­ტიკუ­ლი ანა­ლი­ზის საფუძ­ველ­ზე მან საინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბა­ნი წამოა­ყე­ნა. კითხუ­ლობ ნაშ­რომს და გაო­ცე­ბა გიპყ­რობს, რო­გორ მოა­ხერ­ხა სრულიად ახალ­გაზრ­და კაც­მა მრავალრიც­ხო­ვან წერი­ლო­ბით წყა­რო­თა კრი­ტი­კუ­ლი შესწავ­ლა. მან ერთ-ერთ­მა პირველ­მა მოა­ხერ­ხა აღედ­გი­ნა ქართველ­თა გაქრის­ტია­ნე­ბის მთე­ლი ის­ტო­რია, საეკ­ლე­სიო მმართვე­ლო­ბის იე­რარ­ქია ქართლ­ში, საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავ­ტო­კე­ფა­ლიი­სა და სხვა ქრისტია­ნულ ეკლესიებ­თან ურთიერ­თო­ბის საკითხე­ბი. ნაშრომ­ში ავ­ტო­რი ყურად­ღე­ბას ამახ­ვი­ლებდა IV-V საუ­კუ­ნეებ­ში ქრისტია­ნულ სამ­ყა­რო­ში გახმაუ­რე­ბულ ევ­ტი­ქია­ნუ­ლო­ბი­სა და ნესტო­რია­ნე­ლო­ბის წინააღმ­დეგ ბრძოლის საკით­ხებ­ზე, საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ბრძოლას ქალკე­დო­ნია­ნო­ბის პრინცი­პის დასა­ცა­ვად. ირა­ნი­სა და ბიზან­ტიის პო­ლი­ტი­კუ­რი­ და რე­ლი­გიუ­რი ინტე­რე­სე­ბის დაპირის­პი­რე­ბას კავ­კა­სია­ში. ავტ­ორი ვრცლად ეხე­ბოდა ქარ­თუ­ლი საეკ­ლე­სიო ხუროთმოძღვ­რე­ბის, ბერ­მო­ნაზვ­ნუ­რი ცხოვრე­ბის წესის საქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია­ში დამკვიდ­რე­ბის სა­კით­ხებს. ნაშ­რომს მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა რე­ცენ­ზენტ­მა, პროფ. ი. მადი­შევს­კიმ, რომელ­მაც აღ­ნიშ­ნა: “ავ­ტორს გულწრფე­ლად უყ­ვარს თა­ვი­სი სამშობ­ლო და გა­ტა­ცე­ბუ­ლია სურვილ­თი შეისწავ­ლოს მი­სი ის­ტო­რია, მისთვის ძვირ­ფა­სია საქართ­ვე­ლოს სიძ­ვე­ლე­ნი, მართლმა­დი­დებ­ლო­ბა… იგი გაც­ნო­ბი­ლია ქართულ ისტო­რიულ პირველწყაროებს, შესწავ­ლი­ლი აქვს რუსე­თის ან უც­ხო ქვეყნე­ბის ის­ტო­რიუ­ლი მწერ­ლო­ბა… ავტო­რის შრო­მა ქე­ბის ღირ­სია.”[92] ამ ნაშრო­მით კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე საზო­გა­დოე­ბის წი­ნა­შე წარსდ­გა რო­გორც საქართ­ვე­ლოს ისტო­რიის პერსპექ­ტიუ­ლი მკვლე­ვა­რი.

1906 წელს გა­მოქ­ვეყნ­და კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის პო­ლე­მი­კუ­რი შინაარ­სის ნაშ­რო­მი “Историческая справка по вопросу Об автоке­фаль­ности Грузинской церкви”, ეს იყო პა­სუ­ხი პროფ. გ. სამუი­ლო­ვის სტატიებ­ზე, რომე­ლიც `ამტკი­ცებ­და~ თითქოს საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დიე­ბე­ლ სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკლე­სიას ისტო­რიუ­ლად არა­სო­დეს ავ­ტო­კე­ფა­ლია არ ჰქო­ნია. დეკანოზმა კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძემ მრავალ­რიც­ხო­ვა­ნი წყაროე­ბის საფუძ­ველ­ზე დეტა­ლუ­რად შეის­წავ­ლა და აღად­გი­ნა საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის მოპო­ვე­ბის, ანტიო­ქიის, იე­რუ­სა­ლი­მი­სა და კონსტან­ტი­ნე­პო­ლის საპატრიარ­ქოებ­თან ურთიერ­თო­ბის მთე­ლი ის­ტო­რია. ამა­ვე დროს საფუძვ­ლია­ნად გა­ნი­ხი­ლა სამუი­ლო­ვის გარ­და სხვა რუსი ავტორე­ბის ტენდენ­ციუ­რი ნაშ­რო­მე­ბი და დაასკვ­ნა, რომ 1811 წელს რუსე­თის იმპე­რა­ტო­რის ალექ­სანდ­რე I-ის მიერ საქართ­ვე­ლოს მართლმ­ადი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის გაუქ­მე­ბა იყო სრუ­ლი  უკა­ნო­ნო­ბა და რაც მა­ლე იზეი­მებ­და სა­მართ­ლია­ნო­ბა, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და. გადაუჭარ­ბებ­ლად შეიძ­ლე­ბა ითქვას, ამ ნაშრო­მით ავ­ტო­რი ეპისკო­პო­სებ­თან კირიონ­თან და ლეონი­დეს­თან ერ­თად საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგენი­სათ­ვის მებრძოლ­თა ავან­გარდ­ში მოექ­ცა. ეს ნაშ­რო­მი იყო ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მეც­ნიე­რუ­ლი დოკუ­მენ­ტი, რომელ­საც ქართ­ვე­ლი ავტო­კე­ფა­ლის­ტე­ბი იყე­ნებდ­ნენ რუსე­თის საე­რო და სა­სუ­ლიე­რო ხელისუფ­ლე­ბის წინააღმ­დეგ ბრძო­ლა­ში. ავ­ტო­რი რამდე­ნა­დაც მიუ­ღე­ბე­ლი გახ­და ეგზარქო­სე­ბი­სათ­ვის იმდე­ნად დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი მოი­პო­ვა ქართულ სა­მეც­ნიე­რო წრეებ­ში.

ავტო­კე­ფა­ლიის სა­კით­ხებს უწმიდესი კა­ლისტ­რა­ტე არაერთ­ხელ დაბ­რუნ­და, მის არ­ქივ­ში 1944 წლის 10 მაი­სის თარი­ღით და­ცუ­ლია სტა­ტია “შე­ნიშვ­ნე­ბი საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ისტო­რიი­დან” (კერ­ძო პირთათ­ვის). უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს აზ­რით საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის მეთაუ­რის კათო­ლი­კო­სის კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქით შეცვ­ლა ასე მოხ­და: “ბი­ზან­ტია­ში განმტ­კი­ცე­ბუ­ლი იყო თვალსაზ­რი­სი: დამოუ­კი­დე­ბე­ლი მე­ფის გვერდით უეჭ­ვე­ლად უნ­და ყო­ფი­ლი­ყო დამოუ­კი­დე­ბე­ლი იე­რარ­ქი-პატრიარ­ქი, როდე­საც სა­ქართ­ვე­ლო გაერ­თიან­და და ბაგრატ III-ემ (975-1014 წწ) გა­მეფ­და, სა­ქართ­ვე­ლო­ში ფე­ხი  მოი­კი­და ბიზან­ტიურ­მა იდეო­ლო­გიამ, ამის გა­მო სიმეონ კათა­ლი­კო­სის (1002-1012) გარდაც­ვა­ლე­ბის შემდეგ, ბაგრატ III სრუ­ლიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქად დას­ვა თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვი და მის მიერ აღზრ­დი­ლი ენერ­გიით სავ­სე მელ­ქი­სე­დე­კი (1012)”.[93] უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე ყურად­ღე­ბას მიაქ­ცევდა 1666 წელს რუსე­თის პატრიარქ ნიკო­ნის სა­სა­მართ­ლო პროცეს­ზე საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის მთავარე­პის­კო­პო­სის იო­სებ საა­კა­ძის ყოფნას და ასკვნის, რომ რუსე­თის ეკ­ლე­სია ოფი­ცია­ლუ­რად აღია­რებ­და ჩვე­ნი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიას. წე­რილ­ში საუ­ბა­რია იმ სიძნე­ლეებ­ზე, რომე­ლიც საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ­მა ეკლე­სიამ გადაი­ტა­ნა 1917 წლის 12 (25) მარტის შემდეგ. და რო­გორ მიაღ­წია მან რუსე­თის ეკლესიას­თან ურთიერ­თო­ბის ნორმა­ლი­ზა­ციას. “ვი­საც სურს გაეც­ნოს ჩვე­ნი ეკლე­სიის წარ­სულს – წერ­და უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე – უნ­და მოი­ნა­ხუ­ლოს უბი­სა, ყინწ­ვი­სი, გე­ლა­თი, სვეტიც­ხო­ვე­ლი… მა­შინ ის დარწმუნ­დე­ბა, რომ საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიას თამა­მად შეუძ­ლია წარსდგეს დი­დი ერე­ბის ეკლესიებ­თან და თქვას ის მცი­რე ნაშ­თი, რაც ჩე­მი წარსუ­ლი­დან გადაურ­ჩა, ცეცხლ­სა და მახ­ვილს  რით ჩამოუ­ვარ­დე­ბა თქვენს მტრისა­გან ხელუხ­ლე­ბელ ძეგლებ­სო”.[94]

უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე სა­გან­­გე­ბოდ იკვლევ­და ქარ­თუ­ლი პოე­ზიის მშვენე­ბას, შო­თა რუსთა­ვე­ლის “ვეფ­ხისტ­ყაო­სანს”. ქეთე­ვან ნუცუ­ბი­ძის გადმო­ცე­მით შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე “ვეფხისტყაოს­ნის” საიუ­ბი­ლეო დღეებ­ში ბევრს ეცა­და გამო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა კ. ეკაშ­ვი­ლის ფსევდო­ნი­მით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს ნაშ­რო­მე­ბი, მაგრამ ვერ მოა­ხერ­ხა. 1966 წელს უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს ცხოვ­რე­ბი­სა და მოღვა­წეო­ბის უბად­ლო მცოდნემ პროფ. მიხეილ ქავთა­რიამ შო­თა რუსთა­ვე­ლი­სად­მი მიძღვნილ ისტო­რიულ-ფილო­ლო­გიურ ძიე­ბან­ში (გვ. 227-274) გამოაქ­ვეყ­ნა უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს  წე­რი­ლი  “ვეფხის­ტყაოს­ნის” ავტო­რის მსოფლ­მხედ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის. რო­გორც სამარ­თ­ლია­ნად აღ­ნიშ­ნავს პროფესორი ნ. პაპუაშ­ვი­ლი `ამით მკვლევარ­მა შო­თა რუსთა­ველ­ის ღვთის­მეტყ­ვე­ლე­ბა ახლე­ბუ­რად გაიაზ­რა, რი­თაც დაუპი­რის­პირ­და იმ დროისათ­ვის სა­ზო­გა­დოე­ბა­ში გაბა­ტო­ნე­ბულ აზრს “ვეფხისტყაოს­ნის” ავტო­რის არაქრის­ტია­ნო­ბის ან არამართლ­მა­დი­დებ­ლო­ბის თაო­ბა­ზე და ცხად­ყო გენია­ლუ­რი პოე­მის ორთოდოქ­სულ-ქრის­ტია­ნუ­ლი მრწამ­სი. მან ერთ-ერთ­მა პირველ­მა მიაგ­ნო ნაწარ­მოე­ბის სიუ­ჟე­ტის ქრისტია­ნულ ინტერპ­რე­ტა­ციას: რომ პოე­მის პერსო­ნა­ჟებ­სა თუ ფაბუ­ლის წიაღ უნ­და გავიაზ­როთ სახა­რე­ბის უმ­თავ­რე­სი მოძღვ­რე­ბა სინა­ნუ­ლით ღმერთთან მიახ­ლე­ბი­სა და, ამ გზით, პიროვ­ნე­ბის სრულქმნის შესა­ხებ, რომ ავ­თან­დი­ლი და თი­ნა­თი­ნი – ერ­თის მხრივ და ნეს­ტა­ნი და ტარიე­ლი- მეო­რე მხრივ, სხვა­დასხ­ვა რელი­გიურ-ზნეობ­რი­ვი ხასია­თე­ბია, რომ ღმერთს და­შო­რე­ბუ­ლი და გზასაც­დე­ნი­ლი  ადა­მია­ნი  ქრისტეს­მიე­რი  ნათელ­ღე­ბით  თუ გაბედ­ნიერ­დე­ბა”.[95]

უწმი­დეს კალისტ­რა­ტეს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა მი­სი შე­ნიშვ­ნე­ბი მო­სე გოგი­ბე­რი­ძის სა­გა­ზე­თო სტა­ტია­ზე “შო­თა რუს­თა­ვე­ლი და ნეოპ­ლა­ტო­ნიზ­მი”.

1929 წელს მიტროპოლიტმა კა­ლისტ­რა­ტე ვრცე­ლი ნაშ­რო­მი მიუძღვ­ნა ნი­კი­ფო­რე ირბა­ქის ვინაო­ბის საკითხს. მკვლევა­რის მეც­ნიე­რუ­ლი აზრით “ქართ­ვე­ლი ნი­კი­ფო­რე იყო იე­რუ­სა­ლი­მის ქარ­თუ­ლი მონასტ­რის წინამძღ­ვა­რი, რომე­ლიც შემდეგ ეპის­კო­პო­სის ხარის­ხით შეი­მო­სა. თეი­მუ­რაზ პირველ­მა 1626 წელს სწორედ ის წარგზავ­ნა ევ­რო­პა­ში ელ­ჩად, სა­დაც მან სტე­ფა­ნე პაო­ლი­ნს ხე­ლი გაუ­მარ­თა ქართულ-იტა­ლიურ ლექსი­კონ­ზე მუშაო­ბი­სას. იე­რუ­სა­ლი­მის ქარ­თუ­ლი მონასტ­რის იმდროინ­დელ აღა­პებ­სა თუ სხვა დოკუმენ­ტებ­ზე დაკვირ­ვე­ბამ, ქართველ მე­მა­ტია­ნე­თა და კა­თო­ლი­კე მისიო­ნერ­თა ცნობებ­მა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ლექსი­კო­ნის გაა­ნა­ლი­ზე­ბამ მეც­ნიე­რი იმ დასკვნამ­დე მიიყ­ვა­ნა, რომ ნი­კი­ფო­რე ირ­ბა­ქი იგი­ვე ნი­კი­ფო­რე ირუ­ბა­ქი­ძე _ ჩოლო­ყაშ­ვი­ლია… მკვლე­ვა­რი ფიქ­რობს, ნი­კი­ფო­რე არა­სო­დეს გა­კა­თო­ლი­კე­ბუ­ლა და ასრუ­ლებ­და გოლგო­თის ქართულ მონას­ტერ­ში იღუ­მე­ნის მოვა­ლეო­ბას”.[96]

უწმი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კა­ლისტ­რა­ტემ სა­ფუძვ­ლია­ნი შე­ნიშვ­ნე­ბი დაურ­თო საქართ­ვე­ლოს ისტო­რიის პირველ სახელმძღ­ვა­ნე­ლოს, რომლის სამუშაო ვარიანტი 1940 წელს გა­მო­ვი­და აკა­დე­მი­კო­სე­ბის ივ. ჯავახიშ­ვი­ლის, ს. ჯა­ნა­შია­სა და ნ. ბერძენიშ­ვი­ლის ავტო­რო­ბით.

უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს მეც­ნიე­რუ­ლი კვლევის ინეტ­რეს­თა სფე­რო მრავალმხ­რი­ვი იყო, გასაო­ცა­რია რო­გორ ახერ­ხებ­და ყველაფ­რის საქმის კურს­ში ყოფნას. პროფ. ბ. არ­ვე­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს ლ. მელიქსეთბეგს ტოპონიმი “გო­დოღ­ნი­ნი მიაჩნ­და მოღნი­ნის დამახინ­ჯე­ბულ ფორმად”.[97] უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე პროფ. ლ. მელიქ­სეთ-ბეგს პი­რა­დი წერი­ლით გამოე­პა­სუ­ხა, სა­დაც აღ­ნიშ­ნა, რომ ჯერ 1922 წ. საქართ­ვე­ლოს მუზეუ­მის მოამ­ბე­ში და შემდეგ 1935 წ. ლიტე­რა­ტუ­რულ მემკვიდ­რეო­ბა­ში ცდი­ლობთ გო­დოღ­ნი­ნი­სა და მოღნი­ნის იდენ­ტუ­რო­ბის დამტკი­ცე­ბას, მაგრამ… “Гнинский ღნინი­სად  გადმო­ქარ­თუ­ლე­ბა საეჭ­ვოდ მი­მაჩ­ნია!”[98] უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ გა­მოთქ­ვა სა­ფუძვ­ლია­ნი ვარაუ­დი, რომ აქ უფ­რო იმე­რე­თის გო­დო­გა­ნია ნა­გუ­ლისხ­მე­ვი.

1938 წლის 18 იან­ვარს პროფ. სარგის კაკაბა­ძი­სათ­ვის გაგზავ­ნილ წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავდა “ეს არის წავი­კით­ხე “აბდულმე­სია­ნის” წი­ნა­სიტყ­ვაო­ბა თქვენ (უკ­ვე მეო­რედ) გამოგაქვს მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი დასკვ­ნე­ბი… მაგრამ ამ სტროფს არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს ჩვენს  წარსულ­თან. აქ მხოლოდ შე­და­რე­ბაა შესხ­მი­სა საგ­ნი­სა ნესტორ მოწამეს­თან, რომელ­მაც და­ლო­ცა ლეო საბრძოლ­ვე­ლად მის­მა მოძღვარ­მა დი­მიტ­რი მთავარ­მო­წა­მემ”.[99]

საგან­გე­ბოდ უნ­და შევე­ხოთ უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის კა­ლისტ­რა­ტეს ნაშ­რომს “ქვაშვე­თის წმიდის გიორ­გის ეკ­ლე­სია ტფილის­ში”, რომე­ლიც 1994 წ. გამოი­ცა გამომ­ცემ­ლო­ბა “კანდე­ლის” მიერ პროფ. მიხეილ ქავთა­რიას საძიებ­ლე­ბის დართ­ვი­თა და ბოლო­სიტყ­ვაო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნაშ­რო­მი ავ­ტორ­მა დაამ­თავ­რა 1930 წლის 25 მარტს. თამა­მად შეიძ­ლე­ბა ითქვას, რომ ამ ნაშრო­მით ავ­ტორ­მა დაამტ­კი­ცა საქართ­ვე­ლოს ის­ტო­რია­ში ღრმად განსწავ­ლუ­ლო­ბა საის­ტო­რიო წყა­როე­ბი­სა და მო­ნოგ­რა­ფიუ­ლი ნაშრო­მე­ბი­სად­მი სა­ნი­მუ­შო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. პირველ თავ­ში საის­ტო­რიო წყაროე­ბის მონა­ცე­მე­ბის საფუძ­ველ­ზე წარ­მო­ჩე­ნი­ლია ქვაშვე­თის პირ­ვე­ლი და მეო­რე ტაძრის ის­ტო­რია. ავტო­რის დასკვნით VI საუ­კუ­ნე­ში აგე­ბულ­მა მცი­რე ტა­ძარ­მა იარ­სე­ბა XVIII ს. 50-იან წლებამ­დე. “ქვაშვე­თის მეო­რე ტა­ძა­რი რომ გი­ვი ამი­ლახ­ვარს აუ­შე­ნე­ბია, ამას ადას­ტუ­რებს იე­სე ისეს ძე, რომე­ლიც, რო­გორც ჩანს, ფრიად დაახ­ლოე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა ამილახვრიანთ ოჯახ­თან… სპარსე­თი­დან დაბრუ­ნე­ბის შემ­დე­გო, წერს იე­სე, ამილახ­ვარ­მა გი­ვი ქაშუე­თი მოი­გო­ნა, აა­შე­ნა დიდე­ბუ­ლის მთავარმ­ოწა­მის გიორ­გის სა­ხელ­ზე-ო”.[100] უწმი­დეს კალისტ­რა­ტეს დაკვირ­ვე­ბით გი­ვი ამი­ლახვ­რის მიერ აგე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია იყო ჯვრის სა­ხედ და ჯვრის ბოლოე­ბის მომრგვა­ლე­ბით, რომელ­საც ჰქონ­და საუც­ხოო კედლის მხატვრობაც, მაგრამ XX საუ­კუ­ნის დასაწ­ყის­ში ეკლე­სიას გაუჩნ­და ნაპ­რა­ლე­ბი და ყო­ველ­წუთს მოსა­ლოდ­ნე­ლი იყო მი­სი დანგ­რე­ვა, ამი­ტომ გა­დაწყ­და ახა­ლი ეკლე­სიის აშე­ნე­ბა. ნაშრომ­ში ავ­ტო­რი, რო­გორც ქაშუე­თის მე­სა­მე ეკლე­სიის მშენებ­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე დაწვრი­ლე­ბით აღწე­რას თუ რა სიძ­ნე­ლეე­ბი იყო ახა­ლი ტაძრის დამთავ­რე­ბამ­დე.

მეო­რე თავ­ში “ქვაშვე­თის ტაძრის კარ­მი­და­მო” აღ­წე­რი­ლია ეკლე­სიის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რიე­ბი, 1837 წელს შეუ­კე­თე­ბიათ ეკლე­სიის გა­ლა­ვა­ნი. 1857 წ. კი შედგო­მიან ალექ­სანდ­რეს ბა­ღის გაშე­ნე­ბას. ავ­ტო­რი არ ივიწ­ყებს ეკლე­სიის გარ­შე­მო არსე­ბულ შე­ნო­ბა-ნაგე­ბო­ბე­ბის ისტო­რიას. უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს აღ­ნიშ­ნუ­ლი შრო­მა იმი­თა­ცაა საინ­ტე­რე­სო, რომ დაწვრი­ლე­ბით მოგ­ვითხ­რობს ეკ­ლე­სია­ში და­ცულ სიწმინ­დეებ­სა და უძ­რავ-მოძრავ ქო­ნე­ბა­ზე, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა დღეს დაკარ­გუ­ლად ითვ­ლე­ბა. ნაშრო­მის მეოთ­ხე თა­ვი “ეკლე­სიის წინამძღვ­რე­ბი” წინამძღ­ვარ­თა თანა­შემ­წე­ნი, დია­კონ­ნი, წიგ­ნისმ­კითხ­ვე­ლე­­ბი, მნა­თეე­ბი, სამრევ­ლო საბ­ჭო, მგალო­ბელ­თა გუნ­დი, სამრე­­ვ­­ლო სკო­ლა და მი­სი მოღ­ვა­წე­ნი… გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლია XVIII-XX საუ­კუ­ნეე­ბის საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ისტო­რიის არაერ­თი გა­მო­ჩე­ნი­ლი სა­სუ­ლიე­რო პი­რის სა­ხე. ავ­ტორ­მა ისტო­რიის დავიწ­ყე­ბას გა­მოს­ტა­ცა ეს ადა­მია­ნე­ბი. დამა­ტე­ბან­ში  ეკ­ლე­სია­ში და­ცუ­ლი (დღეს და­კარ­გუ­ლი) საბუ­თე­ბის საშუა­ლებ­თი წარმოგ­ვიდ­გი­ნა ნათელ­ღე­ბულ­თა, ჯვარდა­წე­რილ­თა, ანდერ­ძა­გე­ბულ­თა, ტა­ძარ­ში და ტაძრის გალა­ვან­ში დასაფ­ლა­ვე­ბულ­თა სახელები. უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე ამა თუ იმ სა­სუ­ლიე­რო პი­რის ხსენე­ბი­სას გად­­მოგვ­ცემს მას­ზე არსე­ბულ ყვე­ლა ცნობას. ეს ნაშ­რო­მი ფაქტიუ­რად ენ­ციკ­ლო­პე­დიუ­რი, შეუცვ­ლე­ლია, ვი­საც სურს ქაშუე­თის ეკლე­სიის ის­ტო­რია­ზე რაი­მე ინ­ფორ­მა­ცია მას გვერდს ვერ აუვ­ლის. პროფ. მიხეილ ქავთა­რიას სა­მართ­ლია­ნი დასკვნით: “ქვაშვე­თის ეკლე­სიის ის­ტო­რია, რო­გორც წიგნს ჰქვია, ავტო­რის ჩანაფიქ­რით მხოლოდ ერ­თი, თუნდაც დი­დე­ბუ­ლი ტაძრის ის­ტო­რია კი არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, არა­მედ თბილი­სის სიძ­ვე­ლე­თა ისტო­რიაც და კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ვა­ლის მოხდაც იმ ადა­მიან­თა ხსოვნის წი­ნა­შე, რომელ­ნიც უხმაუ­როდ აკე­თებდ­ნენ თავიანთ საქმეს, ინა­ხავდ­ნენ განათ­ლე­ბის კეთილ­შო­ბი­ლურ ტრადიციებს და ქვეყნის სიყვა­რულ­ის ჩი­რაღ­დანს”.[101]

უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კალისტ­რა­ტეს კა­ლამს ეკუთვ­ნის ნაშრო­მე­ბი: “ივე­რიის საეკ­ლე­სიო წე­სი”, მცხე­თა და მი­სი ტა­ძა­რი “სვეტიცხოვე­ლი”. XIX-XX საუ­კუ­ნეე­ბის საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლესიის ისტო­რიის ვერცერ­თი მკვლე­ვა­რი გვერდს ვერ აუვ­ლის მის მო­გო­ნე­ბებს. ამ მოგო­ნე­ბებ­ში ცოცხლ­დე­ბა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ისტო­რიის ისე­თი ფაქ­ტე­ბი, მოვ­ლე­ნე­ბი, რომელ­თაც სხვაგან ვერსად ვერ იპო­ვი. საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ყო­ველწ­ლიუ­რი კა­ლენ­და­რი პირვე­ლად დაი­ბეჭ­და 1918 წელს, რომე­ლიც შეუდ­გე­ნია უწმი­დეს­სა და უნე­ტა­რესს კირიონ II. სამწუ­ხა­როდ ამ კალენდ­რის არ­ცერ­თი ეგ­ზემპ­ლა­რი არ შე­მო­ნა­ხუ­ლა. 1927-1929 წლებ­ში საეკ­ლე­სიო კა­ლენ­და­რი შეუდ­გე­ნია სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქ ქრის­ტე­ფო­რე III. 1930 წელს საქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­სი სი­ნოდ­მა მიი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის კალენდ­რის შედ­გე­ნა დაე­ვა­ლოს მიტრო­პო­ლიტ კალისტ­რა­ტეს. უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა მა­სა­ლე­ბი თუ რო­გო­რი პასუ­ხისმ­გებ­ლო­ბი­თა და მეც­ნიე­რუ­ლი სიზუს­ტით ად­გენ­და იგი საეკ­ლე­სიო კა­ლენდ­რებს. უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს მიერ შედ­გე­ნი­ლი საეკ­ლე­სიო კა­ლენდ­რე­ბი განსა­კუთ­რე­ბუ­ლი ნდობით სარგებ­ლობ­და რო­გორც მორწ­მუ­ნე­თა, ასე­ვე მეცნიე­რულ წრეებ­ში. კალენდ­რის ეგ­ზემპ­ლა­რებს სა­გან­გე­ბო წარწე­რით საჩუქ­რად უგ­ზავ­ნი­და ი. სტა­ლინს, ლ. ბერიას, კ. ჩარკვიანს.

მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­სი ნაშ­რო­მი “ქარ­თუ­ლი ოდიკი­სათ­ვის” “გან­ხი­ლუ­ლია ისტო­რიულ-კულ­ტუ­რუ­ლი თვალსაზ­რი­სით საყუ­რად­ღე­ბო სა­კულ­ტო საგან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რი­გი სა­კით­ხი. მოთხ­რო­ბი­ლია ის­ტო­რია ოდი­კი­სა, საერ­თოდ და კერძოდ, ქარ­თუ­ლი ოდი­კი­სა: თუ პირვე­ლად რო­დის და საი­დან უნ­და შემოე­ტა­ნათ ჩვენ­ში ხელ­ნა­კე­თი თუ და­ბეჭ­დი­ლი ოდი­კე­ბი”.[102]

ქართ­ვე­ლი მეც­ნიე­რე­ბი სიამოვ­ნე­ბით უსახსოვ­რებდ­ნენ თავიანთ უახ­ლოეს გა­მოკვ­ლე­ვებს, მონოგრაფიებს უწმი­დეს კალისტ­რა­ტეს, ყურად­ღე­ბით ისმენდ­ნენ მის არგუმენ­ტი­რე­ბულ შე­ნიშვ­ნებს და გაო­ცე­ბას ვერ მალავდ­ნენ რო­გორ ახერ­ხებ­და ეს ასა­კო­ვა­ნი მწყემსმ­თა­ვა­რი ამ­დე­ნი ინფორ­მა­ციის მიღე­ბას. უწმი­დეს კალისტ­რა­ტეს განსაკუთ­რე­ბით უყ­ვარ­და თბილი­სის სა­ხელმ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, განგე­ბამ ღვთისამ მას არ­გუ­ნა ეპის­კო­პოს კირიონ­თან ერ­თად ეკურთ­ხე­ბი­ნა ის ად­გი­ლი, სა­დაც შემდეგ თბილი­სის სა­ხელმ­წი­ფო უნივერ­სი­ტე­ტის I კორ­პუ­სი აშენ­და, ხო­ლო 1918 წელს უკ­ვე დე­კა­ნო­ზი კა­ლისტ­რა­ტე უწმი­დეს­სა და უნე­ტა­რეს სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქ კირიონ II ერ­თად გადაიხ­დის სამად­ლო­ბელ პა­რაკ­ლისს სა­ქართ­ვე­ლო­ში მეცნიე­რე­ბის ამ დი­დე­ბუ­ლი ტაძრის გახსნის გა­მო. უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ არაერთ­ხელ გა­დას­ცა ძვირ­ფა­სი ხელ­ნა­წე­რე­ბი, წიგ­ნე­ბი თბილი­სის უნივერ­სი­ტე­ტის სიძ­ვე­ლე­თა სა­ცავს, ხო­ლო თა­ვი­სი ბიბ­ლიო­თე­კა საქართ­ვე­ლოს მეც­ნიე­რე­ბა­თა აკა­დე­მიას უსახ­სოვ­რა.

ასე­თი  მრავალმხ­რი­ვი  იყო  სრულიად  საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წეო­ბა. დრო სწრაფად მიჰქრის… ამქვეყ­ნიურ ცხოვრე­ბას ტოვე­ბენ ის ადა­მია­ნე­ბი, ვინც ახ­ლოს იც­ნობ­და უწმი­დეს­სა და უნე­ტა­რეს კალისტ­რა­ტეს, მაგრამ მის სა­ხელს და­ვიწ­ყე­ბა არა­სო­დეს უწე­რია. იგი ყოველთ­ვის ჩვე­ნი თანა­მედ­რო­ვეა.

კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წეო­ბა (მოკ­ლე ქრო­ნო­ლო­გია)

1. 1866 წ. 12 აპრილი, დაიბადა სოფ. ტობანიერში. ვანის რაიონი.

2. 1875-1882 წლებ­ში სწავლობ­და ქუთაი­სის სა­სუ­ლიე­რო სასწავ­ლე­ბელ­ში.

3. 1882-1888 წლებ­ში სწავლობ­და თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია­ში.

4. 1888-1892 წლებ­ში სწავლობ­და კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში.

5. 1893-1903 წლებ­ში ღვთისმსა­ხუ­რე­ბას ეწეო­და თბილი­სის დიდუ­ბის ეკ­ლე­სია­ში.

6. 1903-1932 წ.წ. იყო ქაშუე­თის წმ. გიორ­გის ეკლე­სიის წინამძღ­ვა­რი.

7. 1917 წლის 17 სექტემბ­რი­დან იყო საქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს წევ­რი.

8. 1921 წლის 25 თებერვ­ლი­დან 12 აპრი­ლამ­დე ასრუ­ლებ­და სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს თავმჯდო­მა­რის მოვა­ლეო­ბას.

9. 1923 წლის 13 იანვ­რი­დან 1925 წლის მარტამ­დე იყო დაპა­ტიმ­რე­ბუ­ლი ანტი­საბ­ჭო­თა ბრალდე­ბით.

10. 1925 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს აყვა­ნილ იქ­ნა ეპის­კო­პო­სის ხა­რისხ­ში, იმა­ვე დღეს მიე­ბო­ძა მიტრო­პო­ლი­ტის წო­დე­ბა და სკუ­ფია­ზე ბრილიან­ტის ჯვრის ტარე­ბის უფ­ლე­ბა, დაი­ნიშ­ნა საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოს-პატრიარ­ქის მუდმივ მოსაყდ­რედ.

11. 1927 წლის 12 იან­ვარს პი­რა­დი განცხა­დე­ბის საფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფლ­და ნინოწმინ­დე­ლო­ბი­სა­გან.

12. 1927 წლის 9 აპ­რილს პი­რა­დი განცხა­დე­ბის საფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფლ­და საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის მოსაყდ­რეო­ბი­დან.

13. 1932 წლის 21 ივ­ნისს იგი არჩეულ იქ­ნა სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქად. 24 ივ­ნისს სვეტიც­ხო­ველ­ში მოხ­და მი­სი აღ­საყდ­რე­ბა.

14. 1943 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს რუსე­თის ეკლე­სიამ აღია­რა საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ტე­რი­ტო­რია­ლუ­რი ავ­ტო­კე­ფა­ლია.

15. 1949 წ. არჩეულ იქ­ნა მოსკო­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიის სა­პა­ტიო წევრად.

16. 1952 წ. 3 თე­ბერ­ვა­ლი, გარდაიც­ვა­ლა უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლი­სტ­რა­ტე, 10 თე­ბერ­ვალს დაკრძა­ლეს სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტა­ძარ­ში.

8. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარ­ქიე­ბი, მღვდელმთავ­რე­ბი XX ს. 20-50-იანი წლები

საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნის შემდეგ 1917 წლის საეკ­ლე­სიო დებუ­ლე­ბის თანახ­მად გაიხს­ნა 15 ეპარ­ქია, მაგრამ აღდგე­ნილ ეპარ­ქიებ­ში მა­შინ­ვე ვერ მო­ხერხ­და ყველგან გაგზავ­ნი­ლი­ყო მმართ­ვე­ლი მღვდელმ­თა­ვა­რი. 1917-1932 წლებ­ში საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­ში 17 მღვდელმთავ­რი­დან 4 ად­რე გარდაიც­ვა­ლა. 1. ქუ­თა­თე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­ტო­ნი გიორ­გა­ძე (გარდაიც­ვა­ლა 1918 წ. 18 სექტემ­ბერს). 2. ალა­ვერ­დე­ლი ეპის­კო­პო­სი პი­რო­სი ოქ­რო­პი­რი­ძე (გარდაიც­ვა­ლა 1922 წ. 23 აპ­რილს), 3. ქუ­თა­თე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი ნა­ზარ ლე­ჟა­ვა (ბოლშევიკებმა დახვრი­ტეს 1924 წლის აგ­ვის­ტო­ში). 4. მიტ­რო­პო­ლი­ტი გიორ­გი ალა­დაშ­ვი­ლი (გარდაიც­ვა­ლა 1924 წ.).

1927-1935 წლებ­ში საქართ­ვე­ლოს მართლმა­დიე­ბელ ეკ­ლე­სია­ში მოქმედ ეპარ­ქიე­ბად ითვ­ლე­ბო­და: 1. მანგლი­სის, 2. ურბნი­სის, 3. წილკნის, 4. ალავერ­დის, 5. ბოდბის, 6. მარგვე­თის, 7. ნინოწმინ­დის, 8. ცხუმ-აფხა­ზე­თის, 9. ქუთაის-გაე­ნა­თის, 10. ცაგე­რის. ამ ეპარქიებს სხვა­დასხ­ვა დროს ხელმძღვა­ნე­ლობდ­ნენ მღვდელმთავ­რე­ბი: და­ვით კა­ჭა­ხი­ძე, სი­მონ ჭე­ლი­ძე, მელქი­სე­დეკ ფხა­ლა­ძე, სტე­ფა­ნე კარბე­ლაშ­ვი­ლი, პავ­ლე ჯა­ფა­რი­ძე, დი­მიტ­რი ყუბა­ნეიშ­ვი­ლი, ალექ­სი გერ­სა­მია, ეფ­რემ სი­და­მო­ნი­ძე, ტა­რა­სი კან­დე­ლა­კი, იე­რო­თეოზ აი­ვა­ზაშ­ვი­ლი, იოანე მარღიშვილი, დი­მიტ­რი ლაზა­რიშ­ვი­ლი, გაბრიელ ჩა­ჩა­ნი­ძე.

მიტ­რო­პო­ლი­ტი და­ვით კა­ჭა­ხი­ძე. დაი­ბა­და 1872 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს. თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სემი­ნა­რიის დამთავ­რე­ბის შემ­დეგ შე­ვი­და ყაზა­ნის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მია­ში. ცნო­ბი­ლი კრი­ტი­კო­სი იპო­ლი­ტე ვარ­თა­გა­ვა, რომე­ლიც ყაზა­ნის აკა­დე­­მია­ში­­ და­ვით კაჭა­ხი­ძის თანა­კურ­სე­ლი იყო, აღნიშ­ნავ­და “იგი ბავშვო­ბი­დან­ვე განმარ­ტოე­ბულ ცხოვრე­ბას ეწეო­და, უყ­ვარ­და ეკ­ლე­სიუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა.მან ივე­რია­ში დაიწ­ყო პუბლი­ცის­­ტუ­რი­­ წერი­ლე­ბის ბეჭდ­ვა, მას წინას­წარ უკით­ხავ­და თანა­კურ­­სე­ლებს ყაზა­ნის აკა­დე­მია­ში. მან სა­დიპ­ლო­მო თე­მა პატრის­­ტი­კა­ში­­ აი­ღო და ბრწყინვა­ლედ შეას­რუ­ლა”[103]. 1899 წ. დაამ­თავ­რა აკა­დე­მია. 1898 წ. 8 მაისს ეკურთ­ხა მღვდელ-მონა­ზო­ნად: 1899 წ.

დაი­ნიშ­ნა კავ­კა­სია­ში ქრისტია­ნო­ბის აღმდ­გე­ნე­ლი საზო­გა­დოე­ბის მასწავლებ­ლად. 1902 წ. სამეგ­რე­ლოს სა­სუ­ლიე­რო სასწავლებ­ლის ზედამხედ­ვე­ლის თანა­შემ­წეა. 1903 წლიდან სოლოკამს­კის, ხო­ლო შემდეგ _ პოლოც­კის სა­სუ­ლიე­რო სასწავლებ­ლის ზედამ­ხედ­ვე­ლია, 1905 წ. დო­ნის სემი­ნა­რიის რექ­ტო­რია. 1907 წ. 4 ნოემ­ბერს და­ვით კა­ჭა­ხი­ძე აკურთ­ხეს ალავერ­დის ეპის­კო­პო­სად. ეპის­კო­პოს­მა და­ვით­მა ხმა აღი­მაღ­ლა საქართ­ვე­ლოს ეგზარ­ქო­სის ინოკენ­ტის წინააღმ­დეგ, რომე­ლიც დევ­ნი­და ეპის­კო­პო­სებს ლეო­ნიდ­სა და გიორ­გის (ალა­დაშ­ვილს). ამი­ტომ 1912 წელს გადაიყ­ვა­ნეს პიატიგორსკ­ში, 1914 წელს ვინი­ცის ეპის­კო­პო­სია, 1917 წლიდან დაბრუნ­და სა­ქართ­ვე­ლო­ში. პირ­ვე­ლი საეკ­ლე­სიო კრების გადაწყ­ვე­ტი­ლე­ბით დაი­ნიშ­ნა ურბნი­სის ეპის­კო­პო­სად. 1921 წლიდან ჭყონდი­დე­ლად, 1923 წ. ბა­თუმ-შე­მოქ­მე­დე­ლია, 1924 წ. ალა­ვერ­დე­ლი, ხო­ლო შემდეგ ქუთა­თელ-გაე­ნა­თე­ლი. ეპის­კო­პო­სი და­ვი­თი არ იზია­რებ­და საქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს პოზი­ციას, რომე­ლიც ბოლშე­ვი­კურ საო­კუ­პა­ციო ხელისუფ­ლე­ბას არ სცნობ­და და იბრ­ძო­და ქართ­ვე­ლი ერის ეროვ­ნუ­ლი და სარწმუ­ნოებ­რი­ვი თავისუფ­ლე­ბი­სათ­ვის. ეპის­კო­პო­სი და­ვი­თი გა­მო­დიო­და ხელისუფ­ლე­ბას­თან თანამშრომ­ლო­ბის კურსის მომხრედ და მოით­ხოვ­და რე­ფორ­მებს, რო­გორც საეკ­ლე­სიო მმართვ­ლეო­ბა­ში, ასე­ვე საეკ­ლე­სიო დოგ­მა­ტი­კა­ში. იგი იყო ერთ-ერ­თი ინი­ცია­ტო­რი 1926 წლის დეკემ­ბერ­ში ქუთაი­სის საეკ­ლე­სიო კრების მოწ­ვე­ვი­ს და სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს, რო­გორც საქარ­თ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის უმაღ­ლე­სი მმართ­ვე­ლო­ბი­თი ორგა­ნოს რეორ­გა­ნი­ზა­ციი­ს. 1927 წლიდან ეპის­კო­პო­სი და­ვი­თი გახდა მიტ­რო­პო­ლი­ტი და სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქის მო­საყდ­რე. იგი დაუნ­დო­ბელ, ტენდენ­ციურ ოპო­ნი­რე­ბას უწევ­და მიტრო­პო­ლიტ კა­ლისტ­რა­ტე  ცინცა­ძეს,  დაუპი­რის­პირ­და  კათო­ლი­კოს-პატრიარქ ქრისტე­ფო­რე­საც. 1930 წლიდან ბა­თუმ-შე­მოქ­მე­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტია. 1935 წლის 19 მარტს გარდაიც­ვა­ლა ბა­თუმ­ში, უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რეს კალისტ­რა­ტეს ლოც­ვა-კურთხე­ვით დაკრძა­ლეს ქუთაის­ში პეტ­რე-პავლეს ეკ­ლე­სია­ში. მის კა­ლამს ეკუთვ­ნის შრო­მე­ბი “კონდა­კის ტექსტის შესწო­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის შესა­ხებ”. “სიტყ­ვე­ბი” (1912-1913 წ.წ.) “К. воспитанникам духовной семинарии и другие статый” (1912 წ.).

მიტ­რო­პო­ლი­ტი სი­მეონ ჭე­ლი­ძე. დაი­ბა­და 1875 წელს რა­ჭის მაზრის სოფ. ბუგეულ­ში. პირველ­დაწ­ყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა მიი­ღო ბუგეუ­ლის სამრევ­ლო-საეკ­ლე­სიო სასწავ­ლე­ბელ­ში. შემდეგ სწავ­ლა გა­ნაგრ­ძო თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია­ში, მაგრამ სე­მი­ნა­რია­ში მომხ­და­რი სტუდენ­ტუ­რი გამოსვ­ლე­ბის შემდეგ 1893 წ. სწავ­ლა გა­ნაგრ­ძო სტავრო­პო­ლის სე­მი­ნა­რია­ში. 1898 წ. აკურთ­ხეს მღვდლად. 1900 წლიდან იყო ოსე­თის მაზრის სამრევ­ლო სკოლე­ბის ზედამ­ხედ­ვე­ლი. 1923 წლის ნოემ­ბერ­ში სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრი­არ­ქის  უწ­მი­დე­სი  ამბრო­სის ლოც­ვა-კურთხე­ვით აყვა­ნილ იქ­ნა ჭყონდი­დელ ეპის­კო­პო­სის ხარისხში. ეპის­კო­პო­სი სი­მეო­ნი აქტიურ მონა­წი­ლეო­ბას იღებ­და ქუთაი­სის საეკ­ლე­სიო კრების მუშაო­ბა­ში. 1927 წლიდან ეპის­კო­პო­სი სი­მეო­ნი ურბ­ნე­ლია. 1930 წლის 6 ოქტომბ­რი­დან ქუთა­თელ-გაე­ნა­თე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტია. 1935 წლის 13 ნოემ­ბერს თბილის­ში გარდაიც­ვა­ლა მიტ­რო­პო­ლი­ტი სი­მეო­ნი, რომე­ლიც დაკრძა­ლეს სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტაძრის ეზო­ში. მიტ­რო­პო­ლი­ტი სი­მეო­ნი თანამშრომ­ლობ­და ჟურნალ-გაზე­თებ­ში “მწყემს­ში”, “შინაურ საქმეებ­ში”, “ივე­რია­ში”, “ცნობის ფურცელ­ში”. 1930-ია­ნი წლების რეპრესიებს ვერ გადაურ­ჩა მი­სი ხელ­ნა­წე­რე­ბი, მეც­ნიე­რუ­ლი მემკვიდ­რეო­ბა.

მიტ­რო­პო­ლი­ტი ვარ­ლა­ამი მა­ხა­რა­ძე. დაი­ბა­და 1873 წლის 26 მარტს. 1895 წ. დაამ­თავ­რა თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია. 1895-1897 წლებ­ში იყო დიდუ­ბის ეკლესიას­თან არ­სე­ბუ­ლი სამრევ­ლო სკოლის მედა­ვით­ნე და მასწავ­ლე­ბე­ლი. 1897-1914 წლებ­ში ყო­ფი­ლი გო­რის მაზრის კავთის­ხე­ვის წმ. გიორ­გის ეკლე­სიის და ფო­თის საკა­თედ­რო ტაძრის მღვდე­ლია. 1914 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს დაი­ნიშ­ნა ერევ­ნის სამასწავ­ლებ­ლო ინსტი­ტუტ­სა და ქალ­თა გიმნა­ზიის მასწავლებ­ლად. იმა­ვე დროს იყო ინსტი­ტუ­ტის მართლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკლე­სიის წინამძღ­ვა­რიც. 1915 წლის 12 მაი­სი­დან ყარსის ჰოსპი­ტა­ლის მღვდე­ლია, 1916 წლის 28 ოქტომბ­რი­დან ერევ­ნის ქალ­თა პირ­ვე­ლი და ვაჟ­თა მე-7 გიმნა­ზიის საღვ­თო სჯულის მასწავ­ლე­ბე­ლია. 1919 წლიდან დაბრუნ­და სა­ქართ­ვე­ლო­ში, დაი­ნიშ­ნა  ოზურ­გე­თის დაწ­ყე­ბი­თი სასწავლებ­ლის მასწავლებ­ლად. 1926 წლის 7 მარტს სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქ ამბრო­სის ლოც­ვა-კურთხე­ვით აყვა­ნილ იქ­ნა მარგ­ვე­ლი ეპის­კო­პო­სის ხა­რისხ­ში.

1929 წლის 12 თე­ბერ­ვალს დაი­ნიშ­ნა ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპის­კო­პო­სად. 1930 წლის 25 ოქტომბ­რი­დან მიტ­რო­პო­ლი­ტია. 1934-37 წლებ­ში  საქართ­ვე­ლოს მართლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სია­ში უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბა იყო, ერთმა­ნე­თის მიყო­ლე­ბით იხუ­რე­ბო­და ეპარ­ქიე­ბი. ამიტომ მიტ­რო­პო­ლი­ტი ვარ­ლა­ამი უე­პარ­ქიოდ დარ­ჩა. 1937 წ. უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს ლოც­ვა-კურთხე­ვით დაი­ნიშ­ნა ქუთა­თელ-გაე­ნა­თე­ლად, მაგრამ ბოლშე­ვი­კურ­მა ხელისუფ­ლე­ბამ ანტი­საბ­ჭო­თა პროპაგან­დის ბრალდე­ბით დაა­პა­ტიმ­რა და გადაა­სახ­ლა. ბევრს ეცა­და უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე მის გათავი­სუფ­ლე­ბას, მაგრამ ვერ მოა­ხერ­ხა. მიტ­რო­პო­ლი­ტი ვარ­ლა­მი 1943 წელს გარდაიც­ვა­ლა გადა­სახ­ლე­ბა­ში. მი­სი საფლა­ვიც უც­ნო­ბია. ასე მოწამეობ­რი­ვად დაას­რუ­ლა თა­ვი­სი სი­ცოცხ­ლე ამ დიდე­ბულ­მა სა­სუ­ლიე­რო მოღვა­წემ.

მიტ­რო­პო­ლი­ტი იოა­ნე მარღიშ­ვი­ლი. დაი­ბა­და 1874 წ. ქ. გორ­ში. 1893 წელს დაამ­თავ­რა გო­რის სა­სუ­ლიე­რო სასწავ­ლე­ბე­ლი და გა­მოც­და ჩაა­ბა­რა სამრევ­ლო სკოლე­ბის მასწავლებ­ლის წოდე­ბის მისა­ღე­ბად. 1893-1899 წ.წ. მუშაობ­და ჯერ გო­რის, ხო­ლო შემდეგ ყიზლა­რის ტაძრებ­თან არ­სე­ბუ­ლი სამრევ­ლო სკოლე­ბის მასწავლებ­ლად. 1900 წლიდან ჩრდი­ლო კავ­კა­სია­ში  ალექ­სანდ­რეს სა­მი­სიო­ნე­რო გიმ­ნა­ზია­შია. იმა­ვე წლის 28 ოქ­ტომ­ბერს ბე­რად აღიკ­ვე­ცა. 1901 წლის 28 იან­ვარს მღვდლად აკურთ­ხეს. 1904 წლიდან ქუთაი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია­შია, შემდეგ თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია­ში. 1905-1906 წლებ­ში იოა­ნე ნათლისმცემ­ლის და ხირსის მონასტ­რე­ბის ხა­ზი­ნა­და­რია. 1906-1907 წლებ­ში პეტერბურ­გის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიის თა­ვი­სუ­ფა­ლი მსმე­ნე­ლია. 1907-1910 წლებ­ში თბილი­სის  სა­სუ­ლიე­რო სემინა­რიას­თან არ­სე­ბუ­ლი სა­მა­გა­ლი­თო სკოლის მასწავ­ლე­ბე­ლი. 1910-1914 წ.წ. მოსკო­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიის სტუდენ­ტია. 1914 წლის 2 სექტემბ­რი­დან ქუთაი­სის სა­სუ­ლიე­რო სასწავლებ­ლის ზედამხედ­ვე­ლის თანა­შემ­წე. 1915 წლის 10 აგვის­ტო­დან გო­რის სა­სუ­ლიე­რო სასწავლებ­ლის ზედამ­ხედ­ვე­ლია. იმა­ვე წლის 20 აგვისტ­ოდან არ­ქი­მანდ­რი­ტია. 1917 წლის 21 სექტემბ­რი­დან თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სასწავლებ­ლის მასწავ­ლე­ბე­ლია. 1919 წლის სექტემბ­რი­დან ოქუ­მის უმაღ­ლე­სი დაწ­ყე­ბი­თი სასწავლებ­ლის ინსპექ­ტო­რია. 1921 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს უწ­მი­დე­სი ამბრო­სის ლოც­ვა-კურთხე­ვით აყვა­ნილ იქ­ნა ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპისკ­ოპო­სის ხა­რისხ­ში.  1923 წლის 17 დეკემბ­რი­დან ეპის­კო­პო­სი იოა­ნე მიტრო­პო­ლი­ტის პა­ტივ­ში იქ­ნა აყ­ვა­ნი­ლი. მიტ­რო­პო­ლი­ტი იოა­ნე ყველა­ნაი­რად ცდილობ­და საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დიე­ბე­ლი ეკლე­სიის უფლე­ბე­ბის დაცვას ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპარ­ქია­ში. 1925 წლიდან იგი გადაყ­ვა­ნილ იქ­ნა ალავერ­დელ მიტრო­პო­ლი­ტად, შემდეგ ურბნე­ლად. 1926 წლის 3 ნოემბ­რი­დან ბა­თუმ-შე­მოქ­მე­დე­ლია, 1928 წლის 4 ოქტომბ­რი­დან ბოდ­ბე­ლია. მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­ა­ნე იყო ცნო­ბი­ლი რე­ნე­გა­ტი ეპის­კო­პო­სის დი­მიტ­რი აბა­ში­ძის მე­გო­ბა­რი და პა­ტი­ვისმ­ცე­მე­ლი. მან 1926 წლის 14 იან­ვარს საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს განსახილ­ვე­ლად წა­რუდ­გი­ნა თა­ვი­სი სა­მა­გისტ­რო დი­სერ­ტა­ცია: “წარმოვად­გენ რა ამას­თა­ნა­ვე თქვენ უწმი­დე­სო­ბის წი­ნა­შე ჩემ სა­მა­გისტ­რო დისერ­ტა­ციას, ყო­ფი­ლი კიე­ვის სა­სუ­ლიე­რო აკა­დე­მიის 19 პროფე­სო­რის მიერ ხელმო­წე­რილ სა­ბუ­თებს, რომლი­თაც მე ცნო­ბი­ლი ვარ ღირსად მაგისტ­რის ხარის­ხის მი­ღე­ბი­სა, უმდაბ­ლე­სად გთხოვთ, ეს სა­ბუ­თე­ბი განხი­ლულ იქ­ნას სა­კა­თა­ლი­კო­ზო საბჭოს სხდო­მა­ზე და მომე­ნი­ჭოს ღვთისმეტყ­ვე­ლე­ბის კანდიდატის ხა­რის­ხი”.[104]

სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭომ არ მიიჩ­ნია მიზან­შე­წო­ნი­ლად მისთ­ვის ღვთისმეტყ­ვე­ლე­ბის კანდი­და­ტის ხარის­ხის მი­ნი­ჭე­ბა, რამაც იგი გაანაწყენა. 1929 წლის 13 ნოემ­­ბერს მიტ­რო­პო­ლი­ტი იოა­ნე გარდაიც­ვა­ლა უკი­დუ­რე­სი მა­ტე­რია­ლუ­რი შეჭირ­ვე­ბის პირო­ბებ­ში. 17 ნოემ­ბერს იგი დაკრძა­ლეს სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტაძრის ეზო­ში. დაკრძალ­ვას ესწრებოდ­ნენ: სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი ქრის­ტე­ფო­რე III, მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე, ეპის­კო­პო­სე­ბი იე­რო­თეო­ზი, მელ­ქი­სე­დე­კი, ეფ­რე­მი.

მიტ­რო­პო­ლი­ტი მელქი­სე­დეკ ფხა­ლა­ძე (შემდგომ­ში სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი). დაი­ბა­და 1872 წლის 2 ნოემ­ბერს. 1896 წელს დაამ­თავ­რა თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია. 1900 ყაზა­ნის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია. 1900-1915 წლებ­ში მუშაობ­და ქუთაი­სის სა­სუ­ლიე­რო სასწავლებ­ლის, სა­სუ­ლიე­რო სემი­ნა­რიის, ბელსკის სა­სუ­ლიე­რო სასწავლებ­ლის და კა­მე­ნეცკ-პროდოლს­კის სა­სუ­ლიე­რო სემი­ნა­რიის მასწავლებ­ლად. 1915 წლიდან ტივროვს­კის სა­სუ­ლიე­რო სასწავლებ­ლის ზედამ­ხედ­ვე­ლია. იმა­ვე წლიდან მღვდე­ლია. 1917-1920 წლებ­ში მუშაობ­და გო­რის სა­სუ­ლიე­რო სასწავლებ­ლის ზედა­მხედ­ვე­ლად. 1920-1922 წლებ­ში იყო უმუ­შე­ვა­რი და გან­მო­სი­ლი. 1922-1925 წლებ­ში სიო­ნი­სა და ანჩის­ხა­ტის დე­კა­ნო­ზია. 1925 წლის 14 ოქ­ტომ­ბერს სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქ ამბრო­სის ლოც­ვა-კურთხე­ვით აყ­ვა­ნი­ლი იქნა ალავერდის ეპის­კო­პო­სის ხა­რისხ­ში. 1928 წლის 24 მარტს გადაყ­ვა­ნილ იქ­ნა წილკნე­ლად. ერთ­ხანს თბილი­სის ფერიც­ვა­ლე­ბის ეკლე­სიის წინამძღვ­რის მოვა­ლეო­ბა­საც ასრუ­ლებ­და. 1935 წლის 2 იან­ვარს უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ გადაიყ­ვა­ნა ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტრო­პო­ლი­ტად.

1944 წლის 30 აპრი­ლი­დან ურბნი­სის ეპარ­ქიის მმართ­ვე­ლია. მას უწ­მი­დე­სი კა­ლისტ­რა­ტე დიდ პა­ტივს სცემ­და მას და გამოცხადებული ჰყავდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. იგი საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის სახე­ლით მონა­წი­ლეობ­და მოსკოვ­ში გამარ­თულ სამშ­ვი­დო­ბო კონფერენ­ციებ­ში.

1952 წელს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

ეპის­კო­პო­სი სტე­ფა­ნე (ვა­სილ) კარბე­ლაშ­ვი­ლი. დაი­ბა­და 1859 წელს. 1881-1882 წლებ­ში იყო თბი­ლი­სის ქალ­თა საე­პარ­ქიო სასწავლე­ბ­ლის მასწავ­ლე­ბე­ლი. 1882-1883 წლებ­ში მოსკო­ვის კონსერ­ვა­ტო­რია­ში სწავ­ლობს გალო­ბას. 1883 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს ხელდას­მუ­ლია თბილი­სის წმ. ბარბა­რეს ეკლე­სიის მღვდლად. 1855-1887 წლებ­ში ნუ­ხის სამე­ბის მონასტ­რის მღვდე­ლია. 1888-1903 წლებ­ში თბილი­სის მიხეილ მთავარან­გე­ლო­ზის საა­ვადმ­ყო­ფოს მღვდე­ლია.1904-1905 წლებ­ში გო­რის ტაძრის მღვდე­ლი. 1906-1916 წლებ­ში წმ. სამე­ბის ეკლე­სიის მღვდე­ლი, 1916-1918 წლებ­ში წმ. ბარბა­რეს ეკლე­სიის მღვდე­ლი. 1921-1922 წლებ­ში თელა­ვის ტაძრის დე­კა­ნო­ზი. 1922-1925 წლებ­ში თბილი­სის წმ. ნი­ნოს ეკლე­სიის დე­კა­ნო­ზი. 1925 წ. 24 ოქ­ტომ­ბერს აკურთ­ხეს ბოდბელ ეპის­კო­პო­სად. 1928 წლის 24 მარტს გადაიყ­ვა­ნეს ალავერ­დის ეპის­კო­პო­სად. იგი იყო საეკ­ლე­სიო გა­ლო­ბა­თა საუ­კე­თე­სო მცოდ­ნე. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და­ცუ­ლია ვა­სილ კარბელაშ­ვი­ლის ფონ­დი, ამ ფონდ­ში არის მრა­ვა­ლი საინ­ტე­რე­სო დოკუ­მენ­ტი, რომელიც ადას­ტუ­რებს ეპის­კო­პოს სტეფა­ნეს მრავალმხ­რივ განათ­ლე­ბას და საქმია­ნო­ბას. იგი იყო შეუდ­რე­კე­ლი და მოუს­ყიდ­ვე­ლი ადა­მია­ნი. მან საინ­ტე­რე­სო სიტყ­ვა წარ­მოთქ­ვა IV საეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე. “რა შევძი­ნეთ ჩვენ ეკლე­სიას ბო­ლო ათი წლის მანძილ­ზე? საუ­ბე­დუ­როდ ვე­რა­ფე­რი, ვინაი­დან ჩვენ, რო­გორც ქვეყნიე­რე­ბის მი­მართ და სა­კუთ­რე­ბი­თი ვნებით გატა­ცე­ბულ­ნი ვერ ავუ­ღეთ ალ­ღო ახალ ცხოვრე­ბას, ვერ გამო­ვი­მუ­შა­ვეთ სა­ზო­გა­დო გეგ­მა, გზა და საერ­თო ენა საქ­მი­სა და ხალხის უკე­თე­სად წარმა­ტე­ბის და კეთი­ლად მოღვაწეო­ბი­სათ­ვის, რა­შიც დი­დი სამარცხ­ვი­ნო რო­ლი ითა­მა­შა დიდების­მოყ­ვა­რეო­ბამ, ამპარტავ­ნე­ბამ, მედი­დუ­რო­ბამ, შურის­ძიე­ბამ”.[105] მას მიაჩნ­და “საქართ­ვე­ლოს საეკ­ლე­სიო კრების დე­ბუ­ლე­ბა უნ­და იყოს საქართ­ვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ეკლე­სიის მყა­რი და შეურ­ყე­ვე­ლი სა­ფუძ­ვე­ლი და არა წარა­მა­რად ცვა­ლე­ბა­დი. რა­ღა­ცა მო­საზ­რე­ბა­თა ჰაერ­ში ჩამო­კი­დე­ბულ მდი­ნა­რე­ბა­ზე, რომელ­ნიც ქრებიან – ჩვენ უნ­და ვეცა­დოთ ღირს მუ­შაკ­თა შე­მოკ­რე­ბა და მა­თი ღირსეუ­ლად დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა”.[106] ეპის­კო­პო­სი სტე­ფა­ნე გარდაიც­ვა­ლა 1936 წელს.

ეპის­კო­პო­სი პავ­ლე ჯა­ფა­რი­ძე. დაი­ბა­და 1888 წლის 1 მაისს. იმე­რე­თის სოფ. ხრეით­ში, დაამ­თავ­რა ქუთაი­სის ქალა­ქის სასწავ­ლე­ბე­ლი. 1906 წ. გახ­და ძვე­ლი ათო­ნის ქარ­თუ­ლი მონასტ­რის მორ­ჩი­ლი. 1907 წელს ბე­რად აღიკ­ვე­ცა ათო­ნის მონას­ტერ­ში. 1910 წელს გურია-ოდი­შის ეპის­კო­პოს ლეო­ნი­დის მიერ იგი შიომღ­ვი­მის მონას­ტერ­ში ხელდასხ­მულ იქ­ნა მღვდელმო­ნა­ზო­ნად. 1919-1920 წლებ­ში სწავლობ­და თბილი­სის უნივერ­სი­ტეტ­ში და ის­მენ­და ივ. ჯავახიშ­ვი­ლის, კ. კეკე­ლი­ძის, გრ. წერეთ­ლის, შ. ნუცუ­ბი­ძის ლექციებს. 1921 წლის 21 თე­ბერ­ვალს საქართ­ვე­ლოს სა­­კა­თა­ლი­კო­სო საბ­ჭო­სა და უწ­მი­დე­სი ლეო­ნი­დის ლოც­ვა-კურთხე­ვით ეპის­კო­პოს დავით­თან ერ­თად მონა­წი­ლეობ­და საეკ­ლე­სიო სიწმი­დეე­ბის თბილი­სი­დან ქუთაის­ში გადა­ტა­ნის ღონის­ძიე­ბებ­ში. 1924 წლის მარტ­ში არ­ქი­მანდ­რი­ტი პავ­ლე გასა­მართ­ლე­ბულ იქ­ნა სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქ ამბ­რო­სი­სა და სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს წევრებ­თან ერ­თად. 1924 წლის 18 აპ­რილს არ­ქი­მანდ­რი­ტი პავ­ლე აყვა­ნილ იქ­ნა ეპის­კო­პო­სის ხა­რისხ­ში – წილკნე­ლად. იგი ფიზი­კუ­რად სუს­ტი იყო, ხშირად ავადმ­ყო­ფობ­და. 1928 წ. ეპისკ­ოპო­სი პავ­ლე გადაყ­ვა­ნილ იქ­ნა ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპარ­ქიის მმართვე­ლად, იქაურ­მა ნოტიო ჰა­ვამ კი­დევ უფ­რო დაამ­ძი­მა მი­სი ჯანმრ­თე­ლო­ბა. იგი იყო საოც­რად თავმ­და­ბა­ლი და უსაზღვ­როდ მოყ­ვა­რე თვი­სი სამწყ­სო­სი. შე­მორ­ჩე­ნი­ლია სვეტიცხოვ­ლის მრევლის და­ხა­სია­თე­ბა მეუ­ფე პავ­ლე­სი – “იგი სამრევლო­სათ­ვის ჭეშ­მა­რი­ტი მოძღ­ვა­რია თა­ვი­სი წმი­და ცხოვ­რე­ბი­თა და მა­მაშ­ვი­ლუ­რი მოქცე­ვით ყველასათ­ვის თანას­წო­რად ნუგე­შის  მომ­ცე­მია… ჩვენთვის წარმოუდ­გე­ნე­ლია სვეტიცხოვ­ლის ტა­ძა­რი მის გა­რე­შე”.[107] ეპის­კო­პო­სი პავ­ლე გარდაიც­ვა­ლა 1929 წლის 3 ნოემ­ბერს. იგი 10 ნოემ­ბერს დაკრძა­ლეს სვეტიცხოვ­ლის ტაძრის ეზო­ში. XX საუ­კუ­ნის 50-70-იან წლებ­ში ეპის­კო­პოს პავლეს საფლავ­ზე ყოველთ­ვის ცოც­ხა­ლი ყვავი­ლე­ბის თაი­გუ­ლი იყო. ეს იყო მი­სი მად­ლიე­რი მრევლის დი­დი სიყვა­რუ­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა.

ეპის­კო­პო­სი ნესტორ ყუბა­ნეიშ­ვი­ლი. დაი­ბა­და 1853 წლის 5 სექტემ­ბერს. 1877 წელს დაამ­თავ­რა თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია. 1877-1883 წლებ­ში სა­მეგ­რე­ლო­სა და ქუთაი­სის სა­სუ­ლიე­რო სასწავლებ­ლის მასწავ­ლე­ბე­ლია. 1883 წლის 9 ივ­ნისს ხელდასხ­მულ იქ­ნა ბარსა­დოკახნის ეკლე­სიის მღვდლად. 1887 წლის 18 ოქტომბ­რი­დან ქუთაი­სის წმ. გიორ­გის ეკლე­სიის მღვდე­ლია. 1909 წლიდან ქუთაი­სის საკა­თედ­რო ტაძრის მღვდელ-დე­კა­ნო­ზი. 1909 წლის 6 დეკემბ­რი­დან მოწა­მე­თის მონასტ­რის არ­ქი­მანდ­რი­ტია, შემდეგ შუამ­თის, ალავერ­დის, თეთ­რი გიორ­გის და გელა­თის მონასტ­რის არ­ქი­მანდ­რი­ტი. 1924 წლის 18 მაისს უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ამბრო­სის ლოც­ვა-კურთხე­ვით აყვა­ნილ იქ­ნა ბა­თუმ-შემოქ­მე­დელ ეპისკო­პო­სის ხა­რისხ­ში. 1926 წლის ნოემ­ბერ­ში ჭყონდი­დის ეპის­კო­პო­სად გადაიყ­ვა­ნეს, 1928 წლის 24 მარტს ცაგე­რე­ლად, 1929 წლის 19 ნოემ­ბერს წილკნე­ლად, მან 1930 წლის 30 ივ­ნისს თა­ვი დაა­ნე­ბა ღვთისმსა­ხუ­რე­ბას და გა­ვი­და პენ­სია­ზე. გარდაიც­ვა­ლა 1938 წლის 15 ივ­ნისს, დაკრ­ძა­ლუ­ლია ქუთაის­ში საფიჩ­ხიის სამე­ბის ეკლე­სიის გალა­ვან­ში. მის კა­ლამს ეკუთვ­ნის წიგ­ნე­ბი: “სახელმძღ­ვა­ნე­ლო საღმრ­თო სჯულის სასწავლებლად”, “შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ძვე­ლი და ახა­ლი აღთქმის ის­ტო­რია”. “ახს­ნი­თი ლოც­ვე­ბი”, “ათი მცნე­ბა და სიმ­ბო­ლო სარწ­მუ­ნოე­ბი­სა”, “საიდუმ­ლოე­ბის ახს­ნა”, “ქრისტეს ეკ­ლე­სია და პირ­ვე­ლი ქრისტია­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა” და სხვა.

ეპის­კო­პო­სი ალექ­სი გერ­სა­მია. დაი­ბა­და 1865 წლის 14 აპ­რილს. თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სემი­ნა­რიის ოთ­ხი კლასის დამთავ­რე­ბის შემდეგ დაი­ნიშ­ნა მესტიის სამრევ­ლო სკოლის მასწავლებ­ლად. 1890 წელს სოფ. ლაი­ლა­შის დია­კო­ნია, 1891 წლიდან მღვდე­ლი. 1893 წლიდან ცაგე­რის ტაძრის წინამძღ­ვა­რია, კე­თილ­მო­წე­სე, ლეჩხუმ-სვანე­თის სამრევ­ლო სკოლე­ბის მეთვალ­ყუ­რე და იმე­რე­თის საე­პარ­ქიო საბჭოს ლეჩხუ­მის განყო­ფი­ლე­ბის თავმჯ­დო­მა­რე. 1906-1925 წლებ­ში ქუთაი­სის წმ. გიორ­გის ეკლე­სიის წინამძღ­ვა­რია. 1925 წლის 8 ნოემ­ბერს უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ამბრო­სის ლოც­ვა-კურთხე­ვით აყვა­ნილ იქ­ნა ცაგე­რის ეპის­კო­პო­სის ხა­რისხ­ში. 1928 წლის 2 მარტი­დან იყო ჭყონ­დი­დე­ლი და ბა­თუმ-შე­მოქ­მე­დელბი, 1930 წლის 1 სექტემბ­რი­დან წილკნის ეპარ­ქიის მმართ­ვე­ლია. გარდაიც­ვა­ლა 1938 წლის 7 თე­ბერ­ვალს. დაკრ­ძა­ლუ­ლია თბილის­ში, სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტაძრის ეზო­ში.

ეპის­კო­პო­სი იე­რო­თეოზ აი­ვა­ზაშ­ვი­ლი. დაი­ბა­და 1862 წლის 6 ნოემ­ბერს, 1888 წელს დაამ­თავ­რა თბილი­სის სე­მი­ნა­რია. იმა­ვე წლის 14 ნოემ­ბერს ამიერ­კავ­კა­სიის კეთილ­შო­ბილ ქალ­თა ინსტი­ტუ­ტის ეკლე­სიის დიაკვ­ნად აკურთ­ხეს, ხო­ლო 1889 წლის 24 აპ­რილს დაი­ნიშ­ნა თელა­ვის რაიო­ნის შილდის ეკლე­სიის მღვდლად. 1901 წლის 19 მარტს გადაიყ­ვა­ნეს თბილი­სის წმ. ნიკო­ლო­ზის ეკ­ლე­სია­ში, 1903 წლის 3 მარტს გადაიყ­ვა­ნეს წმ. ეკა­ტე­რი­ნეს ეკ­ლე­სია­ში. 1907 წლის 20 სექტემ­ბერს თბილი­სის ხარ­ფუ­ხის წმ. ნიკო­ლო­ზის ეკლე­სიის წინამძ­ღვ­რად გადაიყ­ვა­ნეს. 1916 წლიდან სამე­ბის ეკლე­სიის წი­ნა­მძღ­ვა­რია. 1928 წლის 16 ნოემ­ბერს აკურთ­ხეს ნინოწმინ­დის ეპის­კო­პო­სად, 1929 წლის 20 ნოემბ­რიდან ბოდბის ეპის­კო­პო­სია. გარდაიც­ვა­ლა 1942 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს, დაკრ­ძა­ლ­უ­­ლია სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტაძრის ეზო­ში.

მიტროპოლიტი ეფ­რემ სი­და­მო­ნი­ძე (შემდგომ­ში სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი ეფ­რემ II). დაი­ბა­და 1896 წელს გო­რის მაზრის სოფ. დოეს­ში. გო­რის სა­სუ­ლიე­რო სას­წავლებ­ლის დამთავ­რე­ბის შემდეგ 1912 წელს სწავ­ლა გა­ნაგრ­ძო თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია­ში. 1919 წელს მან სწავ­ლა გა­ნაგრ­ძო თბილი­სის სა­ხელმ­წი­ფო უნივერ­სი­ტეტ­ში სიბრძნის­მეტყ­ვე­ლე­ბის ფაკულ­ტეტ­ზე. 1921 წლის 21 დე­კემ­ბერს განცხა­დებ­თი მი­მარ­თა უწმი­დეს­სა და უნე­ტა­რესს ამბრო­სის: “თქვე­ნო უწმი­დე­სო­ბავ, ბავშვო­ბი­დან­ვე მაქვს მისწ­რა­ფე­ბა და მიდ­რე­კი­ლე­ბა ბე­რუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა… აწ მომწი­ფე­ბულ ასაკ­ში მიღ­წეუ­ლი, სრუ­ლი ჭკუა-გონე­ბით და სა­ღი შეგნე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი კად­ნიე­რე­ბით გთხოვთ, აღმკვე­ცოდ ბე­რად და ღირსმყოთ მღვდელმო­ნაზვ­ნის ხა­რისხ­ზე ასაყ­ვა­ნად.

მე მწამს, მიუ­ხე­და­ვად ამ შავ უკუღ­მარ­თი დროი­სა და საეჭ­ვო წუთი­სოფ­ლი­სა თქვე­ნი უწ­მი­დე­სო­ბა ნდობის თვალით და გუ­ლით შეხვ­დე­ბა ამ ჩემს მისწრა­ფე­ბას და მომ­ცემს საშუა­ლე­ბას სამღვდელ­მო­ნაზვ­ნო ხა­რისხ­ში მყოფს შემეძ­ლოს წი­ნა­შე წმ. ტრა­პე­ზი­სა აღ­ვავ­ლი­ნო ლოც­ვა-ვედ­რე­ბა ღმრთისად­მი, სამშობ­ლო­სად­მი და ჩვე­ნი მრავალ­ტან­ჯუ­ლი ეკლე­სიის ბედნიე­რე­ბი­სათ­ვის”.[108]

1921 წლის 14 იან­ვარს ბერ­მო­ნა­ზო­ნი ეფ­რე­მი ხელდასხ­მულ იქ­ნა იეროდიაკვ­ნად. 1923 წლიდან იგი იყო შიომღ­ვი­მის მონასტ­რის წინამძღ­ვა­რი. 1925 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს აყვა­ნილ იქ­ნა არქი­მანდ­რი­ტის ხა­რისხ­ში და დაი­ნიშ­ნა ბორჩა­ლოს მაზრის მთავარ­ხუ­ცე­სად. 1927 წლის 25 მარტი­დან მცხე­თა-თბილი­სის ქორე­პის­კო­პო­სია. 1927 წლის 26 მარტს საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის დროე­ბი­თი მმართვე­ლის მიტრო­პო­ლიტ ქრისტე­ფო­რეს მიერ აყვა­ნილ იქ­ნა მანგ­ლე­ლი ეპის­კო­პო­სის ხა­რისხ­ში. “დაე, მღვდელმთავ­რო­ბა ჩე­მი მასწავებ­დეს ჩემ­სა უღირ­სე­ბა­ზე, უძლურე­ბა­ზე… ეპის­კო­პო­სის მო­ვა­ლეო­ბაა იქა­და­გოს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, იყოს ბრძე­ნი, ცხოვრე­ბით უბ­რა­ლო იყოს მტკი­ცე, ბრწყინავ­დეს საქ­მე­ნი მის­ნი, დაე, აღსრულ­დეს გან­გე­ბა ღვთი­სა” – აღ­ნიშ­ნა არქი­მანდ­რიტ­მა ეფ­რემ­მა ეპის­კო­პო­სად კურთხე­ვი­სას.

1927 წელს ეპის­კო­პო­სი ეფ­რე­მი ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპარ­ქიის მმართვე­ლად დაი­ნიშ­ნა, 1927 წლის 17 ოქტომბ­რი­დან ალა­ვერ­დე­ლია, მაგრამ ადგი­ლობ­რი­ვი პარ­ტიუ­ლი ორგა­ნოე­ბის ზეწო­ლის გა­მო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და დაე­ტო­ვე­ბი­ნა ეპარ­ქია, ერთ­ხანს იყო თბილი­სის წმ. ბარბა­რეს ეკლე­სიის წინამძღ­ვა­რი. 1930 წლის 24 ოქტომბ­რი­დან ურბნი­სის ეპარ­ქიის მმართ­ვე­ლი. 1936 წლიდან იგი ქუთა­თელ-გაე­ნა­თე­ლი ეპის­კო­პო­სია. 1937 წ. ანტი­საბ­ჭო­თა საქმია­ნო­ბის ბრალდე­ბით ეპის­კო­პო­სი ეფ­რე­მი დააპა­ტიმ­რეს, 8 წე­ლი გაა­ტა­რა გადა­სახ­ლე­ბა­ში. 1944 წელს უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ მოა­ხერ­ხა მი­სი სამშობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. 1945 წელს მას მიე­ბო­ძა მიტრო­პო­ლი­ტის პა­ტი­ვი. 1953 წლამ­დე იყო ქუთაი­სის ეპარ­ქია­ში, ხო­ლო შემდეგ სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქად არჩე­ვამ­დე (1960 წ.), ბა­თუმ-შე­მოქ­მე­დი­სა და ჭყონდი­დის ეპარ­ქიე­ბის მმართ­ვე­ლი.

ეპის­კო­პო­სი ტა­რა­სი კან­დე­ლა­კი. დაი­ბა­და 1871 წ. გორ­სი მაზრის სოფ. კოხტის­ხევ­ში. 1890 წელს მან დაამ­თავ­რა თბილი­სის სათა­ვა­დაზ­ნაუ­რო პროგიმ­ნა­ზია. 1891 წლიდან იყო ქვათა­ხე­ვის მონასტ­რის მედა­ვით­ნე. 1899 წლიდან იყო საინ­გი­ლო­ში. 1900 წლის 4 მაისს აკურთ­ხა იეროდიაკვ­ნად. 17 მაისს მღვდლად და დაი­ნიშ­ნა შუამ­თის მონასტ­რის ხაზინად­რად. 1902 წლიდან ხირსის მონას­ტერ­შია. 1903 წლიდან არ­ქი­მანდ­რი­ტი ტა­რა­სი ხერ­სო­ნი­სა და ოდე­სის ეპარ­ქიებ­შია. 1904 წლიდან არ­ქი­მანდ­რი­ტი ტა­რა­სი ეპის­კო­პოს კირიონ­თან არის ორიო­ლის ეპარ­ქიის ხაზინად­რად.

1904 წლიდან შეთავ­სე­ბით იყო საეკ­ლე­სიო მუზეუ­მის გამ­გე. ერთ­ხანს ეპის­კო­პოს კირიონ­თან ერ­თად იყო სოხუ­მის ­ეპარ­ქია­ში.­

1908 წლის 10 ივლი­სი­დან თბილი­სის ფერისც­ვა­ლე­ბის ეკ­ლე­სია­შია. იგი გაჰყ­ვა გადა­სახ­ლე­ბა­ში ეპის­კო­პოს კირიონს. 1918 წლის 26 ივ­ნისს იგი ახლ­და მარტყო­ფის მონას­ტერ­ში სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქს უწმი­დეს კირიონ II…

1925 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს სოფ. საქო­ბოს წმ. სტეფა­ნეს ეკლე­სიის წინამ­ძღვ­არია.

1930 წ. იყო კუკიის წმ. ნი­ნოს ეკლე­სიის წინამძღ­ვა­რი, 1931 წლის 29 ნოემ­ბერს დაი­ნიშ­ნა ვლადიკავ­კა­ზის წმ. ნი­ნოს ეკლე­სიის წინამძღვ­რად, სა­დაც მან მო­ნათ­ლა ირაკ­ლი შიო­ლაშ­ვი­ლი (სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი, უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II).

1938 წლის 27 მარტს უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს ლოც­ვა-კურთხე­ვით დაი­ნიშ­ნა სვეტიცხოვ­ლის მონასტ­რის წინამძღვ­რის მოად­გი­ლედ. 1939 წლის 19 მარტს აყვა­ნილ იქ­ნა წილკ­ნე­ლი ეპის­კო­პო­სის ხა­რისხ­ში. იგი გარდაიც­ვა­ლა 1951 წელს, დაკრ­ძა­ლუ­ლია მცხე­თა­ში, სვეტიცხოვ­ლის ეზო­ში.

ეპის­კო­პო­სი დი­მიტ­რი ლაზა­რიშ­ვი­ლი. დაი­ბა­და 1870 წლის 16 სექტემ­ბერს, სწავლობ­და თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია­ში, 1889-1897 წლებ­ში იყო სიო­ნის საკა­თედ­რო ტაძრის მედა­ვით­ნე და კერ­ძო დია­კო­ნი. 1894-1904 წლებ­ში ქაშუე­თის წმ. გიორ­გის ეკლე­სიის დია­კო­ნია, 1904 წლის 29 თებერვ­ლი­დან მღვდე­ლი, 1919 წლიდან დე­კა­ნო­ზი, 1933 წელს დაჯილ­დოვ­და მიტრით. 1914-1917 წლებ­ში იყო თბილი­სის სა­მო­ქა­ლა­ქო ეკ­ლე­სია­თა კე­თილ­მო­წე­სე, 1906-1914 წლებ­ში მცხეთის სვეტიცხოვ­ლის ტაძრის აღდგე­ნის კომი­ტე­ტის ხა­ზი­ნა­და­რია, 1914-1917 წლებ­ში სამ­ხე­დრო-სა­ვე­ლე ლაზა­რე­თის მღვდე­ლია, 1943 წლის 23 მაისს უწმი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კალისტ­რა­ტემ აკურთ­ხა ნინოწმინ­დელ ეპის­კო­პო­სად. 1945 წლის 6 მაისს დაჯილ­დოვ­და ბარტ­ყუ­ლა­ზე ჯვრის ტარე­ბის უფლე­ბით.

გარდაიც­ვა­ლა 1947 წლის 8 ნოემ­ბერს, დაკრ­ძა­ლუ­ლია თბილის­ში ქაშუე­თის ეკ­ლე­სია­ში.

მიტროპოლიტი გაბრიელ ჩა­ჩა­ნი­ძე. დაი­ბა­და 1901 წ. 1 იან­ვარს გო­რის მაზრის სოფ. ერთაწ­მინ­და­ში. 1913 წელს ჩაი­რიც­ხა თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სასწავ­ლე­ბელ­ში, რომლის დამთავ­რე­ბის შემდეგ ჩაი­რიც­ხა თბილი­სის სა­სუ­ლიე­რო სე­მი­ნა­რია­ში. 1921 წელს თბილი­სის სა­ხელმ­წი­ფო უნივერ­სი­ტეტ­ში სიბრძნის­მეტყ­ვე­ლე­ბის ფაკულ­ტეტ­ზე, რომლის დამთავ­რე­ბის შემდეგ რო­გორც წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი კურსმოს­მე­ნი­ლი დატო­ვე­ბულ იქ­ნა ძვე­ლი მსოფ­ლიო ისტო­რიის კათედ­რის ასპირან­ტად, მი­სი მასწავ­ლებ­ლე­ბი იყვნენ პროფ. ივ. ჯავახიშვილი, პროფ. გრ. წერეთელი,  პროფ. ალ ნა­მო­რა­ძე, პროფ. გრ. ნა­თა­ძე. 1930 წლიდან ლექციებს კითხუ­ლობ­და ქუთაი­სის პედა­გო­გიურ ინსტი­ტუტ­ში, 1935 წლიდან შეთავ­სე­ბით ას­წავ­ლი­და თბილი­სის სა­ხელმ­წი­ფო უნივერ­სი­ტეტ­ში ძვე­ლი აღმო­სავ­ლე­თი­სა და ან­ტი­კუ­რი ქვეყნე­ბის ისტო­რიის კურ­სებს.

1936 წლიდან გო­რის პე­და­გო­გიუ­რი ინსტი­ტუ­ტის მსოფ­ლიო ისტო­რიის კათედ­რის გამ­გეა. 1939-1942 წლებ­ში თელა­ვის პე­და­გო­გიუ­რი ინსტი­ტუ­ტის მსოფ­ლიო ისტო­რიის კათედ­რის გამ­გეა. 1942 წელს დაიც­ვა სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია.

1948 წ. 15 აგვის­ტოს უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს ლოც­ვა-კურთხე­ვით  ხელდასხ­მულ იქ­ნა დიაკვ­ნად. 19 აგვის­ტოს მღვდლად. იმა­ვე წელს დაი­ნიშ­ნა სოხუ­მის საკა­თედ­რო ტაძრის წინამძღვ­რად.

1949 წლის 7 იან­ვარს აყვანილ იქნა დეკა­ნო­ზის ხა­რისხ­ში.

1949 წლის 20 დე­კემ­ბერს აღიკ­ვე­ცა ბე­რად.

1951 წელს უწმი­დეს­მა კალისტ­რა­ტემ აკურთ­ხა ალა­ვერდ­ის ეპის­კო­პო­სად.

1953 წლიდან ბა­თუმ-შე­მოქ­მე­დი­სა და ჭყონდი­დის ეპის­კო­პო­სია.

1953 წელ­სა­ვე უწ­მი­დე­სი მელქი­სე­დეკ III ლოც­ვა-კურთხე­ვით გადაყ­ვა­ნილ იქ­ნა ქუთა­თელ-გაე­ნა­თელ მიტრო­პო­ლი­ტად.

1956 წლის 3 ივ­ლისს მიტ­რო­პო­ლი­ტი გაბ­რიე­ლი გარდაიც­ვა­ლა. დაკრ­ძა­ლუ­ლია სიო­ნის საპატ­რიარ­ქო ტაძრის ეზო­ში.

მიტროპოლიტი ანტონი გიგი­ნეიშვილი. დაიბადა 1882 წელს სოხუმში. პირველი დაწყებითი განათლება მიიღო სოხუმის სკოლაში, შემდეგ დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1905 წელს დაინიშნა პედაგოგად გუდაუთის სკოლაში.

1914 წელს ხელოდასხმულ იქნა მღვდლად. პირველი მსოფლიო ომის დროს ღვთისმსახურებას ეწეოდა სტავრო­პოლის ეპარქიაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მოწო­დებით დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა სოხუმის ტაძრის წინამძღვრად. 1952 წელს აღიკვეცა ბერად და იმავე წელს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად.

1954 წელს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. იგი გარდაიცვალა 1956 წლის 24 ნოემბერს. დაკრძალულია სოხუ­მში.­

9. XX საუკუნის 20-50-ანი წლების საეკლესიო დოკუმენტები

სიტყვა გრიგოლ ორბელიანის გარდაცვალებითგან ოცდახუთი წლის შესრულების გამო თქმული დეკ. კალისტრატე ცინცაძის მიერ

უკეთუ ძირი იგი წმიდა არს,-
რტონიცა მისნი (რომ. II,17)

-იტყვის წმიდა მოციქული პავლე და ამ სიტყვათა ჭეშმარიტებას ცხადად აჩვენებს ცხოვრება და პირადობა ჩვენის სასიქადულო მგოსნის გრიგოლ ორბელიანისა, ვინაითგან ის სულის სიმტკიცე, გრძნობათა სინაზე, მსოფლიო მხედველობის სივრცე, ჩვეულების სიფაქიზე, მოქმედების სიქველე, მისწრაფების სიცხოველე, ლხინთა შვება, ჭირთა დათმენა და ფერადფერადთა სათნოებათა სიუხვე და თვით სიბერე-სიკვდილამდე შენარჩუნება, – ნაყოფი იყო იმ საღის სარწმუნოებირვის გრძნობისა, რომელიც შთაენერგა მის გულში მშობელს დედას, სულმნათ ხორეშანს, იმ ხორეშანს, რომელიც “როცა პატარა გრიგოლს ეძინა, მის თავზედ ლოცულობდა და წმიდა აიაზმას ასხურებდა მძინარეს…”

“ჭეშმარიტად თაყვანისმცემელი ღვთისა, ამბობს მგოსანი, არა იქადის ბედნიერებასა თვისსა და არა კარგავს სასოებასა, როდესაც მსწრაფლ წარმავლის ცხოვრების გზაზე უბედურება რომ შეემთხვევა. ამ ცრუ ქვეყანაში ყოველივე წარმავალი და მომაკვდავია. დაშთებიან მხოლოდ კეთილნი საქმენი, რომლებითაც მოსავი ღვთისა უნდა წარუდგეს ბოლოს ყოვლისშემძლებელისა სამართალსა. და ვაი იმას, ვინც ყოველივე ესე უწყოდა და არ შეასრულა! ხოლო დიდება უკვდავებისა მას, ვინც მტკიცედ და შეურყევლად ადგა ხსნის გზასა…

ცხადია, რომ ამგვარად მაზროვნებელი მგოსანი აროდეს გადაუხვევდა ღვთის მიერ ნაჩვენებს ცხოვრების გზასა და მთელს თავის ძალღონეს მოახმარებდა მოძმეთათვის შრომასა და მეცადინეობასა. და აკი ამისთვის იყო, როცა მგოსანმა მიიღო ისეთი დიდი ადგილი, რომელიც ნაკლებ შრომას და ზრუნვას მოითხოვდა მისგან, – ჩიოდა: “თანამდებობა ჩემი არის მშვიდობიანი, უშფოთველი, უზრუნველი, სავსე ამაოების ცხოვრებითა, რომელსაც ვერ შევჩვევივარ აქამომდის და იქნება ვერც სიკვდილამდის შევეჩვიო-ო”. იმ შემთხვევაში, როცა შრომა არ დაუგვირგვინდებოდა შესაფერისად, გულს არ იტეხდა და კვალად განაგრძობდა მუშაობას: “მაქვს სასოება და იმედი ღვთისა, სწერს იგი თავის დღიურში, მფარველობა მისი ცხადად ვიგრძენ რამდენჯერმე. და ამისათვის არ ვწუხვარ, გინა სადა გადამაგდოს მე ბოროტმან მხედრმან ჩემმან”.

“დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, რომლისა ნებითა ბრუნავს სოფელი ესე და ყოველი მას შინა მსოფლიო მიდის დანიშნულ მისგანვე გზაზე”, – სწერს იგი რუსეთის ჯარის ოსმალოზე გამრჯვების შემდეგ.

უფრო ცხადად და მკაფიოდ ეს ღვთისა მიმართ სასოება მგოსნისა გამოჩნდა მაშინ, როცა შამილმა დაატყვევა მისი ახლო ნათესავები. ეს ნათესავთა ტყვედ წასხმა მან ჩასთვალა ღვთისა მიერ მოვლენილ სასჯელად. თუმცა ყველა ღონე მიიღო მათ გასათავისუფლებლად, მაგრამ დატყვევებულთა ბედიღბალი მაინც უფალს მიანდო: “სასჯელი ესე ღვთისგან მომერგო, სწერდა იგი შამილს, და მეც არ ვდრტვინავ, მისს წმიდა ნებას ვემორჩილები…” და უფალმაც არ დააგდო სასოება მისი!

განიცადა რა მგოსანმა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საღ სარწმუნოებრივ გრძნობას მის პირად ცხოვრებაში, მოინდომა ამ გრძნობის განვრცობა-განვითარება მოზარდ თაობის გულშიაც. “მე მინდა, – სწერს იგი თავის რძალს, – რომ შენი ვაჟის ნორჩი გული სარწმუნოებით იყო განმსჭვალული, რომლის გარეშე კაცი ამ ქვეყნად უბედურია. მსურს, რომ ჩემი ძმისწული მართლმადიდებელი (სარწმუნოებითა) და ევროპის მეცნიერებით განათლებული, საფრანგეთის ახალ ფილოსოფიის ბიწიერების იდეებით წაურყვნელი ქართველი იყოს…” ჩანს, პოეტის აზრით, ქართველობა, ევროპის მეცნიერებით განათლება და მართლმადიდებელი სარწმუნოება – განუყრელნი უნდა იყვნენ ურთიერთ შორის…

და ვინათგან ამას ვერ ხედავდა იგი სამოციან წლებში სამოღვაწოდ ახალგამოსულთა წრეში, იერემიასებრ გოდებდა და აღშფოთებით წერდა, რომ ახალ მოღვაწეთა მეოხებით,

“ყრმანი საწყალნი,

უბიწო გულნი,

სწავლად მოსულნი, წახდნენ ზნეობით!..

უსასოება,

ურწმუნოება

უმანკო გულში ღრმად ჩაუნერგეს;

“ლოცვა რად გვინდა?

ღმერთი რად გვინდა?

ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი…”,- ეუბნება მგოსანი უარყოფითი ფილოსოფიის მიმდევარ მოღვაწეთ,

“და თქვენი სიბრძნის ნაყოფი – შხამი!..

ღმერთი არ არის?

შენთვის ნუ არის!

შენ რა გაწუხებს.

რომ სუფევს სხვისთვის?!..”

ამის გამო პოეტი თავისი ტკბილი ლექსებით ხშირად განმარტებს ქრისტეანულის სარწმუნოების მნიშვნელობას და გვეუბნება, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება:

1. აღაფრთოვანებს ადამიანის გონებას:

“ღმერთო, ვინ მისწვდეს შენგან ქმნილს,

მის ფერუთვალავს შვენებას?

სიბნელეს აქრობ ნათელით,

სიკვდილით ჰბადავ ცხოვრებას!…”

2. უჩვენებს ადამიანს გზას ცხოვრებისას და აღძრავს ქმნად კეთილისა და დევნად ბოროტისა:

“რა არის ჩვენი სიცოცხლე,

თუ არა საქმე კეთილი?

თუ არ აღვადგენთ დაცემულს,

არ ვექმნეთ ნუგეშმცემელი?

თუ არა ვსდევნით ბოროტსა,

მართლის არა ვართ მფარველი?!

სხვის კვნება თუ არ გვაწუხებს,

სხვისა არ გვესმის ტკივილი?!

ამ აზრის გულსა დანერგვით

ვსდევნიდეთ სულმოკლეობას!

ვსდევნიდეთ ძალას დამჩაგვრელს

და მისსა უსამართლობას!

ვსდევნიდეთ კაცის წამბილწველს,

უწმინდურ ანგაარებას!

ვსდევნიდეთ ყოველს, რაც უშლის

კაცისა სულის მაღლობას!…

3. მიანიჭებს შვებას ტვირთმძიმეთა და მაშვრალთ, განასპეტაკებს მათ სულსა და გულს, და უღვიძებს ადამიანურ გრძნობებს. სახარების სიტყვებიო, ამბობს გრიგოლის მუშა ბოქულაძე,

“ზოგჯერ თუმცა არ მესმის,

მაგრამ გულს კი უხარია მის სმენა!

სულს მიმაგრებს ძალი ნუგეშცემისა,

ზეციურის მადლით განათებული!

გულში ჰქრება ღელვა ბოროტებისა…

ვგრძნობ სიმშვიდეს… ლოცვებსა ვიგონებ…

მაგონდება დღენი ყმაწვილობისა,

ხმა დედისა, მისი ტკბილი ალერსი…

თვალწინ ვხედავ დიდხანს დავიწყებულთა

და აღარ ვსწყევ ჩემს შობის დღეს, ჩემს ბედსა…

მაშინ შრომაც დიდად მიადვილდება,

და მას ღამეს მძინავს ისე მშვიდობით,

თითქოს ჩემს ქოხს დაჰფრინვენ ანგელოზნი”…”

ამას გვასწავლიდა, ამას გვიქადაგებდა ჩვენი საყვარელი მგოსანი, მაგრამ საზოგადოებამ იმას სულ სხვაგვარი მასწავლებლობა მიაწერა: ჩვენში მიღებულია ის აზრი, რომ გრიგოლ ორბელიანი მქადაგებელია შვება-ლხენის კულტისა, მაღმერთებელია წუთიერის სიამოვნებისა…

ზემონათქვამის შემდეგ ნუთუ ეს დასაჯერებელია, ანდა მართალია?! მართალი და დასაჯერებელი აქ ის არის, რომ გრ. ორბელიანი სიამოვნებას, შვებას და ლხენას საჭიროდ სთვლის ადამიანისთავის და არ უარყოფს მათ. მაგრამ, თუ სიამოვნებათა განცდა ცოდვაა, მაშ რად ეძიებს მას მთელი კაცობრიობა, რად ესწრაფება მას დიდიცა და პატარაც, მეცნიერიცა და უმეცარიც, მდიდარიც და ღარიბიც? საიდან ჩანს, რომ ამა ქვეყნიურ სიამოვნებათა განცდა ცოდვა იყვეს? განა თვით საღმრთო წერილი, რომელიც საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი და შეთვისებული გრიგოლს, არ გვეუბნება: ღვინო ახარებს გულსა კაცისასა (ფსალ. 103,15) და: სიცილსა ჰყოფენ პური, ღვინო და ზეთი, და რომ იგი შვებულჰყოფს ცოცხალთა-ო (ეკლეს. 10,20)? იგივე საღმრთო წერილი არ იტყვის: იხარებდი, ჭაბუკო, სიჭაბუკესა შენსა… მაგრამ ვიდოდი გზათა შინა უფლისა შენისათა უბიწოდ (იქვე 10,10)? და კვალად: მიეცით თაფლუჭი მყოფთა მწუხარებასა შინა, და ღვინო სმად მყოფთა ტკივნეულებათა შინა, რათა დაივიწყონ სიგლახაკე და ტკივილი არა მოიხსენონ მერმეღა (იგავნი სოლომ. 91,5-70? განა თვით მაცხოვარმა არ ინება მისლვა ქორწილსა წყლის ღვინოდ შეცვლით (იოან. 2,I-II)? განა მან არ გვიბრძანა: ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისასა და ესე ყოველი (ქვეყნიური საშვებელნი) შეგეძინოს თქვენ (მათ. 6,33)?

ჩანს, სიამოვნებათა განცდა არ არის ცოდვა, თუ იგი არ დაიმორჩილებს ადამიანს, არ დაატყვევებს მის თავისუფალს სულსა და არ შელახავს მის აზნაურებას! ყოველივე ჯერ არს ჩემდა, იტყვის წმიდა მოციქული პავლე, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ არს ჩემდა, არამედ მე არავისსა ხელმწიფებასა დავემორჩილო-ო (I კორ. 6,12). ჩვენი მგოსანიც ხომ უპირველეს ყოვლისა გვასწავებს და აღგვძრავს ძებნად სასუფეველისა, ქმნად კეთილისა, დევნად ბოროტისა და აღრჩევად უმჯობესისა?!…

მაშ, საყვარელნო, ავხადოთ ჩვენს სასიქადულო მგოსანს ეს ცილისწამება, გადავაფაროთ ზეწარი დავიწყებისა ნებსითა და უნებლიეთთა შეცოდებათა მისთა, შევავედროთ იგი იესოს ტკბილსა და აღვიბეჭდოთ გულის ფიცარზე შემდეგი სიტყვები, რომელშიდაც ჩაქსოვილია ამ დიდებული ქართველის მსოფლმხედველობა:

“მიეცით ნიჭსა გზა ფართო,

თაყვანისცემა ღირსებას;

ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს

და არა გვარიშვილობას.

კაცი ის არის, ვინც არის

ზეგარდმო მადლით ცხებული;

მის მხოლოდ ღვაწლი არს კეთილი,

მით მხარე დამშვენებული…”

და მერმედ:

“იგი აღვიდეს მას მთასა წმიდასა,

ღვთისა დიდებით გალობითა ნათელმოსილი,

ვინც ამ სოფლის დიდებასა, მზეებრ მნათობსა,

მონებრ არ გასდევს, სცნობს რა მისს შუქს

ფუჭ-წარმავალსა,

ვინც ძლიერებას ხმითა მაღლით ამცნო სიმართლე,

და ძმას დაცემულს მისცა ხელი და აღადგინა…”

ამინ.

(წარმოითქვა ქვაშვეთში, სადაც გრიგოლ ორბელიანი ასაფლავია, 1908, III.23).

სიტყვა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის გარდაცვალების გამო თქმული მღვდ. კალისტრატე ცინცაძის მიერ*

ნეტარ არს გზა ეგე,

რომელსა წარმართებულ ხარ შენ დღეს,

რამეთუ ადგილი განსას­ვენე­ბელი მოგელის შენ.

სამწუხაროა სიკვდილი ყოველი ადამიანისა, მაგრამ უფრო სამწუხაროა იგი მასინ, როცა მიცვალებული ჩვენი კეთილი და მახლობელია. ამისთვის, გავიგებთ რა სიკვდილს ჩვენის მოძმისას და საყვარელ ადამიანისას, მივეცემით ხოლმე დიდს მწუხარებას და გლოვას, ვიშსა და ვაებასა. ხანდისხან ჩვენი მწუხარება იმდენად დიდია, რომ ორში ერთსა ვრჩეობთ და წრფელის გულით ვიტყვით ხოლმე: ან ეს რად მოკვდა, ან ჩვენ რაღად დავრჩითო; უმჯობესი იქნებოდა, ჩვენც ამასთან ერთად დავხოცილიყავითო, ანდა; ნეტავი ჩვენ მოვმკვდარიყავით და ეს ცოცხალი ყოფილიყო. ამას გვალაპარაკებს არა ფარისევლური ანგარიში რაიმე, არამედ ჭესმარიტი სიყვარული მიცვალებულისა…

ერთი სიტყვით: სიკვდილი საყვარელის და მახლობელის არსებისა იმდენად თავშესაზარია, რომ ჩვენ თითქოს გვავიწყდება კიდევაც, ვინა ვართ ან რანი ვართ?! გვავიწყდება, რომ ვართ კაცნი, სიკვდილის შვილნი, მიწითგან შექმნილნი და მიწადვე მიქცევადნი! შეიძლება ითქვას ვინმემ: ეს ასეც უნდა იყოსო, სიკვდილს სიხარულით ხომ არ უნდა მივეგებნეთო, მაშ სიკვდილი საშიშარი აღარ ყოფილაო?! თუ გამოვარკვევთ საგანს, თუ ანგარიშს მივცემთ ჩვენს ჭკუასა და გონებას, მაშინ მართლაც დავრწმუნდებით, რომ სიკვდილი სამხიარულო თუ არ არის, არც თუ საშიშარია!…

რა არის სიკვდილი, საითგან ან როგორ წარმოდგა იგი? ამ შვიდი ათასის წლის წინად ღმერთმა შექმნა კაცი ხატად თვისად, ხოლო მსგავსება ღვთისა თითონ კაცს უნდა მოეპოვებინა და, თუ იგი მოიპოვებდა მსგავსებას ღვთისას, მაშინ შეიქმნებოდა ხორციელადაც უკვდავი. მაგრამ კაცმა არ ინება თავითგანვე შესდგომოდა იმ გზას, რომელიც მიიყვანდა მას ღვთის მსგავსებადმდე, – არ ინება სულიერი შრომითა და ღვაწლით მოეპოვებინა ხორციელებრივი უკვდავება! მან მოინდომა პირდაპირ გაღმერთება; მოინდომა ის, რაც მისთვის მიუწვდომელი იყო, და ამისთვის საწადელს ვერად მიწვდა, დაკარგა კი მშვიდობა სულისა და სიმრთელე სხეულისა, დაავადმყოფდა, დასნეულდა. ამის შემდეგ, რაღა საჭირო იყო სნეულისა და ავადმყოფის კაცის ხორციელებრივი უკვდავება, ან ამ პირობებში უკვდავება ემჯობინებოდა კი სიკვდილს?! დიახაც, რომ არა და ამისთვის ყოვლადმოწყალე ღმერთმა კვალად მოუვლინა კაცს მოწყალება თვისი და უბრძანა: ვინაითგან შენი ხორციელებრივი უკვდავება სულიერი და ხორციელი ტანჯვა იქმნება შენთვისაო, ამისთვის – მიწა ხარ და მიწადვე მიიქეციო. აი დღე, რომლითგანაც სიკვდილი ფლობს ყოველთა კაცთა ზედა და ყოველი და ყოველივე ემორჩილება მას…

როგორც ხედავთ, საყვარელნო, სიკვდილი არამც თუ სავალდებულო ყოფილა კაცისათვის, არამედ საჭირო და სანატრელიც. მაშ რაღად ვტირით და რაღად ვგოდებთ? იქმნება ვტირით და ვგლოვობთ მისთვის, რომ გვეშინია: ვაი თუ საუკუნოდ დავკარგეთ ჩვენი ძვირფასი და საყვარელიო, ვაი თუ ვეღარ გვეღირსოს მისი ნახვაო? დიახ! ყველაზე საშიშარი და შესაზარი სწორედ რომ ეს შიშია! თუ მოყვასი და ძვირფასი ჩვენი გვშორდება საუკუნოდ, თუ იმას ვერასოდეს ვეღარ ვიხილავთ, თუ ის დაიკარგა ჩვენთვის სამარადისოდ, თუ ის შეუერთდა მიწას ისე, როგორც კვამლი შეუერთდება ხოლმე ჰაერსა და იქ ქრება, მაშინ სიკვდილზედ უსაშინელესი და კაცზედ უუბედურესი აღარა ყოფილა რა ქვეყანაზედ. მაგრამ, არა, ამის წინააღმდეგია თვით ჭკუა და გონება კაცისა, რომელნიც ვერ ურიგდებიან ამ აზრსა, ამისივე წინააღმდეგია თვით ენა, რომელიც სიკვდილს უწოდებს განსვენებას, მიძინებას, ამის წინააღმდეგია თვით საღმრთო წერილი, რომელიც ჰბრძანებს: არა გვნებავს უმეცრება თქვენი, ძმანო, შესვენებულთა მათთვის, რათა არა სწუხდეთ, ვითარცა იგი სხვანი, რომელთა არა აქვთ სასოება; რამეთუ უკეთუ გვრწამს, ვითარცა იესო მოკვდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესვენებულნი იგი იესის მიერ მოიყვანნეს მისთანა (I თესალ. 4,13-14) და კვალად: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ რომელმან სიტყვანნი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქვნდეს მას ცხოვრება საუკუნო, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებად (იოან. 5,24). აქეთგან ცხადად ჩანს, რომ ეს შიშიც უსაფუძვლო ყოფილა; კაცი კი არ კვდება, კი არ ისპობა, არამედ გარდაიცვლება სიკვდილისაგან ცხოვრებად; ე.ი. სიკვდილის საშუალებით გარდასახლდება  საცხოვრებლად სასუფეველსა ღვთისასა, და ამისი თავმდები არის თვით მაცხოვარი ჩვენი, უფალი იესო ქრისტე, რომელიც მოკვდა და აღდგა და აღადგენს ყოველსავე მორწმუნესა მისსა…

კვალად იტყვის ვინმე: ვიცი, კარგად ვიცი, სიკვდილი თვით იმისთვის, ვინც მოკვდა, განსვენებაა შრომისა და მწუხარებისაგან, ვნებისა და ბოროტებისაგან, სასიამოვნო მიძინებაა, ისიც ვიცით, რომ ძალითა ღვთისათა იგი კვალად აღდგება თვისივე სხეულით და მოყვასნი და მახლობელნი ვიხილავთ ერთმანეთს და მივეცემით შვებასა და მახლობელნი ვიხილავთ ერთმანეთს და მივეცემით შვებასა და სიხარულს განუსაზღვრელსა, მაგრამ გულსა და სულს გვიწუხებს ის, რომ ადრე იყო სიკვდილი მისი, ჯერ კიდევ საჭირო იყო იგი მოყვასისა და ოჯახისათვის. ხშირად გვესმის ხოლმე ამგვარი საყვედური და თითქოს საფუძვლიანიც არის ის, ვინ არ იცის, მაგალითად, თუ რამდენად სასარგებლო ადამიანი იყო აწ განსვენებული გიორგი დავითის ძე: ღვთისა და ეკლესიის მოყვარე, მამულისა და სამშობლოს ერთგული, ოჯახისა და ცოლშვილისათვის თავდადებული, განათლებისა და მწიგნობრობის მოტრფიალე, მღვდელთა და მონაზონთა პატივისმცემელი, ქვრივთა და ობოლთა განმკითხველი, პატიოსნებით აღსავსე, დაუღალავი მუშაკი და საეკლესიო წარმომადგენელი ძველის ქართველის დარბაისელის მამაკაცისა, ვის გულს არ მოხვდა ცივად ამბავი ამის სიკვდილისა, ვის არ უეცხოვა გარდაცვალება ამისი? ყოველივე ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ ვინა ხარ შენ, ადამიანო, რომ იყვედრები და უკმაყოფილებას აცხადებ წინააღმდეგ მისა, რომელმანაც განაჩინნა დაწესებული ჟამნი და საზღვარისდადებანი დამკვიდრებისა პირსა ზედა ქვეყანისასა ყოველთა ნათესავთა კაცთასა (საქ. მოც. 17,26) და რომელიც ფლობს ცხოველთა და მკვდართა ზედა. ნუთუ გგონია შენ, ადამიანო, რომ ის პირნი, რომელნიც საჭიროებენ აწ განსვენებულის სიყვარულსა და ტრფიალებასა, შენთვის უფრო მახლობელნი არიან, ვინემ მისთვის, ვინც გააცინა და დაჰბადა იგინი, ნუთუ დაობლებულისა და შეწუხებულის ოჯახის შემწე და ნუგეშისმცემელი ხარ შენ და არა ის, ვინც მფრინველთა ცისათა, რომელნი არას სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, ზრდის (მატთ. 6,26)?! მაშასადამე, დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა მფლობელი, ქვრივთა და ობოლთა პატრონი და შემწე ღმერთია და მან, მამამან ჩვენმან ზეცათამან, იცის რაი გვიხმს ამათ ყოველთაგან (მატ. 6,32); უწყის, რა უმჯობესია ჩვენთვის, სიკვდილი თუ სიცოცხლე, ობლობა თუ დედმამიანობა, სიქვრივე თუ ცოლოსნობა-ქმრიანობა. ამისთვის, მწუხარება და ტირილი, ვიში და გოდება არის საჭირო არა მიცვალებულთათვის, რომელთა ქრისტეს მიერ მიიძინეს და განისვენეს, არამედ ჩვენთვის და ცოდვათა ჩვენთათვის, რომელთა სიმრავლე აღდგება წინაშე ჩვენსა და ვერ შესაძლებელად ჰყოფს ჩვენდა შემთხვევად წმიდათა შორის განსვენებულთა მოყვასთა და მახლობელთა ჩვენთა. აი ეს არის და უნდა იყოს კიდევაც ჩვენთვის სამწუხარო და სატირალი და სხვა კი არა რა.

მაშ, საყვარელნო, მივმართოთ მხურვალე ლოცვით მოწყალესა ღმერთსა, რათა მან, სახიერმან, აღხოცოს ყოველნი ცოდვანი და უსჯულოებანი აწ შესვენებულისა მონისა თვისისა გიორგისა და დააწესოს სული მისი წიაღთა შინა აბრაამ, ისააკ და იაკობისათა; ხოლო ჩვენ, დაშთომილნი საწუთოსა ამას სოფელსა, გვიხსნას ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, სამართლად ჩვენ ზედა მოწევნულისა. ამინ.

(წარმოითქვა დიდუბეში 1901.09.30)

* ჟურნ. “მწყემსი” 1901 წ. N20


სიტყვა ქართული თეატრის შენობის განახლების გამო თქმული დეკ. კალისტრატე ცინცაძის მიერ

საყვარელნო! ქვეყნის შემოქმედმა ადამიანი ბედნიერებისათვის გააჩინა და ამ მიზნის მისაღწევ საშუალებად სულიერთა და ხორციელთა ძალთა ვარჯიშობა ანუ მუშაობა დაუნიშნა. მაგრამ, შურითა ეშმაკისათა, ადამიანი სცთა და მისი ბუნება დაუძლურდა, რის გამოც მუშაობის დროს იგი იღლება და, მის განსაგრძნობად საწიროებს ძალთა მოკრებას, მოსვენებისა და შექცევა-გართობის შემწეობით. და აი, ამ საჭიროების დაკმაყოფილება თავს უდვია ხელოვნებას საზოგადოდ და თეატრსა კერძოდ. ხოლო, სამწუხაროდ, ხელოვნება ხშირად ამ მოვალეობის აღსრულებას გაურბის და ადამიანს, ცხოვრების განმაკეთილშობილებელ-განმავითარებელ გასართობის ნაცვლად, გარეგანის სიმშვენიერით შემკობილს ძლიერის საწამლავით სავსე ფიალას აწვდის და თავს მართლულობს მით, რომ იგი ცხოვრების სარკეა…

ხელოვნებამ უნდა დაგვისურათხატოს ნამდვილი ცხოვრება და მისი მახინჯი მხარე, ქვენა გრძნობათა ბობოქრობა და მრავალგვართა ვნებათა ღელვა, მაგრამ მან არ უნდა დაივიწყოს უმაღლესი ზნეობრივი მოთხოვნილება: ავს უწოდოს ავი და კარგს – კარგი, რათა ხელოვნების ტაძრითგან არ წარვიდეთ სახიდ ჩვენდა წამბილწველ-გამათახსირებელ ოცნება-წარმოდგენებით აღვსილნი, არამედ განმხნევებულნი, აღფრთოვანებულნი და განმზადებულნი ბრძოლად ბოროტისა და შედგოომად კეთილისა…

მაშ, შევევედროთ ზეციურ მამას, რომ განახლებული ესე ტაძარი ხელოვნებისა ჰყოს მან ბუდედ უბიწოებისა და საყოფელად სიწმიდისა, ხოლო მუშაკთა მისთა მისცეს ძალი და სიმხნე აღძრვად და აღზრდად ჩვენში სიყვარულისა მისდამი, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყვარელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ (ფილიპ. 4,8)…

ამინ.


სიტყვა ილიას გარდაცვალების გამო თქმული დეკ. კალისტრატე ცინცაძის მიერ ქვაშვეთის ტაძარში 1907 წლის 1 სექტემბერს*

მოიხსენენით წინამძღვარნი იგი

თქვენნი… და ბაძევდით სარწმუნოებასა

მათსა (ებრ. 13.7)

გვამცნობს მოციქული პავლე და ჩვენც, აღმსრულებელნი ამ მცნებისა, შევკრებილვართ დღეს ილიას სულის მოსახსენებელად. წინადაც მრავალჯერ შევკრებილვართ ამ ტაძარში ამა თუ იმ პატივცემულის პირის სულის მოსახსენებელად, მაგრამ ასეთი მწუხარება ვერ შეგვიმჩნევია: დღეს, დიდს თუ პატარას, ქალსა თუ ვაჟს, განუსაზღვრელის მწუხარების ნიშანი აღბეჭდვია სახეზედ. დღეს თითქმის ყველას დავიწყებია საკუთარი ჭირი და ვარამი და ყველა ილიას დაკარგვას გლოვობს; ილია აღარა გვყავს, ილია მოგვიკლესო, – გესმის ყოველმხრივ…

ამ მოვლენის მიზეზი ცხადია: ყველა ქართველს ილია მიგვაჩნდა არა თუ მარტო დიდებულ მწერლად, ანუ ფასდაუდებელ მგოსნად, გინა თუ გამოჩენილ და სასიქადულო საზოგადო მოღვაწედ, არამედ და უმთავრესად, გზის მაჩვენებელად, ჭკუის მასწავლებელად, ანუ სიტყვისაებრ საღმრთო წერილისა, – წინამძღვრად. ჭეშმარიტად, “ჭმუნვასა და სიხარულში” იგი იყო ჩვენი ნუგეშის “შთამგონებელი” და შვების მომცემი, ხოლო “ფიქრის, საქმის, შრომის დროსა” ხომ იმას ბადალიც არა ჰყავდა: მისი რჩევა და დარიგება უსასოდქმნილს იმედს ჩაუნერგავდა გულში და ბედისაგან განლაღებულს განსაცდელისა და საფრთხისაგან დაიხსნიდა…

მაგრამ დღეს ილია აღარა გვყავს, ილია მოგვიკლეს, ილია მოგვაშორეს და მოგვაშორეს სწორედ მაშინ, როცა მისი ქველობა და გამოცდილება ფრიად საჭირო იყო იმ მამულისათვის, რომლის აყვავება _ აღორძინებაზედ იგი ოცნებობდა სიყრმიდამ მოხუცებულებამდე, მოგვაშორეს უეცრივ და მოულოდნელად: დღეს

“ის აღარ ჰყვავის ამ ბნელ ქვეყანად,

ეხლა ის არის მცხოვრები ცისა…”

რა დაგვშთენია დაობლებულთ? ნუთუ მარტო ტირილი და გოდება, სულთქმა და წუხილი? არა! მართალია, ილია მოგვიკლეს, ილია მოგვტაცეს, მაგრამ მოკლეს ილიას ხორცი და არა სული: “კაცია – ადამიანის”, “გლახის ნაამბობის”, “აჩრდილის”, “დიმიტრი თავდადებულის” და მრავალ სხვათა შემქმნელი ვერ მოკვდება ქართველი ერის ხსოვნაში; ქართველთა ერი ვერ დაივიწყებს მას, ვინც მუხლმოდრეკილი და ლმობიერად ევედრებოდა მამაზეციერს:

“მსურს განმინათლდეს ცით ჩემი სული

შენგან მამცნების სიხარულით ამენთოს გული”.

ვერ მოკვდება ჩვენს გონება-მეხსიერებაში ის, ვინც

“წმინდა სიტყვას უშიშრად მოჰფენდა ხალხში”

მუდამ დაუვიწყარი იქნება ის, ვინც მოზარდ თაობის აღმზრდელებს დაჟინებით უქადაგებდა:

“საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებასა,

შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,

ძმობას, ერთობას, თავისუფლებას,-

რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს

და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს”

საუკუნოდ სახსენებელი იქნება ის, ვინც გამუდმებით გიკარნახებდა:

“ვაჟკაც იგია, ვინც მართალს

ეტყვის ქვეყანას მცდომსაო,

ვინც არ შეუდრკა მრავალსა, ხშირათ

მართლისთვის მწყრომსაო,

ვინც კრავს უმანკოს ეკრძალვის და პირში

უდგა ლომსაო”

ჩვენი გონებიდან ვერ ამოიშლება სახელი მისი, ვინც დღემუდამ გვეუბნებოდა;

“კაცად მაშინ ხარ სარგები,

თუ ეს წესი წესად დარგე

ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,-

აბა მე დღეს ვის რა ვარგე?”

სამარადისოდ უკვდავი იქნება ხსოვნა მისი, ვისაც

“ერის წყლული უჩნდა წყლულად,

ეწოდა მის ტანჯვით სული,

მის ბედით თუ უბედობით

დადაგვია მტკიცე გული…”

ჩვენი ვალია, ილიას ნათქვამ – ნაანდერძევი საქმედ ვაქციოთ, ცხოვრებაში განვახორციელოთ და მით ილიას სულიც გავახაროთ და ჩვენს თავსაც სარგებლობა მოვუტანოთ, ვინაითგან სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკვდარ არს (იაკობ. 2,20). ანუ როგორც თვით ილია ამბობს:

“ცხოვრებას აცისკროვნებს სული საქმით მეტყველი…

ხოლო ამ შავსა და უბედურ დღეს კი ვანუგეშოთ თავი მით, რომ

“არ არის მკვდარი, ვინც მოჰკვდეს,

და ხალხს შესწიროს დღენია,

მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ სახელი

არ დარჩენია…”.

ამინ!

* გაზ. “ისარი” 1907 წ. N193

კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის მიერ შედ­გე­ნი­ლი სრულიად საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კოზ-პატრიარქის, უწ­მი­დე­სი ლეო­ნი­დეს ეპის­ტო­ლე მოს­კო­ვი­სა და სრულიად რუსე­თის პატრიარ­ქის, უწ­მინ­დე­სი ტიხო­ნის­ მი­მართ*

მდა­ბა­ლი ლეო­ნი­დე, წყა­ლო­ბი­თა ღვთი­სა­თა და

კათო­ლი­კოზ-პატრიარ­ქი სრულიად სა­ქართ­ვე­ლოი­სა,

საყვა­რელ მეუ­ფე­სა და ქრისტეს მიერ უპატიოს­ნეს­სა ძმა­სა და თანამ­სა­ხურ­სა,

უწმი­დეს ტი­ხონს, მოს­კო­ვი­სა და სრულიად რუსე­თის პატრიარქს.

გამხ­სე­ნე­ბე­ლი პი­რუთვნე­ლი­სა სარწ­მუ­ნოე­ბი­სა შე­ნი­სა (II ტიმ. 1,5) და სიყ­ვა­რუ­ლი­სა წმი­დი­თა გუ­ლი­თა და კე­თი­ლი­თა სინ­დი­სი­თა (I ტიმ. 1,5) ჭეშმა­რი­ტე­ბი­სად­მი, ივე­რიის ეკ­ლე­სია იხა­რებ­და სი­ხა­რუ­ლი­თა დი­დი­თა, რა­ჟამს იუწ­ყა აღსვ­ლა შე­ნი ეკ­ლე­სია­ზე­და რუ­სე­თი­სა­სა და ამრი­გად აღდ­გე­ნა მას­ში კა­ნო­ნი­კუ­რი წე­სი­სა. გარ­ნა 29 ქრისტე­შო­ბისთ­ვის 1917 წლის თარი­ღის მე­სა­მე ნომრით აღნუს­ხუ­ლი შენი ეპის­ტო­ლის მიღე­ბამ ეს ჩვე­ნი დი­დი სი­ხა­რუ­ლი ღრმა მწუხა­რებ­თი შესც­ვა­ლა, ვინაიდ­გან ამ ეპის­ტო­ლე­ში ჩვენ ვე­რა ვპოვეთ შე­ნი სათ­ვი­სო “მშვი­დო­ბი­სა და სიყვა­რუ­ლის სიტყ­ვა­ნი”, არა­მედ მხოლოდ ბრალ­დე­ბა ქართ­ვე­ლი ეპის­კო­პო­ზე­ბი­სა მას­ში, რომ მათ კა­ნო­ნი­კუ­რი მი­მარ­თე­ბა მართლმა­დი­დე­ბელ რუ­სულ ეკლესიას­თან დაარღ­ვიეს და არ დაიყოვ­ნეს დროე­ბით მთავრო­ბი­სა­გან გამოეა­ჯათ დად­გე­ნი­ლე­ბა (27 მარ­ტი, 1917). საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგენი­სათ­ვის, ხო­ლო ამი­თი სარწ­მუ­ნოე­ბი­სა და სიყვა­რუ­ლის ერ­თო­ბა დაარღ­ვიეს მართლმა­დი­დე­ბელ რუ­სულ ეკლესიას­თან და შესწყვი­ტეს მასთან, წინააღმ­დეგ კანო­ნი­კურ წეს­დე­ბა­თა, ყო­ვე­ლი­ვე ურთიერ­თო­ბა, მა­შინ როდე­საც (ასე სჯის შე­ნი სახიე­რე­ბა):

1) “ერთ­მორწ­მუ­ნე საქართვ­ელო ას წელ­ზე მეტია, რაც შეუერთ­და რუ­სეთს ერ­თი საეკ­ლე­სიო მთავრო­ბის ქვეშ და იმ დროთა­გან უმაღ­ლე­სი საეკ­ლე­სიო მმართ­ვე­ლო­ბა სა­ქართ­ვე­ლო­ში მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­და უდა­ვოთ რუსე­თის უწმინ­დეს სი­ნოდს”.

2) ამგ­ვა­რი წე­სი “საუ­კუ­ნის სტადიონ­ზე არ იწ­ვევ­და არა­ვი­თარ წინააღმ­დე­გო­ბას” და

3) “რო­ცა 1905 წელს გამოირკ­ვა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგე­ნის ცდა, უწმი­დეს­მა სი­ნოდ­მა 1906 წელს გა­ნა­ჩი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კით­ხი გა­და­ცე­მუ­ლი­ყო განსახილ­ვე­ლად რუსე­თის ეკლე­სიის მომა­ვალ ადგილობ­რივ კრე­ბა­ზე, რომლის სამსჯავ­რო­ზე ჩვენ თანამდებ­ვი­ყა­ვით წარგვედ­გი­ნა ჩვე­ნი საეკ­ლე­სიო სურ­ვი­ლე­ბი და ზრახ­ვე­ბი და უნ­და გველოდ­ნა მი­სი არ გადაწყვე­ტი­ლე­ბი­სათ­ვის.

ნათქვა­მი­დან სჩანს, რომ უწ­მი­დე­სო­ბა შე­ნი კმასა­ყო­ფე­ლათ ვერ გარკ­ვეუ­ლა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში, ამი­სა გა­მო ვა­ლათ მი­ვიჩ­ნიე თქვენს სახიერე­ბას ივე­რიის ეკლე­სიის თაო­ბა­ზე წი­ნა­დაუ­დო სიტყ­ვა სი­მართ­ლი­სა წმი­დი­სა.

I

ერთ­მორწ­მუ­ნე სა­ქართ­ვე­ლო (ამტ­კი­ცებს შე­ნი უნე­ტა­რე­სო­ბა) შეუერთ­და რუ­სეთს საერ­თო საეკ­ლე­სიო ხელისუფ­ლე­ბის ქვეშ და ამის შემდგომ უმაღ­ლე­სი ეკ­ლე­სიუ­რი გამგებ­ლო­ბა სა­ქართ­ვე­ლო­ში “უცილობ­ლათ ეკუთვ­ნო­და რუსე­თის უწმი­დეს სი­ნოდ­საო”.

ას წელ­ზე მეტია, რო­გორც შენ­მა უწმი­დე­სო­ბა­მაც უწ­ყის, რაც მოწა­მებ­რი­ვი სა­ქართ­ვე­ლო მართლაც შეუერთ­და ერთ­მორწ­მუ­ნე რუ­სეთს ერ­თი სა­ზო­გა­დო სა­მო­ქა­ლა­ქო ხელისუფ­ლე­ბის ქვეშ, გარ­ნა ამა­ვე დროს მას სრულე­ბით არაფ­რით გა­ნუც­ხა­დე­ბია თვი­სი სურ­ვი­ლი მასთან ეკლე­სიუ­რა­დაც შეერ­თე­ბუ­ლი­ყო.

ამგ­ვა­რი ჰაზ­რე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია აღძრუ­ლან ამა თუ იმ სა­მო­ქა­ლა­ქო მმართ­ვე­ლო­ბა­ში, ხო­ლო ეკლე­სიის უფლე­ბა­მო­სილ მესვეურ­თა კრე­ბუ­ლი, შესა­ხებ ამ საგ­ნი­სა, იდ­გა გარკვეულ გარ­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე: სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვრე­ბის ახალს პირობებ­შიაც და­ცულ ყო­ფი­ლი­ყო მი­სი ეკ­ლე­სიუ­რი დამოუ­კი­დებ­ლო­ბა.

თავდაპირ­ვე­ლად თვით რუსე­თის უწ­მი­დე­სი სინო­დიც კი არ იჩენ­და სურ­ვილს ქართულ საეკ­ლე­სიო საქმეებ­ში ჩარეუ­ლი­ყო; ასეთ ჰაზრის მიმცემ­ნი პირველ ხა­ნებ­ში სავსე­ბით იყვნენ “უფ­როს­ნი ამა ქვეყ­ნი­სა­ნი” მის იმპე­რა­ტო­რო­­ბით უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის სა­ხელს რომ ეფარე­ბოდ­ნენ. სისწორი­სათ­ვის მოვის­მი­­ნოთ მოვ­ლე­ნა­თა სარწ­მუ­ნო აღმნუსხ­ვე­ლის – ისტო­რიის ხმა: უწ­მი­დე­სი სინო­დის ობერპ­რო­კუ­რორ­მა თა­ვად­მა გოლი­ცინ­მა რომ მიი­ღო საქართ­ვე­ლოს მთავარმარ­თე­ბე­ლის გენე­რალ ტორმა­სო­ვის მი­მართ­ვა “საეკ­ლე­სიო მა­მულ­თა შესა­ხებ (NN94, 99)”, მან ისარ­გებ­ლა ამ საბუ­თე­ბით და იმ­პე­რა­ტორს შე­სა­ბა­მი მოხ­სე­ნე­ბა წა­რუდ­გი­ნა, ხო­ლო შემდგომ (28 ენ­კე­ნისთ­ვე, 1810) ასე უთვ­ლი­და ტორ­მა­სოვს: “ამ შემთხ­ვე­ვი­სა გა­მო, იმპე­რა­ტორ­მა მიაქ­ცია ყუ­რა­დ­ღე­ბა იმას, რომ უწმი­დეს სი­ნოდს გავლე­ნაც არა ჰქო­ნია და არც ცნო­­ბე­ბი მოე­პო­ვე­ბა ქართულ სამღვდე­ლოე­ბის საქ­მე­თა თაო­ბა­ზე; იმ­პე­რა­ტო­რი ავა­ლებს­ თქვენს მაღალაღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბას: რა­თა უმჯო­ბე­სად მო­საზ­რე­ბუ­ლი­ იქმნენ­ ამ საქმეთათ­ვის განზ­რა­ხუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა­ნი, სა­ჭი­რო არის მიჰმარ­თოთ სა­ქართ­ვე­ლო­ში მყოფ მთავარე­პის­კო­პოს ვარ­ლამს (ყო­ფი­ლი ახთა­­ლე­ლი, თა­ვად ერის­თავ­თა გვა­რი­სა) და ადგილობ­რივ გა­რე­მოე­ბა­თა მიხედ­ვით წარმოდ­გე­ნილ იქმნეს მოხ­სე­ნე­ბა: რა სა­ხი­თა და რაგვარ საფუძ­ველ­ზე მოეწ­ყოს ქართველ სამღვდე­ლოე­ბის მმართ­ვე­ლო­ბა, რომ ის დაექვემ­დე­ბა­როს­­ უწმი­დეს სი­ნოდს” (კავკას. არქეოლ. კო­მის. აქ­ტე­ბი, ტ. IV, გვ.: 157, 158, 161).­

გენე­რალ­მა ტორმა­სოვ­მა, რომელ­მაც თავ. გოლი­ცი­ნის მიუთი­თებ­ლა­თაც მიჰ­ყო საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის საქმეებ­ში ხე­ლის ჩარე­ვას (1809 წლის 6 თიბათ­ვი­დან) და რომელ­მაც 1810 წლის 3 გიორ­გო­ბისთ­ვეს რუ­სეთ­ში გადაა­სახ­ლა კა­თო­ლი­კო­ზი ან­ტონ II, – წა­რუდ­გი­ნა თავ. გო­ლი­ცინს (10 თე­ბერ­ვალს 1811 წელს, N28) “საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის მმართვე­ლო­ბის პროექ­ტი” შორსუჭვ­რეტ და პატივ­მოყ­ვა­რე მთავარე­პის­კო­პოზ ვარლაამ­თან შეთანხ­მე­ბით გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ამ პროექ­ტით საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის სა­თა­ვე­ში უნ­და მდგა­რი­ყო მცხე­თი­სა და ქართლის მღვდელმ­თა­ვა­რი, ვი­თარ­ცა უფ­რო­სი ქართ­ვე­ლი სამღვ­დე­ლოე­ბი­სა და რომელ­საც მიე­ნი­ჭე­ბო­და უფ­ლე­ბა წო­დე­ბუ­ლი­ყო მცხე­თი­სა და ქართლის მიტრო­პო­ლი­ტად და სინო­დის ექსარ­ხო­სად სა­ქართ­ვე­ლო­ში; ის უნ­და ჩა­რიც­ხუ­ლი­ყო უწმ. სინო­დის უწ­ყე­ბა­ში, რომლის სა­ხელ­ზე ვალ­დე­ბუ­ლი­ყო სა­გან­გე­ბო და სხვა სა­ჭი­რო შემთხ­ვე­ვაში ეგ­ზავ­ნა პა­ტა­კე­ბი, აგ­რეთ­ვე ეწარ­მოე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო მი­წერ-მოწე­რაც (იქ­ვე გვ. 162).

იმპე­რა­ტორ­მა ალექ­სანდ­რე I-მა 1811 წელს, 1 აპ­რილს უბრ­ძა­ნა უწმი­დეს სი­ნოდს გა­ნე­ხი­ლა პროექ­ტი და სინო­დიც “იძუ­ლე­ბუ­ლი შეიქმ­ნა~ ჩარეუ­ლი­ყო საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის საქმეებ­ში. ამ საქმისათ­ვის მან დაამ­ზა­და უქ­ვე­შევრ­დო­მი­ლე­სი მოხ­სე­ნე­ბა და 21 თიბათ­ვის 1811 წელს წა­რუდ­გი­ნა მე­ფეს; ეს მოხ­სე­ნე­ბა უკან დაბრუ­ნე­ბულ იქმ­ნა მე­ფის სა­კუ­თა­რი ხელ­მო­წე­რი­ლი რეზო­ლუ­ციით: “იქმნეს ამისაებრ” (აქ­ტე­ბი, ტო­მი IV, გვ. 166-169).

ამრი­გად, საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის გაუქ­მე­ბა არის არა ნება­ყოფ­ლო­ბი­თი შეერ­თე­ბა ერთ­მორწ­მუ­ნე რუსეთ­თან, არა­მედ ნა­მოქ­მე­და­რი “ამაქვეყ­ნის უფ­როს­თა”. ხო­ლო თქვენს უწმი­დე­სო­ბას კარგათ მოეხ­სე­ნე­ბა, რომ საეკ­ლე­სიო საქმეებ­ში “სოფლიურ უფ­როს­თა” ჩარე­ვას ღვთაებ­რი­ვი კა­ნო­ნე­ბი არ ეგუე­ბიან (მოცი­ქულ­თა კან. 30; მეოთ­ხე მსოფ­ლიო კრე­ბა, 12; მეშ­ვი­დე მსოფ­ლიო კრე­ბა, 3), ისი­ნი მხოლოდ იძუ­ლე­ბულ­ნი არიან აი­ტა­ნონ ასე­თი ჩა­რე­ვა, როდე­საც ხელმ­წი­ფე­ბაი მე­ფი­სა ჰკვეცს “ნამდ­ვი­ლი მიტრო­პო­ლი­ტის” ოლქს ახა­ლი ქალა­ქის დაარ­სე­ბით და ისიც იმგვა­რად, რომ ძვე­ლი მიტ­რო­პო­ლია არ განიც­დი­დეს შევიწ­როე­ბას. ეს “ატა­ნაც” მხოლოდ იმით აიხს­ნე­ბა, რომ კანო­ნე­ბის შემომქ­მედ მა­მა­თა “არა აქვთ შესაძ­ლებ­ლო­ბა მე­ფის ხელისუფ­ლე­ბის წინააღმ­დე­გო­ბი­სა” (IV მს. კრე­ბა, 12 და 17; IV მს. კრე­ბა, 38; ზონა­რის განმარ­ტე­ბა IV კრების მე-17 კა­ნო­ნი­სა). უწმი­დეს­მა სი­ნოდ­მა კი, რომე­ლიც თითქოს გაურ­ბო­და საქართ­ვე­ლოს ეკლესიას­თან ურთიერ­თო­ბას და რომელ­საც მის­და­მი თა­ვი ეჭი­რა რუ­სის ეკლე­სიის ისტორი­კო­სი­სათ­ვის გაუ­გე­ბა­რი დელი­კა­ტო­ბით (ბუტკე­ვიჩი), თა­ნაც ამ ურთიერ­თო­ბი­სა­გან (საქართ­ვე­ლოს ეკლესიას­თან) არა­ფერს გამოე­ლო­და, თვინიერ უსია­მოვ­ნე­ბი­სა (ბუტკე­ვიჩი – 16, 19), – ამის­და მიუ­ხე­და­ვათ, მან ერ­თი სიტყვაც არ გაი­მე­ტა საქართ­ვე­ლოს საეკ­ლე­სიო საქმეებ­ში გენე­რალ ტორმა­სო­ვის ჩარე­ვის წინააღმ­დეგ; პირი­ქით, ისარ­გებ­ლა შემთხვე­ვით, რომ იმის შემწეო­ბით მიე­ღო ბრძანებ­ლო­ბა საქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია­ზე და ამრი­გად დაარღ­ვია შემ­დე­გი კა­ნო­ნე­ბი:

1) არც ერთ­მა ეპის­კო­პოს­მა არ უნ­და იკად­როს ერ­თი ეპარ­ქიი­დან მეო­რე­ში გა­დასვ­ლა, არც სხვა ეპარ­ქიის ტაძრებ­ში ვი­სი­მე ხელ­დასხ­მა ღვთისმსა­ხუ­რე­ბის შესრულე­ბი­სათ­ვის, არც თუ ვი­სი­მე მიყ­ვა­ნა მუნ, გარ­და იმ შემთხ­ვე­ვი­სა, რო­ცა მოწვეულ იქმ­ნე­ბა მიტ­რო­პო­ლი­ტი­სა და მასთან მყოფ ეპის­კო­პო­ზე­ბის სიგე­ლე­ბით, რო­მელ­თა ოლ­ქებს გა­სასვ­ლე­ლი აქვს. უკე­თუ არა­ვი­სა­გან ჰქო­ნია მო­პა­ტი­ჟე­ბა და უწე­სოთ შე­ვა ვიეთ­ნი­მე­თა ხელდა­სასხ­მე­ლად და მის­და­მი უკუთვ­ნილ საეკ­ლე­სიო საქ­მე­თა მოსაწეს­რი­გებ­ლად, ყო­ვე­ლი­ვე მისგან ჩა­დე­ნი­ლი იყოს ძა­ლუ­დე­ბი, თვითონ კი უწე­სო­ბი­სა და უმარ­თე­ბუ­ლო საქციე­ლი­სათ­ვის ჯე­რარს შე­სა­ბა­მი­სი სასჯე­ლის მიღე­ბად – წმი­და კრების მიერ თანამ­დე­ბო­ბი­დან დაუყოვ­ნებ­ლივ განდევ­ნით (ანტიოქ. კან. 13).

2) საოლ­ქო ეპის­კო­პო­ზე­ბი ნურ­ცა ავრცე­ლე­ბენ თვისს უფლე­ბას ოლ­ქის გა­რე­შე მდე­ბა­რე ეკლე­სიებ­ზე და ნურ­ცა აღრე­ვენ ეკლესიებს. მიუპა­ტი­ჟებ­ლად ეპის­კო­პო­ზი ნუ გარ­და­ვა თვის ოლ­ქის საზღვ­რებს ხელდა­სასხ­მე­ლად, ან რაი­მე სხვა საეკ­ლე­სიო განკარ­გუ­ლე­ბის მოსახ­დე­ნად. ხო­ლო ზემოაღ­ნიშ­ნულ კანო­ნის დაცვით, საეკ­ლე­სიო ოლქთათ­ვის ცხად არს, რომ თვი­თოეუ­ლი ოლ­ქის საქმეთ კე­თილ აწე­სებს იმა­ვე ოლ­ქის კრე­ბა, ვი­თარ­ცა განმარ­ტე­ბულ არს ნიკეა­ში (II მსოფ. კრე­ბა, 2).

3) …აღსასრუ­ლებ­ლად ყო­ველს ეპარ­ქია­თა ში­ნა: ნურა­ვინ ღვთის საყვა­რელ ეპის­კო­პოზ­თა­გა­ნი გა­ნავრ­ცე­ლებს უფლე­ბას სხვა­თა ეპარ­ქია­ზე, რომელ­ნიც წინა­დაც და პირველიდ­გან­ვე არა ყო­ფი­ლა მის წინამოად­გი­ლის ხელქვეით; უკე­თუ ვინმემ გა­ნავრ­ცე­ლა და რო­მე­ლი­მე ეპარ­ქია ძალდა­ტა­ნე­ბით დაი­მორ­ჩი­ლა, მისცეს უკან­ვე; ნუ გადაი­ლა­ხე­ბა მა­მა­თა კა­ნო­ნე­ბი, ნუ შემოი­პა­რე­ბა ღვთიურ მოქმე­დე­ბის სა­ხით მსოფლიურ ხელმწი­ფის მე­დი­დუ­რე­ბა და ნუ დავკარ­გავთ თანდა­თა­ნო­ბით, შეუმჩნევ­ლად იმ თავისუფ­ლე­ბას, რომე­ლიც ყო­ველ­თა ადა­მიან­თა განმათა­ვი­სუფ­ლე­ბელ­მა უფალ­მა ჩვენ­მა იე­სო ქრისტემ სისხ­ლი­თა თვი­სი­თა მოგ­ვა­ნი­ჭა ჩვენ. და ასე, წმი­და და მსოფ­ლიო კრებას ენე­ბე­ბა, რა­თა ყო­ველ­მა ეპარ­ქიამ დაიც­ვას სიწმინ­დით და შეუიწ­როებ­ლად თავი­დან­ვე მი­კუთვ­ნი­ლი უფ­ლე­ბე­ბი, ძველად დამკვიდ­რე­ბულ ჩვეუ­ლე­ბი­სა­მებრ… უკე­თუ ვინმემ წინა­დას­დო აწ განმარ­ტე­ბუ­ლი და წმი­და და მსოფ­ლიო კრების მიერ ნე­ბუ­ლი დადგე­ნი­ლე­ბის საწინააღმ­დე­გო რაი­მე, იქმნეს იგი ძა­ლუ­მო­სი­ლი (III მსოფ. კრე­ბა, 8).

უწმი­დეს­მა სი­ნოდ­მა უგუ­ლე­ბელჰ­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი წმი­და კა­ნო­ნე­ბი, ის უმაღ­ლე­სი ბრძანე­ბის “აბ­ჯარ­ში შეი­მო­სა” (ეფ. 6, 14) და “უმწიკვ­ლოდ” (ბუტკე­ვიჩი, გვ. 26) შეე­ცა­და იმას, რომ 10 თიბათ­ვეს 1811 წ. იმპე­რა­ტორ­მა ალექ­სანდ­რე პავლო­ვიჩ­მა `შეიწყ­ნა­რა საქართ­ვე­ლოს კათა­ლი­კო­ზის ანტო­ნის არ­ზა და უმოწ­ყა­ლე­სად დაით­ხო­ვა ის სა­სუ­ლიე­რო საქ­მე­თა გამგებ­ლო­ბი­სა­გან სა­ქართ­ვე­ლო­ში”. საქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია მი­სი იე­რარ­ქიის კრების დადგე­ნი­ლე­ბის გა­რე­შე დაქვემ­დე­ბა­რე­ბულ იქმ­ნა სრულიად რუსე­თის სინო­დი­სად­მი, ხო­ლო ამ ეკლე­სიის სა­თა­ვე­ში აღიყვა­ნე­ბენ პატივ­მოყ­ვა­რე ვარ­ლამს, იმ დროს უკ­ვე მცხე­თი­სა და ქართლის მიტ­რო­პო­ლიტს, – სინო­დის წევ­რი­სა და საქართ­ვეოლ­ში მი­სი ექსარ­ქო­სის ტიტუ­ლით (Христианское чтение, 1905, ტ,I, გვ. 105-111).

ასე მოხ­და, წმი­დაო მეუ­ფეო, საქართ­ვე­ლოს შეერ­თე­ბა რუსეთ­თან ერთ სა­ზო­გა­დო საეკ­ლე­სიო ხელისუფ­ლე­ბის ქვეშ, და ასეთს შეერ­თე­ბას უწ­მი­დე­სო­ბა შე­ნი კანო­ნიურ მოქ­მე­დე­ბა­თა სთვლის “სი­მართ­ლი­სა და სიყვა­რუ­ლის სიტყვას­თან” შეზა­ვე­ბუ­ლად.

II

სახიე­რე­ბა შე­ნი ამტ­კი­ცებს: “საქართ­ვე­ლოს შეერ­თე­ბა რუსეთ­თან ერ­თის სა­ზო­გა­დო საეკ­ლე­სიო მმართებ­ლო­ბის ქვეშ მთელის საუ­კუ­ნის სტადიონ­ზე არა­ვი­თარ წინააღმ­დე­გო­ბას არ იწ­ვევ­და”, პირი­ქით, “უწ­მი­დე­სი” სინო­დის განკარ­გუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა მრა­ვა­ლი სა­ბუ­თი, თვით ქართ­ვე­ლი ხალხი­სა­გა­ნაც გა­მომ­დი­ნა­რე ამიერ­კავ­კა­სიის ეპარ­ქიებ­ში მის მმართებ­ლო­ბის კეთილ­ნა­ყო­ფიე­რე­ბის დასამტკი­ცებ­ლად.  ქართ­ვე­ლი სამღვდელოე­ბის­გა­ნაც კი, ყოვლადსამღვ­დე­ლო კირიო­ნის, აწ საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კო­ზის სა­ხით მის წიგნ­ში: “საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის მოკ­ლე ის­ტო­რია XIX საუ­კუ­ნე­ში” და­მოწ­მე­ბუ­ლი არის, რომ საქართ­ვე­ლოს­ შეერ­თე­ბას რუსეთ­თან მოჰყ­ვა დაქ­ვეი­თე­ბა­ში მყოფ ქართვე­ლ­­თა საეკ­ლე­სიო ცხოვრე­ბის აღორ­ძი­ნე­ბა”. უწ­მი­დე­სო მეუ­ფეო! “სულ­სა არა ღვთი­სა­სა” (I იოა­ნე, 4,1) მხოლოდ ძა­ლე­დო შენს სმენამ­დის მოე­წო­დე­ბი­ნა, რომ მთელ საუ­კუ­ნის სივრ­ცე­ზე ამ მიერ­თე­ბას არა­ვი­თა­რი წინააღმ­დე­გო­ბა გამოუწ­ვე­ვია! ნუ­თუ არ უწ­ყი შენ, რომ საქართ­ვე­ლოს მცხოვრებ­ნი ვერ ურიგდე­ბოდ­ნენ მა­თი ეკლე­სიის თვითმყო­ფო­ბის მოსპო­ბას და მის დაქვემ­დე­ბა­რე­ბას უწმი­დეს სი­ნოდ­ზე”, რომ ექსარ­ქოს თეოფი­ლაქ­ტის სიტყვით “ქართულ ეკლე­სიებ­ში უწმი­დეს სი­ნოდს მხოლოდ მა­შინ იხსენიებდ­ნენ, რო­ცა ამჩნევდ­ნენ საყდარ­ში რუ­სის მოხელეებს და რომ სწორედ ამ ეკ­ლე­სიუ­რი თვითარ­სე­ბო­ბის და­კარგ­ვა­ში უნ­და ვეძიოთ უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი ამ მხა­რე­ში მომხდარ ყვე­ლა პერიო­დულ მღელ­ვა­რე­ბა­თა” (Христ. чтение, 1905, ტ. II, 543).

გა­ნა შენს სახიე­რე­ბას არ მოეხ­სე­ნე­ბა “სიტყვის მი­გე­ბა” იმე­რე­თის ხალ­ხი­სა და სამღვ­დე­ლოე­ბი­სა მიტრო­პო­ლი­ტე­ბის დოსი­თეოს ქუ­თა­თე­ლი­სა და ექვ­თი­მე გენა­თე­ლის მეთაუ­რო­ბით, რომელ­ნიც აი, ამ სიტყვის მიგები­სათ­ვის “ბრალდე­ბულ იქმნენ სა­ხელმ­წი­ფო ხელისუფ­ლე­ბის წინააღმ­დეგ ამ­ბო­ხე­ბა­ში და უსა­მართ­ლო­თა და გამოუ­ძიებ­ლათ დაპატიმ­რე­ბულ­ნი და მრავალრიც­ხო­ვან დარა­ჯე­ბით გარშემორტყ­მულ­ნი გადაყ­ვა­ნილ იქმნენ ტფილის­ში და შემდგომ რუ­სეთ­ში?! რაო­დენ ძლიე­რათ იქმ­ნა მიმჩ­ნეუ­ლი დასა­ხე­ლე­ბულ მღვდელმთავ­რე­ბის “სიტყვის მი­გე­ბა”, სჩანს იმ სისას­ტი­კი­დან, რაი­ცა მართლმა­დი­დე­ბელ რუსე­თის მთავრო­ბამ საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ამ იე­რარ­ქე­ბი­სად­მი გამოი­ჩი­ნა: “რა­თა ნატყვენ­ნი უფ­რო წყნარათ იყვნენ – სწერს გენე­რალ-ლეი­ტე­ნანტ ველია­მი­ნოვს პოლკოვ­ნი­კი პუ­ზი­რევს­კი – ვერ შესძლონ გაქ­ცე­ვა, არ იცოდ­ნენ ურთიერ­თის ვინაო­ბა და არ იქმნენ ცნობილ­ნი მცხოვრებ­თა­გან მათ გატა­რე­ბის დროს, მათ ზედ დავაც­ვამ ტი­ლოს ტომ­რებს ბაგეს­თან სა­სუნთ­ქი, კისერ­თან და წელთან კი ავაკ­რამ, ხო­ლო უკი­დუ­რეს შემთხ­ვე­ვა­ში განზ­რა­ხუ­ლი მაქვს დავ­ხო­ცო, გვა­მე­ბი კი წყალს მივ­ცე” (არქ. კომ. აქ­ტე­ბი, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 579). ასე­თი ზომე­ბის მი­ღე­ბა “მიმგეგ­ლე­ბი­სად­მი” გენე­რალ-ლეი­ტე­ნანტ ველია­მი­ნოვს საკ­მაო ფრთხილად არ ეჩ­ვე­ნა, ამი­ტომ თა­ვის ხელქვეითს ის ურ­ჩევს: `ყვე­ლა­ზე მე­ტად უნ­და ჰშიშობ­დეთ, რა­თა მიტ­რო­პო­ლი­ტე­ბი სიკვდი­ლით არ დაისაჯ­ნენ, მათ მკვლელო­ბას შეუძ­ლიან მთლად აა­ღელ­ვოს სამღვ­დე­ლოე­ბი­სა და თავა­დე­ბი­სა­გან წა­ქე­ზე­ბუ­ლი ხალ­ხი, ეს აგ­რეთ­ვე სავსე­ბით კარგ შთაბეჭ­დი­ლე­ბას არ მოახ­დენს ჩვენს ჯარისკა­ცებ­ზე­დაც, რომელ­თაც, მა­თი რწმენის მიხედ­ვით, ძლიე­რი სასოე­ბა უნ­და ჰქონდეთ სამღვდე­ლოე­ბი­სად­მი… მაგრამ უკე­თუ სა­ჭი­რო გახ­და მო­ხუც მღვდელმთავ­რე­ბის ამო­ხოც­ვა (ბრძა­ნე­ბა გენე­რალ­მა 1820 წ. 23 თე­ბერ­ვალს გა­მოს­ცა), არამც და არამც არც ერ­თი გვა­მი არ იქმნეს და­ტო­ვე­ბუ­ლი იმე­რეთ­ში, არც დასაფლავ­დეს, არც გადაიგ­დოს მდი­ნა­რე­ში; ვინაით­გან, სწრა­ფი დე­ნი­სა გა­მო, შე­საძ­ლე­ბე­ლია მდინა­რემ გვა­მე­ბი ჩაა­ქა­ნოს და მოკლულ­ნი აღმოა­ნახ­ვი­ნოს ცრუ­მორწ­მუ­ნე ხალხს. თვი­თოეუ­ლი მათ­გა­ნი უნ­და გადაყ­ვა­ნილ იქმნას მოზდოკამ­დის, არ დაი­ტო­ვოს საქართ­ვე­ლო­შიაც კი, “ან­და მიყვა­ნილ იქმნენ კაიშაუ­რამ­დის მაინც და იქ შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­თი მი­სა­მა­რე­ბა (იქ­ვე, გვ. 582). უფრო­სის ბრძა­ნე­ბა შესრულ­და ზედმიწევ­ნით და ერ­თი “სიტყვის მიმგე­ბელ­თა­გა­ნი” – ქუ­თა­თე­ლი – ამოაღრჩ­ვეს ტო­მა­რა­ში გზათ­მი­მა­ვალთ სურა­მი­დან გორ­ში. დიდ­ხანს არ იცოდ­ნენ, რა ექ­ნათ მოწამემღვ­დელმ­თავ­რის ცხედრისათ­ვის, მიმყოლ ჯარისკაც­თათ­ვის არ გაუმ­ხე­ლიათ ეს ამ­ბა­ვი ანანუ­რამ­დის, სა­დაც ბო­ლოს მო­ვი­და ბრძა­ნე­ბა საქართ­ვე­ლოს  სინო­და­ლურ  ექსარ­ქო­სი­სა­გან  მღვდელმთავ­რის დასაფლა­ვე­ბი­სათ­ვის “ყოვლად მარ­ტი­ვა­თა და უცერემ­ნიოთ” (ვ. პოტ­ტო: Кавкасская война, ტ. II, გვ. 699, შეა­და­რე აქ­ტე­ბი IV, I, გვ. 586).

ვგონებ, უწ­მი­დე­სო მეუ­ფეო, რომ ეს მო­ნა­წე­რი ოფი­ცია­ლუ­რი წყაროე­ბი­დან საკმაოდ ნათლად ამოწ­მე­ბენ სიძლიე­რეს იმ “სიტყ­ვა მიგე­ბი­სას”, რაი­ცა შენს უწმი­დე­სო­ბას საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის სი­ნო­და­ლუ­რი პერიო­დის ისტო­რიი­დან არ მოჰხ­სე­ნე­ბია. არა მსურს აღვ­რიო მოძმის მოყ­ვა­რე­ბაი შე­ნი სხვა “სიტყვის მი­გე­ბა­თა” დაწვ­რი­ლე­ბი­თი ჩამოთვ­ლით, ვიტყ­ვი ღა, რომ “სიტყვის შეძრა­ხას” რუსე­თის მთავ­რო­ბა ისე საში­შოთ სთვლი­და, რომ აშკა­რათ ამ­ბობ­და: “დრო არს ბო­ლო მოე­ღოს იმე­რე­თის სამღვდე­ლოე­ბის გადაჭარ­ბე­ბულ გავლე­ნას ხალხის გო­ნე­ბა­ზე” (აქ­ტე­ბი, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 574). ამი­ტომ მთავრობა მიჰმარ­თავ­და ყვე­ლა ზო­მას ამ გავლე­ნის მოსას­პო­ბათ, და ერთ-ერთ ასეთ ღო­ნის­ძიე­ბა­თა და­სა­ხუ­ლი­ყო გადა­სახ­ლე­ბა რუ­სეთ­ში ყვე­ლა იმა­თი, ვინც არ ეგუე­ბო­და სინო­და­ლურ მმართვე­ლო­ბას სა­ქართ­ვე­ლო­ში (იქ­ვე, გვ. 575, 576, 678, 686). ეკ­ლე­სიუ­რი დამოუკი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის მებრ­ძო­ლი სამღვდე­ლოე­ბის ასე­თი განუკით­ხაო­ბის მხედ­ვე­ლი ქართ­ვე­ლი თავა­დაზ­ნაუ­რო­ბა და გლე­ხო­ბა აი რა სა­ხის მოთქმით აფრქვევ­და თა­ვის გუ­ლის ნა­დებს: ეკლე­სიის თვითარ­სე­ბო­ბის ძალ­და­ტა­ნე­ბი­თი დაკარგ­ვით, სა­ქართ­ვე­ლო­ში “მრა­ვა­ლი ტა­ძა­რი დაიქ­ცე­ვა, პატიო­სან­სა და ყოვლად­ქე­ბულ ხა­ტებ­სა და ჯვრებს გაი­ტა­ცე­ბენ, საყდ­რებს მოაკლ­დე­ბათ მათგან­ვე აღზრ­დი­ლი და მათთვის შემა­ვედ­რე­ბე­ლი მოძღვარ­ნი, ქართ­ვე­ლე­ბი განშო­რე­ბულ იქმნე­ბიან თვის მღვდელმთა­ვარ­თა კურთხე­ვი­სა­გან” და ამი­ტომ ავქსონ­ნი ეკითხე­ბოდ­ნენ: “უკე­თუ არ შე­ხე­ბუ­ლა რჯუ­ლი ბრმათმყოფ ებრაელ­თა, რჯუ­ლი სო­მეხ­თა და კა­თო­ლი­კე­თა, რისთვის ჩვენ უნ­და შევადგენ­დეთ გამო­ნაკ­ლისს? თუ იმ დრო­თა ში­ნა, როდე­საც ჩვენ აღა­რო­ნელ­თა ხელქვეით ვიმყო­ფე­ბო­დით, არ­ვინ ეხე­ბო­და ჩვენს მტკი­ცე რწმენას, და არც ამგვარ მწუხა­რე­ბას გვაყე­ნებდ­ნენ, მაშ რა­ღა დავა­შა­ვეთ ამ ჟა­მად, რომ გვტაცე­ბენ შეჩვეულ მღვდელმთავ­რებს, ტაძრებ­სა და მღვდლებს?” (აქ­ტე­ბი, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 391).­

“პირის­შემბ­რუ­ნე­ბელ­თა” წინააღმ­დეგ მიმარ­თულ­მა აღნიშ­ნულ­მა ზო­მებ­მა და ისე­თე­ბის წინააღმ­დეგ, რომელ­ნიც თვით გენე­რალ ტორმა­სო­ვის სიტყვით რუსე­თის ერთგულ­ნი იყვნენ, რაი­ცა “მრა­ვა­ლი მაგა­ლი­თე­ბით” დაამტ­კი­ცეს (აქ­ტე­ბი, IV. 230, 232, 250, 366, 369), შიშ­სა და ძრწო­ლა­ში შთააგ­დეს წევრ­ნი და მსახურ­ნი ქრისტეს ეკ­ლე­სიი­სა; ამი­ტომ ახ­დილ საწინააღმ­დე­გო გა­მოსვ­ლებს ამის შემდეგ იშვია­თად თუ განიზ­რა­ხავ­და ვინ­მე, გარ­და ან­ტი­კა­ნო­ნი­კუ­რი წესე­ბის წინააღმ­დეგ. საქართ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია­ში ყრუ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მუ­დამ გაის­მო­და და ეს აშ­კა­რა გამოითქ­მო­და, რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ასე­ვე უფლე­ბა­მო­სილ პირებ­თან კერ­ძო ბაას­ში. ამის მა­გა­ლი­თე­ბი მრა­ვა­ლია, ხო­ლო­­ მე სიყვა­რულ­სა შენ­სა მხოლოდ ზოგ­რამს ვაუწ­ყებ: 8 გიორ­გო­ბისთ­ვეს 1841 წ. სინო­დის მოხ­სე­ნე­ბა­ზე სა­ქართ­ვე­ლო­ში ვი­კარ-ეპის­კო­პო­ზის განწესე­ბი­­­­სათ­ვის, იმპე­რა­ტორ­მა ნიკო­ლოზ პირველ­მა ასე დაა­წე­რა: “თა­ნახ­მა ვარ, მაგრამ იქ ადგი­ლობ­რი­ვი ენის ცოდ­ნა თითქმის აუცი­ლე­ბე­ლია, რომ და­ცულ იქმნეს შე­სა­ბა­მი­სი გავ­ლე­ნა ხალხ­ზე; ამისათ­ვის სა­სურ­ვე­ლია აღირჩივ­ნენ ენი­სმ­ცოდ­ნე პი­რე­ბი, თუნდ ისე განათლე­ბულ­ნიც არ იყვნენ, რო­გორც ეს სა­ჭი­როა ამ შემთხ­ვე­ვა­ში (სი­ნო­და­ლუ­რი კანტო­რის საქ­მე, 1841, N6240). ასე­თი მზრუნ­ვე­ლო­ბა რუსე­თის იმ­პე­რა­ტო­რი­სა ქართულ სამწყსოი­სათ­ვის გა­ნა არ არის ნიკო­ლოზ პავლეს­ძის სმენამ­დის მიღწეულ “სიტყვის­მი­გე­ბა­თა შე­დე­გი? მე აღა­რას ვამბობ ყოვლადსამღვ­დე­ლო იმე­რე­თის ეპის­კო­პოზ გაბრიე­ლის­­­ გა­მოსვ­ლა­თა თაო­ბა­ზე გა­სუ­ლი საუ­კუ­ნის 70-სა და 80-იან წლებ­ში ექსარ­ქოს ევ­სე­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო პირ­თა (ივა­ნოვს­კი­სა, ზა­ვადს­კი­სა, ვერს­კი­­­სა და სხვა­თა) წინააღმ­დეგ. მა­თი პოლი­ტი­კის გაკიცხ­ვით ეკლე­სიის რუ­­სი­­ფი­კა­ტო­რულ ზრახ­ვა­თა ია­რა­ღათ გარდაქცე­ვი­სათ­ვის, სა­სუ­ლიე­რო სკოლებ­ში­ ქართვე­ლე­ბის დევნისათ­ვის, სიწ­მი­დე­თა და დარბევი­სათ­ვის, ისე­თი რუ­სის მღვდელმთავ­რე­ბი­სა და მოძღვრე­ბის დანიშვნი­სათ­ვის, რომელ­თაც არ ესმო­დათ­ სამწყსოის ენა, ზნე-ჩვეუ­ლე­ბა­ნი და ხალხის სუ­ლი და ხასია­თი (თონკმელის – Правда об автокепалии грузинской церкви. 161-180). რა­ღა ითქმის იმ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე პრე­სა­ში და სა­ზო­გა­დოე­ბა­ში, რაი­ცა გამოწ­ვეულ იქმ­ნა ტაძ­რე­ბი­სა და მონასტ­რე­ბის ჩა­მორთ­მე­ვი­სა გა­მო, რო­გორც მაგა­ლი­თად: ბიჭვინ­თი­სა, სი­მონ კა­ნა­ნე­ლი­სა, დრან­დი­სა, მოქ­ვი­სა, სა­ფა­რი­სა, აღ­ტა­ლი­სა და უმე­ტე­სად კი ბოდ­ბი­სა, სა­დაც გა­ნის­ვე­ნებს წმი­და მოცი­ქულ­თა სწორის ნი­ნოს ნეშ­თი. გა­ნა ყვე­ლა ეს “სიტყვის მი­გე­ბა” არ არის რუსე­თის უმაღ­­ლეს სა­ეკ­ლე­სიო ხელი­სუფ­ლე­ბი­სა და მი­სი ადეპ­ტე­ბის წინააღმ­დეგ სა­ქართ­ვე­ლო­ში?­­

თვით სინო­დის ეგსარქო­სებ­მაც უწყოდ­ნენ ეს “სიტყვის მი­გე­ბა”, ჰსმენიათ ასე­თე­ბი თა­ვი­სი ყუ­რით, მაგრამ ყვე­ლა ამას ჰხსნიდნენ ქართვე­ლე­ბის “მსჯელო­ბი­სად­მი უნი­ჭო­ბი­თა”, “სიჩლუნ­გი­თა”, “ქართ­ვე­ლი ხალხის სი­ცო­ფი­თა და კაცთმკლე­ლო­ბი­სად­მი მიდრე­კი­ლე­ბით”. ასე ეს­მო­და ქართვე­ლე­ბის “სიტყვის მი­გე­ბა” რუსე­თის ეკლე­სიის გამო­ჩე­ნილ მღვდელმ­თა­ვარს,  უწმი­დეს  სინო­დის  თავმჯდო­მა­რეს, მაღალყოვლადუსამღვ­დე­ლოეს იოან­ნი­კეს – ყო­ფილ ექ­სარ­ქოსს სა­ქართ­ვე­ლო­ში (аписки присутствующих члена Св. Синода архиеп. Никанора, 35, 36). მაღალყოვლადუსამღვ­დე­ლოეს იან­ნი­კეს მოად­გი­ლე საექ­სარ­ქო­სო­ში მთავა­რე­პის­კო­პო­ზი პავ­ლე – კი ტვერის მთავარე­პის­კო­პოზ საბას­თან მი­წერ-მო­წე­რა­ში (ტ. 8, 102) თვის სამწყე­სოს ახა­სია­თებ­და რო­გორც “ვე­ლურს”, ხო­ლო საკუთარ­ ხელ­და­წე­რილ წე­რილ­ში – (იქ­ვე, 349) საქართ­ვე­ლოს ჰსა­ხავს “ვე­ლურ და მხეცურ ქვეყნად”. გარ­ნა რამდე­ნად ქართველ­ნი ჩლუნ­გე­ბი, ცოფია­ნე­ბი, ვე­ლუ­რე­ბი და მხე­ცე­ბი არიან, შენს უწმი­დე­სო­ბას შეუძ­ლიან განსა­ჯოს მოვ­ლე­ნა­თა თუნ­და უკა­ნასკ­ნე­ლი – ამ საერ­თო ნგრე­ვი­სა და დარბე­ვის ეპო­ქის – ორი წლის მიმოხილ­ვი­და­ნაც: ყო­ფილ რუსე­თის იმ­პე­რია­ში სა­ქართ­ვე­ლო ერთა­დერ­თი კუთ­ხეა, სა­დაც ელ­ლი­ნე­ბი­ცა და იუ­დე­ლე­ბიც, სკვი­თე­ბი­ცა და ბარბა­რო­სე­ბიც მშვი­და­თა ცხოვრო­ბენ და არც თუ ში­ში აქვთ თა­ვის სი­ცოცხ­ლი­სა და რწმენისათ­ვის.

აქ უსა­ფუძვ­ლოა, ღირსპა­ტივ­ცე­მუ­ლო მეუ­ფეო, შე­ნი მტკი­ცე­ბა, რომ მთე­ლი საუ­კუ­ნის სტადიონ­ზე საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დაქვემ­დე­ბა­რე­ბა სინო­დი­სად­მი არ იწ­ვევ­და და­ვას ქართვე­ლე­ბის მხრით; ამის­და­მიუ­ხე­და­ვათ, მე მაინც მჯე­რა შე­ნი, რომ სინო­დის განკარ­გუ­ლე­ბა­ში ინა­ხე­ბიან ქართვე­ლე­ბის მიერ წარდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი. სა­ქართ­ვე­ლო­ში სი­ნო­და­ლუ­რი მმართვე­ლო­ბის კეთილ­ნა­ყო­ფიე­რე­ბის აღნიშვ­ნით, მაგრამ მერწ­მუ­ნე შენც მე, რომ ეს მა­სა­ლე­ბი გამომ­დი­ნა­რეო­ბენ რი­თი­მე დაინ­ტე­რე­სე­ბულ პირთა­გან და იმა­ვე ღირსე­ბას შეი­ცა­ვენ, რო­გორც შე­ნი უწმი­დე­სო­ბის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი ცი­ტა­ტა ნეტარხ­სე­ნე­ბულ კათა­ლი­კოზ კირიო­ნის თხზულე­ბი­დან, ხო­ლო მა­ღალ ავ­ტორს ზემო­და­სა­ხე­ლე­ბულ წიგნაკ­ში გა­მოთქ­მუ­ლი ჰაზ­რე­ბი შემდგომ არა ერთგზით უა­რუყ­ვია (Журнал заседаний пребссогорнаго присутствия, 1906, ტ. III, ნაწ. II, გვ. 35). ჩვე­ნი ცხოვრე­ბის პი­რო­ბე­ბი თითქმის შეუძ­ლებ­ლა­თა ჰხდიდნენ სიმართ­ლის წე­რას. ამას­თა­ნა­ვე, უნ­და გვახსოვ­დეს, რომ ყოვლადსამღვ­დე­ლო კირიო­ნის ზემონაჩ­ვე­ნებ წიგნაკ­ში გა­მოთქ­მუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა სრულე­ბით არა ჰგუ­ლისხ­მობს მთე­ლი ქართ­ვე­ლი სამღვდე­ლოე­ბის ჰაზრსაც, რო­გორც შენს უწმი­დე­სო­ბას ჰგო­ნია; ეს სრულე­ბით შეუძ­ლე­ბე­ლია, რადგა­ნაც ნე­ტარ­ხ­სე­ნე­ბუ­ლი ავტო­რის შე­ხე­დუ­ლე­ბა მუ­დამ დაგ­მო­ბი­ლი იყო ქართ­ვე­ლი სამღვდე­ლოე­ბის მიერ. საქართ­ვე­ლოს ექსარ­ქო­სე­ბიც კი არ იზია­რებდ­ნენ ხსენე­ბულ ავტო­რის ჰაზრს; როდე­საც მთავა­რე­პის­კო­პო­ზი პლა­ტო­ნი გაეც­ნო საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის მდგომა­რეო­ბას, პირდა­პირ ჩასთ­ვა­ლა იგი ტრაგიზ­მით აღსავ­სეთ და განად­გუ­რე­ბი­სა­კენ მიმა­ვა­ლათ (Придавление к церковным ведомостям, 1906, N21, გვ. 502). რუ­სის ერთ-ერ­თი უგა­ნათ­ლე­ბუ­ლე­სი მღვდელმთავ­რის ეს სიტყ­ვე­ბი დიდმ­ნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია: სჩანს უკა­ნასკ­ნელ­მა ექსარ­ქოს­მა შე­ფა­სე­ბა მოუხ­დი­ნა მის წინა­მოად­გი­ლე­თა მოღვა­წეო­ბას საქართ­ვე­­ლოს კა­თედ­რა­ზე სი­ნო­და­ლუ­რი ბატო­ნო­ბის რეჟი­მის განმავ­ლო­ბა­ში ჩვენ­ში.

არქიე­პის­კო­პოზი პლა­ტო­ნი სი­ნო­და­ლუ­რი ექსარ­ქო­სე­ბის სა­ქართ­ვე­ლო­ში მოღვა­წეო­ბის თაო­ბა­ზე ასე­თი მსჯავრის შემდეგ, ვიმედოვ­ნებ, უწ­მი­დე­სო­ბა შე­ნი აღარ მიიჩ­ნევს სიმაღლეს­თან შეფარ­დე­ბუ­ლად მტკიცე­ბას, თითქოს სინო­დის მმართ­ვე­ლო­ბა სა­ქართ­ვე­ლო­ში კე­თილ­ნა­ყო­ფიე­რი ყოფი­ლი­ყოს!

III

საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტოე­კაფ­ლიის აღდგე­ნის ცდა­ნი რომ გამოირკ­ვა 1905 წელს – სწერს შე­ნი უწ­მი­დე­სო­ბა – უწმი­დეს­მა სი­ნოდ­მა 1906 წელს დაად­გი­ნა: “აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კით­ხი გადა­ტა­ნილ იქმნას რუსე­თის ეკლე­სიის მომა­ვალ ადგილობ­რივ კრე­ბა­ზე განსახილ­ვე­ლათ” და ამ კრების სამსჯავ­როს წი­ნა­შე ჩვენ “გვმართებ­და წარგვედ­გი­ნა ჩვე­ნი ეკ­ლე­სიუ­რი  სურ­ვი­ლე­ბი და ზრახ­ვა­ნი და დაგ­ვე­ცა­და მის განაჩე­ნი­სათ­ვის”. წი­ნა რუბ­რი­კა­ში (II) მოყვა­ნილ ფაქტე­ბი­დან შე­ნი უწ­მი­დე­სო­ბა მიჰხვ­დე­ბო­და, რა მი­ზე­ზი­სა გა­მო მხოლოდ 1905 წელს გამოაშ­კა­რა­ვე­ბულ იქმნენ “ცდა­ნი საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდგენი­სათ­ვის”. მხოლოდ ამ წელს არ იყო გა­ნა ოფი­ცია­ლუ­რად ნება­დარ­თუ­ლი მართლის თქმა?! და ჩვენც გამოვთქ­ვით ეს. არა თუ მხოლოდ ჩვენ შო­რის აღიძ­რა 1905 წელს ცდა კა­ნო­ნი­კუ­რი წყობი­ლე­ბის აღსად­გე­ნად: თვით რუსე­თის ეკ­ლე­სია რომე­ლიც საქართ­ვე­ლოს ეკლესიას­თან შედა­რე­ბით უკე­თეს პირო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მაგრამ ორ საუ­კუ­ნის მეტ მანძილ­ზე ემო­ნე­ბო­და “…ფრაკო­სან­სა და მუნდი­რო­სან პატრიარ­ქებს, “ურმწუ­ნოებ­სა” და “რჯული­სა­გან აშკა­რათ გადამდ­გარ პი­რებს” (“Всерос. церковно-обществ. вестник” 1917. N156. “Дежание Собора” – 25 ღვი­ნო­ბისთ­ვე), გა­ნა იმა­ვე 1905 წელს არ ამეტყ­ველ­და პატრიარ­ქო­ბის აღდგენი­სათ­ვის? უწმი­დე­სო­ბას შენსას ალ­ბათ არდ­ავიწ­ყე­ბუ­ლი არ ექ­ნე­ბა ის გა­რე­მოე­ბა, თუ რო­გორ მრისხა­ნეთ შეუბღ­ვი­რა პობედო­ნოს­ცევ­მა რუ­სის ეკლე­სიის საუ­კე­თე­სო მღვდელმთავ­რებს რუსე­თის საეკ­ლე­სიო მმართ­ვე­ლო­ბა­ში ნორ­მა­ლუ­რი წყობი­ლე­ბის დაფუძ­ნე­ბის ცდისათ­ვის და რა­ზომ დი­დი იყო მღვდელმთა­ვარ­თა დარცხ­ვე­ნა უძლიე­რე­სი ვეზი­რის ამ შე­ტე­ვი­სა გა­მო. ამის გარ­და, უწ­მი­დე­სო­ბა შე­ნი აქაც სცო­დებს ჭეშმა­რი­ტე­ბის წინააღმ­დეგ: საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის სა­კით­ხი გადა­ცე­მულ იქმ­ნა სრულიად რუსე­თის მომა­ვალ კრე­ბა­ზე გასარ­ჩე­ვათ არა უწ­მი­დე­სი სინო­დის დადგე­ნი­ლე­ბით, არა­მედ იმპე­რა­ტორ ნიკო­ლოზ II-ის ნე­ბით, ვი­თარ­ცა პა­სუ­ხი ქართველ ეპის­კო­პოზ­თა მი­მართ­ვა­ზე საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლურ უფლე­ბებ­ში აღდგენი­სათ­ვის. უწმი­დეს­მა სი­ნოდ­მა მარ­ტი­ვი განკარ­გუ­ლე­ბაც კი არ გას­ცა, რა­თა უმაღ­ლე­სი ნე­ბა თა­ვის ოფი­ციალ ორ­გა­ნო _ Церковноя ведомость – ებ­ში გამოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი და ეს უმაღ­ლე­სად გა­მოთქ­მუ­ლი სურ­ვი­ლი ქართველ ეპის­კო­პო­ზებს კავკა­სიის მეფის­ნაცვ­ლის საშუა­ლე­ბით ეუწ­ყათ. ხო­ლო არსე­ბი­თათ, 1906 წელს გა­მოთქ­მუ­ლი ეს დად­გე­ნი­ლე­ბა, ანუ ნე­ბა, საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიას უმზა­დებ­და უფ­რო უა­რეს მდგომა­რეო­ბას. საქ­მე იმა­შია, რომ განზრა­ხულ კრებას არ შეეძ­ლო სისწო­რით გადაეჭ­რა მის მსჯე­ლო­ბა­ზე გა­და­ცე­მუ­ლი სა­კით­ხი, – ამი­სი თავ­დე­ბი იყო დაგზავ­ნილ შეკითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხი იმ მღვდელმთავ­რე­ბი­სა, რომლე­ბიც კრების სრულუფ­ლე­ბიან წევრე­ბად უნ­და ყოფი­ლიყვ­ნენ: ყოვლად სამღვ­დე­ლო მეუ­ფე­ნი თა­ვის პა­სუხ­ში ან არ ეხებოდ­ნენ ამ საკითხს, ან მას უარ­სა­ყო­ფე­ლად სწყვეტდნენ, ზოგიერთ­ნი კი მოით­ხოვდ­ნენ ჩვენს მიცე­მას სასჯელ­ში (ტუ­ლის მღვდელმ­თა­ვა­რი ლავრენ­ტი: Отзивы эпархиальнных архиериев – ნაწ. 3, გვ. 387).

უკე­თე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა არ მიუ­ღია საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის საკითხს კრების წინას­წარ თათბირ­ზე­დაც (Предсоборное присутствие): ამ თათბირ­მა სა­კით­ხი უარ­ყო­ფი­თად გარდასწყ­ვი­ტა და ეკლე­სიურ საქ­მე­თა მოგვა­რე­ბას ამიერ­კავ­კა­სია­ში შეუდ­გა მის სა­ხელ­ზე დეკა­ნოზ ვოსტორ­გო­ვის მიერ წარდ­გე­ნი­ლი ორი პროექ­ტი­დან ერ­თის მიღე­ბით. ხო­ლო ეს პროექ­ტი პროფ. პ. გლუბოვს­კის სიტყვი­თაც კი “კა­ნო­ნი­კუ­რი თვალსაზ­რი­სით არ იყო მთლად უმ­წიკვ­ლო”, ვინაიდ­გან ერთ­სა და იმა­ვე ტე­რი­ტო­რია­ზე განზ­რა­ხუ­ლი იყო “ორი ურთიერთ­შო­რის მო­ქიშ­პე საეკ­ლე­სიო ხელისუფ­ლე­ბის დაარ­სე­ბა, რო­მელ­თა შო­რის მოსა­ლოდ­ნე­ლი იყო მტრუ­ლი განწ­ყო­ბი­ლე­ბა (კრების წი­ნასწ. თათ­ბი­რი ჟურ­ნა­ლე­ბი და პრო­ტო­კო­ლე­ბი, ტ. III, ნაწ. II, გვ. 277). განზ­რა­ხუ­ლი კრების მო­მა­ვა­ლი წევ­რე­ბი­სა და მა­თი დამქა­შე­ბის ასე­თი სუ­ლისკ­ვე­თე­ბი­სა გა­მო, გა­ნა შეიძ­ლე­ბო­და ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი და მისწ­რა­ფე­ბა­ნი დამოუ­კი­დებ­ლო­ბი­სად­მი სრულიად რუსე­თის საეკ­ლე­სიო კრების სამსჯავ­რო­ზე წარგვედ­გი­ნა?

მაგრამ შენს უწმი­დე­სო­ბას იქ­ნე­ბა ჰგო­ნია, რომ “ჩვენს სურ­ვი­ლებს დამოუ­კი­დებ­ლო­ბი­სად­მი” შეეძ­ლო სამართ­ლის მხრივ დამც­ვე­ლე­ბი შეე­ძი­ნა 1906 წელს გა­მოთქ­მუ­ლი უმაღ­ლე­სი კეთილსურ­ვი­ლის შემდგომ საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ბე­დის უახ­ლოეს ხელმძღვა­ნელ­თა სა­ხით?

დი­და­თა ვწუხვარ, რომ ჩვენ ხელ­თა გვაქვს ერ­თობ მცი­რე ოფი­ცია­ლი მა­სა­ლა შესა­ხებ იმი­სა, თუ რო­გორ აშუ­ქებდ­ნენ ამ საკითხს უმაღ­ლე­სი საეკ­ლე­სიო მთავრო­ბის წი­ნა­შე საქართ­ვე­ლოს ექ­სარ­ქო­სე­ბი, გარ­ნა ის მტკიცე­ბა­ნიც, რაი­ცა ჩვენს განკარ­გუ­ლე­ბა­ში არის, საკ­მაო ნათლად ახა­სია­თებს ეგრეთ­წო­დე­ბულ საქართ­ვე­ლოს ექ­სარ­ქო­სებს. უმაღ­ლე­სი განკარ­გუ­ლე­ბის და კეთილსურ­ვი­ლე­ბის შემდგომ მოვ­ლი­ნე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი­ვე ექ­სარ­ქო­სი არქიე­პის­კო­პო­ზი ნი­კო­ნი აი რას სწერ­და 20იან­ვარს 1908 წელს უწ. სინო­დის თავმჯდო­მა­რეს მიტრო­პო­ლიტ ან­ტონს: – “სამღვდე­ლოე­ბამ (საქართ­ვე­ლოი­სამ) დაად­გი­ნა სე­მი­ნა­რია­ში და სა­სუ­ლიე­რო სასწავლებ­ლებ­ში საღვთის­მეტყ­ვე­ლო საგნე­ბის სწავ­ლე­ბა შემოი­ღოს ქართულ ენა­ზე, მაგრამ ეს არა­ვი­თარ შემთხ­ვე­ვა­ში არ შეიძ­ლე­ბა. ხო­ლო თუ მათ მაინცდამაინც მიე­ცე­მო­დათ ნე­ბართ­ვა ქართულ ღვთის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში ევარჯიშ­ნათ, მა­შინ ამ საქმეს ბოლომ­დის უნ­და მივყვეთ და არაფ­რით არ უნ­და გადავუხ­ვიოთ სახელმწი­ფოებ­რივ სა­ფუძვ­ლებს და შეიძ­ლე­ბა, რო­გორც ვწერ უწ. სინო­დი­სად­მი მოხ­სე­ნე­ბა­ში, წაერთ­ვას სემი­ნა­რიას შემ­წეო­ბა სა­ხელმ­წი­ფო ხაზი­ნი­დან, რა­კი მას­ში სწავლე­ბას ნაციო­ნა­ლურ ენა­ზე შემოი­ღე­ბენ და ჩამოერთ­ვას ის უფლე­ბე­ბიც, რა­საც იგი თა­ვის მოწა­ფეთ ანი­ჭებ­და ამ ხნობამ­დის, ვიდ­რე იყო სავსე­ბით რუ­სუ­ლი. მა­შინ ქართ­ვე­ლე­ბი ჩა­დე­ნი­ლი საქციე­ლის მონა­ნიე­ბით და ცრემლ­თა დე­ნით შეწყალე­ბი­სათ­ვის, უარს განაც­ხა­დე­ბენ თა­ვის ეროვ­ნულ პრეტენ­ზიებ­ზე და ხვერწნით მოგვმარ­თა­ვენ დავუბ­რუ­ნოთ ის, რა­ცა ჰქონდათ. თა­ვა­ზია­ნო­ბა მათთან არა ღირს (“Закавказие”, 16 აპ­რი­ლი, 1917 წ.). ნუ­თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ღირს­ქე­ბუ­ლო ძმა­ო, ასე­თი სტრიქო­ნე­ბის ავტო­რი­სა­გან დახმა­რე­ბის მო­ლო­დი­ნი საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფალ უფ­ლე­ბა­თა საკით­ხის დადე­ბი­თად გარდაწყვე­ტი­სათ­ვის?..

მთავარე­პის­კო­პოზ ნიკო­ნის მოად­გი­ლემ მაღალყოვლადუსამღვ­დე­ლო ინნოკენ­ტიმ იმე­რე­თის სამღვდე­ლოე­ბის მი­ლოც­ვა­ზე მი­სი ექსარ­ქო­სად დანიშვ­ნის გა­მო და იმე­დის გა­მოთქ­მა­ზე, რა­თა ივე­რიის ეკლე­სიის სა­კით­ხი კეთილ­მითვ­ლი­ლად გარ­დაწყ­ვე­ტი­ლი­ყო, ასე შეუთ­ვა­ლა: მე ვცნობ მხოლოდ რუსე­თის ეკლე­სიას, ხო­ლო არა ვცნობ ივე­რიის ეკლე­სიას. ექსარ­ქოს ინოკენ­ტის მოად­გი­ლე არკიე­პი­სოკ­პო­ზი ალექ­სი 7 ქრისტე­შო­ბისთ­ვეს 1913 წ. ხელმ­წი­ფე იმპე­რა­ტო­რი­სად­მი მირთმეულ მი­მართ­ვა­ში, ქართვე­ლე­ბის ცდას ეკ­ლე­სიუ­რი თვითარსე­ბო­ბი­სათ­ვის უწო­დებს “ქართველ ავ­ტო­კე­ფა­ლისტ ინტელი­გენ­ტე­ბის ფანტას­ტიურ ბოდვას” (უწ. სინო­დის ბრძა­ნე­ბა, N6167, 11 აპ­რი­ლი, 1914 წე­ლი, სინდ. კანტო­რის საქ­მე, 1914 წ. N300). ახ­ლა არქიე­პის­კო­პოზ პლატო­ნის საქ­ციე­ლი: საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის სამღვდე­ლოე­ბის კრებას მან ჩამოართ­ვა პა­ტა­კი დი­დი მთავრის ნიკო­ლოზ ნიკო­ლო­ზი­სად­მი გადა­სა­ცე­მათ, რომელ­შიაც გა­მოთქ­მუ­ლი იყო შუამდ­გომ­ლო­ბა ავტო­კე­ფა­ლიის აღდგენი­სათ­ვის, ნამდვი­ლად კი არ­ზა თვითონ დაი­ტო­ვა, ხო­ლო სამღვდე­ლოე­ბას არწმუ­ნებ­და, რომ იგი უკ­ვე გადაე­ცა და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ.

რაც ითქ­ვა, უწ­მი­დე­სო მეუ­ფეო, საკ­მა­რი­სია იმის გასა­გე­ბათ, თუ რო­გორ ამზა­დებდ­ნენ რუსე­თის ეკლე­სიის კრებას მის განსახილ­ვე­ლათ გადა­ცე­მულ საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის საკით­ხის გარდაწყვე­ტი­სათ­ვის და რაგ­ვა­რი დადგე­ნი­ლე­ბის მი­ღე­ბა შეეძ­ლო კრებას ამ სა­კითხ­ზე. რუსე­თის ეკლე­სიის კრების მიერ ავტო­კე­ფა­ლიის საკით­ხის უარ­ყო­ფით განჩი­ნე­ბას კი შეეძ­ლო წარმოეშ­ვა გან­ყო­ფა და მტრო­ბა-კონფლიქ­ტი უკ­ვე ორ ეკლე­სიას შო­რის -ქარ­თუ­ლი­სა და რუ­სუ­ლი­სა, რაი­ცა ჩვენ არასდ­რო­სა გვსურ­და და არც ახ­ლა გვსურს. ეკლე­სიურ საქმისათ­ვის მე­ცა­დი­ნე ქართ­ვე­ლე­ბი ამი­ტომ დაუ­ფა­რა­ვად აცხა­დებდ­ნენ, რომ რუსე­თის საეკ­ლე­სიო კრებას 1906 წლის 11 მარია­მო­ბისთ­ვის უმაღ­ლე­სი ბრძანე­ბის შემდე­გაც ნე­ბა არა აქვს გარდასწყ­ვი­ტოს ქარ­თუ­ლი საეკ­ლე­სიო სა­კით­ხი და რჩევას იძლეოდ­ნენ ყო­ვე­ლი­ვე ღო­ნის მისა­ღე­ბად, რა­თა განზ­რა­ხუ­ლი სრულიად რუსე­თის კრე­ბა­ზე მას­ზე განსახილ­ვე­ლათ გა­და­ცე­მუ­ლი საკი­თის განს­ჯა­ში არ შე­სუ­ლი­ყო (Тифлис, N16, 12 ღვი­ნო­ბისთ­ვე, 1906 წ. Мнение группы священиков).

შემდგომ ყო­ვე­ლი­ვე ამი­სა, სა­ჭი­რო შეიქმ­ნა ან დაშ­თე­ნა სინო­და­ლურ ხელისუფ­ლე­ბის ქვეშ და ცდა მისგან მმართვე­ლო­ბის ნაწი­ლობ­რი­ვი რეფორ­მე­ბის გამოღე­ბი­სათ­ვის ავტო­კე­ფა­ლიის საკით­ხის აღუძვ­რე­ლად, ან არა და, სა­ჭი­რო იყო ლო­დი­ნი ხელის­შემწ­ყობ გა­რე­მოე­ბი­სა, რა­თა თვით საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიას შესძ­ლე­ბო­და თვი­სი აღდ­გე­ნა ავტო­კე­ფა­ლურ, თვითგამ­გე ეკლე­სიის უფლე­ბებ­ში. უფალ­მა ინე­ბა ისე­თი აგრე­მოე­ბის შექმ­ნა, რო­მელ­თა მეო­ხე­ბით საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიამ მეო­რე მზის არ­ჩე­ვა შესძ­ლო და, ვი­თარ­ცა შე­დე­გი, მოგვ­ცა 1917 წლის 12 მარტის თვითგა­მორკ­ვე­ვის დი­დი აქ­ტი და ამის გა­მო გვკიცხავ შენ, სიყვა­რუ­ლით აღსავ­სევ?!

IV

მაგრამ შენ, უნე­ტა­რე­სო, განაგრ­ძობ ჩვენს ბრალდე­ბას და ამ­ბობ, რომ ჩვენ “დავარღ­ვიეთ (სწორეთ 1917 წლის 12 მარტის აქ­ტით) კა­ნო­ნი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მართლმა­დი­დე­ბელ რუ­სის ეკლესიას­თან და ავჩქარ­დით გამოგ­ვეაჯ­ნა დროე­ბი­თი მთავრო­ბი­სა­გან 27 მარტის დად­გე­ნი­ლე­ბა შესა­ხებ საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავ­ტო­კე­ფა­ლიი­სა.

უწ­მი­დე­სო მეუ­ფეო, ღვთაებ­რივ განგე­ბას ენე­ბა, რა­თა მო­ცი­ლე­ბუ­ლი­ყო ის, რაი­ცა 1917 წლამდის აბრკო­ლებ­და რუ­სუ­ლი საეკ­ლე­სიო კრების მოწვე­ვას და რა­მაც მოს­პო ქარ­თუ­ლი ეკლე­სიის ავტოე­კა­ლია, – თვითმპყრო­ბე­ლურ­მა  მთავრო­ბამ  ად­გი­ლი  დაუთ­მო  სა­ხალ­ხო წარმომად­გენ­ლო­ბას. ამგ­ვა­რი ცვლი­ლე­ბი­სა გა­მო, საქართ­ვე­ლოს ეპის­კო­პო­ზებ­მა და სამღვ­დე­ლოე­ბი­სა და ერის­კაც­თა წარმომად­გენ­ლებ­მა კეთილდ­როუ­ლად მიით­ვა­ლეს შერკე­ბი­ლიყვ­ნენ 1917 წლის 12 მარტს მცხეთის ათორ­მეტ­თა მოცი­ქულ­თა ტა­ძარ­ში და ერთხ­მა­თა და ერთსულოვ­ნე­ბით დაედ­გი­ნათ: ამიე­რიდ­გან საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მმართ­ვე­ლო­ბა აღდგე­ნი­ლად ჩაით­ვა­ლოს და ამის შესა­ხებ ეცნო­ბოს დროე­ბით მთავრო­ბას, რომელ­მაც შესც­ვა­ლა ხელი­სუფ­ლე­ბა, 1811 წელს რომ მოს­პო ეს მმართ­ვე­ლო­ბა, ხო­ლო 1906 წელს თხოვ­ნა მიი­ღო იგი­ვე მმართვე­ლო­ბის აღსად­გე­ნათ. დროე­ბით­მა მთავრო­ბამ დად­გე­ნი­ლე­ბა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტოკე­ფა­ლიი­სათ­ვის გა­მოს­ცა სრულიად დამოუ­კი­დებ­ლად და არა ქართ­ვე­ლი ეპის­კო­პო­ზე­ბის მხრით რაი­მე ცდი­სა გა­მო, რო­გორც ამას უწ­მი­დე­სო­ბა შე­ნი შემცდა­რათ ჰგო­ნებს (“Вестник временого правительства”1 1917, N18; შეა­და­რე: “Церковные ведомости”, 1917, N9-15). ამ დად­გე­ნი­ლე­ბა­ში დროე­ბი­თი მთავ­რო­ბა თუმ­ცა შეჰნიშ­ნავს, რომ ის საქართ­ვე­ლოს ძვე­ლი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის აღდგე­ნის კანო­ნიურ მხარეს არ ეხე­ბა, მაინც სწორეთ ამ მხრივ შეე­ხო მას, ამი­ტო­მაც სა­კით­ხი ანტი­კა­ნო­ნი­კუ­რად გა­დასჭ­რა, ვინაიდ­გან საქართ­ვე­ლოს ავტო­კე­ფალ ეკლე­სიას მიუ­კუთვ­ნა ეროვ­ნუ­ლი ქარ­თუ­ლი ხასია­თი და არ შეზ­ღუ­და იგი განსაზღვ­რულ ტერი­ტო­რიით, რო­გორც ამას კა­ნო­ნე­ბი აწე­სე­ბენ; იმავ კა­ნონ­თა საწინააღმ­დე­გოთ, მან “ყვე­ლა მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი სამრევ­ლოე­ბი – რუ­სულ­ნი და სხვა არაქარ­თულ­ნი – მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი რუ­სუ­ლი ეკლე­სიის უწ­ყე­ბა­ში დას­ტო­ვა. საკით­ხის ამგ­ვა­რი შეტ­რია­ლე­ბა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დროე­ბით­მა მმართვეოლ­ბამ სცნო ანტი­კა­ნო­ნი­კუ­რად და იმა­ვე დროს, რო­ცა მიი­ღო დეპე­შით ეს დად­გე­ნი­ლე­ბა- 28 მარტს – გამოაც­ხა­და ასე­თი შინაარ­სის პროტეს­ტი: “საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ცნობას ნაციო­ნალ ეკლე­სიად და არა ტერი­ტო­რიალ ავტო­კე­ფა­ლიად ის­ტო­რია­ში პრეცე­დენ­ტი არა აქვს და სავსე­ბით ეწი­ნაღმ­დე­გე­ბა მართლმადიდებ­ლე­ბი­სათ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ეკლე­სიურ ყვე­ლა კა­ნონს. საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავ­ტო­კე­ფა­ლია უნ­და იყოს ცნბი­ლი ტერიტ­რიულ საფუძვ­ლებ­ზე ძვე­ლი დროის ქართულ სა­კა­თა­ლი­კო­ზო საზღვრებ­ში”. საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დროე­ბი­თი მმართვე­ლო­ბის მიერ პროტეს­ტი შე­ტა­ნი­ლი იქმ­ნა იმ პროექტ­შიაც, რომე­ლიც ხელ­მო­წე­რი­ლი ყო დროე­ბი­თი მთავრო­ბის წევრე­ბი­სა­გან და მი­სი დროე­ბი­თი რწმუნე­ბუ­ლის საქართ­ვე­ლოს საქმეთათ­ვის პროფე­სორ ვ. ბენე­შე­ვი­ჩი­სა­გან: `მთა­ვა­რი სა­ფუძვ­ლე­ბი საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის უფ­ლებ­რი­ვი მდგმოა­რეო­ბი­სა რუსე­თის სა­ხელმ­წი­ფო­ში~. მაგრამ დროე­ბით­მა მთავრო­ბამ უარჰ­ყო ეს სა­მართ­ლია­ნი პროტეს­ტი, არ ჩასთ­ვა­ლა შესაძლებ­ლად ან­გა­რი­ში გაე­წია საეკ­ლე­სიო კა­ნონ­თა მოთხოვნი­ლე­ბი­სათ­ვის და, ამ რი­გად, დაა­კა­ნო­ნა ეკლე­სიის მიერ დაგ­მო­ბი­ლი ფილე­ტიზ­მი. ამის გა­მო, დროე­ბი­თი მთავრო­ბის მიერ დამტკი­ცე­ბულ “რუსე­თის სა­ხელმ­წი­ფო­ში საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის უფ­ლებ­რი­ვი მდგომა­რეო­ბის პროექ­ტის” მიღე­ბის­თა­ნა­ვე (“Вестник временого правительства, N140 (180), 1917), საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დროე­ბი­თი მმართ­ვე­ლო­ბი­სა და მის ყვე­ლა ეპარ­ქიულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­თა სა­გან­გე­ბო კრებამ გაუგ­ზავ­ნა ა. კარ­ტა­შევს ფრიად მკაც­რი შინაარ­სის პროტეს­ტი.

ნათქვა­მი­დან ცხა­დი უნ­და იყოს შე­ნი სათნოე­ბი­სათ­ვის,რომ რა­კი უწ­მი­დე­სი სი­ნო­დი XIX საუ­კუ­ნის დასაწ­ყის­ში გაე­რია საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის საქმეებ­ში არა თა­ვის ინი­ცია­ტი­ვით, არა­მედ შეზას­ფე­როე­ბის გავ­ლე­ნი­თა და იძუ­ლე­ბით (ბუტკე­ვიჩ, გვ.16, 19), საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიას სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და დაი­მე­დე­ბუ­ლი­ყო, რომ რუსე­თის მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია, უწ­მი­დე­სი სინო­დის სა­ხით, 1917 წელს სიხა­რუ­ლით მიე­გე­ბე­ბო­და თა­ვის განთავი­სუფ­ლე­ბას მას­ზე იძუ­ლე­ბით მოხვეულ საქართ­ვე­ლოს ეკლესიი­სათ­ვის გარ­ჯი­სა და მზრუნვე­ლო­ბი­სა­გან და ამით გამოას­წო­რებ­და დროე­ბი­თი მთავრო­ბის მიერ ჩადე­ნილ შეცდო­მას. ეს მაინც არ მოხ­და: უწ­მი­დე­სი სინო­დის წევრ­მა მთავარე­პის­კო­პოზ­მა პლატონ­მა ჩვენგან ცნო­ბა რომ მიი­ღო საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლურ უფ­ლე­ბა­თა აღდგე­ნის თაო­ბა­ზე, რის შემდეგ მას ბუნებ­რი­ვათ უნ­და აჰყ­რო­და უფ­ლე­ბა ქართ­ლი­სა და კახე­თის მთავარე­პის­კო­პოზ­თა და საქართ­ვე­ლოს ექსარ­ქო­სათ დაშ­თე­ნი­ლი­ყო, ძმუ­რი სალა­მის მაგიერ, რუ­სის სალდა­თე­ბის ხიშტე­ბით დაგვე­მუქ­რა. უწმი­დეს­მა სი­ნოდ­მა კი არ დაა­ყოვ­ნა დამდ­გა­რი­ყო თქვენ მიერ სამართ­ლია­ნად წოდე­ბულ ბულგა­რულ სქიზმის თვალსაზ­რის­ზე და 1917 წლის 14 მკათათ­ვეს გამოი­ცა “დროე­ბი­თი წე­სე­ბი კავ­კა­სია­ში რუ­სუ­ლი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკლე­სიის მოწყობი­სათ­ვის” (“Церковные ведомости”, 1917, N30) რუ­სუ­ლი სა­მიტ­რო­პო­ლი­ტო კათედ­რის დაწე­სე­ბით, იქ, სა­დაც V საუ­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არ­სე­ბობს ქარ­თუ­ლი ტფი­ლე­ლი მიტრო­პო­ლი­ტის კა­თედ­რა, რაი­ცა ეწინააღმ­დე­გე­ბა I მსოფ­ლიო კრების მე-8 კა­ნონს: “რა­თა არ იყვნენ ორ­ნი ეპის­კო­პოზ­ნი ერთ­სა ქა­ლაქ­სა ში­ნა”.

მოთხრო­ბი­ლის შემდგომ, ვიმედოვ­ნებ, უწ­მი­დე­სო­ბა შე­ნი შესძ­ლებს სთქვას “ღრმი­თა შეგ­ნე­ბი­თა თვისით”, რომ საქართ­ვე­ლოს ეპის­კო­პოზ­ნი მუ­დამ იცავდ­ნენ კანო­ნი­კურ წე­სებს იმ დროს, როდე­საც ისი­ნი, ვინც თა­ვის თავს რუსე­თის ეკლე­სიის წარმომად­გენ­ლე­ბათ ჰსახავდ­ნენ, ღვთაებ­რივ კა­ნონ­თა წინააღმ­დეგ ვიდოდ­ნენ.

V

უწ­მი­დე­სო­ბა შე­ნი გვისაყ­ვე­დუ­რებს ჩვენ კი­დევ რუსე­თის მართლმა­დი­დე­ბელ ეკლე­სიის მი­მართ სარწ­მუ­ნოე­ბი­სა და სიყვა­რუ­ლის ერთო­ბის დარღვე­ვას და მასთან, წინააღმ­დეგ ყო­ვე­ლი­ვე კა­ნო­ნი­კუ­რი წე­სე­ბი­სა, ურთიერ­თო­ბის შეწყვე­ტას. გარ­ნა არც ეს საყ­ვე­დუ­რი დაგვიმ­სა­ხუ­რე­ბია, ამი­ტომ ესეც უსა­ფუძვ­ლოა.­ მარ­თა­ლია ჩვენ 1917 წლის 12 მარტი­დან – განსაკუთ­რე­­ბით 27-დან – არა ვცნობდით ჩვენ­ზე უწ­მი­დე­სი სინო­დის ისე­დაც უკა­ნო­ნო მთავრო­ბას, მაგრამ სუ­ლაც არ გვიფიქ­რია დავშთე­ნი­ლი­ყა­ვით “რუსე­თის ეკლესიას­თან ყო­ვე­ლი­ვე ურთიერ­თო­ბის გა­რე­შე.” ჩვენ მიერ 1917 წელს, 14 მარტს არქიე­პის­კო­პოზ პლატონი­სათ­ვის გადა­ცე­მულ საბუ­თებ­ში გარკვეუ­ლათ იყო ნათქ­ვა­მი, რომ მას “ერთ­მე­ვა უფ­ლე­ბა გამგებ­ლო­ბი­სა საექსარ­ქო­სოს ­მხოლოდ ქართულ ეპარ­ქიებ­ზე, სამრევ­ლოებ­ზე, სა­სუ­ლიე­რო სასწავლებ­ლებ­ზე და საეკ­ლე­სიო დაწე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე  საქართ­ვე­ლოს  სა­კა­თა­ლი­კო­ზო  საზღვრებ­ში”  განურჩევ­ლად იმი­სა, თუ რო­გო­რი იყო და არის ეროვ­ნე­ბა­თა შემად­გენ­ლო­ბა, რო­გორც სა­კა­თა­ლი­კო­ზო, აგ­რეთ­ვე საქართ­ვე­ლოის ყო­ფილ საექსარ­ქო­სოს დანაშ­თენ ნაწი­ლებ­ში. ამგ­ვა­რი კა­ნო­ნი­კუ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბა მიუღებ­ლად მოეჩ­ვე­ნა არქიე­პის­კო­პოზ პლატონ­თან შემდგარ ქა­ლაქ ტფილი­სის სამღვ­დე­ლოე­ბი­სა და ერის­კაც­თა კო­მი­ტეტს, რომელ­შიაც თავმოყ­რი­ლიყვ­ნენ უმთავ­რე­სად დეკა­ნოზ ვოსტორ­გო­ვის ყო­ფი­ლი თანა­მოღ­ვა­წე­ნი. ამ კომი­ტეტ­მა 27 მარტს დაად­გი­ნა – ეცნო­ბოს უწმი­დეს სი­ნოდს შემ­დე­გი: “რადგა­ნაც საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის გა­მოც­ხა­დე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ფაქ­ტია, ხო­ლო ჩვენთვის შეუძ­ლე­ბე­ლი არის საქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­ზო­ში შესვ­ლა, ვშუამდ­გომ­ლობთ უწ­მი­დე­სი სინო­დის წი­ნა­შე, დაარს­დეს ამიერ­კავ­კა­სიის საექ­სარ­ქო­სო, უწ­მი­დე­სი სინო­დი­სად­მი დაქვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი, რომლის შემად­გენ­ლო­ბა­ში უნ­და იყვნენ ყვე­ლა რუ­სუ­ლი სამრევ­ლოე­ბი, აგ­რეთ­ვე სხვა ეროვ­ნე­ბა­თა მართლმადი­დებ­ლე­ბიც, უკე­თუ ისი­ნი ამას მოისურ­ვე­ბენ”.

ამ მომენ­ტი­დან ქა­ლაქ ტფილი­სის რუს სამღვ­დე­ლოე­ბი­სა და ერის­კაც­თა კო­მი­ტეტს ორ ეკ­ლე­სია­თა ურთიერ­თო­ბა­ში შეაქვს არა­კა­ნო­ნი­კუ­რი ელე­მენ­ტი და ჩვენ ტფილი­სის კომი­ტე­ტის ამ მოქმე­დე­ბას ვრაცხდით ძალა­დო­ბად რუ­სის ეკლე­სიის შვილებ­ზე, რომელ­ნიც საკა­თო­ლი­კო­ზოს ტერი­ტო­რიის გა­რე­შე ცხოვრო­ბენ, ამი­ტო­მაც არქიე­პის­კო­პოზ პლა­ტონს, და ეხ­ლაც მის მოად­გი­ლეს, მუ­და­მა ვცნობთ რუსე­თის ეკლე­სიის მღვდელმთავ­რად კავ­კა­სია­ში, საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ტერი­ტო­რიის გა­რე­შე, ხო­ლო ჩვენ რომ არ გვსურ­და და არც ახ­ლა გვსურს მართლმა­დი­დე­ბელ რუ­სულ ეკლესიას­თან სარწ­მუ­ნოე­ბი­სა და სიყვა­რულ­სი ერთო­ბის დარღ­ვე­ვა და მასთან ურთიერ­თო­ბის შეწყ­ვე­ტა, ეს უწმი­დე­სო­ბას შენსას შეუძ­ლიან ნათლად დაი­ნა­ხოს შემდგო­მი ფაქტე­ბი­დან: რო­ცა ქა­ლაქ ტფილის­ში 1917 წლის მაის­ში გაიხს­ნა კავ­კა­სია­ში მო­სახ­ლე რუსე­ბის საეკ­ლე­სიო კრე­ბა, ჩვენ მივგზავ­ნეთ ამ კრების წევრ­თა მისასალ­მებ­ლად ჩვე­ნი წარმო­მა­გენ­ლე­ბი ერ­თი მღვდელმთავ­რი­სა და საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის დროე­ბით მმართვე­ლო­ბის ერ­თი წევრის სა­ხით. იმა­ვე წელს თი­ბათ­ვე­ში გავამგზავ­რეთ სპე­ცია­ლუ­რი დე­ლე­გა­ცია უწ­მი­დე­სი სინოდი­სათ­ვის ძმუ­რი სალა­მის გადა­სა­ცე­მათ. 28 თიბათ­ვეს დელე­გა­ციამ წერი­ლო­ბით მიჰმარ­თა ობერპ­რო­კუ­რორ ვ.ნ. ლვოვს ნე­ბართ­ვა გამოეთ­ხო­ვა უწ­მი­დე­სი სინო­დი­სა­გან მის მისა­ღე­ბად და ასეთ დღეთ უწმი­დეს­მა სი­ნოდ­მა 1917 წლის 1 მარია­მო­ბისთ­ვის და­ნიშვ­ნა ინე­ბა. დე­ლე­გა­ცია უწმი­დეს­მა სი­ნოდ­მა, მთელის შედგე­ნი­ლო­ბით თავმოყ­რილ­მა მიი­ღო, ხო­ლო დელე­გა­ციის მეთაურ­მა ყოვლადსამღვ­დე­ლო ან­ტონ­მა მიჰმარ­თა უწმი­დეს სი­ნოდს შემ­დე­გი მისა­სალ­მე­ბე­ლი სიტყვე­ბით: “თქვე­ნო უწმი­დე­სო­ბავ, ღვთივბრძენ­ნო მწყემსთა­ვარ­ნო და მა­მა­ნო! კურთხეულ ივე­რიის ძეთ, რომელ­თაც ჯერ კიედვ წმი­და მოცი­ქულ­თა სწორის ნი­ნოს დროი­დან ეპყრათ თვა­ლი დიდ­ფა­სია­ნი- მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი სარწმუ­ნოე­ბი­სა­კენ და მის დაცვისათ­ვის მრავალ საუ­კუ­ნე­თა მანძილ­ზე სისხლით იცვლებოდ­ნენ, – XVIII საუ­კუ­ნის დამ­ლევს გადასწყ­ვი­ტეს უბი­წო ტრედის დაც­ვა რუსე­თის ძლიე­რე­ბის საფარ­ვე­ლის ქვე­შე ეპო­ვათ. საქართ­ვე­ლოს შეერ­თე­ბის შემდგომ ერთ­მორწ­მუ­ნე რუსეთ­თან ეკ­ლე­სია გამო­კეთ­და ძვე­ლი, მტრისხე­ლი­სა­გან მიღე­ბულ ჭრილო­ბი­სა­გან და შეუდ­გა თვის შვილ­თა თავმოყ­რას – თა­ვი­სუ­ფა­ლი თვით არ­სი დაე­დო ჩვენს ივე­რიის ეკლე­სიას! გარ­ნა თვითმპყრო­ბელ მთავრობ­ის წარმომად­გენ­ლე­ბის და­ჟი­ნე­ბი­სა გა­მო, თავმოკ­ვე­თილ და ძა­ლით დამორ­ჩი­ლე­ბულ იქმ­ნა თა­ვი­სი უმც­რო­სი დის – სრულიად რუსე­თის ეკლე­სიი­სად­მი. რაო­დე­ნი მუ­და­რა და ვედ­რე­ბა გაის­მო­და ბრა­ლდებები ტყვის განთავისუფ­ლე­ბი­სათ­ვის, გარ­ნა ყო­ვე­ლი­ვე ეს იხ­შე­ბო­და და იკ­ვე­თე­ბო­და, ხლო როდე­საც ამა წლის 3 მარტს რუ­სეთ­ში გამოც­ხად­და მოქა­ლა­ქობ­რი­ვი თავი­სუფ­ლე­ბა­ნი, ეკლე­სიურ­მა ხალხ­მა საქართ­ვე­ლო­სამ მოი­წა­დი­ნა და 12 მარტს აღად­გი­ნა თა­ვი­სი მშობ­ლიუ­რი ეკ­ლე­სია მის ავტო­კე­ფალ უფლე­ბებ­ში და ეს თვითგა­მორკ­ვე­ვის აქ­ტი იქმ­ნა დამტ­კი­ცე­ბუ­ლი ამა წლის 27 მარტს დროე­ბი­თი მთავრობის მიერ­ და დიდ აქ­ტად წო­დე­ბუ­ლი. ივე­რიის ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სია აუწ­ყებს ამას ქრისტეს მიერ საყვა­რელ თა­ვის დას – სრულიად რუსე­თის მართლმა­დი­დე­ბელ კა­თო­ლი­კე ეკლე­სიას, თქვე­ნი უწმი­დე­სო­ბის სა­ხით, და უძღვნის მართლმადი­დებ­ლო­ბის ში­ნა მყოფ რუს მოძ­მე ხალხს ქრისტია­ნულ წრფელ­სა და მხურ­ვა­ლე ამ­ბორს. ქრისტეს მიერ ამ სიყვა­რუ­ლის ცხოველ გრძნობით ჯვა­რო­სა­ნი ეკ­ლე­სია ივე­რიი­სა ითვა­ლის­წი­ნებს განვლილ ჟამ­თა ში­ნა საუ­კუ­ნო­თა სტადიონ­ზე ორივ ეკ­ლე­სია­თა მიერ მართლმა­დი­დე­ბელ სარწმუნოების წმი­და დოგ­მა­თა თანხმობ­ლივ დაცვას და გამოსთქ­ვამს მტკი­ცე რწმენას იმა­ში, რომ ამიე­რი­დან ორი­ვე მო­ნა­თე­სა­ვე სარწ­მუ­ნოე­ბი­თა­ცა და სულიერ მისწრა­ფე­ბით ეკ­ლე­სია­ნი იცხოვ­რე­ბენ კეთილ­თანხ­მო­ბით, მჭიდ­რო კავ­ში­რი­სა და ურთიერ­თი­სად­მი სიყვა­რუ­ლით, რა­თა ერ­თი გუ­ლი­თა, თუმ­ცა არა ერ­თი­თა ენი­თა, ადი­დებდ­ნენ ყოვლად­პა­ტიო­სან­სა და დი­დათ შვენიერ­სა სა­ხელ­სა მა­მი­სა და ძი­სა და წმი­დი­სა სუ­ლი­სა. ქრის­ტე არს ჩვენ შო­რის”.

ჩვე­ნი დელე­გა­ციის მი­სალ­მე­ბა­ზე უპა­სუ­ხა უწ­მი­დე­სი სინო­დის სახე­ლით სინო­დის თავმჯდო­მა­რემ ფილნლან­დიის არქიე­პის­კო­პოზ­მა სერგიმ შემ­დე­გი სიტყვე­ბით: `უწ­მი­დე­სი სი­ნო­დი ევედ­რე­ბა ღმერთს (და მტკიცეთ სასოებს ამას), რა­თა  ერთ­მორწ­მუ­ნე  ქართველ­მა  ხალხ­მა  თა­ვის რელი­გიურ-პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვრე­ბის ახალ პირო­ბებ­ში ჰპოვოს წყა­როი ახა­ლი ღო­ნი­სა თვის სულიე­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ქრისტეს ჭეშმა­რი­ტე­ბის დღემუ­დამ დაცვისათ­ვის. არ არის სა­ჭი­რო მოგა­გო­ნოთ, რომ რუ­სულ ეკლე­სიურ შეგნე­ბას არო­დეს ეუც­ხოე­ბო­და ჰაზ­რი, რა­თა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიას დაჰბ­რუ­ნე­ბო­და მი­სი წი­ნან­დე­ლი წყო­ბი­ლე­ბა. და თუ ეს ჰაზ­რი ამხნობამ­დის ვე­რა ჰპოუ­ლობ­და განაარ­სე­ბას, ეს მიე­წე­რე­ბა სხვაგვარ, ჩვენგან დამოუ­კი­დე­ბელ მი­ზე­ზებს. მით უფ­რო დი­დი სიხა­რუ­ლით ახ­ლა, საერ­თო თავისუფ­ლე­ბის გაზაფ­ხუ­ლის დღეებ­ში რუ­სუ­ლი საეკ­ლე­სიო შეგ­ნე­ბა მზად არის მიესალ­მოს თქვე­ნი­ დი­დი ხნის ნატვრის აღსრუ­ლე­ბას და უწ­მი­დე­სი სინო­დიც მთელის სუ­ლით მიუერთ­დე­ბო­და ამ მისალ­მე­ბას; სამწუ­ხა­როდ, ყვე­ლა ეს მოხ­და რა­ღაც უჩვეუ­ლოდ და სინო­დის გა­რე­შე… გარ­ნა ვიმე­დოვ­ნებთ ჩვენ, რომ ღმერ­თი ყოვე­ლას სიკე­თით აღა­გებს, რომ ზოგიერ­თი გაუ­გებ­რო­ბა ამ საქ­მე­ში მოგვარ­დე­ბა, რომ წი­ნამ­დე­ბა­რე საეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე ჩვენ ერთ­მა­ნეთს ძმურათ შევხვდე­ბით და საერ­თო განსჯით – ქრისტეს სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ერთო­ბის სულისდაგ­ვა­რად – შევძ­ლებთ გამოვ­ნა­ხოთ გზა ურთიერ­თის გაგები­სათ­ვის, რა­თა მომა­ვალ­ში ჩვენ­მა ორ­მა ერთ­მორწ­მუ­ნე, საეკ­ლე­სიო აღთქ­მა­თა ში­ნა სარწ­მუ­ნო ხალხ­მა შესძლოს მშვი­დო­ბია­ნი ცხოვ­რე­ბა მხარისმ­ხარ მიცე­მით და თვი­თოეუ­ლი შეუდ­გეს თა­ვი­სი დანიშ­ნუ­ლე­ბის შესრუ­ლე­ბას ჩვენ ყო­ველ­თა საცხოვრებ­ლათ და ღვთის სადიდებ­ლად” (“Петроградские ведомости”, 1917, N103).

ჩვენ ეხ­ლაც ვიმე­დოვ­ნებთ, უწ­მი­დე­სო მეუ­ფეო, “რომ ღმერ­თი ყოვე­ლას აღა­გებს კეთი­ლად, რომ ამ საქმის ზოგიერ­თი გაუ­გებ­რო­ბა მოწეს­რიგ­დე­ბა”, და თუ ჩვენ ძმურად ვერ შევხვდით რუსე­თის ეკლე­სიის ადგილობ­რივ კრე­ბა­ზე, ამა­ში უწ­მი­დე­სო მეუ­ფეო, ბრა­ლი ჩვენ არ მიგვიძღ­ვის: ამ კრე­ბა­ზე ჩვენ არა­ვის დაუ­ძა­ხი­ვართ “ძმურათ”, რო­გორც დაძა­ხილ იყვნენ კონსტან­ტი­ნო­პო­ლის, ელლა­დის, სერბიის და სხვ. ეკ­ლე­სია­თა წარმომად­გენ­ლე­ბი, თუმ­ცა­ღა ამას და­პი­რე­ბუ­ლი იყო ობერპ­რო­კუ­რო­რი ბ-ნი ა.ვ. კარ­ტა­შე­ვი. მაინც ჩვე­ნი დაუსწ­რებ­ლო­ბა კრე­ბა­ზე შენ­მა უწმი­დე­სო­ბამ არ უნ­და დასა­ხოს, ვი­თარ­ცა სურ­ვი­ლი “რუსე­თის ეკლესიას­თან ყო­ვე­ლი­ვე ერთო­ბის გა­რე­შე დაშ­თე­ნი­სა”, ვინაიდ­გან სრულიად რუსე­თის საეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე 1917 წელს, 19 მარია­მო­ბისთ­ვეს მოსმე­ნილ ჩვენ მიერ წარგზავ­ნილ დე­პე­შა­ში ჩვენ მივესალ­მე­ნით კრების გახსნას და ვთხოვეთ სინო­დის ობერპ­რო­კუ­რორ­სა და დროე­ბი­თი მთავრო­ბის წევრს კარ­ტა­შევს გადაე­ცა აღნიშ­ნულ კრებისათ­ვის საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის სახე­ლით ძმუ­რი, ქრისტეს მიერ სა­ლა­მი და სურ­ვი­ლი ნა­ყო­ფიე­რე­ბი­სა მის წი­ნამ­დე­ბა­რე უდი­დეს  სააღმ­შე­ნებ­ლო  მუშაო­ბა­ში  (“Всерос. церковно-обществ. вестник” N99, 1917).

ყო­ვე­ლი­ვე ნაამ­ბო­ბის შემდეგ, შე­ნი უწმი­დე­სო­ბის მიერ ჩვე­ნი მი­პა­ტი­ჟე­ბა, რა­თა წარვსდგეთ სრულიად რუსე­თის საღმრ­თო კრე­ბა­ზე და ჩვე­ნი შე­ცო­დე­ბა­ნი აღვია­როთ, უად­გი­ლოც არის და თა­ნაც უშე­დე­გო: ჩვენს საქ­მე­თა ში­ნა ცთო­მებს არ აქვს ად­გი­ლი – ხო­ლო უკე­თუ ასე­თე­ბი შეგვე­ნიშ­ნა, მა­თი აღკვეთი­სათ­ვის ყო­ველ ეკლე­სიას მოე­პო­ვე­ბა. საშუა­ლე­ბა, შე­ნი უწმი­დე­სო­ბის მიე­რაც, ცნო­ბი­ლი: დაუშ­რე­ტე­ლი “მად­ლი სუ­ლი­სა წმი­დი­სა, რომ­ლი­სა მეო­ხე­ბი­თა ქრისტეს მიერ მღვდელთა­გან სი­მართ­ლე დაინახ­ვის გონე­ბით და შეინახ­ვის მტკიცეთ”. ამი­ტომ ნუ ინე­ბებ, ძმაო, ზოგიერ­თა თხოვნით ჩვენს მიპა­ტი­ჟე­ბას სრულიად რუსე­თის კრების სამსჯავ­რო­ზე, “რა­თა არა გამოსჩნ­დე წი­ნა­შე პი­რი­სა წმი­დი­სა ეკ­ლე­სიი­სა, ვი­თარ­ცა შემ­ტა­ნი ამპარ­ტავ­ნო­ბი­სა სოფ­ლი­სა ქრისტეს ეკ­ლე­სია­სა ში­ნა, რომე­ლიც ღვთი­სა ხილვის მოსურ­ნეთ მიუვ­ლენს სინათ­ლეს სი­მარ­ტი­ვი­სა­სა და დღე­სა სიმდაბ­ლი­სა” (აფრი­კის ეპის­კო­პოზ­თა კრების ეპის­ტო­ლე რო­მის პა­პის მი­მართ). რაი­ცა შეე­ხე­ბა იმ გაუგებ­რო­ბას, რომლის თაო­ბა­ზე ამ­ბობს უწ. სინო­დის თავმჯ­დო­მა­რე ყოვლადსამღვ­დე­ლო სერ­გი და რა­საც მართ­ლა ჰქონ­და ად­გი­ლი ჩვენშიც და თქვენშიც, ასე­თე­ბი გა­მოწ­ვეუ­ლი იყვნენ საე­რო უფ­როს­თა ჩარე­ვით საეკ­ლე­სიო საქმეებ­ში ასი წლის წი­ნათ და კი­დევ იმით, რომ საე­რო მთავრო­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი უმარ­თე­ბე­ლე­სი სი­ნო­დი მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი იყო მორ­ჩი­ლე­ბა­ში ჰყო­ლო­და ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია. გარ­ნა შენ უწ­ყი,უნე­ტა­რე­სო, რომ ყო­ვე­ლი­ვე ეს “მოხ­და არა ეკ­ლე­სიუ­რი წე­სით, არა­მედ ადა­მიან­თა სხვაგ­ვა­რი ზრახვე­ბით”, და ამი­ტომ, რა­კი აღვად­გი­ნეთ კა­ნო­ნიუ­რი წყო­ბი­ლე­ბა ქართულ­სა და რუ­სულს ეკლე­სია­შიც, მტკიცეთ უნ­და ვუთვალ­ყუ­როთ, “რა­თა შემდგომ­ში არა­ვი­თა­რი ესეგ­ვა­რი არ იქმნეს” (I მს. კრე­ბა, კან. 2). ხო­ლო ეს მით უფ­რო შესაძ­ლე­ბე­ლიც არის და საჭი­როც, რომ “წყა­ლო­ბი­თა ღვთი­სა­თა ძვე­ლი გარ­და­ვი­და, აწ ყო­ვე­ლი­ვე ახა­ლ არს” (2 კო­რინთ. 5,17). საეკ­ლე­სიო-სახელმ­წი­ფოებ­რი­ვი ცხოვრე­ბის განახ­ლე­ბი­სას ჩვენ­ცა გვმარ­თებს განვახლ­დეთ ჩვენს გრძნობებ­ში ურთიერ­თი­სად “რა­თა ამ ჩვენ­მა ორ­მა ერთ­მორწ­მუ­ნე ხალხ­მა, თვის ეკლე­სიურ აღთქ­მა­თა ერთგუ­ლად დამცვე­ლებ­მა, შესძლონ მშვი­დო­ბია­ნი ცხოვ­რე­ბა და თვითოეულ­მა აღას­რუ­ლოს მო­წო­დე­ბა­ნი თვი­სი ჩვენ ყო­ველ­თა საცხოვნებ­ლად და სადიდებ­ლად ღვთი­სა”.

* ჟურნ. “ჯვა­რი ვა­ზი­სა”, 1990 წ. N3, გვ. 64-74.

1922 წლის ივნი­სის 20 დღეს მე საქართ­ვე­ლოს სა­გან­გე­ბო კომი­სიის საი­დუმ­ლო რწმუნე­ბუ­ლის თანაშემ­წემ ქავთა­რა­ძემ გან­ვი­ხი­ლე რა საქართ­ვე­ლოს პატრიარქ ამბრო­სის მიერ გაგზავ­ნი­ლი მო­წო­დე­ბა გენუის კონფე­რენ­ცია­ზე და ჩვე­ნე­ბა მი­სი ვპო­ვე მას­ში ბოროტ­მოქ­მე­დე­ბა მი­მარ­თუ­ლი არ­სე­ბუ­ლი ხელისუფ­ლე­ბის წინააღმ­დეგ, რომე­ლიც გამოი­ხა­ტა პრო­ვო­კა­ცია­ში, კონტრ­რე­ვო­ლუ­ცია­ში და საბ­ჭო­თა ხელისუფ­ლე­ბის გაბიაბ­რუე­ბა­ში.

* სუიცსა ფ. 516. აღწ. 2. საქ­მე 1. გვ. 119.

საქართ­ვე­ლოს სსრ შინა­გან საქ­მე­თა კო­მი­სარს*

უკ­ვე მე­სა­მე კვი­რა გა­დის, რაც დაპატიმ­რე­ბულ­ნი არიან სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს წევ­რე­ბი, მეც აკრ­ძა­ლუ­ლი მაქვს ბინი­დან გასვ­ლა, მთხოვნე­ლე­ბის მი­ღე­ბა და მა­შა­სა­და­მე ჩე­მი მოვა­ლეო­ბის აღს­რუ­ლე­ბა. იქ­ნე­ბა უხერ­ხუ­ლი მდგო­მა­რეო­ბა. გთხოვთ დააჩ­ქა­როთ გა­მო­ძიე­ბა, რომ რაც შეიძ­ლე­ბა მა­ლე ბო­ლო მოე­ღოს გაურკ­ვე­ველ და არასა­სურ­ველ მდგომა­რეო­ბას.

კათა­ლი­კოს-პატრიარ­ქი ამბ­რო­სი.
1922 წ. 20 იან­ვა­რი

* სუიც­სა ფ. 516, აღწ. 2. საქ­მე-1, გვ. 131.

საქართ­ვე­ლოს სა­გან­გე­ბო კომი­სიის თავმჯდო­მა­რეს*

ჩე­მი პა­ტიმ­რუ­ლი ცხოვრე­ბის პირო­ბებ­ში სიო­ნის ტაძრის ეზო­ში გადასახ­ლებ­თი რამდე­ნად­მე გამოიც­ვა­ლა. სა­კა­თა­ლი­კო­სო სახლ­ში მქონ­და კა­რის ეკ­ლე­სია, სა­დაც შე­მეძ­ლო წირ­ვა-ლოცვის შეს­რუ­ლე­ბა, ახ­ლა კი კა­რის ეკ­ლე­სია არა მაქვს და ამისათ­ვის გთხოვთ რაც შეიძ­ლე­ბა დაჩქა­რებ­თი მომცეთ განმარ­ტე­ბა, მაქვს თუ არა უფ­ლე­ბა კვი­რა უქ­მე დღეებ­ში შე­ვას­რუ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა სიო­ნის საკა­თედ­რო ტა­ძარ­ში.

კათა­ლი­კოს-პატრიარ­ქი ამბ­რო­სი
1923 წ. 8 ივ­ლი­სი

* სუიც­სა 521. აღწ. 2. საქ­მე 1. გვ. 18.

საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის განცხადება 1924 წლის 1 იანვარს ჩამბარდა უზენაესი სასამართლოს გამომძიებლის მიერ შედგენილი დასკვნითი დადგენილების პირი. როგორც “კომუნისტის” ამა წლის N26-დან ჩანს, საქმის გარჩევა განზრახულია თებერვლის შუა რიცხვებში. ამის გამო გთხოვთ ინებოთ განკარგულება რათა ა) დამენიშნოს დამცველი, ბ) მომეცეს ნება გავეცნო საქმეს და ამოვიღო ჩემთვის საჭირო ცნობები, გ) მომეცეს სასუალება მოვნახო საბუთები საკათოლიკოსო საბჭოს კანცელარიაში გასაბათილებლად ბრალდებისა, ე) მიეცეს ჩემს შვილებს ნება ჩემი ნახვისა, როცა ეს საწირო იქნება ჩემთვის, საქმის მიმდინარეობის მიხედვით.”

1924 წ. 3 თებერვალი.

* სუიცსა ფ. ჯერ. აღწ. 2. საქმე 3. გვ. 24.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს დაპატიმრებულ სასულიერო პირთა, დეკანოზების კ. ცინცაძის, ა. თოთიბაძის, დ. ლაზარიშვილის განცხადება

ჩვენ გამოგვიცხადეს რუსეთში გადასახლება, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ჩვენს მოქმედებაში არასოდეს არ ვხელმძღვანელობდით პოლიტიკური მოსაზრებებით. არ გაგვაგზავნოთ რუსეთში.

1924 წ. ფ. ასხ. გვ. 119

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების ეპარქიებს

სრულიად საქართ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­სო საბჭოს კან­ცე­ლა­რია პატივის­ცე­მით გაც­ნო­ბებთ, რომ 1925 წლის 10 ოქტომბ­რის განჩი­ნე­ბით ეპარ­ქიე­ბის მღვდელმთა­ვარ­თა კრებუ­ლის თანდასწ­რე­ბით აღდ­გე­ნი­ლია ცა­გე­რი­სა და ბოდბის ეპარ­ქიე­ბი, ხო­ლო მცხე­თა-თბილი­სის ეპარ­ქიი­დან გა­მო­ყო­ფი­ლია ნინოწ­მინ­დი­სა და წილკნის ეპარ­ქიე­ბი. მღვდელმთავ­რე­ბად დამტკი­ცე­ბულ­ნი ბრძანდე­ბიან: ნინოწმინ­დე­ლად მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე, ცაგე­რის ეპის­კო­პო­სი ალექ­სი, ბოდ­ბი­სა – ეპის­კო­პო­სი სტე­ფა­ნე, წილკ­ნი­სა ეპის­კო­პო­სი პავ­ლე.

* ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფონ­დი N28.

საქართ­ვე­ლოს სსრ განათ­ლე­ბის კო­მი­სარს*

პატივის­ცე­მით გთხოვთ ინე­ბოთ განკარ­გუ­ლე­ბა, რა­თა რწმუ­ნე­ბუ­ლი ჩემ­და­მი ნინოწ­მი­დის ეპარ­ქიის სა­ჭი­როე­ბა­თა დასაკმა­ყო­ფი­ლებ­ლად გადმო­მე­ცეს ყო­ფილ რეა­ლურ და წმ. ნი­ნოს სახ. სასწავ­ლე­ბელ­თა ეკლე­სიე­ბის კონ­და­კე­ბი, ხა­ტე­ბი, შანდ­ლე­ბი, შესა­მოს­ლე­ბი, წიგ­ნე­ბი, ჭურ­ჭე­ლი და ღვთისმსა­ხუ­რე­ბის საგ­ნე­ბი, რომელ­თაც არ აქვთ სა­მეც­ნიე­რო მნიშვ­ნე­ლო­ბა.

ნინოწ­მინ­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლისტ­რა­ტე
1926 წ. 22 აპ­რი­ლი

* ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფ. N35.

მიტრო­პო­ლიტ კალისტ­რა­ტეს*

დი­დად პა­ტივ­ცე­მუ­ლო მეუ­ფეო და ძმაო კა­ლისტ­რა­ტე

საქმის გა­მო სო­ხუმ­ში მივდივარ და შეიძ­ლე­ბა ერთ-ორ კვირას დამაგვიან­დეს. გთხოვთ ბზობას, დიდ ხუთ­შა­ბათს და თუ მა­ნამ­დე ვერ დავბრუნ­დი აღდგო­მის პირველ დღესაც სწიროთ სიონ­ში.

სრულიად საქართ­ვე­ლოს
კათლი­კოს-პატრიარ­ქი ქრის­ტე­ფო­რე
1927 წ. 7 აპ­რი­ლი

* ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფ. N50.

სრულიად საქართ­ვე­ლოს სსრ ცაკს*

დამა­ტე­ბით 1932 წლის დეკემბ­რის მო­მართ­ვი­სა პატივის­ცე­მით გაც­ნო­ბებთ, რომ ერ­თი კვირის წი­ნათ სიძ­ვე­ლე­თა, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ბუნე­ბის ძეგლ­თა დაცვის განყო­ფი­ლე­ბის მიერ აღ­რიცხ­ვა­ზე აღე­ბულ ბეთა­ნიის მო­ნას­ტერს და მის მეთვალ­ყუ­რე ბე­რებს იოა­ნე მაი­სუ­რა­ძეს და გიორ­გი მხეი­ძეს ღა­მე დაცე­მიან შეია­რა­ღე­ბუ­ლი ბოროტმოქ­მედ­ნი, წაუ­ღიათ ხა­ლი­ჩა, სა­ფე­ნე­ბი, ტანსაც­მე­ლი, სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნა.

სა­ფიქ­რე­ბე­ლია, ისი­ნი არიან ვინც გაძარც­ვეს შიომღ­ვი­მის მო­ნას­ტე­რი და მოკლეს ბე­რე­ბი კვიპ­რია­ნე და მო­სე სუმ­ბა­ძე და სასიკვ­დი­ლოდ დაჭრეს ნეო­ფი­ტე ვარდუაშ­ვი­ლი.

სრულიად საქართ­ვე­ლოს
კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი კა­ლისტ­რა­ტე.­
1933 წ. 31 იან­ვა­რი

* სუც­სა ფ. 284, აღწ.1. საქ­მე 220.

საქართველოს რესპუბ­ლი­კის მილი­ციის უფ­როსს ამხ. შ. წე­რე­თელს*

გეგზავ­ნე­ბათ კათო­ლი­კოს-პატრიარქ კალისტ­რა­ტეს მო­მართ­ვა ჯვრის, ქვათა­ხე­ვის, შიომღ­ვი­მის ეკლე­სიებ­ში მღვდელმ-მონა­ზონ­თა დახოც­ვის შესა­ხებ. საქართ­ვე­ლოს სსრ ცა­კის თავმჯდო­მა­რის ამხ. ფ. მახა­რა­ძის შემ­დე­გი რეზო­ლუ­ციით – გევა­ლე­ბათ დაუყოვ­ნებ­ლივ მიი­ღოთ ზო­მე­ბი დამ­ნა­შა­ვე­თა აღმო­სა­ჩე­ნად და შე­დე­გე­ბი მაცნო­ბეთ.

ფ. მა­ხა­რა­ძე

შიო-მღვიმის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ისეს (სუხიშვილი) ჩანაწერი სქემმღვდელმონაზონ მოსეს (მცირე სქემაში კვიპრიანე (სუმბაძე)) მკვლელობასთან დაკავშირებით, 1932 წლის 15 დეკემბერი: “შაბათს, 3 დეკემბერს საღამოს, ჩემი პირადი საქმის გამო წამოვედი შიო-მღვიმის მონასტრიდან და დავუტოვე ჩემს მეგობარს, აწ განსვენებულ დიდსქემა მღვდელმონაზონ მოსეს ეკლესიის და საწინამძღვრო სახლის გასაღები. ასევე 10 თუმანი. თან დავუბარე, თუ ჩემი დისწული ჩამოვიდოდეს (ეხლაც ველოდები) და ჩამოიტანა ურმით ჩემი საზამთრო საზრდო, გადაეცა ურმის ქირა 10 თუმანი და თუ არ ეყოფოდა, თავისი დაემატებინა ჩემს მოსვლამდე და მიეცა ჩემი სახლის გასაღები, რომ ღამე გარეთ არ დარჩენილიყო. ასევე მორჩილ დათიკოს (ჩიტიშვილი – შემდგომში მღვდელ-მონაზონი) დავუბარე, რომ იგი გადასულიყო სოფელ სხალტბაში გადმოსატანად გამომცხვარი პურისა, სადაც დატოვებული მქონდა ფქვილი და ამის შემდეგ გავემართე მცხეთის გავლით თბილისისაკენ. 4 დეკემბერს თბილისში დავრჩი, 5-ში დილით გავედი თბილისიდან საფოსტო მატარებლით, გავუარე მცხეთაში კბილის ექიმს. ნაშუადღევს გავედი მცხეთიდან და 4 საათი იქნებოდა, მივედი მონასტერში. როცა შევედი მონასტრის გალავანში, ჰოი საშინელებავ! კატა ერთი მხრიდან მომეგება საშინელი კივილით და ძაღლი მეორე მხრიდან, რომელიც არაჩვეულებრივად წკმუტუნებდა, მელაქუცებოდა და ფეხქვეშ მიგორდებოდა. მიუახლოვდი ჩემი მეგობრის მოსე სუმბაძის ბინას. შევნიშნე, რომ მის საცხოვრებელ ბინას კლიტე ედო მხოლოდ. მეორე, რომელიც საკუჭნაოდ ჰქონდა და არავის თავის დღეში არ უშვებდა შიგ, ღია იყო. შევეხმაურე ორჯერ და ვთხოვე, ჩემი ბინის გასაღები მოეცა, მაგრამ შიგნიდან ხმა არავინ გამცა. ვიფიქრე შეიძლება არ სცალია მეთქი და წავედი ჩემი სახლისაკენ. ავედი რა კიბეზე, შევნიშნე, შესავალი კარი ღია იყო და ფანჯარა ჩამტვრეული. შევედი რა აივანში, ჩემი საწოლის ოთახის კარი ფეხით იყო შელეწილი, აგრეთვე სამზარეულოსი და დიდი დარბაზისა. შევედი სახლში, მაგიდის უჯრები გამოღებული და არეული იყო. ქვეშაგები გადმოყრილი, ზოგი ტანისამოსი და საცვლები წაღებული. გავედი საკუჭნაო ოთახში, ვიხილე იქედან წაეღოთ ხუთი თონის პური და სამი თევზე. ამავე დროს შევნიშნე, რომ მაგიდაზე ეწყო ეკლესიის გასაღები. კვლავ დავბრუნდი დაბლა განსვენებულის ოთახისაკენ. შევაღე კარი, შიგ არავინ დამხვდა. გამოვბრუნდი უკან ეზოში. ვიპოვნე კლიტე გადაგდებული მოსეს საკუჭნაოსი. გამოვედი წინა ბალკონისკენ, დავიძახე, ძახილით ვეძახდი ხან მოსეს, ხან დათიკოს, მაგრამ ჩემს ხმას ბანს აძლევდა გამოძახილი ბუებისა და ჭოტებისა. ვიფიქრე, შეიძლება უბედურებას გაექცნენ, წავიდნენ მცხეთაში ან ძეგვში მილიციაში განსაცხადებლად. უკვე ბინდმა მოაღწია და მოვიდა ჩემი მორჩილი დათიკოც, როცა სახლში შემოვიდა ჩემთან, გაკვირვებული შემეკითხა, რად არის ფანჯრები დამტვრეულიო. მე ვკითხე: შენ არ იცი, რა მოხდა აქ  მეთქი. მითხრა – არაო. ვუთხარ, როცა სოფელში წახვედი, სად იყო მამა მოსე მეთქი. მითხრა: აქ იყოო და მთხოვა ჩქარა მოდიო, მცხეთაში მინდა წასვლაო. ის ღამე გავატარეთ მწუხარებაში, მეორე დილით ადრე კვლავ შეუდექით დათვალიერებას, რა იყო წამხდარი და რა წაღებული. ეკლესიაში არ შესულან და არც არა დაკარგულა. დათიკო წავიდა წყალზე, სადაც შეამჩნია XI ს-ის ძველ საძმოს სატრაპეზოსთან აუარებელი სისხლი დაღვრილი და ზედ აგურები და კრამიტები დაფარებული. ამოვიდა და შემატყობინა. მაშინვე გავიქეცი და ვიხილე საშინელება. იქვე აგურებთან შევნიშნე გათრეული კაცი, რომელსაც მისდევდა სისხლის კვალი. ეყარა ორივე ყურები მოჭრილი და თმები. მკვდარი გადაეგდოთ ხევში. გამოეჭრათ ყელი, დაეჭრათ ორივე ხელის სავარცხლები და თითები იქვე ეგდო. თვალები ჩაჭყლეტილი ჰქონდა. როგორც ექიმმა შეამოწმა და თქვა, აღმოჩნდა 26 ჭრილობა სხვადასხვა ადგილას წელს ზემოთ. იქვე ეგდო ტყავის ქამარი, რომელიც ზიდილის დროს გაეწყვიტათ. სახლში დაბრუნებისთანავე დავწერე წერილი, შევატყობინე მცხეთაში ეპისკოპოსს და მილიციას. მილიცია მოვიდა, მოიყვანა მეორე დღეს ექიმი, რომელმაც შეადგინა ოქმი და მოგვცეს ნება დამარხვისა, რასაც სიმდაბლით მოგახსენებთ.”

ამავე წლის სექტემბერში სასტიკად ცემეს და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს ქვათახევის მონასტრის წინამძღვარს მღვდელ-მონაზონ ნეოფიტეს (ვარდოსანიძე), რომელიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა კიდეც.

1933 წლის 27 ოქტომბერს წილკნის ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) სწერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს: “მივიღე ცნობა, რომ სამი დრის წინ მოუკლავთ სოფელ ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მონასტრის მღვდელ-მონაზონი რაფაელი (კურდოვი). მილიციის თანხლებით წავედით შემთხვევის ადგილზე. ეკლესია დაკეტილი დაგვხდა. ფანჯრიდან ჩანს, რომ ხატები და წიგნები გადმოყრილია. საცხოვრებელი ბინა ბერისა დაკეტილია, შიგ ყველაპერი ხელუხლებელია, ეზო და კარმიდამო კი საშინლად არეულ-დარეულია. შესასვლელში ბევრი სისხლია და იქ უნახავთ მამა რაფაელიც. მასაც ყელი აქვს გამოჭრილი. რამდენიმე დიდი და ღრმა ჭრილობა აქვს მიყენებული ტანზე დიდი დანით. კაბა შემომწვარი აქვს. სხეული და წვერი ცოტათი დამწვარი. როგორც სჩანს, ბოროტმზრახველებს უწამებიათ. მამა რაფაელი უკვე დაემარხათ. მე ამოვათხრევინე, გავბანეთ როგორც, წესი იყო, გავაპატიოსნეთ მიცვალებული, წესი აუგეთ და ახლიდან დავასაფლავეთ. შაბათს-უწირავთ კიდეც. გამოჩნდა ერთი მსურველიც აქ დასახლების. ეს არის იეროდიაკონი პართენი (აფციაიური), თუ ნებას დამრთავთ, მას ჩავაბარებ აღნიშნულ მონასტერს.”

მაგალითად მოგვყავს სოფელ დილიკაურის სამრევლოს წევრების 1934 წლის 25 თებერვლით დათარიღებული თხოვნა: “ჩვენ ვართ მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. გვყავს სულიერი მოძღვარი. მიუხედავად ამისა, სოფლის აღმასკომის თავმჯდომარემ და საბჭოს წევრებმა დაგვიხურეს დილიკაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია და მღვდელ სპირიდონ ჭიპაშვილს აუკრძალეს წირვა-ლოცვის ჩატარება და ამ მოკლე ხანში ჩამოგვართვეს დილიკაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაც და ხსნიან შიგნით კლუბს, ჩვენ კი შორიდან ცრემლმორეულნი ვუყურებთ მათ. ამისთვის უმორჩილესად გთხოვთ, ინებოთ განკარგულება და გათა­ვისუფლებულ იქნას ერთი ეკლესია მაინც, რათა საშუალება მიეცეს მღვდელს ჩაატაროს ღვთისმსახურება. ხელს აწერს 200 კაცი”. იქვე მიმართავს თხოვნით მღვდელი სპირიდონიც საეპარქიო საბჭოს: “თუმცა წამერთვა უკანონოდ, ჩემი სიყმაწვილიდან ნაშოვნი სახლ-კარი, უძრავ-მოძრავი ქონების სახით, ადგილობრივი მთავრობისაგან და დამტოვეს გასაწყლებული, მაგრამ სარწმუნოების დაცვის გულისათვის, რომელიც შევსწირე ზეციურ მამას, ბარემ ხორციელად უნდა შევეწირო. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, გამომიგზავნოთ ნებართვა, რათა უკლებლივ შევასრულო ყველა მღვდელმოქმედება მორწმუნეთა შორის, რომელიც დამჭირდება.”

“თქვენმა უწმინდესობამ უწყის, რომ ჩემს ეპარქიაში, მხოლოდ ოთხიოდე მღვდელია, რომლებიც ემსახურებიან მორწმუნეთ მოთხოვნილების დროს. საგურამოს და მის გარშემო მცხოვრებთ ემსახურება ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი (მანდარია), პიროვნება ყოვლად-პატიოსანი, უანგარო და ხალხისგან პატივდებული, ჩემგან მიცემული აქვსმანდატი, რომ ემსახუროს სოფელს. ამ ორი კვირის წინ ადგილობრივ ხელისუფლებას თუ სხვას, არ ვიცი, აუკრძალავთ მისთვის სოფელში წასვლა და იქ სამსახური. სოფელ საგურამოს მცხოვრებლებმა გამომიგზავნეს განცხადება და მთხოვენ მივსცე ნება არქიმანდრიტ მიქაელს ემსახუროს მათ. წარმოვადგენ რა თქვენს უწმიდესობასთან მორწმუნეთა თხოვნას, უმდაბლესად გთხოვთ, როგორმე გამოარკვიოთ და იშუამდგომლოდ ვისთანაც ჯერ არს, რომ არქიმანდრიტი მიქაელი ემსახუროს იმ სოფლის მცხოვრებთ, რომელნიც ჩაბარებული აქვს. აქვე მოვიყვანთ საგურამოელთა განცხადებას – ჩვენ ქვემოთ ამის ხელის მომწერნი გთხოვთ ნება მისცეთ ზედაზენის არქიმანდრიტს მიქაელს და მის თანაშემწეს იღუმენ ექვთიმეს კერესელიძეს მასზედ, რომ გვემსახურონ საჭიროების დროს, მღვდელმოქმედების წესების შესრულებით. ვინაიდან ჩვენ საკუთარი მღვდელი არ გვყავს. ხელს აწერენ: ისააკ უნდილაშვილი, აბრაამ ქურციკიძე, შაქრო ჩილაური, სვიმონ ჩინაშვილი, გიორგი ბედუკიძე, ივანე ბედუკიძე, სანდრო უნდილაშვილი, ივანე უნდილაშვილი, საბა ბიჩნიგაური, ტატო შონთიშვილი, სოლომონ მოძღვრიშვილი.”

“თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს მამამთავარო, უწინარეს ყოვლისა ვითხოვ თქვენი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევას და მუხლმოდრეკით გეამბორებით მარჯვენასა ზედა. მე ბოდიშს ვითხოვ თქვენი უწმიდესობის შეწუხებისათვის, მაგრამ საქმის ვითარებამ ამიძულა მომემართა პირადად თქვენთვის. თქვენს უწმიდესობას მოეხსენება, რომ ჩვენი არაგვის ხეობის ეკლესია-სამლოცველოები მთლიანად განადგურებულია ბოროტმზრახველთაგან და ამ მიზეზით იძულებული ვიყავი ფასანაურის ეკლესიის ვერცხლეული (ინვენტარი) მაინც როგორმე მიგვემალა სადმე და ასეც მოვი­ქეცით, რომელიც ეს მეორე წელიწადია დამალული გვაქვს. ამ სამი კვირის წინათ ადგილობრივი “გეპეუს” უფროსმა მომთხოვა ფასანაურის ეკლესიის ვერცხლეულის სიის ნახვა და მე კატეგორიულად უარი უთხარი იმ მიზეზით, რომ მთლად დამალული გვაქვს შიში გამო მეთქი და ბოლოს მომთხოვეს სია ვერცხლეულობისა, რომელიც მაშინვე ამოვწერე და გადავეცი. ახლა ამ აპრილის პირველს ადგილობრივი საბჭოს თავჯდომარის თანაშემწე და ვიღაც რაიონიდან ამოსული მოვიდნენ და მთხოვეს ეკლესიის გაღება და აღწერა და მე ისევ იმ მიზნით, რომ დამალული გვაქვს მეთქი, არ ავაწერინე და უთხარი, რომ ეკლესიის საბჭოს და მოლარეს დაუკითხავად მე არ ძალმიძს მეთქი. მოვიწვიე მოლარე და შიგადაშიგ რამდენიმე პირიც შეგროვდნენ და იმათი თანდასწრებით გავუღე ეკლესია. როცა იხილეს, რომ იქ ვერცხლეული ზეზე არ მოიპოვებოდა, იმათაც მთხოვეს ვერცხლეულის სია. მე მოვითხოვე ოფიციალური განკარგულება თუ ვისი ბრძანებით თხოულობდნენ ეკლესიის ქონების სიას. თუმცა კი, როდესაც ეკლესიები რეგისტრაციაში იქნა გატარებული, ერთი პირი ამ სიისა რაიონში მოიპოვებოდა, მეორე კი ეკლესიაში. მეორე დღეს მითხრეს, რომ უნდა შევაფასოთ, თუ რა ღირებულებისა არის ვერცხლეულიო და ახლა არ ვიცი ძალას იხმარენ თუ არა. ამ ორი კვირის წინ ადგილობრივი საბჭოს პრეზიდიუმს დაუდგენია ზარის ჩამოხსნა და ფასანაურის ცენტრში დაკიდება საათის სამაგიეროდ, რაზედაც ადგილობრივი მკვიდრნიც ხელს აწერდნენ და რა გავიგე ეს, მაშინვე მე და მოლარე პარტკომის მდივანთან შევედით და აუხსენით, თუ აქვთ უფლება დაუკითხავად საეკლესიო საბჭოსი ჩამოხსნან ზარი? პარტკომის მდივანმა თქვა, ყოვლად შეუძლებელია დაუკითხავად საეკლესიო საბჭოსი მისი ჩამოხსნაო და ჯერ-ჯერობით ისევ თავის ადგილზე ჰკიდია ზარი და იქიდან დღეში სამჯერ რეკავენ ჩვენის ნებართვით. ახლა ვთხოვ, თქვენს უწმიდესობას რჩევა-დარიგებას თუ როგორ მოვიქცეთ. ეკლესია თუ სახელმწიფოს ჩამოშორდა, მაშინ რაღა სუყველანაირად გვიშლიან ხელს? მე ყოველ კითხვაზე და მოთხოვნაზე ვპასუხობ ხოლმე, რომ ეგ ჩემს ქონებას არ შეადგენს, სამრევლოს შეეკითხეთ და როგორც ისურვებენ, მე წინააღმდეგობა არ ძალმიძს მეთქი. ძალიან ცუდი თვალით მიცქერენ და რით დაბოლოვდება ჩემი საქმე არ ვიცი. ამათი მიზანია როგორმე ხელთ იგდონ ეს ვერცხლეული. ორჯერ გამიტეხეს ეკლესია, საიდანაც გაიტანეს პირველად ფულის ყუთი 130 მანეთით და მეორედ საუკეთესო ხალიჩა და ორი კილოგრამი წმიდა სანთელი. ახლა თქვენს განკარგულებას ველი. მე მინდოდა წილკნის ეპისკოპოსისათვის მიმემართნა შუამდგომლობის აღსაძვრელად, მაგრამ ნაგვიანები იქნებოდა, რადგან აქვე ფასანაურში არიან ის პირები და ამის გამო გავკადნიერდი თქვენი უწმიდესობის შეწუხებას.” ფასანაურის წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი შიო კაიშაური

1937 წლის 7 ივლისს მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე) დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად და ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. მასვე დაევალა ჭყონდიდის, მარგვეთის, ცაგერისა და ნიკორწმინდის ეპარქიების მართვაც. ეპარქიაში ახლად ჩასულ მეუფეს ქუთაისის სამღვდელოებამ თხოვნით მიმართა, დევნისა და შევიწროების გამო, როდესაც საშიში იყო ქუჩაში სამღვდელო შესამოსელით სიარულიც კი, ეშუამდგომლა კათოლიკოსთან, რათა ნება დაერთო სამოქალაქო ტანსაცმლით სიარულისა. განცხადებას ხელს აწერდნენ შემდეგი სამღვდელოება – დეკანოზი კონსტანტინე შანიძე, დეკანოზი ამბროსი ფოფხაძე, დეკანოზი სილოვან შუბლაძე, დეკანოზი ალექსანდრე შანიძე, დეკანოზი ნაუმ შავიანიძე, დეკანოზი ილარიონ გორდულაძე, დეკანოზი პარმენ ებანოიძე, დეკანოზი ფილიმონ ცინცაძე, დეკანოზი სვიმონ ხვადაგიანი, დეკანოზი ისიდორე სვანიძე, მღვდელი ნიკოლოზ ჭირაქაძე.

1936 წლის 1 აპრილს თბილისში გარდაიცვალა პენსიაზე მყოფი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი). იგი დასაფლავებულია კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე.ლ 1938 წლის 7 თებერვალს თბილისში N1 საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა წილკნელი ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია). ამ დროისათვის წილკნის ეპარქიაში, კერძოდ მთიულეთში სამი მოქმედი მღვდელიღა იყო დარჩენილი: დეკანოზი შიო კაიშაური, მღვდელი გრიგოლ ჩოხელი და მღვდელი იოანე ბექაური, ხოლო ხევში ერთი – სოფელ კობში – მღვდელი მიხეილ ითონიშვილი.

1939 წლის 19 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის არქიმანდრიტ ტარასის (კანდელაკი) ეპისკოპოსად დაასხა ხელნი და წილკნის ეპარქია ჩააბარა. მისი მართველობის დასაწყისში წილკნის ეპარქიის ოთხივე ოლქი ოფიციალურად უკვე დახურულად ითვლებოდა, მხო­ლოდ ზოგიერთ სოფელში აგრძელებდნენ ჩუმ-ჩუმად მღვდ­ლე­ბი საეკლესიო წესების შესრულებას.

საქართველოში ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა 1943 წლამდე. ამ წელს სახელმწიფომ ეკლესიას მისცა უფლება გაეხსნათ დაკეტილი ტაძრები და სამღვდელოებასაც ოფიციალურად დართეს ნება აღესრულებინათ წირვა-ლოცვა და საეკლესიო წესები მორწმუნეთათვის. იმ ჟამად მოქმედი ყველა ეპარქიის ეპისკოპოსს დაევალა შეედგინათ სიები იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთაც გამოსთქვეს სურვილი გაეგრძელებინათ მღვდელმოქმედება და ეკლესიაში სამსახური. ამასთან დაკავშირებით, 1944 წლის 30 აგვისტოს, წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი წერილს უგზავნის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს: მღვდლები, რომლებიც თქვენდამო გამოგზავნილ სიაში არ იყვნენ და ნამდვილად კი მსახურობენ, არიან შემდეგნი: მღვდელი ალექსანდრე წიკლაური, რომელიც მსახურობს და არ შეუწყვეტია მას სამსახური, არის ერწოში თავის სოფელში მელიასხევში და ეკლესია ჰქონდა სოფელ საყდრიონში. ეხლა აქვს თუ არა წირვა-ლოცვა არ ვიცი ზუსტად. სადაც კი მისწვდება ერწოში, ყველგან ის ასრულებს წესებს. რადგან თქვენ არ გცოდნიათ ამ მღვდლის ყოფნა იქ, მაშასადამე არც მირონი ექნება თქვენგან წაღებული. მე რაც მცხეთაში ვმსახურობ 7 წელია და მათ შორის ექვსი წელია წილკნის ეპისკოპოსად, არც ჩემთან გამოცხადებულა არც მირონისათვის და არც არაფრისათვის. საინტერესოა, რით ნათლავს ბავშვებს? ასევე მსახურობს მღვდელ-მონაზონი დანიელი (გილაშვილი), ესეც ერწოში, ოღონდ არ ვიცი რომელ სოფელში. მღვდელმა წიკლაურმა იცის მისი მისამართი. შარშან იყო ჩემთან, მანდატს თუ ადგილს თხოულობდა, მე თქვენთან გამოვგზავნე და რა ვიცი იყო თუ არა. შემდეგია მღვდელი ნიკოლოზ ჟიჟიაშვილი, რომელიც უკურთხებია მღვდლად კათოლიკოს-პატრიარქს ლეონიდეს (ოქროპირიძე). მედავითნეობა უსწავლია ფერისცვალების მამათა მონასტერში, მსახურობდა მედავითნედ ჯერ კობში, შემდეგ კი თავის სოფელში ხორხში და ამავე სოფლის წმ. გიორგის ეკლესიის სახელზედ კურთხეულია 1920 წელს, სადაც დღემდე მსახურობდა. არის 67 წლის.

კიდევ ერთი ხევსური მღვდელი იოსებ ოჩიაური მსახურობს ხევსურეთში, დუშეთის რაიონის სოფლებში: ბარისახოში და ახიელში. ეს მღვდელი გავიცანი კავკავში. იქ ჩამოიყვანა თავისი ორი შვილი, ქალი და ვაჟი და სასწავლებელში მისცა. აქედან ვკითხულობ მას და მითხრეს ისევ მსახურობსო. ამბობენ კიდევ არიან ხევსურეთში მღვდლებიო, ოღონდ სად და ვინ არიან არ ვიცი ნამდვილად. მღვდელ იოსებისათვის არ გამიგზავნია მიწერილობა, რადგან მისამართი დაკარგული მქონდა. ეხლა ვიპოვნე და იმასაც უგზავნი. ჯერ არავისგან პასუხი არ არის მოსული. ყველას დაზღვეული წერილები გაუგზავნე და ჯერ მარტო იღუმენი არჩილ თარაშვილი მოვიდა ჩემთან. ამასთან მოგართმევთ თქვენს ლექსიკონს, როგორც გადავავლე თვალი საჩქაროდ. ეს მარტო ქიზიყელებს არ ეკუთვნით, არამედ მთელ საქართველოს.”

უამრავი წერილი შემოვიდა კათოლიკოს-პატრიარქის სახელზე ქუთაის-გაენათისა და ჭყონდიდის ეპარქიებიდან, სადაც მორწმუნეები ითხოვდნენ ეკლესიების გახსნას და მოძღვრების დანიშვნას. სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიის მრევლის თხოვნა, 1944 წლის 25 თებერვალი: “დღემდე ხსენებულ ეკლესიაში ბინადრობენ მეზღვაურნი და დღეს კი ეკლესია გაცლილია იმათგან, ამისთვის უმორჩილესად გთხოვთ, რადგან ნებადართულია ყოველივე მღვდელმოქმედება, გთხოვთ დაგვიბრუნოთ ეკლესია და სანამ იგი მოეწყობა და გამშვენდება, მანამდის, დღეიდან უბრძანოთ მთავარუხუცესს ჩვენს მღვდელს პეტრე კუციას შეგვისრულოს ჩვენ და ვისაც დასჭირდება ყოველივე მღვდელმოქმედება, იქ სადაც საჭიროება მოითხოვს.”

საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ არქივში, უახლოესი ისტორიის ფონდში, ერთი მეტად საიტერესო ცნობაა დაცული, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე 1945 წლის 28 მარტს უგზავნის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის სახკომსაბჭოსთან არსებულ მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს რწმუნებულს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ბატონ კონსტანტინე ქადაგიშვილს:

“სანამ საქართველოს საკათოლიკოზოს ეკლესიურ მდგომარეობას გაგაცნობდეთ, საწიროდ მიმაჩნია წაუმძღვარო შემდეგი: 1917 წელში საკათოლიკოზოში იყო 1500 ეკლესია, 1600 მღვდელი და ამდენივე დიაკონ-წიგნის მკითხველი.

1937 წლის 1 იანვრისათვის კი: ეკლესია 187, მღვდელი 203 და დიაკონ-წიგნის მკითხველი: 43. 1937 წელში მრავალი ეკლესია დაიკეტა, სამღვდელონი ნებსით თუ უნებლიეთ ჩამოშორდნენ ეკლესიას. ზოგი კი სამრევლომ არ გაუშვა – დარჩით ჩვენთან და უტაძროთ გაგვიწიეთ მოძღვრობაო. მღვდლებიც დარჩნენ და ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას მრევლისა, თუ სახელმწიფოს წინაშე, – იხდიდნენ გადასახდს, იძენდნენ ობლიგაციებს და სხვა.

საეპარქიო მთავრობებს (უკეთ კათოლიკოზ-პატრიარქს) უეკლესიოდ დარჩენილ მღვდლების მდგომარეობა მიაჩნდა არა კანონიერად, რის გამო კათოლიკოზი შეეთათბირა სათანადო სამოქალაქო ხელისუფლებას, რომელთანაც შეთანხმებით მღვდლები კათოლიკოზის მიერ აყვანილ იქმნენ აღრიცხვაზე, და მათ ეძლეოდათ ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად გამომუშავებული, შემდეგი ფორმის მოწმობა: “ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით დასტურდება, რომ ამის წარმომადგენელი მღვდელი NN უფლება მოსილია შეუსრულოს ყოველგვარი ქრისტეანული ღვთის მსახურება და წესები თავის მრევლსა და გარეშეთაც, როდესაც ისინი მიმართავენ ამ გვარ თხოვნით. თუ უკანასკნელნი ისეთ ადგილიდან არიან, სადაც მღვდელი არ არის და მამა NN-ს იქ მიიწვევენ, ამის შესახებ უნდა ეცნობოს ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენელს.”

ამ რიგად მღვდლები რეგისტრირებულ იქმნენ და მრევლს მიეცა საშვალება დაეკმაყოფილებინა თავის სარწმუნოებრივი მოთხოვნილების ნაწილი, მაგრამ იგი უეკლესიოდ რჩებოდა უზიარებელი, რაც მთავარი სარწმუნოებრივი მოთხოვნილებაა ქრისტეანეთათვის.

1943 წლის ოქტომბრის 8 დაარსდა ს.ს.რ. კავშირის სახ. კომსაბჭოსთან მართლმადიდებელ ეკლესიის საქმეთა გამო ცალკე საბჭო. მართალია ეს საბჭო დანიშნული იყო რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიისათვის, მაგრამ, ვინაიდან იგი დაარსებული იყო კავშირის სახკომსაბჭოსთან, ამისათვის, მორწმუნეების აზრით, მისი გავლენა უნდა გავრცელებულიყო მთელ კავშირის მართლმადიდებლებზე. ამისთვის კათოლიკოზ-პატრიარქს სამრევლოებმა მოართვეს თხოვნები ეკლესიების გახნისათვის. ეს თხოვნები 1944 წლის იანვრის 10 და თებერვლის 17, N1222, 1261 და 1262, გადაეგზავნა საქართველოს ს.ს.რ. სახკომსაბჭოს თავჯდომარეს დასაკმაყოფილებლად. თხოვნები იმავე წლის აპრილში გადაეცა კავშირის სახკომსაბჭოსთან არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიის საბჭოს რწმუნებულს ჩვენს რესპუბლიკაში, კ. ი. ქადაგიშვილს. საქმეებთან გაცნობის შემდეგ, კონსტანტინე ილარიონის ძემ აღძრა სათანადო შუამდგომლობა ვისდამიც ჯერ არს, მაგრამ ჯერ  ჯერობით გახსნილია სამი ეკლესია, – მანგლისში, სტალინირში და სასაფლაოსი – ბათუმში, სამების სახელობისა. ამ ჟამად საკათოლიკოზოში მოქმედობს 29 ეკლესია, რომელშიდაც მოღვაწეობენ 5 მღვდელმთავარი, 41 ძირითადად მომუშავე მღვდელი, 2 პროტოდიაკონი და 3 წიგნის მკითხველი, და ზედ მიწერილნი: მღვდელნი 77 და მედავითნე 2. ამათ გარდა მხოლოდ აღრიცხვაზე არის აყვანილი 4, სავსებით საკათოლიკოზოში ირიცხება 135 ეკლესიის მსახური. შესაძლებლად მიმაჩნია, მთებში კიდევ იყვნენ ჩარჩენილნი მღვდლები.

სამღვდელოების მოქმედება გამოიხატებოდა წირვა-ლოცვა, წესების შესრულებაში, შეძლებისა და გვარისა ქადაგება – დარიგების წარმოებაში, სარწმუნოება-ზნეობით ადამიანის სახის მიცემაში მორწმუნეთათვის, სამამულო ომის წარმოების ჟამს თავდაცვის ფონდის დაგროვებაში, როგორც პირადი წვლილით, ისე მორწმუნეთა შორის შეკრებილით: 1944 წლის იანვრიდან დღევანდლამდე შეკრებილია 102-274 მანეთი*.

*ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კალისტრატე ცინცაძის ფონდი N77, N79.

საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009 წ. გვ. 221-236.

წყალობითა ღმრთისაითა, მდაბალი კალისტრატე, კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა*

საყვარელთა შვილთა საქართველოს ეკლესიისათა:

ქრისტე აღდგა!

ჩვენამდე მოაღწია ცნობამ, რომ ზოგიერთ ყოფილ მღვდლებს უჩუმრად დაუწყიათ ქრისტიანული წესების შესრულება, შეუტანიათ არევდარევა საეკლესიო ცხოვრებაში და განუზრახავთ ნდობა დაუკარგონ კანონიერად დადგინებულ მღვდელმსახურთ.

ამ ცხოვართა სამოსლით მოვლინებულ, ხოლო შინაგან მტაცებელ მგელთა (მათ. VII,15) მაგალითით უსარგებლიათ ზოგიერთ საერო პირებს და შედგომიან საეკლესიო წესების თავისებური გაგებით შესრულებას. ზოგიერთ თქვენთაგანს, საყვარელნო, ეს ცრუ მოძღვარნი (2 პეტ. II,I), რომლენი არა ჰმონებენ (მსახურებენ) უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, არამედ მუცელსა თვისსა (რომ. XVI.18), რომელ არს ღმერთი მათი (ფილიპ. III.19), შეგვიწყნარებიეს ვითარცა მსახურნი ქრისტესნი.

ცრუმოძღვრებთან ერთად თავი უჩენიათ ცრუწინას­წარმეტყველთა (მატ. VII.15) და ქადაგთა, რომელნიც თითქოს ზეგარდმო შთაგონებისა გამო მუქარით გაფრთხილებენ: თუ ბავშვების მონათვლას დააყოვნებთ, უეჭველად დაიხოცებიანო.

ბავშვებს რომ მონათვლა უნდა, ეს ქრისტეანთათვის ჭეშმარიტებაა, მაგრამ შვილებს უნდა ვნათლავდეთ არა სიკვდილის შიშით (ებრ. II.15) (სიკვდილი არ არჩევს მონათლულს მოუნათლავისაგან), არამედ ქრისტე მაცხოვრის მცნებაზე დაფუძნებულ შინაგანი შეგნებით: რომელსა ჰრწმენეს და ნათელიღოს, იგი ცხოვნდეს (მარკ. XVI.16 შეად. იოან. III.3).

თავიანთი გაფრთხილება-ქადაგებით მისან-მეზღაპრეთ (I მეფ. XXVIII.9) მიზნად დაუსახავთ ცთუნების შეტანა თქვენ შორის, ჭეშმარიტ არს სიტყვა უფლისა: აღდგნენ ცრუ წინასწარმეტყველნი, რათა აცთუნონ, უკეთუმცა შეუძლეს, რჩეულნიცა (მარკ. XIII.22).

იგივე მისან-ქადაგნი ჩააგონებენ მორწმუნეთ, თითქოს წმინდანები განრისხებულ იყვნენ მათზე და რისხვის თავიდან ასაცილებლად და წმინდანების ლმობიერსაყოფელად საჭირო იყოს ზვარაკების დაკვლა.

საყვარელნო! სისხლიან მსხვერპლის შეწირვა განწესებული იყო ძველ აღთქმაში, მაგრამ იგი მოასწავებდა ქრისტე მაცხოვრის მიერ ჯვარზედ სისხლის დანთხევას, გამოსახსნელად ჩვენდა ცოდვისა, წყევისა და სიკვდილისაგან (ებრ. IX.1-12; ეფეს. I.7; გალ. III,13; ებრ. II.14-15); თავის თავად კი მსხვერპლნი და შესაწირავნი ვერ შემძლებელ იყვნენ ცოდვით შეპყრობილ შემწირველთა გულითად სრულყოფად (სინიდისის დამშვიდებად) (ებრ. IX.9), იგინი მხოლოდ განამტკიცებდნენ შემწირველთა შორის რწმენასა და სასოებას მომავალ მაცხოვრისადმი. ამისთვის ვაცთა და ზვარაკთა (ებრ. IX.12) მსხვერპლად შეწირვის ამ ჟამად მქადაგებელნი აუქმებენ ქრისტეს მიერ გაღებულ მსხვერპლის მნიშვნელობას, ანუ, როგორც იტყვის წმ. მოციქული, ცალიერყოფენ ჯვარსა ქრისტესსა (I კორ. I.17) და გვტოვებენ ჩვენ ცოდვისა ქვეშე (რომ. III.9). ნუ იყოფინ: ქრისტე ერთგზის (მსხვერპლად) შეიწირა ჩვენთვის და მოგვანიჭა საუკუნო გამოხსნა (ებრ. IX.12,28), განგვიწესა უსისხლო მსხვერპლის – პურის და ღვინის შეწირვა, ბრძანა რა: ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა (ლუკ. XII.17-20; მატ. XXVI.28; I კორ. XI.23-25).

გლოცავთ თქვენ, შვილნო ჩემნო საყვარელნო!

ეკრძალენით, ნუ ვინმე ღვთისმგალობელთა და ქრისტეს უარისმყოფელთა გაცთუნნეს თქვენ (მატ. XXIV.4); განაშორენით თავნი თქვენნი ცრუმოძღვართა, ცრუწინასწარმეტყველთა, მისან-მეზღაპრეთა და ქადაგთაგან; მიიქეცით სარწმუნოებრივ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად კანონიერად დადგინებულ მოძღვართა მიმართ, რომელნიც განაგებენ ქრისტეს საიდუმლოთა და რომელთაც ბოძებული აქვთ ადგილობრივ მღვდელმთავართა ან ჩვენ მიერ ხელმოწერილი სიგელი, რათა მათგან შესრულებულ ღვთისმსახურებით მოიღებდეთ მადლსა და წყალობასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. ამინ.

1936 წ. აპრილის 28
N347
ტფილისი

ი. სტა­ლინს

ნე­ბა მიბო­ძეთ, თქვე­ნი დაბა­დე­ბი­დან სა­მო­ცი წლის შესრუ­ლე­ბულ ზა­ტი­კო­ბა­ში, და­ვი­დო წი­ლი საქართ­ვე­ლოს მწყემსმთა­ვარ­თა უხუ­ცეს­მა და განგიც­ხა­დოთ ზრახ­ვა­ნი გუ­ლი­სა ჩე­მი­სა­ნი.

თქვენ, სიჭაბუ­კით­გან­ვე არა სცა­ნი ძი­ლი თვალ­თა, რუ­ლი წამ­თა და განს­ვე­ნე­ბა ხორც­თა ტვირთმ­ძი­მე­თა და მაშვრალ­თა ცრემლ­თა მოსას­პო­ბად.

ამისათ­ვის მადლიერ­მა ერ­მა დაგსვათ ძლიერ­თა თვის­თა შო­რის და შეგმო­სათ დაუჭკ­ნო­ბე­ლი დიდე­ბით.

სრულიად საქართ­ვე­ლოს
კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი კა­ლისტ­რა­ტე
1939, 14 დე­კემ­ბე­რი

საქართველოს კპ(1) ცენტრალური კომიტეტის მდივანს კ. ჩარკვიანს

დიდად პატივცემულო მოქალაქე კანდიდ ნესტორისძევ, რევოლუციამდე საქართველოში მოქმედი იყო 1500-ზე მეტი ეკლესია. ამჟამად მოქმედ ეკლესიათა რაოდენობა არის 15… დახურულ ეკლესიათა შორის არის მსოფლიოში სახელგანთქმული მცხეთის “სვეტიცხოველიც”, რომელიც ცნობილია არა მარტო იმით, რომ იშვიათი ისტორიული ძეგლია, არამედ უმთავრესად მით, რომ ის არის ქართველი ერის აკვანი და ემბაზი. ჩვენი ხალხისა და ეკლესიის ურყევი ტრადიციით. საქართველოს ეკლესიის მამადმთავრის, კათოლიკოს-აპტრიარქის კურთხევა უეჭველად უნდა მოხდეს სვეტიცხოველში. ამის გამო ხსენებული ტაძრის არამოქმედ ეკლესიად გადაქცევა პირდაპირი ნაბიჯია ათასხუთასწლოვანი საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმებისათვის, რაც ერთის მხრით საბაბს მისცემს ჩვენს მტერ-მოყვრებს ახმაურდნენ ახალგაზრდა ახალგაზრდა რესპუბლიკის წინააღმდეგ, ხოლო მეორე არასასიამოვნოდ დარჩება ჩვენს ხალხსაც, მიუხედავად მისი შვილების რწმენის სხვაობისა, თუ ურწმუნოებისა, ეკლესიის დამოუკიდებლობა ერთ-ერთი მთავარი ბოძია თვით ერის დამოუკიდებლობისა. ეს შეგნება იყო მიზეზი იმისა, რომ დიდმპყრობელურმა რუსეთის სინოდმა ასი წლის განმავლობაში მრავალფეროვანი ძალადობით ერთი წუთითაც ვერ დაგვავიწყა კათოლიკოს-პატრიარქის ფუნქციების შეჩერება. ახლა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალობა ჩვენვე გავაუქმოთ მისთვის, რომ მცხეთის რაიონის მესვეურობით დასჭირდათ ეპისკოპოსის ბედშავი ოთახი?.. ვფიქრობთ, სანამ საბჭოთა კავშირში მოქმედებს დიდი სტალინის ბრწყინვალე კონსტიტუცია და არსებობს რწმენისა და ღვთისმსახურების შესრულების თავისუფლება ქართველობაშიც უნდა დარჩეს მშობელი ეკლესიის მიერ გამომუშავებული თავისებურება, მათ შორის საქართველოს ეკლესიის მეთაურის, კათოლიკოს-პატრიარქის სვეტიცხოველში კურთხევის წესიც. ნათქვამიდან ცხადია, რომ სვეტიცხოვლის მოქმედ თუ არამოქმედ ტაძრად გამოცხადებას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობაც და საკითხი ამის შესახებ, თუ დღესდღეობით ყველასთვის არ არის საგრძნობი მწვავედ წამოიჭრება მოხუც (75 წ.) კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ. ასეთ უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავარდეთ საჭიროა, რომ სანამ სვეტიცხოვლის დახურვის ამბავი არ გახმაურებულა, მისი გახსნა, მით უმეტეს, რომ იგი დაიხურა ადმინისტრაციული წესით. 1941 წლის 13 ივნისს დაიბარეს სვეტიცხოვლის წინამძღვრის მოადგილე, ეპისკოპოსი ტარასი კანდელაკი და უბრძანეს 48 საათის განმავლობაში ბინა გაათავისუფლე და ტაძრის გასაღები ჩაგვაბარეო, რაც ისეთი სისასტიკით იქნა შესრულებული, რომ გამოძევებულმა ტაძრიდან საკუთარი ნივთების გამოტანის ნებართვაც ვერ მიიღო. შესაძლებელია ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტაძრის დახურვის მიზეზად ეხლა დაასახელოს გადასახადის შეუტანლობა, მაგრამ ეს სწორი არ იქნება, სანამ მცხეთა თბილისის გარეუბნის რაიონში შედიოდა არც სვეტიცხოველს და არც მის ღვთისმსახურებით არ ბეგრავდნენ ითვალისწინებდნენ რა სვეტიცხოვლის მნიშვნელობას, მის უკიდურეს სიღარიბეს და იმ გარემოებას, რომ ამ დიდმნიშვნელოვან ძეგლისა და მის ფართო ეზოს უსასყიდლოდ უვლიდა ეკლესიის კრებული, რის გამოც მცხეთის რაისაბჭოს არ უხდებოდა წლიურად 600-700 მანეთის გაღება. წელს კი დატოვეს რა ყურადღების გარეშე სვეტიცხოვლის მნიშვნელობა და მის მსახურთა ღვაწლი ტაძრის მიმართ, ისინი დაბეგრეს და წინა წლების გადასახადებიც ზედ მიამატეს. თავისთავად ცხადია სამას თუმნიან შემოსავლიდან სვეტიცხოველი წლიურად 9741 მანეთს ვერასოდეს ვერ გადაიხდის. საქმის ასეთი ვითარების გამო მივმართე პირადი თხოვნით და სათანადო განმარტებით საქართველოს სსრ ფინსახკომს, რომელმაც მომისმინა რა გულდასმით ბრძანა: “მოითმინეთ, მოვიფიქროთო.” ამის შემდეგ ადგილობრივ ფინინსპექციას სვეტიცხოვლისათვის გადასახადი აღარ მოუთხოვნია. მაგრამ ახლა მცხეთის ადმინისტრაციის აჩქარებულმა მოქმედებამ ხელი შეუშალა ფინსახკომის დაპირების განხორციელებას. მოგახსენებთ რა ზემოაღნიშნულს მოკრძალებით გთხოვთ ინებოთ, გამონაკლისის სახით შემდეგი განკარგულება: 1. ჩაითვალოს სვეტიცხოვლის შრომა და ღვაწლი ტაძრის მოვლა-პატრონობისათვის შეწერილ გადასახადის ანგარიშში; 2. მიღებულ იქნას ამის დამატებად, რასაც კი ეკლესია შეძლებს 1000-1200 მანეთი წლიურად; 3. დაუყოვნებლივ გახსნილ იქნას სვეტიცხოველი; 4. დაუბრუნდეს ეპისკოპოს ტარასის მისი ყოფილი ბინა. სვეტიცხოვლის ეზოში, რათა ის სასყიდლის მიუღებლად შეუდგეს უპატრონოდ დარჩენილ ჭაღარათშემოსილ ძეგლისა და მის ავლადიდების ჩვეულებრივი გულმოდგინებით მოვლას; 5. ჩამოეწეროს მას (ტარასი ეპისკოპოსს) 1939 და 1940 წლის გადასახადები.

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე
1941 წ. 15 ივნისი.

* ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კალისტრატე ცინცაძის ფ. N77.

წყა­ლო­ბი­თა ღვთი­სა­თა*

მდა­ბა­ლი კა­ლისტ­რა­ტე, სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი

რა მოჰყ­ვა გერმა­ნელ­თა ამ ვერა­გულ შემოჭ­რას? პირველ ყოვ­ლი­სა ნორ­მა­ლუ­რი ცხოვრე­ბის მიმდი­ნა­რეო­ბის შე­ფერ­ხე­ბა, აუა­რე­ბელ მო­ქა­ლა­ქე­თა სიცოცხ­ლის მოს­პო­ბა თუ დაჭ­რა-დასა­ხიჩ­რე­ბა და წელ­თა განმავ­ლო­ბა­ში დაგრო­ვილ ნივთიერ საშუა­ლე­ბა­თა განია­ვე­ბა.

თავდამსხ­მე­ლებს გა­ნუზ­რა­ხავთ ჩვენთვის ორგ­ვა­გი ძღვე­ნი – სიკვ­დი­ლი ფი­ზი­კუ­რი და სიკვ­დი­ლი ზნეობ­რივ-გო­ნებ­რი­ვი. მი­ვი­ღებთ ჩვენ ამ ზღვარს?

ნუ იყო­ფინ!

მაშ, საყვა­რელ­ნო, ამ იმე­დით მტკიცედ ვდგეთ თავი­სუფ­ლე­ბა­სა მას, რომელ­თაც ქრის­ტე­მან განგვა­თა­ვი­სუფ­ლა ჩვენ და ნუ კუა­ლად უღელ­სა მას მო­ნე­ბი­სა­სა თავს ვი­დებთ. აღვიჭურ­ვოთ შეურ­ყე­ვე­ლი რწმენით, რომ ამპარ­ტა­ვან­თა შემ­მუსვ­რე­ლი მოს­ცემს მხედ­რო­ბა­სა ჩვენ­სა ძა­ლას წარდევ­ნოს ჩვენგან ყო­ველ­ნი მტერ­ნი!

1941 წ. 24 ივნისი

* ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფ. N77.

თბი­ლი­სი, კათო­ლი­კოს კალისტ­რა­ტეს

გთხოვთ გადას­ცეთ საქართ­ვე­ლოს საკა­თო­ლი­კო­სოს სამღვდე­ლოე­ბას და მორწმუ­ნეთ, რომელ­თაც ორი ათა­სი მა­ნე­თი შეაგ­რო­ვეს საჩუქ­რად გმი­რი წი­თე­ლი არმიი­სათ­ვის ჩე­მი ხალ­ხი და წი­თე­ლი არმიის მად­ლო­ბა.

ი. სტა­ლი­ნი
1942 წ.

მოსკოვი, კრემლი, ი. სტალინს

საქართველოს საკათოლიკოსო მორწმუნენი სამღვდელოება, რომელთაც ეს ეს არის განაახლეს ეკლესიურ-კანონიკური ურთიერთობა მოსკოვის პატრიარქთან. მოგესალმებიან თქვენ ოქტომბრის რევოლუციის 26-ე წლისათვის გამო. გილოცავენ კიევის რუსეთის ქალაქთა დედის განთავისუფლებას ფაშისტური მონობისაგან, ევედრებიან უზენაესს განაგრძოს დღენი თქვენნი მრავალსა წელსა საყვარელ სამშობლოს საკეთილდღეოდ და მალე წითელ არმიასს, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ სრულიად განეწმინდოს მტერთაგან ჩვენი წმიდა სამშობლო.

1943 წ. 13.XI.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კალისტრატე ცინცაძის ფ. N144.

ნაწყ­ვე­ტე­ბი სადღესას­წაულო ქადა­გე­ბე­ბი­დან*

წყა­ლო­ბი­თა ღვთი­სა­თა კა­ლისტ­რა­ტე სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლიო­კოს-პატრიარ­ქი მო­გი­ლო­ცავთ თქვენ საყვა­რელ­ნო ახალ წე­ლი­წადს და დღესას­წაუ­ლებს ქრისტე­შო­ბი­სას და ნათლის­ღე­ბი­სას იმ­ყო­ფე­ბა რა თქვენს შო­რის სუ­ლი­თა და გუ­ლით აღავ­ლენს მხურ­ვა­ლე ვედრე­ბას ბეთლემ­ში შობი­ლის ღვთი­სა ძლიე­რე­ბი­სად­მი, მია­ნი­ჭოს დიად­სა სამშობ­ლო­სა ჩვენ­სა გა­მარჯ­ვე­ბა ვე­რაგ მტერზედ და მი­სი სრულიად განდევ­ნის შემდეგ ჩვე­ნი სამშობ­ლოს წმი­და საზღვრე­ბი­დან, დაგვიბ­რუ­ნოს ჯანმრთე­ლად დღეს ფრონტზედ მოღ­ვა­წე­ნი ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, ძმე­ბი და მეუღ­ლე­ნი, აღავ­სოს ქვე­ყა­ნა ჩე­ნი, სახლ­ნი ჩვენ­ნი და გულ­ნი ჩვენ­ნი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სი­ხა­რუ­ლი­თა და კეთილმ­სა­ხურ­თა, რა­თა მშვიდო­ბით აღ­სავ­სე გუ­ლით შევღა­ვა­დოთ.

დი­დე­ბა მა­ღალ­თა ში­ნა ღმერთ­სა და ქვე­ყა­ნა­სა ზე­და მშვი­დო­ბა და კაც­თა შო­რის სათ­ნოე­ბა.

1943 წ.

* ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფ. N77.


ი. სტა­ლინს

კაც­თა შო­რის რჩეუ­ლო დი­დო ქართ­ვე­ლო, მო­გართ­მევთ რა საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის კა­ლენ­დარს 1948 წლისათ­ვის, მოკრძა­ლე­ბით გთხოვთ, შეჰრაც­ხოთ იგი საა­ხალწ­ლო ძღვნად და დაფა­როთ გა­პა­რუ­ლი შეც­დო­მე­ბი თქვენთვის ჩვეუ­ლი სულგრძე­ლო­ბით.

საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი კა­ლისტ­რა­ტე

1948. 17 ნოემ­ბე­რი

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის*

(მცირე შენიშვნა)

საქართველოს ეკლესია დაარსდა მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში. იგი პირდაპირ ანტიოქიის საპატრიარქოს: ანტიოქიაში ხელდასხმიდან მის ეპისკოპოსებად ბერძნებს. ეს გარემოება დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა როგორც საქართველოს ეკლესია, ისე საქართველოს სახელმწიფოსათვისაც. საპატ­რიარქოზე დამოკიდებული მღვდელთმთავრები – ბერძნები თავიანთ მოღვაწეობას უთანხმებდნენ ბიზანტიის იმპერატორის პოლიტიკას. ამისთვის იყო, რომ ბიზანტიის მეზობლად მდებარე მცირე სახელმწიფოების მეთაურები ცდილობდნენ თავიანთ საბრძანებელში ეკლესიის სათავეში დაეყენებინათ კათოლიკოზები (კათოლიკოზი შენიშნავს: მართლმადიდებელ ეკლესიის მეთაური ბიზანტიის გარეშე აღმოსავლეთში); ესენი, თუნდაც ბერძნები ყოფილიყვნენ, ანგარიშს უწევდნენ თავიანთ ხელმწიფეებს და საკუთარ ეკლესიის საჭიროებას.

შორს მჭვრეტელმა ვახტანგ გორგასალმა (446-499) ისარგებლა კარგი განწყობილებით ბიზანტიელებთან, – თვალსაჩინო დახმარება აღმოუჩინა სპარსელებთან ბრძოლაში, და გამოითხოვა კათოლიკოზი და 12 ეპისკოპოზი: ეს უკვე საკმაოდ დამოუკიდებელი და ძლიერი ორგანიზაცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყველანი შთამომავლობით ბერძნები იყვნენ.

იუსტინე იმპერატორის დროს (527-565) ქართველებმა ამ საქმეში ერთი ნაბიჯით წაიწიეს წინ, – მიიღეს უფლება მღვდელთმთავართა დადგინებისა ქართველთაგან, თუმცა ისინიც ხელდასხმისათვის უნდა ანტიოქიაში წასულიყვნენ.

მეშვიდე საუკუნის დასაწყისში თვით ისტორიულმა გარემოცვამ მოუმართა ხელი ქართველებს, კიდევ წაედგათ ერთი ნაბიჯი მშობლიო ეკლესიის ავტოკეფალობის გზაზე დაყენებისათვის: არაბები დამკვიდრნენ მცირე აზიაში და შეკრეს გზა ანტიოქიისა და საქართველოს შორის. ქართველები ფაქტიურად დამოუკიდებელნი გახდნენ, – ეპისკოპოზებსა და კათალიკოზებს თვით ხელდასხმიდნენ.

როცა მერვე საუკუნის შუა წლებში შესაძლებელი გახდა კავშირგაბმულობა ანტიოქიასთან, ჩვენმა წინაპრებმა მოინდომეს კანონიკურად (იურიდიულად) გაეფორმებინათ თავისი დამოუკიდებლობა: გაგზავნეს ანტიოქიაში 12 კაცისაგან შემდგარი დელეგაცია, – მათგან მხოლოდ ორმა მიაღწია ასურეთის დედა-ქალაქამდე, დანარჩენები გზაში დახოცეს ყაჩაღებმა. თეოფილაქტე პატრიარქმა (744-751), მოისმინა რა ქართველების თხოვნა და ათი კაცის დახოცვის ამბავი, მოიწვია კრება, რომელმაც განაჩინა: – კათოლიკოზები და ეპისკოპოზები ხელდასხმული ყოფილიყვნენ საქართველოში, იმ პირობით, ხომ დამოუკიდებლობის ნიშნად კათოლიკოზს (მხოლოდ მას) წირვა-ლოცვის დროს მოეხსენიებია ანტიოქიის პატრიარქი.

ეს უკვე უკანასკნელი ნაბიჯი იყო სრული ავტოკეფალიობის მოსაპოვებლად. ეს ნაბიჯიც გადაიდგა. ბიზანტიაში განმტკიცებული იყო ასეთი თვალსაზრისი: დამოუკიდებელი მეფის გვერდით უეჭველად უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი იერარქი – პატრიარქი. როდესაც საქართველო გაერთიანდა და ბაგრატ მესამე (975-1014) გამეფდა, საქართველოშიც ფეხი მოიკიდა ბიზანტიურმა იდეოლოგიამ. ამის გამო სიმონ კათოლიკოზის (1002-1012) გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატმა კათოლიკოზად დასვა დიდებული გვარის შვილი, თავისი ნათესავი და მის მიერ აღზრდილი, ენერგიით სავსე მელქისედექი (1012) მან, ბიზანტიური იდეოლოგიით განმსჭვალულმა პირდაპირ გამოაცხადა თავისი თავი (რასაკვირველია ბაგრატთან შეთახმებით) კათოლიკოზ-პატრიარქად და არა კათოლიკოზ-არქიეპისკოპოზად. (ამ ტიტულს ატარებდნენ მისი წინამორბედნი), და შესწყვიტა ანტიოქიის პატრიარქის (როგორც თავისი უფროსის) მოხსენება. ამ რევოლუციონურმა ნაბიჯმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ანტიოქიაში, მაგრამ გიორგი მთაწმინდელის (1057) ჩარევით, საქმე კეთილად დამთავრდა: ანტიოქიის პატრიარქის პეტრე მესამის მიერ მოწვეულმა კრებამ საქართველოს ეკლესია გაათავისუფლა ანტიოქიის საპატრიარქოს დამოკიდებულებისაგან, 1060 წელში.

სხვა პატრიარქებთან ერთად საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას ცნობდა რუსეთის ეკლესიაც და საქმეს იჭერდა მასთან, როგორც სწორუფლებიანთან: დიდი საკითხის გადაწყვეტის დროს იწვევდა მის წარმომადგენლებს, მაგალითად ნიკონ პატრიარქს გასამართლებისას (1660 წ.) მიწვეული იყო მოსკოვის კრებაზე მთავარეპისკოპოზი იოსებ სააკაძე.

საქართველოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგი თვითმპყრობელი ბიუროკრატია ვერ შეურიგდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას, გაიწვია (1811 წ.) რუსეთში ანტონ კათოლიკოზი (მეორე) და სამუდამოდ დასტოვა იქ, საქართველოში კი გამოგზავნა უწმიდესი მმართებელი სინოდის წარმომადგენელი, ეგსარხოსის სახელწოდებით. ეგსარხოსობის დროს იმდენად აირია საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა, რომ მთელი საუკუნის მანძილზე არ შეწყვეტილა მათ უკუღმართობაზე მოხსენებების მირთმევა, ვისდამიც ჯერ იყო, მაგრამ საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ სიტყვა არ დაძრულა, – ამ სიტყვის წარმოთქმას გაურბოდნენ ქართველებიც და რუსებიც, _ თურმე საშიში იყო. დასახასიათებლად მოვიყვან შემდეგ ფაქტს: სწორედ ნახევარი საუკუნის წინ, 1894 წელში, დეკანოზმა დავით ღამბაშიძემ დასტამბა თავის ორკვირეულ Пастырь-ში ახალგაზრდური კადნიერებით გატაცებული მღვდლის კ. ცინცაძის მეცნიერულად დამუშავებული წერილი Автокефалия грузинской церкви (1905 წ. ეს წერილი გამოცემული იყო ცალკე წიგნაკად); ჯერ წერილი ნახევრადაც არ იყო დაბეჭდილი, რომ ვლადიმერ ექსარხოსმა დაიბარა მამა დავითი და დაემუქრა: თუ წერილი არ დამთავრდება იმით, რომ საქართველოს ეკლესია არასოდეს არ ყოფილა დამოკიდებული, ჟურნალსაც დაგიხურავ და შენც საქართველოდან გადაგასახლებო. შეძრწუნებული მოხუცი მოვიდა ჩემთან და შემომჩივლა თავისი მდგომარეობა. ურჩიე, დაბრუნებულიყო ექსარხოსთან და მოეხსენებია, – წერილი ნაწილია ვრცელი თხზულებისა, რომელიც კრიტიკულად განხილული აქვთ ორ დამსახურებულ პროფესორს, თვით ექსარხოსის ყოფილ მასწავლებლებს, – ი. მალიშევსკისა და ა. ოლესნიცკის, და კიევის სასულიერო აკადემიის კონფერენციის მიერ ცნობილია პოლიტიკურად არა საშიშად. მალიშევსკისა და ოლესნიცკის სახელებმა დაამშვიდეს განრისხებული მღვდელმთავარი, გადაარჩინეს ხიფათს რედაქტორ-გამომცემელი, რისხვა კი ავტორზე იქნა გადატანილი, – რა დროს ავტო­კეფალიაზე ლაპარაკიაო…

ზემო დასახელებული წერილი დაედვა საფუძვლად 1905 წელში აღძრულ საკითხს, _ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, მაგრამ საკითხი, როგორც (ვითომ) სეპარატიული საშიშროების შემცველი, გადაუჭრელი დარჩა. 1917 წ. მარტის 12 საქართველოს სამღვდელოებისა და მორწმუნე ერის მიერ საქართველოს ეკლესია გამოცხადებულ იქმნა ავტოკეფალურ უფლებებში აღდგენილად, ძმურისა და მეგობრულის კავშირის შეუწყვეტლად რუსეთის ეკლესიასთან.

მმართებელი სინოდი გაწყრა, კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩვენთან, დაიწყო საწინააღმდეგო ეპისტოლეების გაგზავნა ჩვენში და რუსების მორწმუნე საზოგადოებაში: არ მიიწვიოთ ქართველი მღვდლები არავითარ წესის შესასრულებლად. არ მიიღოთ ქართველ მღვდელმთავრებისაგან ლოცვა-კურთხევა, არ შეხვიდეთ ქართულ ეკლესიებში თორემ უეჭველად без пересодки попадёте од-ო. ეს გარემოება მძულვარებას სთესდა (და არა სავსებით უნაყოფოს) ჩვენსა და რუსებს შორის…

ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა 25 წელიწადს. 1943 წლის სექტემბრის 14, კათოლიკოზ-პატრიარქმა გაუგზავნა რუსეთის ახლად არჩეულ სერგი პატრიარქს შემდეგი დეპეშა:

Грузинская церковь, обединяющая православных всех национальностей Грузии и её автономных республик и области, с любовью приветствует единоверную Русскую церковь, Её возглавление патриархом Московским и всея Русии и избранием святенного при нём синода, и надеется, что цкркви сестры заживут в добром согласии, духовном единении и взаимной люви, испоняя каждое своё призвание, во славу божию и ко благу великого отечества. Возглашая вашему святейществу испола эти, остаюсь с бротскою во Христе любовью католикос-патриарх всея Грузии Калистрат.

სექტემბრის 21 მოვიდა შემდეგი პასუხი.

Радуюсь, слыша голос Грузинской церкви, разделяю надежды, желания. Бдогадорю ваше святейшество, за поздравление. Русскому епископу Анатонию Став­ропольскомубиты у вас, выяснить подробности. Патриарх Сергий.

1943 წლის ოქტომბრის 28 თბილისში ჩამოვიდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის სერგის წარმომადგენელი სტავროპოლის მთავარეპისკოპოზი ანტონი. კათოლიკოზ-პატრიარქთან მოლაპარაკების შემდეგ, ოქტომბრის 31 სიონის ტაძარში მოხდა ორ ეკლესიათა შერიგება, კათოლიკოზ-პატრიარქსა და მთავარ-ეპისკოპოზის ანტონის მიერ წირვის ერთად შესრულებით, სათანადო სიტყვების წარმოთქმით და სამადლობელი პარაკლისის გადახდით.

იმავე წლის ნოემბრის 19 სერგ. პატრიარქის და მისი სამღვდელო სინოდის N12 დადგენილებით გაფორმებულია სწორუფლებიან და ერთმანეთისგან დამოკიდებულ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიების კანონიკური და ევქარისტიული კავშირი, რაც განსაკუთრებული ეპისტოლეებით ეცნობა კათოლიკოზ-პატრიარქს, აღმოსავლეთის პატრიარქებს, ალეუტსკის მიტროპოლიტს და რუსეთის მორწმუნე ერს. ყოველივე ზემოაღნიშნული ვრცლად არის აღწერილი და მოთავსებულია მიმდინარე წლის მოსკოვის საპატრიარქო ჟურნალის მესამე ნომერში.

ამ გვარად, 1943 წ. ოქტომბრის 31 აქტით, საქართველოს მორწმუნე (და ვფიქრობ არა მორწმუნე) ერსა და მისდამი წინად არა მეგობრულად განწყობილ დიდსა და მძლავრ ორგანიზაციას შორის დამყარდა ძმური კავშირი.

კ.პ.კ.    1944.5.25.

* ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კალისტრატე ცინცაძის ფ. N114


საქართველოს ს.ს.რ. კომუნისტურ პარტიის ცენტრალურ კომიტეტის პირველ მდივანს, მოქალაქე კანდიდ ნესტორის ძე ჩარკვიანს

მოგეხსენებათ სახლი, რომელშიდაც ამ ჟამად ცხოვრობს საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი (სიონის ტაძრის ეზოში, აღმოსავლეთით) თბილისის რეკონსტრუქციის 45 წლიანი გეგმით უნდა აღებულ იქმნეს. ვინაიდან იგი თავისუფლადაც ვერ აკმაყოფილებს კათოლიკოზ-პატრიარქის ბინასა და მასთან დაკავსირებულ დაწესებულებათა მოთხოვნილებას, ცხადია უნდა აშენდეს სხვა სახლი.

აღნიშნულის გამო ახალი ბინის აგება განვიზრახე – სიონის ჩრდილო მხარეზე, მის ყოფილ ეზოში; სახლი დაშორებულ იქნება ტაძარზე 30 მეტრით, ხოლო ეზო გამწვანებული.

ამასთან ერთად საჭიროდ ვთვლი მოგახსენოთ, რომ მღვდელ-მთავრის ბინა უნდა იყოს ან ტაძრის ახლო, ან თავის სახეში შეიცავდეს კარის ეკლესიას; ეკლესია კი რომ, მოთავსდეს თვით სახლში, – მოითხოვს მეტ ფართობს და დიდ ძალ ფულს, ჩვენ კი მხოლოდ 700.000 მანეთი გვაქვს, და ისიც ნასესხები. თბილისის სხვა ტაძრებთან სახლისათვის საწირო ფართობი არ არსებობს, ან თუ არსებობს, – იქიდან დაგვჭირდება ათეული ოჯახის გამოსახლება, რაც მეტად ძნელი საქმეა.

ამისთვის ერთად ერთი ადგილია ზემოდ დასახლებული: აქ არის მეტად დაძველებული სახლი, რომელშიდაც ცხოვრობს ოთხი სულისაგან შემდგარი ოჯახი; მისი გასახლება თქვენი დახმარებით არ იქნება ჩვენთვის სამძიმო.

ამ სახედ სიონის უბანიც დამშვენდება (დღეს ამ მიწის ნაჭერზე სანაგვე ყუთები დგას) სიონისთვის შესაფერისი ლამაზი სახლით, საქართველოს კათოლიკოზსაც მიეცემა შესაძლებლობა მასთან სტუმრად ჩამოსულ საბჭოთა კავშირიდან პატივსაცემ პირთა მიღებისა თავის ბინაში და არა სასტუმროში.

ამ საკითხის გამო თქვენი შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ სათანადო ქვემდგომ ორგანოებში ვერ ცნობენ მოსახერხებლად საკათალიკოზო სახლის ადგილზე დადგმისათვის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი კალისტრატე

1949 წ. აგვისტოს 18. თბილისი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მიმართვა ალექსანდრე ილარიონის-ძისადმი ულაცავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კ. კეკელიძის სამეცნიერო მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს 1945 III. 31 თბილისი

ღრმად პატივცემულო ბატონი ალექსანდრე ილარიონისძევ!

სტალინის სახელობის ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებული კრებული დღეს ორმოცი წლის სამეცნიერო მოღვაწეობის ზეიმს იხდის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფუძემდებლის აკადემიკოს კორნელი სამსონის ძე კეკელიძისას. ორმოცი წლის დაუღალავ კვლევა-ძიებით მან რამდენიმე ათეული ჩვენთვის აქამომდე უცნობი განათლება მეცნიერების მოღვაწენი აღმოაჩინა ჩვენი ერის ხანგრძლივ არსებობის მანძილზე და სათანადო გამოამზეურა, ხოლო ცნობილთა ნამოღვაწარი მეცნიერული სინათლითა და ბრწყინვალებით შემოსა.

ვიზიარებ რა სიამოვნებით უნივერსიტეტის განათლებით კრებულის მიერ ჯეროვნად შეფასებას თავის საამაყო წევრისას, წრფელი გულით უსურვებ ქართველ ერის ცოდნა-განათლების მთავარ კერას მრავლად შეეძინოს (და გამოეზარდოს) დღევანდელი იუბილარის მსგავსი მეცნიერნი, ხოლო თვით კორნელი სამსონის ძეს არ დასცხრომოდეს, წელთა სიმძიმის ქვეშე, აღტყინებული სიყვარული სამეცნიერო მოღვაწეობისადმი და ახალ-ახალ ნაშრომთა გამოცემა, მის პატივისმცემელთა სასიხარულოდ და მშობლიო ერის სადიდებლად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი კალისტრატე
1945 წ. მარტის 31. თბილისი

კ. ცინცაძის განცხადება ს.ს.ს.რ. კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს კანდიდ ნესტორის ძე ჩარკვიანის სახელზე სიონის ტაძრის შეკეთების შესახებ

საქართველოს ს.ს.რ. კომუნის­ტურ

პარტიის ცენტრალურ კო­მიტეტის პირველ მდივანს,

მოქალაქე კანდიდ ნესტორის ძე ჩარკვიანს

თბილისის ნაგებონათა სიამაყე და “მარგალიტი” – სიონის ტაძარი დიდ განსაცდელშია: მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ჩასმული გუმბათის ფანჯრების ჩარჩოები დალპა იმდენად, რომ მათი შეკეთება, მიუხედავად ჩემი არა ერთგზის ცდისა, აღარ შეიძლება, რის გამო წვიმის დროს წყალი თავისუფლად ჩამოდის და ტაძრის ძვირფასი მხატვრობა ზიანდება: საჭიროა გაუკეთდეს ფანჯრებს რკინის ჩარჩოები.

დასავლეთის მხრიდან ნიადაგის ქვეშეთა წყალი ასველებს ტაძრისა და სამრეკლოს საძირკველს და შემდეგ კედლებს რამდენიმე მეტრზე: კედლის ლესულება იჟღინთება წყლით, იბერება და ცილდება კედლებს და ამნაირად მხატვრობა ქვემოდანაც ზიანდება.

ინჟინერ კოჟევნიკოვის აზრით, საჭიროა სიონის ქუჩაზე დრენაჟის გაკეთება ტაძრის საძირკველის დონის ქვემოდ და წყლის მილებით მტკვარში გაშვება.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ეკლესია თვით უნდა აწარმოებდეს ტაძრის რემონტს, გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში სიონის განსაკუთრებული მნიშვნელობა – ქალაქში მომსვლელთ ამას უეჭველად აჩვენებენ ხოლმე. გასცეთ განკარგულება ამ ისტორიული ძეგლის შეკეთებისათვის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარიქ კალისტრატე
1949 წ. აგვისტოს 18. თბილისი

საქართველოს ს.ს.რ. კომუნის­ტურ­

პარტიის ცენტრალურ კომი­ტე­ტის

პირველ მდივანს კანდიდად

ნესტორის ძე ჩარკვიანს

ძველად დასტამბული საყოველდლღეო ლოცვანი აღარ მოიპოვება, მოთხოვნილება კი მეტად დიდია. ამის გამო 1948 წლის მაისის 31 აღვძარი შუამდგომლობა კ. ი. ქადაგიშვილის წინაშე ლოცვანის დასტამბსი ნებართვისათვის პასუხი ჯერაც არ მიმიღია, მოხუცი ხალხი კი მოსვენებას არ მაძლევს, – მოგვაწოდეთო.

პატივისცემით გთხოვთ ბრძანებას ლოცვანის დასტამბისათვის.
სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი კალისტრატე

* საქართ­ვე­ლოს საპატ­რიარ­ქო არ­ქი­ვი, საქ­მე N3998.

დეკა­ნოზ დ. ლაზა­რიშ­ვილს და მიხ. მახა­თა­ძეს*

გთხოვთ და გა­ვა­ლებთ ჩე­მი გარდაც­ვა­ლე­ბის შემდეგ ჩემ შვილებ­თან ერ­თად მოიყ­ვა­ნეთ წესრიგ­ში ჩე­მი სა­კუ­თა­რი წიგ­ნე­ბი და გადაე­ცით ვი­საც ვუანდერ­ძებ. ირო­დიონ სონღუ­ლაშ­ვილს გადაეც­თი რკონის ღვთისმ­შო­ბე­ლი, დიდუ­ბის ღვთისმშობ­ლის პი­რი, ზედაზ­ნი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ღვთისმშობ­ლის ხა­ტი და ჩე­მი პორტ­რე­ტი.

კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი კა­ლისტ­რა­ტე
1942-20 დე­კემ­ბე­რი

* ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფ. 75.

ბრძა­ნე­ბა N105

სრულიად საქართ­ვე­ლოს საპატრიარ­ქო­სად­მი. 1979 წ. 30 ნოემ­ბე­რი

შეიქმ­ნას სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარქ უწ­მი­დე­სი კალისტ­რა­ტეს ცხოვ­რე­ბი­სა და მოღვა­წეო­ბის შემსწავ­ლე­ლი კო­მი­სია შემ­დე­გი შემადგენ­ლო­ბით:

მთავა­რე­პის­კო­პო­სე­ბი შიო (ავა­ლიშ­ვი­ლი), თადეო­ზი (იო­რა­მაშ­ვი­ლი), ეპის­კო­პო­ზი და­ვი­თი (ჭკა­დუა), დე­კა­ნო­ზე­ბი: მ. დი­დენ­კო, ა. შენ­გე­ლია, იღუ­მე­ნი ა. გულიაშ­ვი­ლი, მღვ. პ. ბე­რიშვი­ლი.

სრულიად საქართ­ვე­ლოს
კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი ილია II.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები (დამტკიცებული 1945 წლის მართვა-გამგეობის დებულებით)

საქართველოს ეკლესიაში შემდეგი ეპარქიებია:

1) მცხეთა-თბილისისა, რომლის მწყემსთ-მთავარი არის მთავარეპისკოპოზი მცხეთისა და თბილისისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი. სამწყსო: საქართველოს ეკლესიის წმ. დედა ქალაქი მცხეთა, თბილისი და გარე კახეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: კაწარეთისა, მცხეთისა, ნინოწმიდისა, რუსთავისა და თბილისისა), რასაც შეიცავს ეხლანდელი რაიონები თიანეთისა, მცხეთისა, საგარეჯოსი და ყარაიაზისა და ნაწილი თბილისისა. კათედრა ეპარქიისა არის მცხეთაში (სვეტიცხოველში), ხოლო კათოლიკოზის რეზიდენცია თბილისში.

შენიშვნა 1. კათოლიკოზ-პატრიარქის სამწყსოს შეადგენს საქართველოს ეკლესიის წევრნი, მცხოვრებნი საკათოლიკოზოს გარეთ ისეთ ქვეყნებში, სადაც მართლმადიდებელი ეპისკოპოზი არ არის.

შენიშვნა 2. როდესაც კათოლიკოზ-პატრიარქი გარდაიცვლება, ან მძიმე ავადმყოფობისა და სხვა მიზეზთა გამო მოკლებული იქნება საშვალებას გაუწიოს ხელმძღვანელობა საეკლესიო მართვა-გამგეობას, მის ადგილს იჭერს ის მღვდელმთავარი, მოსაყდრის წოდებით, რომლის შესახებ კათოლიკოზ-პატრიარქის მდივანთან ინახება მისი უწინდესობის და უნეტარესობის წერილობითი განკარგულება; მოსაყდრეობა უქმდება, როდესაც კათოლიკოზ-პატრიარქი თავის ადგილზეა. კათოლიკოზის გარდაცვალების შემდეგ კრება უნდა იყოს მოწვეული არა უგვიანეს სამი თვისა.

შენიშვნა 3. ქორეპისკოპოზი შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ კათოლიკოზ-პატრიარქს.

2) აგარაკ-წალკისა, ანუ ახტალა პენტელითარისა (ბეშტაშენის) (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: აგარაკისა, ბოლნისისა, დმანისისა და წალკისა), რასაც შეიცავს რაიონები ბაშკიჩეთისა, ბოლნისისა, ბორჩალოსი და წალკისა, და ლორი-ბამბაკის მხარე. კათედრა ახტალაში (აგარაკი), რეზიდენცია თბილისში, პატივი მღვდელმთავრისა “ახტალა-პენტელითარის (ბეშტაშენის) ეპისკოპოზი.”

3) ალავერდისა. სამწყსო: შიდა კახეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ალავერდისა, ნეკრესისა და ხარჭაშენისა), რასაც შეიცავს თელავისა და ყვარლის რაიონები და თიანეთის რაიონის ნაწილი ხარჭიშოს უბნის მიმატებით და ამათ გარდა დიდოეთ-დურძუკეთი, მიწერილი თერგისა და დაღესტნის მხარეებზე. კათედრა – ალავერდში, რეზიდენცია ქალაქ თელავში, პატივი მღვდელთ-მთავრისა: “ალავერდელი ეპისკოპოზი” (ანუ აბბა ალავერდელი).

4) აწყურისა. სამწყსო: სამცხე-ჯავახეთი და ზემო სომხეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ალაშკერტისა, ანისისა, აწყურისა, დადაშენისა, ერუშეთისა, კარისა, კუმურდოსი, წურწყაბისა და წყაროსთავისა), რასაც შეადგენს რაიონები ადიგენისა, ასპინძისა და ახალქალაქისა, ახალციხისა და ბოგდანოვკასი, და ალაშკერტი, არტაანის ოლქი, ბასიანი, გუმბრის მხარე, ყარსის ოლქი და ყაღზევანის ოლქი. კათედრა მღვდელმთავრისა – აწყვერში, რეზიდენცია ქალაქ ახალციხეში. მღვდელთ-მთავრის პატივი – “მაწყვერელი ეპისკოპოზი.”

5) ბათომ-შემოქმედისა. სამწყსო: გურია, ტაოკლარჯეთი და ჭანეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ანჩისა, ბანისა, იშხანისა, სატრაფელასი, ტბეთისა, ჯუმათისა, ხინოწმინდისა – იმავე ბათუმისა, შემოქმედისა), რასაც შეიცავს საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში – ეხლანდელი რაიონები ბათომისა, მახარაძისა, ქედისა, ქობულეთისა, ჩოხოტაურისა და ხელოსი, ხოლო ოსმალეთის საზღვრებში ოლქები: ათინასი, ართვინისა, თორთომისა, კისკიმისა, ისპირისა, ოლთისისა, რიზესი და ხოფასი. კათედრა მღვდელთმთავრისა ბათომში და რეზიდენცია იქვე. პატივი მღვდელმთავრისა: “ბათომელ-შემოქმედელი ეპისკოპოზი.”

6) ბოდბისა. სამწყსო: რანი, შაქი, წუკეთი და ჰერეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ბოდბისა, გიშისა, ჭერემისა და ხორნაბუჯისა), რასაც შეიცავს რაიონები გუჯაანისა, კაჭრეთისა, ლაგოდეხისა, სიგნახისა და წითელწყაროსი, და ოლქები არეშისა, განჯისა, ზაქათლისა, ნუხისა, სამურისა და ყაზახისა. კათედრა – ბოდბეში. რეზიდენცია მღვდელთმთავრისა ქალაქ სიღნაღში, პატივი მღვდელთმთავრის: “ბოდბელი ეპისკოპოზი.”

7) მარგვეთისა. სამწყსო: ზემო იმერეთი (ტერიტორია – ნაწილი გაენათის ძველი ეპარქიისა), – ეხლანდელი რაიონები ზესტაფონისა, ორჯონიკიძისა, საჩხერისა, ჩხარისა და ჭიათურისა. კათედრა მღვდელთ-მთავრისა – არგვეთში, რეზიდენცია საჩხერეში. მღვდელთ-მთავრის პატივი: “მარგველი ეპისკოპოსი.”

8) მანგლისისა. სამწყსო: საბარათიანო (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: მანგლისისა და წინწყაროსი), რასაც შეიცავს ეხლანდელი თბილისის რაიონის დასავლეთის ნაწილი: წყნეთი-თელეთის ხაზიდან – თეთრიწყაროს რაიონი. კათედრა მანგლისში, რეზიდენცია თბილისში. პატივი მწყემსთ-მთავრისა – “მანგლელი ეპისკოპოსი.”

9) ნიკორწმიდისა. სამწყსო: რაჭა (ტერიტორია ნიკორწმიდის ძველი ეპარქიისა), ეხლანდელი რაიონები ამბროლაურისა და ონისა. კათედრა ნიკორწმიდაში, რეზიდენცია მღვდელთმთავრისა – ონში. პატივი მღვდელთმთავრისა: “ნიკორწმინდელი ეპისკოპოზი.”

10) ურბნისისა. სამწყსო: შიდა ქართლი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ნაწილი სამთავისისა, ნიქოზისა, რუისისა, სამთავროსი და ურბნისისა), რასაც შეიცავს ეხლანდელი რაიონები ბორჯომისა, გორისა, ზნაურისა, კასპისა, ლენინგორისა, სტალინირისა, ქარელისა, ხაშურისა და ჯავასი და ამას გარდა დვალეთი, მიწერილი თერგის მხარეზე. კათედრა – ურბნისში, რეზიდენცია მღვდელთ-მთავრისა ქალ. გორში. მღვდელთმთავრის პატივი: “ურბნელი ეპისკოპოზი.”

11) ქუთაის-გაენათისა. სამწყსო: ქვემო-იმერეთი და ოკრიბა (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ქუთაისისა, ხონისა და ნაწილი გაენათისა), რასაც შეადგენს რაიონები ვანისა, მაიაკოვსკისა (ბაღდათისა), სამტრედიისა, ტყიბულისა, ქუთაისისა, წულუკიძისა (ხონისა) და წყალტუბოსი. კათედრა – ქუთაისში და მწყემსთმთავრის რეზიდენცია იქვე. მწყემსთმთავრის პატივი არის “ქუთათელ-გენათელი ეპისკოპოზი.”

12) ცაგერისა. სამწყსო: ლეჩხუმ-სვანეთი (ტერიტორია – ცაგერის ძველი ეპარქიისა), – ეხლანდელი რაიონები ზემო სვანეთისა, ქვემო სვანეთისა და ცაგერისა. კათედრა ცაგერში. მღვდელმთავრის რეზიდენცია იქვე. პატივი მღვდელმთავრისა: “ცაგერელი ეპისკოპოზი”.

13) ცხუმ-აფხაზეთისასა (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: დრანდისა – იმავე ცხუმისა, ბედიისა, ბიჭვინთისა და მოქვისა), ეხლანდელი აფხაზეთის საბჭოთა ავტონომიური რესპუბლიკის რაიონები გაგრისა, გალისა, გუდაუთისა, გულრიპშისა, ოჩამჩირესი, ქლუხორისა და ცხუმისა და ზუგდიდის რაიონის ნაწილი მდინარე ინგურის დასავლეთით. კათედრა მღვდელმთავრისა ცხუმში (სოხუმში), რეზიდენცია – იქვე, მღვდელმთავრის პატივი არის – “ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოზი.”

14) წილკნისა. სამწყსო: ორისავე არაგვის, ქსან-ლეხურის ხეობა, გარე ქართლი, საგურამო და ფშავხევსურეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა სამთავროსი, ნაწილი სამთავისისა და წილკნისა), რასაც შეიცავს რაიონები დუშეთისა და ყაზბეგისა და ნაწილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა. კათედრა მღვდელმთავრისა წილკანში, რეზიდენცია დროებით სვეტიცხოველთან, პატივი მღვდელმთავრისა “წილკნელი ეპის­კოპოზი.”

15) ჭყონდიდისა. სამწყსო: ოდიში (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ცაიშისა, წალენჯიხისა და ჭყონდიდისა), ეხლანდელი რაიონები აბაშისა, გეგეჭკორისა, ზუგდიდისა, ფოთისა, ჩხოროწყუისა, ცხაკაიასი, წალენჯიხისა და ხობისა. კათედრა მწყემსთ-მთავრისა – მარტვილში, რეზიდენცია ქ. ფოთში. პატივი მწყემსმთავრისა არის – “ჭყონდიდელი ეპისკოპოზი.”

შენიშვნა: ამ სიის შეცვლა და შევსება სრულიად საქართველოს ეკლესიის კრების კომპეტენციას ეკუთვნის

——————————————————————————————

და­მოწ­მე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა

1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფონ­დი. 70, გვ. 4.

2. ა. ნიკო­ლეიშ­ვი­ლი, გაბრიელ ეპის­კო­პო­სი. ქუთაი­სის 1990 წ. გვ. 21

3. კ. ცინ­ცა­ძე, ჩე­მი მოგო­ნე­ბე­ბი­დან, თბ. 2001, გვ. 27.

4. იქ­ვე… გვ. 27-28.

5. ნ. პაპუაშ­ვი­ლი, სრულიად საქართ­ვე­ლოს კათო­ლი­კოს-პატრიარ­ქი კა­ლისტ­რა­ტე. იხ. საქართველოს ეკ­ლე­სიის კა­ლენ­და­რი 1982 წ. გვ. 145.

6. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფონ­დი 70. გვ. 37.

7. იქვე. გვ. 38.

8. ნ. პაპუაშვილი… გვ. 146.

9. კ. ცინ­ცა­ძე, ჩე­მი მოგო­ნე­ბე­ბი­დან. თბ. 2001, გვ. 16.

10. კ. ცინ­ცა­ძე, გვ. 20.

11. იქ­ვე. გვ. 29

12. იქ­ვე. გვ. 29

13. იქ­ვე, გვ. 38.

14. იქ­ვე, გვ. 44.

15. იქ­ვე, გვ. 90

16. იქ­ვე, გვ. 131

17. იქ­ვე, გვ. 145

18. იქ­ვე, გვ. 160

19. იქ­ვე, გვ. 169

20. იქ­ვე, გვ. 170

21. იქ­ვე,გ ვ. 172

22. იქ­ვე, გვ. 47

23 იქ­ვე, გვ. 82

24. ს. ვარ­დო­სა­ნი­ძე, საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დიე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ეკ­ლე­სია 1917-1952 წ.წ. თბ., 2001, გვ. 18.

25. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფონ­დი, 102, გვ. 104

26. ს. ვარ­დო­სა­ნი­ძე, დასახელებული ნაშრომი, გვ. 203

27. იქ­ვე, გვ. 203.

28. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფონ­დი, 102, გვ. 118-119.

29. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფონ­დი N228.

30. ს. ვარ­დო­სა­ნი­ძე… გვ. 211.

31. საქართ­ვე­ლოს საპატ­რიარ­ქო არ­ქი­ვი, N613.

32. საქართ­ვე­ლოს საპატ­რიარ­ქო არ­ქი­ვი, N6480.

33. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფონ­დი N102, გვ. 420-444.

34. იქ­ვე… გვ. 376.

35. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცაძის, ფ. N20.

36. ჟურნ. საღვთის­მეტყ­ვე­ლო კრე­ბუ­ლი 1987 N3, გვ. 116-168.

37. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფონ­დი #26.

38. ს. ვარ­დო­სა­ნი­ძე… გვ. 130.

39. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფონ­დი N102. გვ. 444.

40. ს. ვარ­დო­სა­ნი­ძე… გვ. 131

41. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფ. N55

42. ჟურ. “მებრ­ძო­ლი ათეის­ტი” 1939, N7, გვ. 1

43. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცაძის ფ. N102, გვ. 354

44. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცაძის გვ. ფ. N49.

45. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცაძის ფ. N52.

46. ს. ვარ­დო­სა­ნი­ძე… გვ. 151.

47. კ. ცინ­ცა­ძე, ქვაშვე­თის წმ. გიორ­გის ეკ­ლე­სია თბილის­ში, თბ. 1994, გვ. 37.

48. კ. ცინ­ცა­ძე, ქვაშვე­თის წმიე­თის გიორ­გის ეკ­ლე­სია თბილის­ში.  თბ. 1994. გვ. 39. კ. კეკე­ლი­ძის სახ. ხელნა­წერ­თა ინს­ტი­ტუ­ტი, კ. ცინცა­ძის ფონ­დი N91.

49. იქ­ვე. გვ. 73

50. ლ. გუდიაშვილი, მოგონებები. თბ. 1979, გვ. 87.

51. საქართ­ვე­ლოს საპატ­რიარ­ქო არ­ქი­ვი, ფ. N3998.

52. ჟურნ. “საღვთისმეტყველო კრებული”. 1987 წ. N3, გვ. 16.

53. მ. ბენ­დე­ლია­ნი, საქართ­ვე­ლოს მართლმ­დაი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია XX ს. 30-40-იან წლებ­ში. თბ. 2002, გვ. 69.

54. ს. ვარ­დო­სა­ნი­ძე, საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დიე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია 1917-1952 წ.წ. თბ., 2001, გვ. 179.

55. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფონ­დი “77.

56. იქ­ვე. გვ. 71.

57. იქ­ვე. გვ. 72.

58. იქ­ვე. გვ. 72.

59. იქ­ვე. გვ. 73.

60. იქ­ვე. გვ. 73.

61. იქ­ვე. გვ. 130-133.

62. იქ­ვე. გვ. 133.

63. იქ­ვე. გვ. 13.

64. საქართ­ვე­ლოს საპატ­რიარ­ქო არ­ქი­ვი. ფ. N3998.

65. საქართ­ვე­ლოს საპატ­რიარ­ქო არ­ქი­ვი. მიტროპოლიტ ეფრემის საქმე N1664.

66. საქართ­ვე­ლოს საპატ­რიარ­ქო არ­ქი­ვი. მიტროპოლიტ ეფრემის საქმე N1664.

67. ს. ვარ­დო­სა­ნი­ძე, საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დიე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია 1917-1957 წ.წ. თბ., 2001, გვ. 188.

68. მ. ბენ­დე­ლია­ნ… გვ. 69.

69. კ. ჩარკ­ვია­ნი, განც­დი­ლი და ნააზ­რე­ვი, თბ. 1985, გვ. 151-152.

70. საქართ­ვე­ლოს საპატ­რიარ­ქო არ­ქი­ვი, ფონ­დი N3998

71. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფ. N83.

72. გაზ. “კომუ­ნის­ტი” 1945 წე­ლი, 14 დე­კემ­ბე­რი.

73. გაზ. “კომუ­ნის­ტი” 1946 წ. 5 იან­ვა­რი.

74. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფ. #125.

75. ს. ვარ­დო­სა­ნი­ძე… გვ. 194.

76. კ. კეკე­ლი­ძის სახ. ხელნა­წერ­თა ინს­ტი­ტუ­ტი, კ. ცინცა­ძის ფ. N155.

77. კ. კეკე­ლი­ძის სახ. ხელნა­წერ­თა ინს­ტი­ტუ­ტი, კ. ცინცა­ძის ფ. N93.

78. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი (სუი­ცსა) ფ. 1879, საქ. 1. აღწ. 8.

79. საქართ­ვე­ლოს საპატ­რიარ­ქო არ­ქი­ვი. წილკნის ეპარ­ქია, N1646.

80. ს. ვარ­დო­სა­ნი­ძე… გვ. 197.

81. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. “სხვა­დასხ­ვა”, N324

82. ჟურნ. საღვთის­მეტყ­ვე­ლო კრე­ბუ­ლი. 1987, N3, გვ. 187-188.

83. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფონ­დი N70 გვ. 136.

84. იქ­ვე, გვ. 141

85. ჟურნ. საღვთის­მეტყ­ვე­ლო კრე­ბუ­ლი, 1987, N3, გვ. 173.

86. იქ­ვე, გვ. 180-182

87. იქ­ვე, გვ. 189.

88. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფ. N131.

89. ჟურნ. საღვთის­მეტყ­ვე­ლო კრე­ბუ­ლი 1987, N3, გვ. 50.

90. ჟურნ. “საღვთის­მეტყ­ვე­ლო კრე­ბუ­ლი”, თბ. 1987, N3, გვ. 63-131. კა­ლისტ­რა­ტე ცინცა­ძის მეცნიე­რულ მემკვიდ­რეო­ბას ეძღვნეაბ ნ. პაპუაშ­ვი­ლის ნაშ­რო­მი “კ.მ. ცინცა­ძის ცხოვ­რე­ბა და მეც­ნიე­რუ­ლი მემკვიდ­რეო­ბა, მრავალ­თა­ვი NXIII, 1987.

91. ჟურ. საღვთის­მეტყ­ვე­ლო კრე­ბუ­ლი. 1987 წ. N3, გვ. 68.

92. ჟურნ. მწყემ­სი. 1892, N3.

93. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფ. N113, გვ. 4.

94. იქ­ვე, გვ. 5.

95. საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის კა­ლენ­და­რი 1982, გვ. 160-161.

96. იქ­ვე. გვ. 154.

97. ბ. არ­ვე­ლა­ძე, ლეონ მელიქსეთ-ბე­გი თბ. 2002 წ. გვ. 266.

98. იქ­ვე, გვ. 267.

99. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. კ. ცინცა­ძის ფ. N127.

100. კ. ცინ­ცა­ძე ქვაშვე­თის წმიდის გიორ­გის ეკ­ლე­სია ტფილის­ში, თბ. 1994, გვ. 17.

101. იქ­ვე… გვ. 263.

102. საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის კა­ლენ­და­რი, 1982, გვ. 160.

103. გ. ლეო­ნი­ძის სახ. ლიტე­რა­ტუ­რის მუზეუ­მი. ფ. 26760.

104. ს. ვარ­დო­სა­ნი­ძე… გვ. 261.

105. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ვ. კარბელაშ­ვი­ლის ფ. N272, გვ. 30.

106. იქ­ვე, გვ. 34.

107. ს. ვარ­დო­სა­ნი­ძე, გვ. 258.

108. საქართ­ვე­ლოს საპატ­რიარ­ქო არ­ქი­ვი. მიტრო­პო­ლიტ ეფრე­მის ფონ­დი, საქ­მე N617.

სერგო ვარდოსანიძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე, თბილისი, 2009 წ.